გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 26, 2020 წელი. 10:53pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სამი მთავარი ამბავი, რომელიც დღეს საქართველოს აინტერესებდა კორონას პარალელურად. ერთი ცხადია შეზღუდვების მოხსნისა თუ დატოვების ამბები და სამთავრობო გადაწყვეტილებები ამის შესახებ, მეორე პრაიმნიუსია - უცნაურად გამოშვებული უგულავა და ოქრუაშვილი, რომლებიც ძველ ოპოზიციონერებთან ერთობასა და გამარჯვებას აანონსებს და მესამე ამბავი, რურუკას კვლავ პატიმრობაა. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 701 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 432,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარი ამბავი - პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. მართალია არავის გამოუკვლევია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა, მაგრამ ფაქტია - ევროპელებისა და ამერიკელების წერილებს საეჭვოდ დაემთხვა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს შეწყალება იყო. მომდევო თემა განათლება კორონას პირობებში და მთავარი ამბავი - 22 მაისს შეწყდება საგანგებო მდგომარეობები. კორონას რიცხვები - საქართველოში: 671 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 393, გარდაცვლილი - 12.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2020 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
კორონა მხოლოდ რეკომენდაციებით დაბრუნდა და ზაფხულის და შემოდგომის გადალახვაზე დაიწყო საუბარი. ახალი ტესტირებები და ამ ტესტების სამიზნეები, ზაფხულში დასვენების ადგილები და შემოდგომით ჩაშლილი ქორწილ-ზეიმები. რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების საქმე არ გაქრება, თუმცა არავინ ცდილობს დაადგინოს პოლიტპატიმრები არიან თუ არა. კორონას სტატისტიკა კი ასეთია - საქართველოში: 647 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 372, გარდაცვლილი - 11. მსოფლიოში: დადასტურებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 13, 2020 წელი. 11:10pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი და ყოველწელს არჩევის კანდიდატი ამბობდა - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსო და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობებზე მიუთითებდა. და დღეს, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეკონომიკის სამინისტროს კრიზისულ გეგმაში სოფლის მეურნეობის და ფერმერობის დაფინანსების განხილვა იყო. მეორე მთავარი ამბავი ჯიმ რაშის ნახსენები ქართველი პოლიტპატიმრები და მათი გათავისუფლების შეთანხმებაზე განთავსებული ტვიტი. აქვე ბოლო დროის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროპამ მოგვწერა სკანდალური და ხმაურიანი წერილი და ჩვენთან ზოგს უხაროდა, ზოგიც კი სწუხდა. როგორც ჩანს ევროპალრამენტარის მოსაზრება, დღის პრაიმნიუსია. ასევე სააკაშვილის უკრაინული თანამდებობა იყო მთელი დღის განხილვის საგანი. კორონას ამბები და სტატისტიკა უკვე მეორეხარისხოვნად ისმის, არადა ჯერ ყველაფერი წინ არისო, ამბობენ ინფექციონისტები. რიცხვები კი ასეთია - საქართველოში: 623 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 288, გარდაცვლილი - 10. მსოფლიოში:…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონას ამბებში მთავრობის გადაწყვეტილებები დაწინაურდნენ. დღეს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებები ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და ცხადია მთავარი ამბავიც ეს იყო. ცხადია, რჩება მოლოდინების და განკურნებების ნიუსებიიც. ამინდს რაც შეეხება, სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ 10 მაისამდე საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი, არადა ამ წვიმებმა უკვ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. აღრიცხული კორონა - საქართველოში: 615 შემთხვევა,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს გიორგობის დღესასწაულს ზეიმობდა საქართველო, ამიტომ დღის მთავარი ამბების ერთი მსხვილი თემა საეკლესიო ნიუსები და ეპისკოპოსების ინტერვიუები იყო. სხვა ამბები ინტერნეტს უკავშირდებოდა - ერთი Freedom House-ის კრიტიკა და მეორე ფეისბუკის ტროლობანას თამაში, წაშლილი გვერდები და ნიუსების ფილტრაცია. კორონას ამბებიც კინაღამ გადაჯაბნეს. ცხინვალშიც დაფიქსირდა კორონა და ჩვენთან კვლავ მკურნალობა მიმდინარეობს. ამღამად აღრიცხულია - 610 შემთხვევა,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონას ამბები ილონ მასკის თანამგზავრებივით მწკრივად მისდევენ მაისის მიყოლებულ წვიმებს. ცხადია, ახალ რეალობაში, კორონას პირობებში ცხოვრების წესების შესწავლა მიმდინარეობს. კორონიანების მკურნალობა ისევ პირველ პოზიციებზეა, ასევე ექიმების დაინფიცირების რისკები, კრიზისები და ა.შ. რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას - დადასტურებული - 604, გამოჯანმრთელებული - 240, გარდაცვლილი - 9. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 706 482, გამოჯანმრთელებული - 1 234…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 5, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვარდობისთვეც დადგა, წვიმით დაიწყო და როგორც ჩანს, პირველი კვირა სულ წვიმიანი იქნება - ასე ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღის მთავარი ამბები კი ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაციას უკავშირდებოდა, ასევე ახალი პაციენტების კვლევა-წამლობას, საოკუპაციო ხაზსა და ინტერნეტ შეჭრა-წაშლა-დაბლოკვებს. რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას - დადასტურებული - 566, გამოჯანმრთელებული - 207, გარდაცვლილი - 1. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 370 953, გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
2 მოწონება
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2023.
საათი: 8:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
We a short while ago carried out a survey of our Facebook followers to understand what the preferred aftermarket bike modifications are, and we had been delighted to acquire perfectly over 500 responses.
The final results are in, and so they make for fascinating reading.
Allow me to share the best 10 motorcycle mods, as voted for by you:
Aftermarket exhaust - 25%
Tail tidy - fourteen%
Crash bobbins - twelve%
Clutch/brake…
© 2023 George.
•