როგორც ჩანს, საშემოდგომო აგრილება ზუსტად შემოდგომისთვის იგეგმება - პირველ სექტემბრამდე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელიო. ტემპერატურამ პოლიტიკურ ველზე დაიწია, ახლა მხოლოდ არჩევნების გარშემო ტრიალებდა მედია - საარჩევნო კოდექსი, არჩევნების ხელმძღვანელობა და ა.შ. აქტუალურია ოცნებიდან წასულების ეპისტოლარული კინკლაობა ამერიკის ელჩთან. და უკვე საღამოს, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო და დაგვიწუნა მუშაობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8608 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 აგვისტო, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      ხანძარი კურორტ ტყეში - ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე სახანძრო მაგისტრალები გაიშალა, დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები. შსს - ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.

      ვენეციელების შეფასება - ვენეციის კომისიამ დღეს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო და პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თავისი გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ „კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს“.

      არჩევნების საქმე - „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ელექტრონული ფორმატით არჩევნების ჩატარების გაფართოებაზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, მათთვის „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიმართულებით ორი საკითხია პრინციპული. გივი მიქანაძე - რამდენიმე საკითხზე პოზიციები შეჯერდა, მათ შორის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმა გაიზარდოს 2000-დან 4000 ლარამდე. ლევან იოსელიანი - იმედი მაქვს, საკითხი, მომავალი არჩევნები საქართველოს უდიდეს ნაწილზე ელექტრონულად ჩატარდეს, გაზიარებული იქნება და დავინახე, რომ უმრავლესობაში რაღაც მზაობა აქვთ. რატი იონათამიშვილი - საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე სამუშაო შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული და ნაყოფიერია - ფაქტობრივად, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეკომენდაციებით არის მოცემული, თანხმობა გვაქვს. ალექსანდრე რაქვიაშვილი - მთავარი, რაზეც ვერ შევთანხმდით არის ის, რომ „ქართული ოცნება” შემოიფარგლება მხოლოდ რეგლამენტით - საპარლამენტო ზედამხედველობას კი არ ვაუმჯობესებთ, პარლამენტის რეგლამენტზე ვმსჯელობთ.

      ცესკოს უფროსი - გიორგი კალანდარიშვილის განმარტებით, თუ კონკურსი ისე დასრულდა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ არც ერთი კანდიდატი არ იქნება არჩეული, „გარემოებების ანალიზის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას”. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, თუ 2024 წლისთვის შესაბამისი ფინანსები იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციას 1200 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა შეუძლია. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ინსტიტუციის მდგრადობისა და სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია, მას გრძელვადიანად არჩეული ხელმძღვანელი ჰყავდეს. პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა - ნათია წიპტაური და გიორგი მარსაგიშვილი

      ამერიკის ელჩი და 4 მუშკეტერი - გურამ მაჭარაშვილი - უფრო სწრაფად განვითარდა მოვლენები, ვიდრე წარმოვიდგენდით - აშშ-ის საელჩომ ფაქტობრივად საჯაროდ აღიარა, რომ იყო და არის კოორდინაციაში ანტისახელმწიფოებრივ პროცესებთან. „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - კელი დეგნანი „ნაცმოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება - საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას. ე.წ. გავრილოვის ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გახარია ესროდა. რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაკვირვებულია აშშ-ს ელჩის განცხადებით, „თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო”. დავით სერგეენკო „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების წერილზე - მხოლოდ ეპისტოლარული და დეკლარაციული კომუნიკაცია ცოტა მეუხერხულება - ალბათ დადგება დრო, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. კახა ქემოკლიძე - ეს „ოთხეული“, „ოთხი ამიგო“, „ჩარლის 4 ანგელოზი“ საკუთარ აზრებს არ აჟღერებს, ფოსტალიონის როლში არიან, წერილის ავტორი ბატონი ივანიშვილია. ლევან იოსელიანი - როცა ამერიკის ელჩს ბრალს დებ, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გადატრიალების მოწყობა ამერიკას უნდა. მიხეილ ყაველაშვილი - იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო თავად დეგნანი აკერმანის შეკრების მონაწილეც.

      ყოფილი ჩინოსანი - სოსო გოგაშვილი - დღევანდელ მარიონეტულ მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავეა - ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე - ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას. სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ „მისი უფლებების“ ერთ-ერთი დამცველი „გაქრა“.

      სსრკელები - ასლან ბჟანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება, შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს. პაატა ზაქარეიშვილი - ბჟანიას სურვილი დაახლოებით ჰგავს „ოცნების“ სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირი არ გველოდება, უარი გვითხრა კანდიდატობაზე.

საზღვარგარეთულები:

      ნამდვილი ომი - დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. უკრაინაში, ომის დაწყების დროიდან, 376 ბავშვი დაიღუპა. ანალენა ბერბოკი - ნახევარი წელია პუტინი უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს - შექმნილ ვითარებაში მოსკოვთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს. ენტონი ბლინკენი - ფილიპ რიკერის დანიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რომელსაც აშშ საქართველოს საკითხზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს ანიჭებს. დიმიტრი მედვედევი - კიევში და დასავლეთის ქვეყნებში გამარჯვების პროგნოზებს აწყობენ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი წმინდა წყლის ტყუილი და დემაგოგიაა ელექტორატის დასამუშავებლად. ესპანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა, საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა გაუგზავნა. ვლადიმერ პუტინმა შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობა 137 ათასით გაზარდა და მათი რაოდენობა 2 039 758-ს შეადგენს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იტალია არ მიატოვებს უკრაინელ ხალხს. რუსული საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაპოროჟიეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. ირინა ვერეშჩუკი - უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო. ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში „აგრესორზე გამარჯვების გზაზე უკრაინის შემდგომი ნაბიჯები“ განიხილეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლები შესაძლოა უახლოეს დღეებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ჩავიდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი ჩააყენა სიტუაციაში, როდესაც რადიაციულ კატასტროფას ერთი ნაბიჯი აშორებდათ. ტაივანმა უკრაინას ბომბდამშენი დრონები გადასცა. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიაწვდიან ისეთ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ კინეტიკურ თავდასხმებზე პასუხისმგებელი რუსეთია. პუტინი ცდილობს თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციას, რასაც შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით მისი განკარგულება მოწმობს. უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 30 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. უკრაინელმა სამხედროებმა მიმდინარე კვირაში რუსების საბრძოლო მასალის შვიდი საცავი გაანადგურეს. „კასეტური საბრძოლო მასალის კოალიცია“ - რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებს იყენებს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - სერგეი შოიგუს განცხადება, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ანელებს სამხედრო ოპერაციის ტემპს უკრაინაში, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა. უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი რეაქტორის ამუშავებას ცდილობს. ჰალუკ ბაირაქტარი რუსეთისთვის მისი წარმოებული დრონების მიყიდვაზე უარს აცხადებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგოქსელს დაუკავშირდა. გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ოკუპანტების ბაზას დაარტყეს, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო.

      ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადასატანად მზადაა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 81

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters