როგორც ადრეც ვწერდით, ჩვენი პოლიტიკური მეინსტრიმი ევროპის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ იქნება მიმართულიო - ასეც ხდება. მხოლოდ ეს საკითხები ისმის დღეს პარლამენტში და მის გარეთ, პოზიციისა და ოპოზიციის გაუთავებელ კინკლაობაში. ასევე მოსმენების კანონი, ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილება და დღეს ასოცირების საბჭოს გუშინდელი შეკრების რეპორტი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8657 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      საბჭოს რეპორტი - ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა. ოლივერ ვარჰეი - გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის წევრს, პეტრას აუსტრევიჩიუს შეხვდა. დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებისთვის. დარჩიაშვილი ევროპარლამენტარ ვიტოლდ იან ვაშიკოვსკის შეხვდა. ასოცირების საბჭო - საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. მივესალმებით კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს, საქართველოს მშპ 10.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

      პუნქტები და კინკლაობა - ანრი ოხანაშვილი - რადიკალურმა ოპოზიციამ წითელი ბარათი მიიღო უმაღლესი ტრიბუნიდან - ხელისუფლების მიმართ შეშფოთება არ გამოთქმულა, ითქვა, რომ არსებობს გარკვეული წუხილები. ბექა ლილუაშვილი - ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს პირდაპირ მიუთითეს იმ შემაშფოთებელ ნაბიჯებზე, რაც სხვადასხვა მიმართულებით გადაიდგა. ნუგზარ წიკლაური - პრემიერი საუბრობს, რომ მზადაა დიალოგისთვის, იქვე საუბრობენ, რომ ხანძრები შეიძლება ოპოზიციის ორგანიზებულია - „ოცნებასთან“ დეპოლარიზაციას ვერ ახერხებს ვერც აშშ-ს ელჩი, კარლ ჰარცელი კი ლამის სტვენით გააცილეს. კახა კალაძე - დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება - ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი, თუმცა რას ვისმენთ? - ისევ რიგგარეშე არჩევნები, ისევ რადიკალიზაცია. არჩილ თალაკვაძე - რასაც ვამბობდით, მაღალი დონის ტრიბუნიდან იგივეს გამეორება მოხდა - ევროინტეგრაცია არის საერთო ეროვნული საკითხი და აქ არ შეიძლება რომელიმე პარტიას თავისი დღის წესრიგი ჰქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. თინა ხიდაშელი - ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანაში მტრის ძებნა, ოპოზიციამ კი რიგგარეშე არჩევნებზე დაუმთავრებელი ლაპარაკი უნდა დაასრულოს და საქმეს მიხედონ. მამუკა გამყრელიძე - ხელისუფლების ხელშია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ყველა გასაღები, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ გეგმამ შარლ მიშელის დოკუმენტის ბედი გაიზიაროს. ირაკლი კობახიძე - პრესკონფერენციაზე პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით - ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს. „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს - ვადამდელი არჩევნები, აქციები. უკრაინული კანონის კოპირება გვინდოდა, გამოვიდა ჰარცელით დაწყებული და ენჯეოებით დასრულებული ყველა და ამბობენ, რომ არ გვჭირდება კანონი, რადგან ნახეს, რომ ოლიგარქები ჰყავთ მათ: კეზერაშვილი, ხაზარაძე. ოპოზიციის მიზანია ყველაფერზე ცუდი თქვან, 12 პუნქტის შესრულებაში ხელი შეგვიშალონ და კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. ხატია დეკანოიძე - თუ რეფორმები არ იქნება, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, სწორედ ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ევროკავშირმა ხელისუფლებას დააკისრა. უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი დაგუგლონ - არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, სადაც ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია გიზო უგულავა და არის კორუფციის პრევენციის სააგენტო, რომელმაც სია გამოაქვეყნა.

      ომბუდსმენის ბლოკი - პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურებზე მსჯელობდა და საბოლოოდ არჩევის ახალი პროცედურების შესახებ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება" დაგვპირდა, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებში ოპოზიციის შენიშვნებს მეორე მოსმენისთვის ასახავენ, თუ ეს ასე იქნება, მხარს დავუჭერთ. სახალხო დამცველი ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის შემოღება მიმდინარე წლისთვის. როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. განმარტებითი ბარათის მიხედვით, სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების მიზანს ემსახურება წარდგენილი კანონპროექტი. სამწუხაროდ, საჯაროდ დაინტერესებული პირებისათვის კანონპროექტის ტექსტი და საკომიტეტო მოსმენის დრო წინასწარ, გონივრული ვადით ადრე ცნობილი არ იყო. დავით უსუფაშვილი - პარადოქსული რამ ხდება, გასაგებია, რაც არის გამიზნული: კომისია ომბუდსმენის კანდიდატებს შეარჩევს, შემდეგ ფრიდონ ინჯია ვინმეს დაასახელებს, “ოცნება“ კანდიდატს მხარს დაუჭერს და ყველა იქნება მხიარული. სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა. ლევან ბეჟაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურასთან მიმართებით, ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოვიჩინეთ.

      მოუსმინე - ირაკლი კობახიძე „მოსმენების“ შესახებ კანონზე - ჩვენ არ გვქონდა სხვა ალტერნატივა - ნული სამართლებრივი არგუმენტაცია ამ კანონის წინააღმდეგ, ამიტომ იქნა ვეტო დაძლეული. აშშ-ის საელჩო ე.წ. მოსმენების კანონზე - ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა. ნინო წილოსანი ე.წ. მოსმენების კანონის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - დიდ პატივს ვცემ საელჩოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, აპრიორი ყველა განცხადებას ვთვლი, რომ იყოს ობიექტური

      კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც ეს კანონით არის გათვალისწინებული - 2024 წელს.

      მიხეილ ხიდურელი - საერთაშორისო კონსულტანტებთან ეფექტიანი მუშაობის შედეგად, საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე.

      მედიის ინფორმაციით, „ნეტფლიქსსა“ და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა, თუმცა დეტალები გასაიდუმლოებულია.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა, რუსეთი და ევროპა ერთ „ქვაბში“ - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 50 610 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 383 ბავშვი მოკლეს. ჯო ბაიდენი და ლიზ ტრასი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებენ. ჯონ კირბი - რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება არ არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება გაგრძელდეს. ოკუპანტებმა სლავიანსკში სკოლა და სახლი დაბომბეს, ადგილზე მაშველები მუშაობენ. ვლადიმერ პუტინი - რუსეთს, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, არაფერი დაუკარგავს და არც დაკარგავს. ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში მარცვლეულის გატანის შეზღუდვის საკითხის განხილვას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკი - მე გავხდი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ახალარჩეულ პრემიერს, ლიზ ტრასს ესაუბრა. ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის სარდლობამ ფრონტის ხაზზე „კადიროველები“ განალაგა, რათა უკრაინელების თავდასხმების დროს რუს ჯარისკაცებს უკან დახევის საშუალება არ მისცენ. იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უნდა მოვემზადოთ ზამთრის ომისთვის და მიზნის მიღწევამდე არ შევჩერდეთ. ჩვენ ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ის გამოხატულია დოლარებსა და ევროებში, ხოლო უკრაინელები იხდიან თავიანთი სიცოცხლით - ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დემოკრატიულ ქვეყანას ევროპის გულში. ურსულა ფონ დერ ლაიენი - შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე - უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს. „გარდიანი“ - უკრაინამ ხარკოვის რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა წამოიწყო. ოლექსი დანილოვი - უკრაინის გამარჯვების შემდეგ რუსეთს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს თავდასხმის სურვილი და კბილები, რომ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საერთოდ ვინმეს უკბინოს. ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე - არაფერს მივაწვდით: არც გაზს, არც ნავთობს, არც ქვანახშირს და თან დავაყოლებთ: „გაყინე, გაყინე მგლის კუდი“. ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვაზე შეთანხმდნენ.

      სამხრეთ კორეაში ქარიშხალ „ჰანამნორს“ სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 68

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters