როცა საქმე წერილებს ეხება, ყველა მკითხველ-კრიტიკოსი ხდება. მოკლედ, ერთ დიდ გაურკვევლობაში ცხოვრობს ქვეყანა და ინტერესის სფეროებიც საშინლად დავიწროებულია. მაგ. შეხვდა თუ არა ივანიშვილი დეგნანს, თუ შეხვდა რატომ არ ვიცოდით და თუ შეხვდა რაზე ისაუბრეს და თუ ისაუბრეს რა შედეგი მივიღეთ და ა.შ. ტელესერიალებში გადავცხოვრდით. მეორე ხალხი - ჩვენ დრო მოვა და ყველაფერს ფარდას ავხდით და ვიტყვით. მესამე ხალხი - რა სპექტაკლებს დგამთ, ჩვენ არ ვმონაწილეობთო, არადა იქ არიან. რეალური მხოლოდ ლარია და დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7703 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      დეგნან-ივანიშვილური ამბავნარი და „მეორე ფრონტი“ - გიორგი რუხაძე - ივანიშვილი რომ ამ ქვეყნის მმართველია, დეგნანმაც იცის და ჩემი 7 წლის ბავშვმაც - მან წერილით შანტაჟის დასრულების „ფასი“ გამოაცხადა, მაგრამ ეს ასე მარტივად ვერ დამთავრდება. იაგო ხვიჩია - ამერიკელები გოიმები გვგონია? არ იციან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები? რა პრობლემაა, ივანიშვილს რომ შეხვედროდა ელჩი? - „ქართულ ოცნებას“ მტერიც შემოაკლდა, სათადარიგო მტერია საჭირო. თორნიკე შარაშენიძე - მგონია, რომ ივანიშვილი წერილით ამერიკასაც მიმართავს, დავწყნარდეთ და შევრიგდეთო - მადლობა ღმერთს, „წითელი ხაზი“ აშშ-სთან ურთიერთობებში არ გადაიკვეთა. კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე ომში ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. კელი დეგნანი - მოქალაქეების უმრავლესობამ უსაფრთხო მომავალი აირჩია და მას აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები - საქართველოს ლიდერებმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირებული იყოს ევროკავშირის წევრობის მკაფიო გზამკვლევზე. სერგო ჩიხლაძე კელი დეგნანის განცხადებაზე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ომში არავინ მიათრევს - ივანიშვილი არის ცნობილი ჭორიკანა. ირაკლი ზარქუა - ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა შეხვედრა და გრძელდებოდა 3 საათი, არ მგონია სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი - მსოფლიოს მთავარი გამოწვევა ომია, როგორც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება ამაზე ესაუბრათ. გიორგი მშვენიერაძე - ივანიშვილს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მისგან იმას მოითხოვდა დეგნანი, რაც დღეს ქალბატონმა ელჩმა უარყო, თუმცა, ყველაფერი ისე მოაწყო, რომ საზოგადოებაში სწორედ, ასეთი განცდა ყოფილიყო. ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის განცხადებაზე - 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას - მგონი, ამ „მესიჯის“ ადრესატი სწორედ 308 ევროპარლამენტარია, „ენჯეოები“, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. თენგიზ ფხალაძე - რაც უფრო მეტს ილაპარაკებს „ქართული ოცნება“, მით უფრო გაძლიერდება საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა - ელჩები ხვდებიან გავლენის მქონე ადამიანებს, მაგრამ, როდესაც საუბარია ივანიშვილზე, ყველაფერი გასაგებია. გია ცაგარეიშვილი - ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელდასმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს რეზოლუციაში, ამ რეზოლუციაზე კარგი იქნებოდა ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა. ირაკლი კობახიძე - არ გვაქვს ინფორმაცია, რომ შეიძლებოდა მეგობრული შეხვედრა ყოფილიყო - თუ კელი დეგნანი ივანიშვილს მეგობრად მიიჩნევს თავს, მაშინ უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა, რომელიც მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე ხორციელდებოდა. ირაკლი კობახიძე - როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას. გიგა ბოკერია - ივანიშვილი კობახიძის პირით ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა დაიცვას ის ევროპარლამენტისგან, ანუ პირდაპირ გვეუბნება, რომ საკუთარი ქონების დასაცავად იყენებს ქვეყანას. ნიკოლოზ სამხარაძე - კითხვა-პასუხებს ერთი მსუყე წერტილი უნდა დავუსვათ, ეს აზიანებს როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებს - მე არსად, არავისგან მსმენია, რომ მათ უნდოდათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ნათია მეზვრიშვილი - ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ კონკრეტული გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ საქართველომ არ იაროს დასავლეთის მიმართულებით და იაროს რუსეთისკენ. ეკა ბესელია - აღარ მეცინება და აღარც მექილიკება - „ქართულ ოცნებაში“, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა პროცესი? რატი იონათამიშვილი - როცა ქვეყნის შიგნით და გარეთ კეთდება განცხადებები, რომ კარგი იქნება მეორე ფრონტი საქართველოში და ამის ადეკვატური შეფასება არ ხდება, კითხვები ჩნდება, რომ კონკრეტული აქტორები ომში ჩართვას ითხოვენ. გიორგი ვაშაძე - ივანიშვილი ხალხს აშანტაჟებს - ჯერ ეჭვის სახით რაღაცას ჩამოკიდებს, შემდეგ ამისთვის გამოყოფილი დეპუტატები აგრძელებენ: აჰა, ესე იგი ომზე იქნებოდა ლაპარაკი - ეს ის აბსურდია, რაზეც უნდათ, რომ ყველა გვალაპარაკონ. ჯიმ რიში - თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს - მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი. ჯინ შაჰინი - მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას - ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს.

      ოცნებიდან „გამორკვეულები“ - მიხეილ ყაველაშვილი - ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას. გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის ჯგუფს უერთდება. გურამ მაჭარაშვილი - შეხვედრა ემთხვევა ომის მდგომარეობას - საინტერესოა, ხომ არ იყო ელჩის მხრიდან შეთავაზება ბატონი ბიძინას მიმართ, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში და ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ სანქციები ვერ დავაწესეთ. პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ. სოზარ სუბარი კელი დეგნანს - გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველო სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა. დიმიტრი ხუნდაძე - დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა - მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვიყავით და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ. ჩვენი მიზანია ქვეყნის სწორი სვლა დასავლეთისკენ, მაგრამ ომის გარეშე და ასევე ღირსეულად. გიგა ბოკერია - ივანიშვილის კლოუნების მხრიდან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უნიჭო სპექტაკლი და ბოდვა გრძელდება. სოზარ სუბარი - ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით - დეტალებში ვიცით იმ საუბრების შინაარსი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე იყო. ანა ნაცვლიშვილი - პროცესი, რასაც ახლა საზოგადოება თვალს ადევნებს, „ქართული ოცნების“ ელექტორალური კრიზისია - იმ მიზნით, რომ ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფი არ დაკარგონ, პარტიის გაყოფის ხერხს მიმართეს. ირაკლი კობახიძე გურამ მაჭარაშვილის „ქართული ოცნებიდან“ გასვლაზე - ადამიანურად ეს სამწუხაროა - გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე გვერჩივნა, რომ ჩვენ ერთი პარტია ვყოფილიყავით.

      განთქმა - სოსო გოგაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც ეკლესიასა და ხელისუფლებაზე საუბრობს. წერილი ეხება საკითხს, რომ „ეფ ეს ბე“-ს გავლენის აგენტებს აქვთ დავალება საქართველოში მოახდინონ პატრიარქის სასურველი კანდიდატით ჩანაცვლება. და ეს კანდიდატი არის მეუფე შიო (მუჯირი). ალუდა ღუდუშაური - თუ რაიმე აქვს გოგაშვილს საპასუხო და სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის ის თუ როგორ შეიძინა ქონება, როცა 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი.

      ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით საპარლამენტო ოპოზიცია მათ მიერ ფორმირებულ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას განაგრძობს.

      პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.

      ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს - როცა მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!

      ნიკა სიმონიშვილი - სასამართლოში პრობლემებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, საკითხის შესწავლა მოხდეს არა სამუშაო ჯგუფში, არამედ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

      ადვოკატის განცხადებით, სასჯელის გადავადების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ.

      პრემიერის ვიზიტები - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და მომავლის ენერგიის მუზეუმი „ნურ-ალემი“ დაათვალიერა. ამით ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

      „გირჩი“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც „ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შეთანხმებულ ქმედებას გამოიძიებს“.

      შემოსავლების სამსახური - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე „მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“, სიცრუეა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა - ენერგოდარის მერი - ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ციხესიმაგრედ იყენებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თანდათან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ უკრაინის თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 წლის ბიჭი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული ღამის განმავლობაში თავდასხმა მტრის ხუთ საყრდენ პუნქტზე განახორციელეს, ლიკვიდირებულია 66 რუსი სამხედრო. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს სახელმწიფოებრიობის დღეს ულოცავს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება. რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 40 230 რუსი სამხედრო მოკლეს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსებს შეუძლიათ მოიპარონ მაცივრები, მაგრამ არა ჩვენი ისტორია - როცა კიევი კულტურული დედაქალაქი იყო, მოსკოვი ჭაობი იყო და ასეთივეა ახლაც. უკრაინის ვიცე-პრემიერმა დონეცკის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი თავს შეშლილად აჩვენებს, მაგრამ ასე არ არის - ის არის მოძალადე, რომელიც აბუჩად იგდებს სუსტს და ძლიერს გაურბის. რუსულმა ძალებმა კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს. აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო. მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმებები არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოდ, რადგან „ასეთია რუსეთი“. ესპანეთის პრემიერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპა „ვლადიმერ პუტინის ენერგეტიკული მძევალი არ გახდეს“.

      არეულობა ერაყში - შიიტი სასულიერო პირის, მოქთადა ალ-სადრის მხარდამჭერები ერაყის პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

      კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, ბირთვული ომის შემაკავებელი ძალების მობილიზება მოახდინოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 83

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: ივლისი 28, 2022||11:23pm

#qwellynews: ერაყის ამბებზე, ერთ-ერთ დემონსტრანტს ეცვა მაისური წარწერით John 3:16 ანუ „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters