აღიარებული პრეზიდენტი, მიწების დაცვა იუსტიციასთან, გაძვირებული პური, თბილისის ბიუჯეტი და მსჯავრდებული მეუფე

      წლის ბოლოს განსაკუთრებული ფაცი-ფუცი როგორც ყველა ოჯახში, ასევე მთელს ქვეყანაშია. პირველი პრზიდენტი ქალბატონი ემზადება წოდების ოფიციალური მიღებისთვის, ასევე მიწების დაცვა უწევთ პატრიოტებს და ამჯერად საკუთარი სახელმწიფოსგან იცავენ მას, სასამართლოები ხომ აუცილებელი დღის წესრიგია, ასევე ბიუჯეტი და დაპირებული ვალჩამოწერაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 11 დეკემბერი, 2018 /

      პრეზიდენტის აღიარება და ინაუგურაცია - სალომე ზურაბიშვილი - თუ გვინდა აღიარებული ვიყოთ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როცა არჩევნები წაგებულია, უნდა აღიარო ის, ვინც გაიმარჯვა. მიხეილ სააკაშვილი - რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა - საქართველოს ხალხის ნებად უნდა გასაღდეს ის, რაც არ ყოფილა ხალხის ნება? ზაქარია ქუცნაშვილი - არ შეიძლება 18%-ით წააგო არჩევნები და გამარჯვებაზე გქონდეს პრეტენზიები - ეს უკრაინის ყოფილი მოქალაქის, სააკაშვილის არაადეკვატურობაზე მიუთითებს. ირაკლი კობახიძე - დემოკრატიებს თავს ესხმიან და არყევენ არადემოკრატიული და არალიბერალური ძალები. ხათუნა თოთლაძე - ინაუგურაციაზე რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის და საგარეო უწყების ხელმძღვანელის ჩამოსვლაზე დადასტურება უკვე გვაქვს. გია ვოლსკი- სააკაშვილმა თავის გეგმებზე საუბრით სერიოზულად შეარყია “ნაცმოძრაობისა“ და ზოგადად ოპოზიციის რენომე და ავტორიტეტი საერთაშორისო დონეზე. ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ინაუგურაციის შემდგომ პრეზიდენტის ათონელის რეზიდენცია მზად იქნება. ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ახალი პრეზიდენტის დაცვის რაოდენობა შემცირდება. ანა ნაცვლიშვილი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასწრებაზე- პრეზიდენტი მოწოდებულია, იმოქმედოს არა პირადი მოსაზრებით, არამედ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

      გაძვირებული პური - ნუკრი ქანთარია - პური ზოგან გაძვირდა, ზოგან - არა - თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია.

      მიწების დაცვა - ემზარ კვიციანის განცხადებით, მიწების უცხოელებზე გასხვისების საწინააღმდეგო აქცია იუსტიციის სახლთან ისევ გაიმართება. დიმიტრი ლორთქიფანიძე - დამიბარეს დაკითხვაზე - როგორც ჩანს, გიორგი გახარიას საპრემიეროდ მაჟორული აკორდის აღება სჭირდება. პოლიციაში დაკითხვაზე იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გურამ ფალავანდიშვილი დაიბარეს. ოთარ დანელია - სამი დღეა დარჩენილი და მჯერა, რომ ამ დღეების განმავლობაში მიწებთან დაკავშირებით ვერც ერთი არასასურველი ტრანზაქცია ვერ მოხდება. საპატრიარქო - დიდად გულსატკენია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კვლავ არ გაითვალისწინა ეროვნული ინტერესები და შექმნა ხალხში დაძაბულობა.

      ფრანგული მილოცვა პოლიციას - საფრანგეთის პოლიციის ატაშე ბრუნო ბალდუკი - მინდა მივულოცო ქართულ პოლიციას წარმატება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

      ბანი სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს მიერ კობა დავითაშვილს ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა დაეკისრება. სასამართლოში კობა დავითაშვილის წინააღმდეგ პაატა ბურჭულაძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა. ადვოკატი - კობა დავითაშვილის მიერ პაატა ბურჭულაძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი ზედმეტია. ადვოკატი - ვერ მოვისმინე განმარტება, რატომ აქვს კობა დავითაშვილს უფლება უწოდოს პაატა ბურჭულაძეს ქურდი და რატომ არ უნდა დაეკისროს მას შესაბამისი პასუხისმგებლობა.

      დამუშავებული ბიუჯეტი და შეხსნილი ქამრები - თბილისის მერიამ საკრებულოში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი შეიტანა. ირაკლი ნადირაძე - „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად, მერიამ 7 მლნ ლარით გაზარდა სახელფასო ფონდი ფულადი ჯილდოებისთვის, რესტორნების და მივლინებების ხარჯები. ირაკლი ზარქუა - ბაღის მასწავლებლებისთვის 2019 წელს ხელფასის გაზრდა ვერ ხერხდება. დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. კახა კალაძე - თუ ოპოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით აქვს შენიშვნები, რომლებიც აზრს მოკლებული არ არის, ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ. თბილისის ოცამდე საბავშვო ბაგა-ბაღში გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

      დაბლოკილი ელჩი - საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა. დიმიტრი ცქიტიშვილი - იმ ადამიანს, ვისაც დანიშნავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩად, ბუნებრივია, საქართველო მიიღებს.

      უფონდობა - დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის იქნება თუ პრემიერის, ვემხრობი სარეზერვო ფონდების გაუქმებას.

      ნაფიცი სასამართლო - ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

      ნაკლები საწვავი - 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება შემცირდა.

      მსჯავრდებული მეუფე - მეუფე იაკობს სასამართლომ მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული განცხადების საჯაროდ უარყოფა და 1 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს ინფორმაციით, სასამართლომ რამიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და მეუფე იაკობს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება, რომ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, მას ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

      ჯანმრთელობის დაცვა - დავით სერგეენკო - საქართველოში 2019-2020 წლებში 400 ამბულატორიის რეკონსტრუქცია ან ახლის აშენება იგეგმება. დავით სერგეენკო - ახალი პროგრამის შეძენის შედეგად, სასწრაფო ბრიგადის გამოძახების ადგილზე მისვლის დრო შემცირდება. სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის ფარგლებში დაახლოებით 1300 ბავშვია გამოკვლეული.

      საგანძურის მაძიებელი ქართველები - სოფელ ბანძაში, მესაფლავეებმა საფლავის გათხრისას თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები.

      მიკროფინანსები, ჩამოწერილი ვალები და პრობლემები - ლაშა ხუციშვილი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი სესხების პატიების პროგრამაშია მოხვედრილი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 1%-ზე ნაკლებია იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები, რომლებმაც უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე. მამუკა ბახტაძე - vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს. მამუკა ბახტაძე ვალების ჩამოწერის საკითხზე პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

      ოსური ნარატივი - დიმიტრი მედოევი - საქართველოს ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უპერსპექტივოა, ხოლო მიდგომა ამორალური. დიმიტრი მედოევი - გამორიცხულია, სამხრეთ ოსეთი ოდესმე საქართველოს ნაწილი გახდეს.

საზღვარგარეთულები:

      საფრანგეთის საგანგებო ვითარება - საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს.

      აქლემიანი პატრული - აბუ-დაბიში პოლიციელები პატრულირებას აქლემებით დაიწყებენ.

      მოწოდებები პუტინს - ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას, დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 48

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და…

გაგრძელება

ველური ბუნების ფოტოისტორია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 15, 2019.
საათი: 11:32pm 2 კომენტარი

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000…

გაგრძელება

Qwelly World

free counters