აყალმაყალზე დაკავებულები, ლეგალური ევროპა, სალარიძე საპატრიარქოში და მიმოქცეული ნიუსები

      დღევანდელი დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება და სიონში, პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა აღავლინა - ილია მეორე - არ ყოფილა შემთხვევა, რომ გაჭირვებულ ადამიანს მიემართოს წმინდა ნიკოლოზისთვის და წმინდა ნიკოლოზს უარი ეთქვას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 დეკემბერი, 2018 /

      კახეთის ამბებზე დაკავებები - აქციებზე დაკავება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის 2 პირი დააკავა. პოლიციელზე თავდასხმისთვის კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ნათია მეზვრიშვილი ველისციხეში დაპირისპირებაზე - დაკავებულთა წრე გაფართოვდება იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს. ზაალ უდუმაშვილი - დღეს საბრალდებო სკამზე დავით კირკიტაძე კი არა, გიორგი გახარია უნდა იჯდეს. ლევან ხაბეიშვილი - დავით კირკიტაძე არის პირადად გახარიას და ივანიშვილის პატიმარი. ადვოკატი - დავით კირკიტაძის მიზანი პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა არ ყოფილა, ის მხოლოდ ავტობუსში შეღწევას ცდილობდა. ნიკა მელია - ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ და ფორმიანმა დამნაშავეებმა. პროკურატურამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე შუამდგომლობით მიმართა. სოფიო კილაძე - იმ კადრების შემდეგ, როგორ სცემდა დავით კირკიტაძე პოლიციელს, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, მის სინდისზე იყოს. გურჯაანის პოლიციის შენობასთან, რომელიც სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული. თამაზ მეჭიაური - კირკიტაძის დაკავება კითხვის ნიშნებს არ მიჩენს, მე სულ ტყუილად ვყავდი დაკავებული "ნაციონალურ მოძრაობას" და სერიოზულ საქმეებს მიკერავდნენ. შსს-მ კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა. შსს - არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პასუხისგებაში მიცემულია 26 პირი, რომელთა შორის არიან როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერები. კახა კალაძე - ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა ჩვენ ვიხილეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა და ურტყამდა კირკიტაძე პოლიციელს.

      ლეგალური საფრანგეთი ანუ საერთაშორისო უცხოეთი - საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობასთან დაკავშირებულ კანონს მიიღებს. დავით ზალკალიანი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს. საგარეო უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის მსგავსად, ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს. დელეგირებული მაკრონი - ვახტანგ მახარობლიშვილი - ნიკოლა სარკოზი ინაუგურაციაზე ჩამოვიდა სახელმწიფო თვითმფრინავით და დელეგირებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ. ვახტანგ მახარობლიშვილი იმედოვნებს, რომ საფრანგეთთან კვალიფიციური ბინადრობის და მიგრაციის შეთანხმების აღსრულება უმოკლეს ვადებში მოხდება. დავით ბაქრაძე - უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ეს რეალური დაპირება იყო. დავით ზალკალიანი - თავშესაფრის მაძიებლებთან მიმართებაში გარკვეულ ქვეყნებთან არის გაუმჯობესება, გარკვეულ ქვეყნებთან არის სასურველი, რომ უკეთესი მდგომარეობა იყოს. ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო. გრიგოლ ვაშაძე - კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ.

      სალარიძის საქმე - ნათია მეზვრიშვილი მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ კითხვაზე - ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია. სალარიძე საპატრიარქოში - ზაზა სარალიძე - საპატრიარქოს ტერიტორია არის სულიერი სიმშვიდის, რომ შედიხარ სულ სხვა ძალით გამოდიხარ, დამშვიდებული. ილია მეორე - პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით.

      გათხოვება და ასაკი, ძალადობები ოჯახში - ლონდა თოლორაია - გამოწვევაა შსს-სთვის, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტების შესახებ საკმაოდ გვიან ხდება ცნობილი, რაც გამოძიების პროცესში სირთულეს წარმოადგენს. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, ჯარიმა, როგორც ძირითადი სასჯელი, ოჯახური დანაშაულის ჩადენის დროს არ შეიძლება დაინიშნოს.

      ტოლკინის თარგმანები - „ბიბლუსი გალერეაში“ დღეს ჯ.რ.რ ტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება.

      ურთიერთშეფასებები - ეკა ბესელია - სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე.

      ონიანის პატიმრობა - გიორგი ონიანი პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, რაზეც უარი ეთქვა.

      ლარიანი ფართები - თბილისის მერია 16 ოჯახს ფართებს 1 ლარად დაუკანონებს.

      განუმარტებელი ლუგარი - გრიგორი კარასინი - ჩვენ კვლავ ველით ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს, რა საქმიანობას ეწევა ლუგარის ლაბორატორია.

      საახალწლო ვაჭრობები - საახალწლო დღეებში გარევაჭრობა 20-მდე ადგილზე იქნება ნებადართული.

      განუკურნებელი ხეები - მაია ბითაძე - ხეების დაავადების მასშტაბი დედაქალაქში უპრეცენდენტოა - პრაქტიკულად ყველა ფიჭვის კორომი დაავადებულია და განკუნებას არ ექვემდებარება.

      საკოლექციო ხუთლარიანი - 2019 წელს საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტის გამოშვება მოხდება.

      დოლარების ყიდვა - ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საზღვარგარეთულები:

      გიულენი ამერიკაში და ჯარისკაცები სირიიდან გარეთ - თეთრი სახლი - დონალდ ტრამპს თურქეთის ხელისუფლება არ დაურწმუნებია იმაში, რომ აშშ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს. დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 187

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters