ამ წლის ბოლო პარასკევიც მიიწურა და ძირითადად, რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდა დღის მთავარია ამბები - ერთი უკავშირდებოდა ეკა ბესელიას გადადგომას, მეორე სინოდის განჩინების ამონარიდებს, ასევე იყო უვადოდ დანიშნული მოსამართლის ავან-ჩავანი, რეკლამების აუქციო და უდანაშაულოდ ცნობილი ბახალა.
სინოდის დადგენილებებიდან - წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 28, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის ბოლოს გადადგომის ტრადიციას ჯერ კიდევ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩაუყარა საფუძველი და ახლა, დღის მთავარ ხმაურიან ამბად იქცა, ეკა ბესელიას წასვლა დაკავებული თანამდებობიდან. როგორც განცხადდა, საქმე მურუსიძის უვადო მოსამართლეობას და სხვა ამბებს ეხებოდა. დღის მთავარი თემა ასევე წმინდა სინოდის კრება გახდა.
წმინდა სინოდი - საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 27, 2018 წელი. 11:00pm —
4 კომენტარი
________________
ძლიერი სიცივე, როგორც ძველები იტყოდნენ, ძვალსა და რბილში ატანდა, მაგრამ თოვლი მაინც არსად იყო. ხვალინდელ დღეზე კი სინოპტიკოსები გვპირდებიან უფრი ძლიერ ყინვას, ძლიერ თოვლსაც, ნისლსა და ქარბუქს. დღის სხვა ამბებში განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა ბუნებრივი აირის გაიაფება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიაფება. ასევე მაჩალიკაშვილის საქმის წლისთავის აქცია და მოსამართლეობის დილემა.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 26, 2018 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს, საქართველოში კი სპირიდონ ტრიმიფუნტელის დღე და პატრიარქის აღსაყდრების წლისთავი აღნიშნება - პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. დღის ამბებში იყო მინისტრის გამოსვლების კომენტირება ხორავას საქმის განხილვა, მოსამართლეები და საშიშად ეპიდემიური გრიპი.
აღსაყდრების კომენტარები - მამუკა ბახტაძე -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 25, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ახალი წლის წინ თოვლი არ გვეღირსა დედაქალაქში, სამაგიეროდ წვიმები და არამდგრადი ამინდი, კიდევ სამი დღე გაგრძელდებაო, წერენ სინოპტიკოსები. ხვალ 25 დეკემბერია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება. დღევანდელი კი სასამართლოსა და ცესკოს მიეძღვნა.
უკანონო ნაძვჭრა - წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბრის კიდევ ერთი კვირა მიიწურა და წინასაახალწლო განწყობების პარალელურად, პარლამენტში შს მინისტრს უსმენდნენ. დღის მთავარი ამბავი სწორედ მინისტრი საპარლამენტო გამოსვლა იყო და ყველა კომენტარი მის გარშემო კეთდებოდა. ქებაი და დიდება, ლანძღვაი და კრულვაი, ყველაფერი მინისტრს ერგო. ამასთანავე გრიპი ნიუს გახმიანდა, გამსახურდიების მოთხოვნები და სხვა.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 21, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება და სიონში, პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა - ილია მეორე - არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას.
კახეთის ამბებზე დაკავებები - აქციებზე დაკავება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. პოლიციელზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ოფიციალურად ჰყავს, რადგან მან გასულ კვირას ფიცი დადო ღმრთისა და ერის წინაშე. თუმცა, იმ დღეს ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია, რადგან ნაციონალებმა აქციები გამართეს და იმ აქციებს შესაბამისი დაკავებები მოჰყვა, რაც მედიაში განხილვის თემად იქცა. ამასთანავე, დღეს რობაქიძეების საქმის განაჩენი გამოქვეყნდა და პრეზიდენტიც ამუშავდა.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 18, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი სასამართლო გაიამრთა. გამსახურდიებმა კი პროკურატურაში შიმშილი დაიწყეს.
სადა ინაუგურაცია - ბასა ფოცხიშვილი - ეს იქნება წესების დაცვით გაკეთებული სადა, კულტურული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და ერთგვარ შეფასებებს აკეთებდა, მერე ტრადიციული ოპონენტები მას აფასებდნენ. ასევე იყო ბახალს ამბების განხილვა და ტეროტირული მთლიანობა ნატოსკენ.
შორეული მოლოცვები…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2018 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
აქტიური დეკემბერი საპარლამენტო ჩხუბებამდეც მივიდა, უფრო სწორედ, ეს დიდებული ტრადიცია წინასაახალწლოდაც დაბრუნდა. დღეს პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტსაც განიხილავდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანეს დაწყებული საქმე. დღის მთავარი ამბავი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკანონმდებლო ცვლილებებიც, აპატურაისთან შეხვედრებიც და აქციების დარბრუნება საინაუგურაციოდ.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის ბოლოს განსაკუთრებული ფაცი-ფუცი როგორც ყველა ოჯახში, ასევე მთელს ქვეყანაშია. პირველი პრზიდენტი ქალბატონი ემზადება წოდების ოფიციალური მიღებისთვის, ასევე მიწების დაცვა უწევთ პატრიოტებს და ამჯერად საკუთარი სახელმწიფოსგან იცავენ მას, სასამართლოები ხომ აუცილებელი დღის წესრიგია, ასევე ბიუჯეტი და დაპირებული ვალჩამოწერაც.
პრეზიდენტის აღიარება და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი ახალი ამბები, ისევე როგორც ალბათ მომდევნო კვირისაც, გაჯერებული იყო მომავალი პრეზიდენტის თემით, ინაუგურაციით და სხვა დანარჩენით. მეორე ძირითადი ამბავიც საპრეზიდენტო სფეროდან იყო, ოღონდ, ამჟამინდელი პრეზიდენტის სიძეს და მის დაკავებას ეხებოდა. დღეს ნიკა რურუაც დაასაფლავეს.
ინაუგურაციის ინტერესები - ნიკა ჩიტაძე - შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2018 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
დეკემბერი თითქოს ძალას იკრებსო, გაციება და ვირუსი ადვილად მოედო ქალაქს (სოფელსაც). პოლიტიკური ვირუსი კი ინაუგურაციაში გადაიზარდა, ერთი მიმართულება პარლამენტის რეგლამენტებსა და ადგილმდებარეობას მოედო, რურუას გამოსათხოვარი ისმოდა და სხვა მცირე-დიდი გამოსვლები.
ინაუგურაცია კახეთში - კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი ამბები საუფლო დღესასწაულით დაიწყო - დღეს ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნებოდა ქრისტეს ეკლესიაში. დღის მთავარ თემებში ასევე შეხვდებოდით პრეზიდენტის ფინანსებს და სასახლი საკითხს, ქუჩის აქციებს და თბილისის მერიის ბიუჯეტურ ცვლილებებს, ხოლო საღამოს, ყველა სიახლე გადაწონა ნიკა რურუას გარდაცვალების ამბავმა.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 4, 2018 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
ზამთარი დადგაო და სიცივე დადგაო კი ირითმება, მაგრამ მაინცდამაინც დიდი სიცივე არ არის, განსაკუტრებით ცხელი პოლიტიკური ამბების ფონზე. გუშინ დამარცხებული პარტია რუსთაველზე აქციას მართავდა, იმავე რუსთაველზე მამების აქცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დღეს სასამართლოც ჰქონდათ. გამარჯვებული პრეზიდენტი ახლა უკვე წინა პრეზიდენტს შეხვდა, კალაძე კი მერიის საქმეებს აგვარებდა. მოკლედ, თბილა დეკემბერში.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•