მოსმენები ევროპულ კონსტიტუციად, ენტორო ვირუსი და შეკრებები საევროპო გზაზე

      სინოპტიკოსები მართლები აღმოჩნდნენ, თქვეს წვიმა იქნებაო და იწვიმა. ახლა იმასაც ამბობენ, ასე გრილად და წვიმიანად გაგრძელდება 8 სექტემბრამდე საქართველოშიო. საქართველოში კიდევ ევროპის გზისკენ სიარულის პოზიციურ-ოპოზიციური მიდგომები ადარდებთ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას განიხილავენ. მთავრობა მომავალს გეგმავს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8795 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      მომრავლებული ენტერო - სპეციალისტები განმარტავენ, რა არის ბავშვებში ენტეროვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მომატების მიზეზები და როგორ უნდა უზრუნველყონ მშობლებმა მათი დაცვა - პედიატრი ნინო სირაძე განმარტავს, ვირუსს ძირითადად ახასიათებს ცხელება, ღებინება და ნაწლავის ხშირი მოქმედება. ინფიცირებული პაციენტები დაახლოებით 1 კვირა თავსდებიან სტაციონარში, მწვავე ნაწლავური ინფექციის დროს კი შესაძლოა 14 დღე გაგრძელდეს მკურნალობა. ინფიცირება შესაძლებელია დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხების შემდგომ დაუბანელი ხელის ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანთან შეხებით. ასევე, მოგეხსენებათ, ზაფხულის სეზონია და ნაწლავური ინფექციების დროს აუზზე სიარული მიზანშეწონილი არ არის. თავის დაცვისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჰიგიენური ნორმების დაცვა ბავშვებში უფრო რთულია, რაც უფრო პატარაა, მით უფრო ხშირი კონტაქტი აქვს გარემოსთან. ხშირად, ვირუსულ ინფექციას გართულებებიც ახასიათებს.

      ევროპისკენ, ევროპისთვის, ევროპელობა - დევიდ კრამერი - თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე. ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას. რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მიზანია კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ - მათი ვირტუალური კანონპროექტებით უფრო მეტად მოხდება ოპოზიციის მიზნების ლუსტრაცია. გიგა ბოკერია - ოპოზიციის სტრატეგია მცდარია. ჯორჯ ბუში - მაშინაც კი, როცა ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, არ ვწყვეტთ მოწოდებას რუსეთისადმი, დაასრულოს თქვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამას ვაკეთებთ, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. გიორგი ვაშაძე - ის, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას, ნიშნავს, რომ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნათია მეზვრიშვილი - ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გვადანაშაულებს, რომ „ოცნების“ მაშველი რგოლი ვართ, ხელისუფლების მაშველ რგოლად თავად იქცა. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ დღევანდელი მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ნიკა მელია - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული. კახა კალაძის განცხადებით, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, „ქვეყნის მტრები არიან“. გიგა ბოკერია - საქართველოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს და არა მოღალატე, კონფერენცია „დიდება უკრაინას“ ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმ საქმეში, რასაც მთელი თავისუფალი სამყაროს ბოლომდე შეწუხება ჰქვია. ზურაბ ჯაფარიძე - რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ მის მიღწევას სჭირდება ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა და ყოველ დილით გააზრება იმისა, რომ თავზე გასხედან უზურპატორები. ვიოლა ფონ კრამონი - დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს - ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი. შალვა პაპუაშვილი ვადამდელ არჩევნებზე - განცხადების რომელი წინადადება, აბზაცი, ან სიტყვა გულისხმობს დეპოლარიზაციას? ეს არის რადიკალიზაციისკენ მიმართული ქმედება-არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. სალომე სამადაშვილი - ხელისუფლებას რეალურად არაფერი აქვს სათქმელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის - ეს არის ხელისუფლება, რომელსაც გეგმაშიც არ აქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არ აწყობს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი იქნება მოსახლეობის თვალში. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებასთან" ჩვენი პროექტების წარდგენის დროს ვიქნებით არა ჯიუტნი, არამედ მოქნილნი - არ გამოვრიცხავ, ზოგიერთ საკითხზე სახელისუფლო ნამუშევრის მხარდაჭერას. ვადამდელი არჩევნები ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ - თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასოდეს მივიღებთ. ვახტანგ მეგრელიშვილი - დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო. ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ბატონი კრამერი არის არშემდგარი რევოლუციონერი - „ნაცმოძრაობის“ ფასიანი ლობისტების მცდელობა, მთელი საქართველო დასანქცირდეს, ჩართული იყოს ომში, არაერთხელ მოვისმინეთ და ამას ვერ ეღირსებიან. ლინას ლინკევიჩუსი - ოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ვიღაც არ არის არჩეული და ფარულად მართავს - მე არ ვასახელებ სახელებს, ეს თქვენ უკეთ იცით. შალვა პაპუაშვილი - რადიკალიზაციას ვერანაირად ვერ წავახალისებ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წარმოდგენილი არიან რადიკალური ჯგუფები. სალომე სამადაშვილი - მნიშვნელოვანია არჩევნების გზით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება, ამიტომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ ვიცი, რამდენად ემსახურება ამ მიზანს. არჩილ თალაკვაძე - მელიამ თქვა, პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და რაღაც უნდა მოასწროს - ნიკა, თქვენთვის დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ. დავით უსუფაშვილი - პოლიტიკური კორექტულობის დრო გავიდა, გავხსნათ ფრჩხილები: ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკით პირიქით, ხელისუფლების გახანგრძლივებას ხომ არ ვუწყობთ ხელს? - ამაზე საუბარი ნიშნავს იმას, რომ გადიხარ პოლიტიკური პროცესიდან. ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ ვიცით საქართველოში იმ ცუდი ტრადიციის შესახებ, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის ციხეში ჩასმას არჩევნებში გამარჯვების ან დამარცხების შემდეგ, რაც გამოსავალი არ არის. კარა მაკდონალდი - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას - არ ვიცი, როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გადადგით ის 12 ნაბიჯი, მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის.

      ყურდაგდების ამბავი - პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო განიხილა. რატი იონათამიშვილი - არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვეტო არ დავძლიოთ - არათუ წონადი, ელემენტარული სამართლებრივი არგუმენტებიც ვერ მოვისმინეთ. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს - სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს. ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანაში დამკვიდრებულია ტოტალური მოსმენების პრაქტიკა, „ქართული ოცნებისთვის“ არასასურველი პირების, ოპონენტების მიმართ და არამხოლოდ მათი, ყველას მოსმენა მიმდინარეობს. ლონდა თოლორაია ე.წ. მოსმენების კანონზე - სამართლებრივ არგუმენტებს ჩვენ უნდა ვეძებდეთ კანონის განმარტებით ბარათში და ვერანაირ სამართლებრივ არგუმენტაციას ამ განმარტებით ბარათში ვერ ნახავთ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მონახოს გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

      პრემიერის გეგმები - პრემიერი - დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია. მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030, დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მე-2 ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. მთავრობამ „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო. რევაზ ჯაველიძე - ეროვნული განვითარების სტრატეგია ქმნის მყარ საფუძველს მომდევნო წლებში ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი პროგრესისა და წარმატებული მომავლისთვის, გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიულ მიზანთან. ნიკო თათულაშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია ადამიანის უფლებების ყველა ძირითად უფლებას ფარავს და როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ და სამოქალაქო უფლებების ნაწილში თავის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

      ცეცხლობანა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია.

      თურქეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში, ევრობასკეტზე მატჩის შემდეგ მათ თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებით იმუქრებიან. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩზე მომხდართან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა და მსოფლიო - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპაციისგან სამი დასახლება გაათავისუფლეს. ბენ ჰოჯესი - აშშ-ის მიზნები უნდა მოიცავდეს რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“. აშშ-ის ელჩი, ჯონ სალივანი რუსეთს ტოვებს. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რამდენიმე რაიონში მტრის შეტევა წარმატებით მოიგერიეს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი - ომის შედეგად უკრაინას 105 მილიარდი აშშ დოლარის ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა - სრულ ინფორმაციას არ ვფლობთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, წარმოიდგინეთ იქ რა ხდება. ვიოლა ფონ კრამონი - საფრანგეთი და გერმანია, დიდი ალბათობით, რუსულ მახეში გაებმებიან - ევროპა ბევრს აკეთებს უკრაინისთვის, მაგრამ არასაკმარისს, უნდა გავაძლიეროთ დახმარება იარაღით, იარაღით, მძიმე იარაღით, ტანკებით. 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია. კურტ უოლკერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა ეფუძნებოდეს წინაპირობას, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის მთელი ტერიტორია დატოვონ. ანა ფოტიგა - ვხედავთ, რომ გმირი უკრაინელების წყალობით, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს. ევროკავშირმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. სერჰი გაიდაი - კრემენნაიაში უკრაინელებმა 400 რუსი გაანადგურეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინის თავდაცვის სფეროსთვის შემდგომი დახმარების საკითხი განიხილეს. დენის შმიგალი - ევროკავშირმა და უკრაინამ 5 შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასთან აახლოებს და ხელს უწყობს სახელმწიფოს მდგრადობას რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

      ახალი პრემიერი - ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს გამარჯვება მიულოცა. სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს - ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა.

      დიმიტრი პესკოვი - ევროპაში გაზის მიწოდების პრობლემები სანქციების გაუქმებამდე გაგრძელდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 73

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters