აგვისტოში ისე დაცხება, რომ გარეთ გასვლას, სადმე ცეცხლის ანთებას და მერე უყურადღებოდ მიტოვებას, ბუნება არ გაპატიებთო, საგანგებო სამსახურმა დღეს განაცხადა. მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. პარალელურად, საქართველოში კვლავ ევროპის კარზე მდგომი პოზიციიდან ხდება გადაწყვეტილებების შეფასება. უკრაინა კვლავ ომობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარია.
ივანე ჩხაიძე - შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს
რეფორმები სამართალში - პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ დროს გაწელავს, როგორც აქამდე, ერთი წელი აკეთებდა და სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე ხელშესახები შედეგი არ იქნება. პროკურატურამ, პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ პარტნიორ უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარუდგინეს. მიხეილ დაუშვილი სასამართლოზე - რეალური ცვლილებების ნებას “ოცნებისგან” სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ.
ევროკომისია - ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმა შეფერხდა და ძირითად სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. ნიკა მელიას შეფასებით, ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთი განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. ელენე ხოშტარია - ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია. ლაშა ხუციშვილი - ევროკომისიის 12 პუნქტის ეკონომიკურ ნაწილში, ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია იმაზე ადრე, ვიდრე ეს ვადებით გვევალებოდა. ნიკა სიმონიშვილი - ევროკომისიის დოკუმენტში სიტყვა რეგრესია გამოყენებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ზღაპრები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოგვიყვა, რეალურად ტყუილია.
არჩევნები შუალედში - საია სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. ნათია მეზვრიშვილი - სენაკში ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცესკომ სენაკში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის გათვალისწინებით დანიშნა და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება, დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს. ნიკა სიმონიშვილი - თუ 6 თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომები არ ტარდება, მთავრობას პირდაპირ ვალდებულება აქვს, დაითხოვოს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო და ამ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა შემოვიდეს. ეს არ გაკეთდა და ამის ნაცვლად დაინიშნა შუალედური არჩევნები, რითაც რეალურად უფრო მარტივადაა შესაძლებელი, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვოს უმრავლესობა, რომელიც მას სჭირდება.
პრემიერის საქართველოში - ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისსა და აგვისტოში 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე. მას შემდეგ, რაც ჩვენი კორიდორის მიმართულებით მოიმართა უფრო მეტი ტვირთი და გადაზიდვების მოცულობამ მოიმატა, ასევე მომატებულია რკინიგზის შემოსავლები.
ფინანსთა მინისტრი - გასულ კვირას საწვავის ფასის 10-თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება კორექტირება. საშუალოვადიან პერიოდში ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 241.8 მლნ დოლარი შეადგინა, პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა. იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 186.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია. II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი დაფიქსირდა რუსეთიდან, მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირება მოხდება და 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მილიონი ლარის მოგებით დაასრულეს.
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ილვესი - საქართველო არ მიდის მეგობრების შენარჩუნების და მათი კეთილგანწყობის მოპოვების გზით - არ მჯერა, რომ ვინმე ცდილობდეს საქართველოს რაიმე ომში ჩათრევას, ეს მხოლოდ ხელისუფლების ნარატივია.
საზღვარგარეთულები:
ვოლოდიმირ ზელენსკი - რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა, მით უფრო სუსტი იქნება რუსეთი და შესაბამისად, მით უფრო ნაკლებ ხანს გაგრძელდება ეს ომი. ბოროტების წინააღმდეგ დუმილი თანამონაწილეობის დონეს უახლოვდება, ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ რუსეთის მოქალაქეობა და ჩუმად ხართ, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ მას. მერი - ოკუპანტებმა ენერგოდარი დაბომბეს, არიან დაშავებულები. მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. უკრაინაში კიდევ ერთი რუსი ოფიცრის ლიკვიდაცია განხორციელდა. უკრაინის გენშტაბი - რუსები ხარკოვს არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ. გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში რუსების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. დონეცკის გუბერნატორი - რუსმა ოკუპანტებმა ერთ დღეში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა კიდევ 6 გემმა მიიღო. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 43 750 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. მიხაილო პოდოლიაკი - „აზოვსტალის“ დამცველები კანონიერად იცავდნენ თავიანთ ქვეყანას, ამიტომ „მარიუპოლის ციხეები" რუსეთის ოფიციალური სამხედრო დანაშაულია. „ენერგოატომი“ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული უსაფრთხოების დარღვევის რისკი არსებობს. უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. რუსებმა ხარკოვის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, დაშავდა 7 ადამიანი. ლუგანსკის გუბერნატორი - უკრაინელმა სამხედროებმა „ვაგნერის“ მებრძოლების შტაბი გაანადგურეს. დონეცკში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევსა და სამ ოლქში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები გაათავისუფლა. ვლადიმერ პუტინი - რუსი სამხედროები ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. ფინეთის პრემიერი - არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს.
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორმხრივ ურთიერთობებს გააფართოებენ.
ერევანში სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა
ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ ტაივანს ამერიკელი კონგრესმენები სტუმრობენ.
ისრაელმა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია