სინოდის კრება უკრაინის ამბებზე, ბესელიას გადადგომა ანუ აუხდენელი ოცნება, უვადო მურუსიძე და ოსებთან გაუბედაობა

      წლის ბოლოს გადადგომის ტრადიციას ჯერ კიდევ პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩაუყარა საფუძველი და ახლა, დღის მთავარ ხმაურიან ამბად იქცა, ეკა ბესელიას წასვლა დაკავებული თანამდებობიდან. როგორც განცხადდა, საქმე მურუსიძის უვადო მოსამართლეობას და სხვა ამბებს ეხებოდა. დღის მთავარი თემა ასევე წმინდა სინოდის კრება გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 დეკემბერი, 2018 /

      წმინდა სინოდი - საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. მეუფე პეტრე - უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით. მეუფე პეტრე - თუ ნება იქნა, ალბათ, რამდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს წმინდა სინოდის სხდომები. რა პროცესებიც განვითარდა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. პატრიარქმა სინოდის სხდომაზე "ციანიდის საქმის" განხილვაზე თავი შეიკავა. მეუფე პეტრე - ყოფილი პრეზიდენტი არის უპრინციპო და უსინდისო ადამიანი. აზრთა სხვადასხვაობა იყო - ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. მეუფე ზოსიმე უკრაინის ავტოკეფალიაზე: რეაგირება მსოფლიო პატრიარქის დადგენილების მერე იქნება.

      საახალწლო გალა კონცერტი და თბილისის ფული - საახალწლო გალაკონცერტის კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. საკრებულოს წევრი ლევან არველაძე - ისტორიაში პირველად თბილისის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა.

      გაყალბების გამოძიება - საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ბიულეტენების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

      ბესელიას წასვლა და უვადო მურუსიძე- გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას შესახებ - ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. დავით ჭიჭინაძე - რადიკალური ცვლილებები ეკა ბესელიათი არ უნდა დაწყებულიყო, პორტირებულების „ნაჩალნიკით“, ანუ ირაკლი კობახიძით უნდა დაწყებულიყო. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს. ჩემი გადადგომის გადაწყვეტილებით შევაჩერეთ პროცესი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეების სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მისი შვილის, ძმის და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები“. ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მმართველმა კლანმა დღეს ძალაუფლების დემონსტრირება მოახდინა. ლევან მურუსიძე - სასამართლო სისტემაში მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი და ვარ კეთილსინდისიერი. ლევან გოგიჩაიშვილი - ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, სასამართლოს უნდა მოშორდნენ. სოფიო კილაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. ლევან მურუსიძე - კლანი არ არსებობს, მე აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ლევან მურუსიძე - არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ მურუსიძე იუდასთან ასოცირდება. გიგი უგულავა - დღეს ბესელია სწორ პოზიციაზეა, რომ ჯირყვნის „კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძეს“, ოღონდ მათ მხოლოდ „9 წლის" მსახურებად მოიხსენიებს. ეკა ბესელია - შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს და რაღაცების მოყოლას დავიწყებ. ირაკლი კობახიძე ბესელიას მიერ გუნდის დატოვების შესაძლებლობაზე - ყველაფერი მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული, ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს - ეს არ არის გუნდური თამაში. ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას გადადგომის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ამ შიდა სამზარეულოს ნაწილობრივ გარეთ გამოვიტანთ.

      გაუბედავი ქორები - ანატოლი ბიბილოვი - საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა, ხელყონ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები. ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთთან და საქართველოსთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღებს მონაწილეობას სატრანზიტო გზის გახსნაში. ქეთევან ციხელაშვილი - რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ. მამუკა ბახტაძე - აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მინიმუმ სამ სერვისზე: ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა ჰქონდეთ წვდომა.

      მოძრაობის სტატისტიკა - ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან შენგენის წევრი ქვეყნების მიმართულებით საქართველოს 339 255 მოქალაქემ 553 748 ვიზიტი განახორციელა.

      განმანათლებელი ქუთაისი - გია ვოლსკი - პარლამენტის გადატანა ქუთაისისთვის დანაკლისი არ იქნება, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. სერგო რატიანი უმრავლესობას - თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება. გია ვოლსკი - ქუთაისს ვტოვებთ საკმაოდ მძლავრი ფესვებით, პარლამენტის ეს შენობა იქნება იმ პატრონის ხელში, რომელიც არამარტო მიხედავს, არამედ გარკვეულ პრინციპებს გააძლიერებს მთელ იმერეთის მხარეს. პარლამენტის სხდომის დროს პლაკატი - „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ გამოფინეს.

      უვადო მოსამართლეები - ლევან გოგიჩაიშვილი - ლევან მურუსიძე მორალურ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის ადეიშვილის მოსამართლე იყო - იუსტიციის საბჭოს მოვუწოდებ, თავი შეიკავოს, მის უვადოდ გამწესებაზე. ირაკლი კობახიძე - მე არ შევალ მოსამართლეთა გვარების დასახელებაში და ასეთი ტიპის განხილვაში, მითუმეტეს, რომ განახლებული სია არის წარმოსადგენი.

      სანერვიულო სიგარეტი - დავით ჭიჭინაძე - ხალხი კარგი ცხოვრების გამო კი არ ეწევა სიგარეტს, არამედ სანერვიულო აქვს ძალიან ბევრი. აკაკი ზოიძე - ადამიანი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას რომ იღებს და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში უშვებს, ეს დანაშაულია.

      დაბრუნებული დედა ენა - პარლამენტმა სკოლებში “დედაენის” დაბრუნების მიზნით მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

      ახალგაზრდობის პრემიერი - ახალგაზრდობის კომპონენტი განათლების სამინისტროდან პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადავა.

      ჯანდაცვის ნიუსები მინისტრისგან - დავით სერგეენკო - ჯანდაცვის, სოციალური და დევნილთა მიმართულებით ბიუჯეტი გაზრდილია. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული მაჩვენებლები გასულ წელზე მეტია, თუმცა ორი წლის წინანდელ მონაცემებზე - ნაკლები.

      ხელისუფლება როგორც რეჟიმი - პარლამენტი რეზოლუციის განხილვას იწყებს, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად შეფასებას ითვალისწინებს. ადა მარშანია ოპოზიციას - მაიმუნებივით დახტოდით პარლამენტის დარბაზში, თქვენს თავხედობას და ცინიზმს საზღვარი არ აქვს. სერგო რატიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვის გადადება მოითხოვა.

      სამთა ანსამბლეა - საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს გმობს.

      დელტას ეკონომიკურობა - „დელტა“ - 2018 წელს კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის გამოყენების შედეგად, ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი ავარიდეთ.

საზღვარგარეთულები:

      სპორტსმენების დაჯილდოება - საქართველოს პრეზიდენტმა წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დააჯილდოვა. 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს. მამუკა ბახტაძე - საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო.

      სტუმრობა ერაყში - დონალდ და მელანია ტრამპები ერაყში ამერიკელ სამხედროებს ესტუმრნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 179

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

George: დეკემბერი 28, 2018||12:44pm

მგონი ავტორი ცრუსთავიორის გავლენას განიცდის : დილეტანტური შეფასებანი ხშირი გამეორებით !

არცერთი ავტორისგან, გარდა ისტერიკისა, არ გამიგია არგუმეტირებული პასუხი : რა დააშავა მურუსიძემ?

ან კვალიფიცირებული პასუხი -ან ავტორი ბლოგითურთ დაიბლოკება !!!

Giorgi: დეკემბერი 28, 2018||8:37pm

ვინაიდან ბლოგის ავტორისგან კვალიფიციურ პასუხს ითხოვთ, ჯერ ვიკითხავ - სად ამოიკითხეთ მურუსიძის შეფასება ბლოგის ავტორის მიერ? ბლოგის ავტორმა, მხოლოდ დღის განმავლობაში გავრცელებული კომენტარები შეკრიბა ბლოგში, ხოლო სათაურში გამოყენებული „უვადო მურუსიძე“ არა შეფასება, არამედ იმის წარმოჩენაა, რომ მურუსიძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

რა დააშავა მურუსიძემ? - ნამდვილად არ დავინტერეებულვარ ამ თემით და არ გამომიძიებია, შესაბამისად, არც შემიფასებია იგი.

George: დეკემბერი 28, 2018||9:14pm

ბლოგის ავტორი აშკარა დემაგოგიის გზას დაადგა: ანუ ტუ რესურსებზე არის მურუსიძის ქება და არის გინება - და გამოაქვეყნა საგინებელი კომენტარი - ვინ გააკეთა არჩევანი რა გამხდარ იყო პოსტის ნაწილი?

სათაურს ღაც შეხეება? რვლავ დემაგოგიაა : სცადოს ქუჩაში გააჩეროს ადამიანი და ვნახოთ ასიდან რამდენი უპასუხებს, რომ „უვადო მურუსიძე" გაიგო როგორც *უვადო მოსამართლედ დაინიშნა* ?(

Giorgi: დეკემბერი 28, 2018||11:28pm

ბლოგის ავტორი იყენებს მის ხელთ არსებულ რესურსებს, რომლებზეც თუ ქება წერია, ქებასაც იღებს და თუ ლანძღვა წერია, ლანძღვას. თუ, იმ დღეს საქებარი არაფერი ეწერა, თავად ხომ ვერ დაწერდა? ბლოგი ღიაა კომენტარებისთვის, ამიტომ შესაძლებელია ქების მიმატებაც.

რაც შეეხება ქუჩაში ადამიანის გაჩერებას - იგივე ას ადამიანს რომ ვკითხოთ, სიტყვები „უვადო მურუსიძე“ არის თუ არა მურისიძის შეფასება, საინტერესოა რას გვიპასუხებენ.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters