ვეტოს მოხსნის „შელოცვა“, სანქციები და საკრალური რეკომენდაციები ანუ პარლამენტი „ამუშავდა“

      პარლამენტმა საშემოდგომო სესია გახსნა და თავბრუდამხვევი კომენტარების დღეც მოეწყო. აქტუალური თემები გაიშალა - ომბუდსმენის არჩევა-დანიშვნის წესი, მოსმენების კანონი, სანქციები, იქით თორმეტპუნქტიანი გეგმა ევროკავშირის გზაზე. პარალელურად ევროსაბჭოს სხდომა და ა.შ. და ა.შ. კეთილი იყოს შემოდგომის დაწყება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8705 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

      პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო. გიორგი კახიანის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებები „უსაფუძვლო და დემაგოგიურია“. პროექტის განხილვას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა. ეგლამენტში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირა.

      საკრალური რეკომენდაციები, სანქციები და მოსმენები - და მიხეილ სარჯველაძე - ანომალიური მოვლენაა, როცა ოპოზიცია უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვაში მონაწილეობას არ იღებს - თუ ალტერნატიული კანონპროექტები იქნება, განვიხილავთ. ანა ბუჩუკური - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სამუშაო ჯგუფების შეხვედრებიდან გამოდიოდნენ, არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „აი, ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით“ - ეს არის ტყუილი. სალომე სამადაშვილი - შალვა პაპუაშვილი გაიქცა და გაექცა შეკითხვებს, რომლებიც ჩვენს მეგობრებს აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები. ირაკლი ქადაგიშვილი სანქციების სიაზე - შეუსრულებელი გეგმის კიდევ ერთხელ რეალიზაციის მცდელობაა - შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. ხატია დეკანოიძე - მე, პირადად ვმუშაობ სანქციებზე, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით - გავაკეთებ ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასანქცირდეს, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის. ვანო ჩხარტიშვილი „საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ბრალდებებით მიყენებული ზიანის“ ფაქტზე სასამართლო დავას იწყებს და აცხადებს, რომ „ოპონენტებს სათანადო ფასის გადახდა მოუწევთ“. კელი დეგნანი - საქართველოს ლიდერები და ყველა ქართველი უნდა ფოკუსირდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე. სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როგორც ვხედავთ, შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური რუსეთთან დაკავშირებით. ხატია დეკანოიძე - ძვირფასო, რუსულ გზას დამდგარო უმრავლესობავ, თქვენ საბოლოოდ დაგერქვათ პრორუსული ორიენტაციის პარტია - გილოცავთ! ბიძინა ივანიშვილი მეორედ დასანქცირდა და დასანქცირდება ყველა, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას. ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ რეზოლუციამ შედეგი გამოიღო და ეს შედეგია სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ასეთ ევროპარლამენტარს რა შეიძლება უწოდო? ეს არის პირდაპირი მტრობა. დავით უსუფაშვილი -„ოცნებამ” დაიჟინა და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენის წინ პროკურორის პუნქტი მოაჭრა - ახლა ახალ კონტექსტში 12 პუნქტთან დაკავშირებულ საკითხებში შემოიტანა ტექსტი, რომელსაც შარშან გამალებული ებრძოდა. შალვა შავგულიძე ე.წ. მოსმენების კანონზე - ვეტოს არდადება არ შეიძლებოდა, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ყალბი პროცედურით იქნა მიღებული, ამის შეგუება არ შეიძლება. ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - ეს არის ნონსენსი, ამ ინსტიტუტის და მისი წარმომადგენლის სირცხვილი, როდესაც თქვენ ელემენტარულ კონსტიტუციურ ანა-ბანაში ვერ ერკვევით. ანა ნაცვლიშვილი - ვერ მოვისმინეთ ვერცერთი კონკრეტული არგუმენტი, რაც გაამართლებდა „ქართული ოცნების” პოზიციას, რატომ გაუზარდეს ტოტალურად ძალოვან უწყებებს მოქალაქეების კონტროლის შესაძლებლობა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. პრეზიდენტი - ვიღებთ კანონებს, რომლებიც გარკვეულწილად აფართოებს მოსმენებს - ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა. პარლამენტმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

      საერთაშორისო კონფერენცის „დიდება უკრაინას“ - შალვა პაპუაშვილი - კონფერენციაზე წარმოდგენილი არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც პარლამენტის მანდატები მიაგდეს - რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის მიცემა, ახალისებს რადიკალიზმს. დევიდ კრამერი - საუბარი იმაზე, რომ თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეები არიან ამ ქვეყნის მტრები, ოპოზიციის ლობისტები, სრულიად აბსურდია. დევიდ კრამერი -კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოწვევები ივლისის ბოლოს დაეგზავნათ, მათ არჩიეს არ დასწრებოდნენბ

      ვადამდელები - ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი აბსოლუტურად მოუმზადებელი და „დღის წესრიგს აცდენილია“. ლევან ბეჟაშვილი - ყოველი თვე 2024 წლამდე ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში - პარტიებმა უნდა მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები. იაგო ხვიჩია - ვადამდელი არჩევნები „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ მის გარეშე სრულიად უიდეოა მთელი პარტია. არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობა“ „პოლიტიკურ ოფსაიდშია“ - ცდილობენ ამომრჩეველს შესთავაზონ გარკვეული დღის წესრიგი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს ან კრახისთვისაა განწირული. ხატია დეკანოიძე - გადაეცით უმრავლესობის ლიდერს, რომ მოქალაქეების ნების დარღვევა ყველა პოლიტიკურ სახელმძღვანელოში განმარტებულია, როგორც პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა კი არის არჩევნები. მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის ნაწილის ქმედება არის უფრო მეტი, ვიდრე დანაშაული, უფრო მეტი ვიდრე საბოტაჟი, ეს მათი მხრიდან უპატიებელი შეცდომაა. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას - პოლიტიკურ დღის წესრიგშიც ვერ ყალიბდებით, რა არის მთავარი, 12 პუნქტის შესრულება თუ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. ირაკლი კობახიძე ვადამდელ არჩევნებზე - ჩვენი პარტნიორები სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ცვლილებებზე აკეთებენ ხოლმე კომენტარებს და მგონი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას აანონსებს, შეფასება ამაზეც უნდა გაკეთდეს. ნიკა მელია - მოვითხოვეთ ვადამდელი არჩევნები და მივიღეთ, რბილად რომ ვთქვათ საინტერესო სურათი - მავანს რომ ვუსმინოთ, გვაქვს მოცემულობა, სადაც ყველაფერი ბიძინას აწყობს - მოქმედებაც და უმოქმედობაც, ბრძოლაც და დანებებაც. პაატა ზაქარეიშვილი ვადამდელ არჩევნებზე - ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდება, მთლიანი ოპოზიცია კრახს განიცდის - ეს არჩევნები კი არ დაასრულებს „ნაციონალურ მოძრობას“, არამედ დამარხავს.

      ევროპაში ერთ კაცით - ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, შესაბამისად, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიკსერს შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა მიხაელ გალერთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. პრემიერი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. ოლივერ ვარჰეი - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ, ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. ჯოზეფ ბორელი - პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას. პრემიერი - ხელისუფლებამ გავხსენით კარი ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და არ არსებობს ამ პროცესში უმოკლესი გზა და ჯადოსნობა. ოლივერ ვარჰეი - ვაჭრობის მიმართულებით წარმატება გვაქვს, ძალიან მიხარია, რომ ევროკავშირის საწარმოები მეტ შესყიდვებს განახორციელებენ, რადგან ჩვენი შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების წარმატება და ევროკავშირის წევრობის წარმატება არ შეიძლება იქნას მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ეროვნული პრიორიტეტი. რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 12 პრიორიტეტზე გააკეთოს აქცენტი საქართველომ.

      პრეზიდენტი როგორც ასეთი - სალომე ზურაბიშვილი - მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია. ჩვენ ყველას, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, მომავალი თაობისთვის მოგვიწევს პასუხის გაცემა, როგორ ვიმოქმედეთ, როცა უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა.

      შეფასება - ბენ ჰოჯესი - კელი დეგნანი ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატია, აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია - გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს.

      საურონის თვალი - რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიის ქვეყნებთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებენ. პაატა დავითაია - ჩვენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე შემოვუშვით საქართველოში, რაც სახიფათოა - პუტინის ბრძანებულება რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის შესახებ, ახალი პროვოკაციისთვის მზადებაა.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. მედია - უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების გამო, სეპარატისტებმა „რეფერენდუმის“ ჩატარება გადადეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს ძალიან რთული ომია, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიას - მინდა, რომ მტერმა ჩვენგან სიურპრიზები მიიღოს. რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს, მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან დაკარგულად 236 ბავშვი ითვლება. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 50 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის მიერ უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენთვის ფასდაუდებელია.

      მწარე სიმართლე - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ევროპის ქვეყნები იმკიან იმას, რაც დათესეს - ევროპის დამოკიდებულებამ ბატონი პუტინის მიმართ, მისმა სანქციებმა მიიყვანა პუტინი იქამდე, რომ ეთქვა: „თუ ამას გააკეთებ, მე იმას გავაკეთებ“.

      ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა აღიარონ. აშშ-ის დაზვერვა - რუსეთი საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეიდან შეიძენს.

      ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა.

      ჩინეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 91

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters