დეკემბერი თითქოს ძალას იკრებსო, გაციება და ვირუსი ადვილად მოედო ქალაქს (სოფელსაც). პოლიტიკური ვირუსი კი ინაუგურაციაში გადაიზარდა, ერთი მიმართულება პარლამენტის რეგლამენტებსა და ადგილმდებარეობას მოედო, რურუას გამოსათხოვარი ისმოდა და სხვა მცირე-დიდი გამოსვლები.
ინაუგურაცია კახეთში - კახეთის გუბერნატორი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარება თელავში განიხილება. სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილს ეპატიჟება. ნუკრი ქანთარია - ინაუგურაციისთვის მცხეთას უფრო დავუჭერდი მხარს, ძველი, სატახტო ქალაქია და არ იწვევს გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ორგანიზატორებმა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორია დაათვალიერეს. უკრაინის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტება მიულოცა. გიორგი ბოტკოველი - ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, სადაც ხელისუფლებამ ორივე ტურში წააგო. სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება. სალომე ზურაბიშვილი - თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ლაშა ჟვანია - ინაუგურაციის ადგილად თელავის შერჩევის ერთ-ერთი მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის დანაპირები იყო, რომ რეგიონების პრეზიდენტი იქნება.
ქურდული სამყაროს დაბრუნება?! - ნათია მეზვრიშვილი ქურდულ სამყაროზე - საუბარი იმაზე, რომ თითქოს ვიღაცებთან შეკრულები ვართ და მინისტრი რაღაც ალიანსში იმყოფება, ღიმილის მომგვრელია.
მსჯავრდებულების სიმცირე - 2010 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა 13 798-ით შემცირდა.
მეტი საჭიროება პარლამენტს - გია ვოლსკი - მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტში ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი შევქმენით, მაგრამ, კიდევ მეტია საჭირო. გიორგი გახარია პარლამენტში დეკემბრის ბოლომდე მივა და მისი მოსმენა იურიდიული კომიტეტის ფარგლებში გაიმართება. დიმიტრი ცქიტიშვილი - ოპოზიცია საუბრობს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება, თუმცა უარი თქვეს, ახლა ამის სხვაზე გადაბრალება, უზნეობაა. ლევან გოგიჩაიშვილი - ქუთაისი ეკონომიკურად უფრო უნდა განვითარდეს და პარლამენტი სად იქნება, ამას ქალაქისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
რურუას გამოსათხოვარი - გრიგოლ ვაშაძე - ნიკა რურუა იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოში დიქტატურა აღარასდროს იყოს. სანდრა რულოვსი - გვირგვინი მოვიტანე, რომელზეც აწერია: „მიშასგან ჩემს ძმას და თანამებრძოლს, ნიკას“ - ცუდია, რომ თავად აქ არ არის. დოდო გუგეშაშვილი - ნიკა რურუა ის კაცი იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლის ფასად იცავდა. ნიკა რურუას გარდაცვალების გამო, მის ოჯახს სამძიმარი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.
ახალი ბოლონია განათლებაში - საქართველომ ახალი ფორმატით შექმნილ ხარისხის უზრუნველყოფის ბოლონიის ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა.
სააფთიაქო ნარკომანია - გია თვალავაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე სუს-ის მიერ დაკავებული კიდევ ერთი მაღალჩინოსნისგან დიდი ოდენობით თანხებს იღებდა.
ევროპული გონების დახმარება ფაროსანასთან - ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს თბილისში განიხილავენ.
განაჩენის მოლოდინი - ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. ზაზა ბაქრაძე - მე ვარ დამნაშავე, კიდევ ერთხელ ვუხდი დაზარალებულ ოჯახს და საზოგადოებას ბოდიშს. ადვოკატი - ვეფხია ბაქრაძისთვის წარდგენილი ბრალი ტყუილია, პროკურორი მოსამართლის დარწმუნებას ცდილობს.
მოღვაწე მეცნიერებთან შეხვდრა - მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.
შედეგებისგან ნატყორცნი ფიქრები ინტერვიუებში - ხარვეზიანი ტური - მამუკა კაციტაძე - ჩვენ არჩევნების სამართლებრივი ლეგიტიმაციის საკითხზე კითხვები არ დაგვისვამს, თუმცა არჩევნების მეორე ტური იყო ხარვეზებით აღსავსე. დავით ბერძენიშვილი - სააკაშვილი ორი დღე იჯდა „კაპეზეში“ უკრაინაში და პოროშენკოს შემრიგებლური, შეცდომების აღიარების წერილი მისწერა.
საზღვარგარეთულები:
ამერიკული მუქარა და სლოვაკური გამოძევება - აშშ რუსეთს „მტკივნეული შედეგებით“ დაემუქრა თუ ქერჩის სრუტეში დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს არ გაათავისუფლებს. დონალდ ტრამპი - თუ დაგავიწყდათ, შეგახსენებთ, რომ მე ტარიფების ადამიანი ვარ. სლოვაკეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია