ახალი წლის წინ თოვლი არ გვეღირსა დედაქალაქში, სამაგიეროდ წვიმები და არამდგრადი ამინდი, კიდევ სამი დღე გაგრძელდებაო, წერენ სინოპტიკოსები. ხვალ 25 დეკემბერია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წელი სრულდება. დღევანდელი კი სასამართლოსა და ცესკოს მიეძღვნა.
უკანონო ნაძვჭრა - წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ცესკოს უფროსობა - მარიამ შელეგია - ცუდია და საკანონმდებლო კაზუსია, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარეს თავად ცესკო-ს წევრები ირჩევენ. ვლადიმერ ბოჟაძე - თამარ ჟვანია ფავორიტია, ჩვენ მასთან სამართლიან გარემოში არ ვართ. ცესკოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას “ევროპული საქართველო” არ იღებს. ანა მიქელაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში გადაიგზავნება. გიგლა ბარამიძე - გილოცავთ თანამოქალაქენო, ჩვენ გვყავს თამარ ჟვანია - ქართველი ლიონელ მესი, ოღონდ არჩევნების გაყალბების დარგში. ნინო ბურჯანაძე - ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ის ვეღარ გააყალბებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.
პენსიის ალტერნატივა - პარლამენტი „ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული დაგროვებითი პენსიის ალტერნატივას იხილავს.
თბილისური მარკეტი და თბილისური ამბები - თბილისში საახალწლო ბაზრობა „კოოპმარკეტი“ გაიმართა. ირაკლი ნადირაძე - როდესაც თბილისში ამდენი მწვავე სოციალური პრობლემაა, ბიუროკრატიული ხარჯი იზრდება. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერს.
პოლიტპატიმრობა მოზარდობაში - მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მამა - ჩემი შვილი უკანონოდ არის დაკავებული, ის პოლიტპატიმარია.
მიგრანტები - საგარეო უწყების წარმომადგენელი - მიგრანტების მიღებაზე გაერო-ს დოკუმენტი რაიმე სახის ვალდებულებებს არ ითვალისწინებს.
გამსახურდიების პროტესტი - კოკო გამსახურდია კლინიკაში გადაიყვანეს. კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი - ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს. ექიმი - კონსტანტინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული - ასეთი მდგომარეობის შემდეგ, შიმშილობის გაგრძელება არასასურველია.
დაგეგმილი ცვლილებები - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „საბაჟო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა - როდესაც მთავრობის მხრიდან ასეთ ისტერიულ ნაბიჯებს ვხედავთ, ჩნდება ეჭვი, რომ რაღაც არალეგიტიმური ინტერესი შეიძლება იყოს.
ხანდაზმულობის გადაწევა და სხვა სასამართლოდ მნიშვნელოვანი ამბები - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა 30-წლამდე გახანგრძლივდებავ. მამუკა მდინარაძე - დავუჭერთ თუ არა მხარს მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატურებს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს გარკვეულ ინსტიტუტებს. სოფიო კილაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში სასამართლო სისტემას აქვს სერიოზული წინსვლა, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. ბიურომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადის გაზრდის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა. გიგი უგულავა - პოლიტიკური ელიტა ორივე მხრიდან წავა, ხოლო ეს მოსამართლეები დარჩებიან და მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ? რომან გოცირიძე - საქართველოში სასამართლო ფეხქვეშ არის გათელილი. სერგი კაპანაძე - მოსამართლეების კანდიდატურებად დასახელდა კლანი, რომელიც ძველ დროში სასამართლოში პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა. გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ. ნაზი ჯანეზაშვილი - შოკირებული ვარ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით - უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა სია კრიტიკას ვერ უძლებს. კანდიდატები - მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს - პროცესუალურად და შინაარსობრივად დღეს თქვენ ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ.
H1N1 ვირუსის დაბრუნება - ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია. დავით სერგეენკო - საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ.
საზღვარგარეთულები:
ირანთან უვიზო საქართველო - ირანელი პარლამენტარი - ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს.
მკვლელი ცუნამი ინდონეზიაში - ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 373-ს გადააჭარბა, დაშავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.
აკვიატებული ერდოღანი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ერდოღანი ანტისემიტი დიქტატორია, რომელსაც ისრაელი აქვს აკვიატებული. დონალდ ტრამპი - ერდოღანმა დამარწმუნა, რომ ამოძირკვავს ყველაფერს, რაც სირიაში „ისლამური სახელმწიფოსგან“ დარჩა. თურქეთის უშიშროების სამსახურმა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 22 პირი დააკავა. მევლუთ ჩავუშოღლუ - ნეთანიაჰუ შეშფოთებულია, რადგან ტერორისტების მეშვეობით სირიის გახლეჩვის მის გეგმებს აღსრულება არ უწერია.
გადაფიქრების აბსურდი - თეთრი სახლი - გამორიცხულია, რომ დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გამოყვანა გადაიფიქროს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია