აღსაყდრების ზეიმი, ხორავას მეორე წელი, მოსამართლეობა, გაჭირვება, მლრდ ბიუჯეტში და გრიპის ეპიდემიობანა

      25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს, საქართველოში კი სპირიდონ ტრიმიფუნტელის დღე და პატრიარქის აღსაყდრების წლისთავი აღნიშნება - პატრიარქის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. დღის ამბებში იყო მინისტრის გამოსვლების კომენტირება ხორავას საქმის განხილვა, მოსამართლეები და საშიშად ეპიდემიური გრიპი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 დეკემბერი, 2018 /

      აღსაყდრების კომენტარები - მამუკა ბახტაძე - პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს. პატრიარქი - ჩვენი ერი მოსიყვარულეა - თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი.

      გაქირავებული გირჩელი - „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეს აუქციონის წესით გააქირავებს.

      მზრუნველი ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი პროექტი „სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა“ დაიწყო. ზუგდიდის უფასო სასადილოს 250 ბენეფიციარს, დღეს მერიისგან საახალწლო ნობათი გადაეცა.

      მეცნიერება ახალგაზრდებში - მიხეილ ბატიაშვილი - მეცნიერების რეფორმირების პროცესში ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიხეილ ბატიაშვილი - უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია უნდა იყოს განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

      მოუჭრელად მორთული - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში, კამპანიის „ნუ მოჭრი-მორთე” ფარგლებში, ნაძვის ხე მოირთო.

      შავი სიების სითეთრე - ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან.

      ხორავას საქმი მეორე წელი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე დღეს 5 მოწმე დაიკითხება. სერგი კაპანაძე - ხელისუფლება ნამდვილად ვერ მიაღწევს მიზანს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხი რადარებიდან გააქროს. დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორები ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი იკითხებიან. ირაკლი აბესაძე - ნათელია, რომ სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებს. დ.ღ-ს საქმის განხილვაზე, სადაც პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩვენებას აძლევს, ხმაური იყო. ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია დ.ღ.-ს დედის უკმაყოფილება და რატომ დატოვა მან სხდომათა დარბაზი. ზაზა სარალიძე - აუცილებლად უნდა მიეცეს ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში, კალანდიას ჩათვლით. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში მიხეილ კალანდია დაიკითხა. არასრულწლოვნის დედა - ბავშვმა სრული სიმართლე ილაპარაკა - ჩემმა შვილმა სასამართლოში თქვა, რომ მიხეილ კალანდია ფარდულში კუთხეში იდგა. ადვოკატი - პროკურორებმა კიდევ ერთხელ იცრუეს, თითქოს, დ.ღ.-მ სასამართლოზე ზაზა სარალიძესთან შეხვედრა უარყო.

      მოსამართლეების მიერ დაბრუნებული ეპოქა - გედევან ფოფხაძე - სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დანიშვნით, სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ. ანა დოლიძის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭო მისი გაწვევის მოთხოვნით სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას გეგმავს. ლევან ალაფიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებზე - სათითაოდ უნდა შევისწავლოთ ყველა გარემოება და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ანა დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - იმედია, პრეზიდენტი საქმის კურსშია, რა ტიპის საშიშ ფენომენთან გვაქვს საქმე.

      ვეფხვების ტრფიალი იტალიაში - იტალიაში 25 წლის ქართველი ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ის ვეფხვმა დაგლიჯა. იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

      საეპიდემიო გრიპი - პაატა იმნაძე - გრიპის ვირუსის ეპიდემიამდე არ ვართ, მაგრამ ეს არავის შეღავათს არ აძლევს. გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე 117 დოლარი იხარჯება. დავით სერგეენკო - მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. ჯანდაცვის სამინისტროში აუთვისებელი თანხები ან გადახარჯვა არ არის. აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სისტემაში რეფორმები სწორია, თუმცა უფრო სწრაფი ტემპი გვჭირდება. დავით სერგეენკო - სამედიცინო ბაზარზე ადვილად მოხვედრის შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და მსხვილ მოთამაშეებს. ამირან გამყრელიძე - მოსახლეობას მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომების მიმართ.

      გაჭირვებული ხალხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მაქვს განცდა, რომ გიორგი ქობულიას და მთლიანად ივანიშვილის მთავრობას ან საერთოდ არ ესმის რა გაჭირვებაში ცხოვრობს ხალხი, ან არ აინტერესებთ. ეკონომიკის მინისტრი მედიას - მიწვევთ რამე ისეთი ვთქვა, რომ მერე სხვანაირად ამოიღოთ. რომან გოცირიძე - როცა ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში. გიორგი ქობულია - რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს და სიღარიბის დაძლევის ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება. გიორგი ქობულია - სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია. ეკონომიკის მინისტრი - ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკის მინისტრს - თქვენ პასუხი უნდა გასცეთ მოსახლეობას მარტივ კითხვაზე: ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას როდის დავეწევით? გიორგი ქობულია - ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის. გიორგი ქობულიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე ისაუბრა. ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს - თქვენმა პრეზენტაციამ დამიტოვა განცდა, რომ გაცხადებული მიზნები ვერ შესრულდება იმ პოლიტიკით, რასაც თქვენ ატარებთ. კარგი იქნება, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა წავიდეს ენერგეტიკაში, მესაკუთრე იყოს ხალხი, პენსიონერები და არა უცხოელი ინვესტორები. დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრს - თქვენი დამტკიცების დროს პრეზენტაცია ბევრად უფრო სიახლის შემცველი იყო, ვიდრე ის, რაც დღეს მოვისმინეთ. გიორგი ქობულია დეპუტატებს - თქვენს შეკითხვებში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რაღაც არ გესმით და ვერ გაიგეთ - მითხარით, რა გავაკეთოთ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ? გიორგი ქობულია - ჰესების მშენებლობას გარემოს და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და მოსახლეობასთან შეთანხმებით მოვახდენთ. გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი წლიდან ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. გიორგი ქობულია - ვისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებს, ხოლო ვისაც უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია გეგმა ავუხსნა.

      მერია და მაოხრებლები - ალეკო ელისაშვილი - დეველოპერები მაოხრებელი „ცეხავიკები“ არიან, ქალაქის მერი კი მათ ხელს უწყობს. ირაკლი ნადირაძე - კახა კალაძესთან შეკითხვები იქნება ყველა კორუფციულ, სკანდალურ ფაქტზე, ასევე საცობებზე და მავნებლურ მშენებლობებზე. კახა კალაძემ საკრებულოს მერიის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი კითხვა მერის მისამართით არჩევნებს უკავშირდებოდა. კახა კალაძე - დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ლევან ხაბეიშვილი - ვარდისფერი ქუდის რა გითხრათ, მაგრამ კახა კალაძე ვარდისფერი სათვალეებით ნამდვილად უყურებს რეალობას. ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს - თქვენ თქვით, ტაქსის სერვისი იაფია და უნდა გაძვირდესო, რატომ არის ეს თქვენი საქმე, ვერ გავიგე. კახა კალაძე - ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია. ბექა დავითულიანი - 2019 წელს თბილისს ყველაზე კარგი ბიუჯეტი ექნება. ირაკლი ხმალაძე - 2019 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს. გოკა გაბაშვილი - მიუღებელია თბილისის მერისგან იმის თქმა, რასაც დათესავთ იმას მოიმკიო, როდესაც კითხვას უსვამენ კონკრეტულ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე. კახა კალაძე - გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები. ჩვენ ტაქსით მომსახურებას არ ვაძვირებთ, უბრალოდ სერვისს ვაუმჯობესებთ. თამარ ტალიაშვილი - თბილისი 2019 წელს პროგრესული, ნოვატორი ლიდერით, თამამი და ამბიციური პროგრამით ხვდება. ირაკლი ხმალაძე - ავარიული კორპუსები არის ქალაქის საზრუნავი და ამისთვის თანხები არ უნდა დავზოგოთ. ვახტანგ შაქარიშვილი - გასული ერთი წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი, რადგან შეიქმნა სწორი განვითარების საფუძვლები. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. კახა კალაძე - ხაბეიშვილი რომ რეპრესიებზე დასვამს შეკითხვას, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ირაკლი ნადირაძემ ღამის ეკონომიკა პირდაპირ ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გიორგი ტყემალაძე - თბილისის მერის ანგარიში ცალსახად ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები იყო განხორციელებული ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში.

საზღვარგარეთულები:

      უგულავას პალიტრა - გიგი უგულავა - უსინდისოა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან წავიდა ისე, რომ თქვა, მკვლელობა გახსნილი არ არისო. პოლიტიკური ელიტა ორივე მხრიდან წავა, ხოლო ეს მოსამართლეები დარჩებიან და მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ?

      დასაჯერებელი სანტა - დონალდ ტრამპი ბავშვს - სანტა-კლაუსის გჯერა? იცი, 7 წლის ასაკში მისი ბევრს არ სჯერა.

      სანქციები და ირანული სიმტკიცე - ირანის პრეზიდენტი - მიუხედავად იმისა, რომ სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს ირანში ცხოვრების დონეზე, აშშ თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

      შეშინებული ბელარუსია - ბელარუსი პოლონეთის ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებას საფრთხედ აღიქვამს.

      ინდონეზიის მწუხარება - ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 429-მდე გაიზარდა.

      თურქეთის ძალა - მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთს მარტო შეუძლია სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 196

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

George: დეკემბერი 25, 2018||11:44pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters