ჰარცელი წავა და სხვა მოვა, დეგნანს დეპარტამენტი გამოექომაგა

      როგორც კი ცოტა აგრილდა, უფრო მრავლისმთქმელი ან მწერი დღე გამოდგა. შესავალ ნაწილს დავიწყებ პრეზიდენტის რამდენიმე წუთის წინანდელი ინტერვიუდან - სალომე ზურაბიშვილი ამბობს: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს - არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს.“ - როგორც ხვდებით, დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო - პირველი კარლ ჰარცელის წასვლა და კობახიძის შეფასებები და აშშ ელჩის მიმართ თქმულთა პასუხი ამერიკიდან. დაიძაბა ურთიერთბები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8045 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      კოვიდ აქტივი - ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია - არ ველოდებით, ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს. მესამე დოზასა და მეორე „ბუსტერზე“ რეგისტრაცია იმატებს - „ბუსტერიზაცია“ სერიოზულად იცავს. კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ მასობრივი გამოყენება დაიწყო.

      კოლაბორაცია - ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ისევ უარს ამბობს სამუშაო ფორმატებში ჩართვაზე, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა ეს რეალობა უნდა დაინახოს - ევროპარლამენტარებმა კრიტიკა სწორედ მათი მიმართულებით უნდა განახორციელონ. გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობას არ აპირებს - დროს ფუჭად ვერ დავკარგავ, ხომ ვიცით, რომ ეს შეხვედრები ფიასკოთი დასრულდება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და აქტიურ მოქალაქეებთან ერთად ვაპირებთ 12- პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭირო კანონპროექტების მომზადებას.

      ჰარცელი წავიდა - არასამთავრობო ორგანიზაციები კარლ ჰარცელს - მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა. ნიკოლოზ ვაშაკიძე - შარლ მიშელის დიდი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ რომ ნაგვის ყუთში გაუშვეს, ეს კარლ ჰარცელის ბრალი არ არის. გიგი წერეთელი - ევროპარლამენტის წევრებს გულწრფელად სურთ, საქართველოს დახმარება, თუმცა ხელისუფლების ნაბიჯები საშუალებას არ იძლევა. ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ... ეს არის ფაქტი და ამაზე შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან ჩვენ კვლავაც თავს ვიკავებთ, მაგრამ ევროპარლამენტარებს ჩვენ შეგვიძლია დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებში. გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი იმოქმედებს სხვაგვარად. მსგავსი პათოსის განცხადებები გაკეთდა პარტიის სხვა ლიდერების მხრიდანაც. კელი დეგნანი - შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას - ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ბეჯითად მუშაობდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. პიტერ სტანო - ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ელჩ ჰარცელს - სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო, რათა გაიგოთ, როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა. კახა კალაძე - კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ადამიანებმა თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს, მთავარია, ეს ყველაფერი ზრდილობის ფარგლებში იყოს. დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე - ეს სევდისმომგვრელია - კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი.

      ჩანაწერები გოგაშვილისგან - გიორგი ცაგარეიშვილი სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „შეთითხნილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება „არ სჭირდება“. მეუფე ანტონი - სოსო გოგაშვილი მინდა მოვინახულო და ვკითხო: რატომ სოსო, რატომ? უცებ როგორ აუჯანყდა იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებოდა? - ასე მგონია, ვიღაცამ „შეუჩხიკინა“. არასამთავრობოები - ჩნდება ეჭვი, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას იღებდა პოლიტიკური საფუძვლებით მმართველ პარტიასა და სუს-თან შეთანხმებით. ლევან ბეჟაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება და ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, პრაქტიკულად შოკისმომგვრელია - წინ ბევრი სერიოზული ფაქტი გველოდება. არასამთავრობოები - სავარაუდოდ მმართველი პარტია სუს-თან ერთად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობოდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ" მომზადებული კვლევა წარადგინეს. არასამთავრობოები - ხმების სანაცვლოდ, მმართველი პარტია პირებს სავარაუდოდ სთავაზობდა ციხიდან ვადამდე გათავისუფლებას, ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენას, სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადებას. კახა კალაძე სოსო გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას „დიდ სისულელეს“ უწოდებს. ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების კვლევაზე - სიახლეს ვერ გვთავაზობენ, რასაც აქვს ერთადერთი ახსნა, რომ არაფერს ვაფუჭებთ, გაუგებარ ფურცლებს აფრიალებენ - ფანტაზიაც არ ჰყოფნით. ცესკოს თავმჯდომარე ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ არასამთავრობოების კვლევაზე - ამ ყველაფერს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასა და სანდოობასთან მიმართებაში რაიმე ტიპის გავლენა.

      დეპარტამენტისგან თითის ქნევა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებს, საკუთარ თავსაც „გაშარავენ“ და ამ ქვეყანასაც - არ მესმის, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ აშშ-ს „ბრძოლა გამოუცხადოს“. პაატა მანჯგალაძე - როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია. ანა ბუჩუკური - ნედ პრაისის განცხადება არის პასუხი „ქართული ოცნების“ ისტერიკულ, ღია თავდასხმასა და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. ლევან იოსელიანი - ნედ პრაისის მიერ გაკეთებული განცხადება აშშ-ს მიერ საქართველოსთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს. მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - ვაი თუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ მისკომუნიკაციას აქვს ადგილი. გიგი წერეთელი - ის, რაც ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მოვისმინეთ, ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა - ასეთი მწვავე განცხადება არ მახსენდება. მამუკა გამყრელიძე - დასავლეთი ქართველ ხალხს და ხელისუფლებას უკვე მკვეთრად მიჯნავს - მოდის სიგნალები, რომ დასავლეთი მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ხალხს და ოპოზიციას, რათა ხელისუფლება შეიცვალოს. ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან მოკავშირეები, წერტილია აქ დასმული. არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია - თუ შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. გიორგი ვაშაძე - ნედ პრაისის განცხადება „ქართული ოცნების“ მიმართ არის გაფრთხილება, რომ შეეშვან მავნე ანტიევროპულ, ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს - თუ ამას არ გააკეთებენ, მძიმე იქნება ქვეყნისთვის. გიგა ბოკერია - ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება და უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას. საგარეო უწყება - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერებს შეიცავს. ილია დარჩიაშვილი - აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცება ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს. ზვიად ძიძიგური - „ქართული ოცნება“ ქვეყნის ბედით თამაშობს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ამერიკამ უარი რომ თქვას არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე - ცეცხლთან თამაშია ეს ყველაფერი. ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ზე - პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ - საკუთარი ელჩის მხარდაჭერა ჩვეულებრივი ამბავია და ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რამაც შეიძლება, ურთიერთობები მცირედით მაინც დააზიანოს. ირაკლი კობახიძე - ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან, ამერიკის ელჩის მიმართ - არ შეიძლება არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ, თავდასხმა. კელი დეგნანი - აშშ-ს საელჩოში არავინაა ისეთი, ვინც ცდილობს ზეწოლის მოხდენას რომელიმე მოსამართლეზე - ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ვინმეს სანქცირების ან დასჯისთვის. ვაშინგტონი ძალიან კარგადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, თვალს ადევნებს ახალი ამბების განვითარებას და გამოხატავს დიდ ინტერესს.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა შესაძლებელი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში რუსების სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 6 საცავი გაანადგურეს. უკრაინის გენშტაბი - მტერმა უგლეგორსკის თბოსადგურზე წარუმატებელი იერიში განახორციელა, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტები აიძულეს გაქცეულიყვნენ. ანალენა ბერბოკი - უკრაინას მხარს დავუჭერთ არა მხოლოდ სოლიდარობით, არამედ სამხედრო მხარდაჭერითაც. რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში ორი სკოლა დაბომბეს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსული ძალები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უახლოვდებიან. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 358 ბავშვი მოკლეს. Politico - ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანს რუსეთის ტერორისტის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს. უილიამ ბერნსი - რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ეს ყველაფერი მოხდა უმნიშვნელო წინსვლისთვის. ხარკოვის დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 კი დაშავდა. უკრაინის პირველმა ლედიმ ნენსი პელოსისთან რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები განიხილა. მიხაილო პოდოლიაკი - რუსული ფარისევლობაა, ჩახვიდე ქედის მოსახრელად თეირანში, პარალელურად კი ხარკოვში მეჩეთი დაბომბო - გაიგებენ თუ არა ამას ირანში? ანდრეი ერმაკი - რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება ომი ზამთრის პერიოდამდე გაწელოს - მალე ბევრი სიურპრიზი იქნება. უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 38 850 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. რუსებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 19 ადამიანი. დიმიტრი მედვედევი - „ქალაქის გიჟები“, რომლებიც საკუთარ თავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას უწოდებდნენ, აიძულებენ უბედურ უკრაინელებს, სიცოცხლე შესწირონ - უკრაინამ შეიძლება დაკარგოს სუვერენიტეტის ნარჩენები და გაქრეს მსოფლიო რუკიდან. აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი - ვლადიმერ პუტინი სრულიად ჯანმრთელია. ვოლოდიმირ ზელენსკი - არასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე - რუსეთმა მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის მარაგის 60%-მდე უკვე გამოიყენა. ანდრეი კასიანოვი - მადლობელი ვართ ჰუმანიტარული დახმარების, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ვფიქრობთ, საქართველომ უკრაინას ბევრად მეტი დახმარება უნდა გაუწიოს - ჩვენ ერთი მტერი გვყავს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. დღეს, როცა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ, ეს არ ხდება. რობერტა მეცოლა - უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და მისი ფინანსების შესუსტებას. ურსულა ფონ დერ ლაიენი - წევრი სახელმწიფოები კრემლის წინააღმდეგ გაძლიერებულ და გახანგრძლივებულ სანქციებს დათანხმდნენ - ეს მოსკოვს ძლიერ სიგნალს უგზავნის: შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

      „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის გაზსადენმა მუშაობა განაახლა.

      ერაყმა ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში განხორციელებული დაბომბვის გამო ანკარადან დროებითი რწმუნებული გაიწვია - ერაყში დემონსტრანტებმა თურქეთის დროშა დაწვეს. მევლუთ ჩავუშოღლუ - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ თურქეთი არასდროს ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 100

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters