კორონას შემოდგომის რეინკარნაცია და ოპოზიციის სამთავრობო დაბრუნების გეგმები

      ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 4 931 057, გამოჯანმრთელებული - 1 710 337, გარდაცვლილი - 324 240.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 მაისი, 2020

      კორონას ამბები სამედიცინო სივრცეებიდან, მეორე ტალღების და რეკომენდაციების ვრცელი ამბავნარი - მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისის ორ სოფელს, 2 კი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება. მაკა სოლოღაშვილი - ახალი კოვიდინფიცირებული ბავშვი ე.წ. ბოლნისის კლასტერიდანაა და ვირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დადასტურებული აქვს. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანისას გზაში გარდაიცვალა. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, შეზღუდვების გარეშე შესაძლოა, პანდემია იყოს მზარდი და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც საფრთხე შეექმნას. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებსა და ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყება. სკოლებსა და ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლების კამპანია დაიწყება. 22 მაისიდან 5 დღის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ე.წ. სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება. ბევრი მოსაზრებაა კორონავირუსის მეორე, მესამე, მეოთხე ტალღაზე, ამის ზუსტ პროგნოზირებას ვერავინ გააკეთებს, გარდა ღმერთისა - უნდა მოვემზადოთ. მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“, კარგად ვისწავლეთ ხელების დაბანა და დამუშავება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, სავარაუდოდ, მალე გაიცემა. ახლა რომ იგივე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე მივიღებთ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას. ტურიზმთან დაკავშირებით რისკი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მთელ მსოფლიოში დღეს ყველა ქვეყანა ამსუბუქებს სიტუაციას. ხათუნა ზახაშვილი - ბოლნისსა და თელავში ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული კვლევით ვეცდებით, დავადგინოთ, რამდენია კოვიდინფექციის სავარაუდო გავრცელება - კვლევა ანტიგენ ტესტებით ჩატარდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. მეთორმეტეკლასელებმა დღეს სკოლის ზარების გუგუნს ვერ მოუსმინეს, მაგრამ მათ გვერდით იდგა მთელი საქართველო. ყველა პროდუქტი, რომელიც საერთოდ გარეცხვას საჭიროებს, ყოველთვის გარეცხეთ სანდო ხარისხის წყლით. საოფისე სივრცეებში, მაგიდათა შორის მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ეფექტს ნამდვილად არ მოგვცემს და ამის იმედზე არ უნდა ვიყოთ. პაატა იმნაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, შეზღუდვები ძირითადად სოციალური დისტანცირების კუთხით დარჩება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. კორონავირუსით რეინფიცირება არ არის უცნაური მოვლენა - ჩვენთან სამია ასეთი აღწერილი შემთხვევა. თუ ნიღაბი დაავადებულსაც უკეთია და ჯანმრთელსაც, მაშინ ეს თითქმის 95%-მდე დაცვაა. სტომატოლოგების და ფარმაცევტების კორონავირუსზე ტესტირება იგეგმება. ტესტირების სამიზნე ჯგუფს ტრაილერების მძღოლები დაემატებიან. ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ. ამირან გამყრელიძემ პედიატრებს მიმართა, კავასაკის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, რადგან დაავადება ძირითადად ბავშვებში ვლინდება. შეიძლება ეს არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება. პაატა იმნაძე - ჩვენ ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე მოვიყვანეთ, არაკონტროლირებადი არ გახდეს და ზაფხულს კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებით არ შევხვდეთ. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მათი რეკომენდაციაა, თუ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე ყოფნის საჭიროება არ არის, სამსახურებმა დისტანციურ რეჟიმში მუშაობა შეინარჩუნონ.

      ეკონომიკაზე ზრუნვა ანუ მრავალწახნაგოვანი ბლოკი - ბექა ლილუაშვილი - მრავალი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, საქართველოსთვის ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ უპირატესობად იქცეს ის ფაქტი, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პანდემიის შედეგებს. პრემიერ-მინისტრმა ტურისტულ ინდუსტრიაში სავალდებულოდ აღსასრულებელ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის გახსნის პროცესში რეკომენდაციების შესრულებაზე სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემა მაისის ბოლოდან, ეტაპობრივად დაიწყება. ნათია თურნავა - მზად ვართ უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ევროპელ ტურისტებს. ევროკავშირის საბჭომ 10 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

      ჯარიმობანა - პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოავლინა.

      ქვეყნის მთავარი კანონმდებელი პარლამენტი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება არაკონსტიტუციურია. ზურაბ ჭიაბერაშვილი შეზღუდვების შესახებ კანონპროექტზე - ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა - თუ „ქართული ოცნება“ ამ კანონს მიიღებს, ის აუცილებლად გაუქმდება ხელისუფლების ცვლილებისთანავე. „თავისუფალი საქართველო“ - პარლამენტი ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას გეგმავს. ეკა ბესელია - დეპუტატები რომ თავად ასუსტებენ პარლამენტს და მთავრობას აძლევენ უფლებას, როცა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები, ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობიკენ.

      თბილისის მაიორი - კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო გენერალური გეგმის ჩაბარების თარიღი აგვისტოს ნაცვლად, წლის ბოლოსკენ გადაიწევს. თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. კახა კალაძე - მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ტენდერი გამოცხადებული იყო, თუმცა ამ სიტუაციის გამო, დროებით შევაჩერეთ. თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. კახა კალაძე - „მზიურის“ პარკიდან ზოოპარკის მიმართულებით საფეხმავლო ხიდის გაკეთებას ვაპირებთ. 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი ძალიან მალე შემოვა - იგეგმება კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი და 200 ერთეულამდე 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. კახა კალაძე - ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყება - გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დასასრულს უახლოვდება. კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებს მუშაობის გაგრძელების საშუალება, ავტობუსების დანიშვნის შემდეგაც ექნებათ. თბილისის მერმა 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

      ოკუპაცია ცოცვით - საოკუპაციო ძალებმა ხურჩის და განმუხურის მიმდებარედ, დამატებით უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

      „თავისუფალი საქართველო“ - იუსტიციის სამინისტრო 181 124 ლარს facebook-ის გვერდებში ფლანგავს.

      სტატისტიკა ქვეყნის სამსახურში - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, I კვარტალში რძის წარმოება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია, 0.6%-ით შემცირდა ხორცის წარმოება და 0.6%-ითაა გაზრდილი კვერცხის წარმოება. პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა.

      ღრმა პორტი - ეკონომიკის სამინისტრო ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით იურიდიულ მომსახურებას ყიდულობს. რომან გოცირიძე - ფოთის პორტის პროექტის იურიდიული მომსახურებისთვის მთავრობა 1,2 მილიონად ქირაობს კომპანიას - არადა 2020 წლის ბოლოსთვის ანაკლიაში პირველი გემი უნდა შემოსულიყო.

      ოპოზიციის გეგმები, მთავარობაში მოსვლაზე - გია ხუხაშვილი - გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთი ნაწილის კანდიდატია და როგორც ფუნქციონერი, როგორც ჩინოვნიკი, სხვებზე უკეთესად გამოიყურება, ფარდობითია ყველაფერი. რამაზ საყვარელიძე - ნათქვამია მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო, ჯერ არ მიუღწევიათ იმ დონემდე არც ამ პარტიებს და არც გიორგი ვაშაძეს, რომ სერიოზულად საუბრის თემა იყოს მისი გაპრემიერება. ვახტანგ ძაბირაძე - ადრეა პრემიერის კანდიდატურის დასახელება, არჩევნებამდე 6 თვით ადრე ვინმეს კანდიდატურის დასახელება, ჩასავარდნად არის განწირული. პაატა მანჯგალაძე - პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელება საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია - ვაშაძე გარეთიანების ყველა სუბიექტის, მათ შორის სააკაშვილის, მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებების ერთგული რჩება. გიგა ბოკერია - ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსის არსებითად გამოსწორება. ივანიშვილის გუნდის წარსულის საქციელიდან გამომდინარე, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ნებისმიერი ვითარების საარჩევნოდ გამოყენებას არ შეეცდება. იმის ნაცვლად, რომ ოთხოზორიას მკვლელობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის პოლიტიკური პრობლემის შესაქმნელად ყოფილიყო გამოყენებული, ამ პრობლემის მიჩქმალვა ხდება. სამარკო ნიშნად იქცა მოკლევადიანი ტყუილების თქმა ივანიშვილის გუნდის მხრიდან. გიგი უგულავა - ივანიშვილის ესმის სანქციების ენა, კისერზე ფეხის დაჭერის ენა - ასე ველური, უტიფარი ფორმით დიპლომატებთან საქართველოს ისტორიაში არავის ულაპარაკია. გიგი უგულავა - ზურაბიშვილის განცხადება ერთი რამის დასტურია, რომ ხელისუფლებაში ერთმანეთსაც ატყუებენ, ერთმანეთი არ უყვართ და ერთმანეთს ძირავენ. კელი დეგნანი - განცხადებიდან ნათელი იყო, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტისთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მან ქვეყნის ინტერესები საკუთარ პერსონალურ შეხედულებებზე წინ დააყენა. გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილმა ინსტიტუციურად ივანიშვილს შეატყობინა როგორც ალბათ ბრეჟნევს, ამას სხვა ახსნა არ აქვს. გიგი უგულავა - ვანო მერაბიშვილი პარტიულად „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების თაობაზე პარტიაში მსჯელობა დღემდე არ შემდგარა. გიორგი ვაშაძე - ძირითადი კანდიდატები უნდა დავასახელოთ არჩევნებამდე. უსუფაშვილი - ოქრუაშვილის გათავისუფლებას ვითხოვდით, რადგან არასწორად იყო დაკავებული. პროკურატურა - სიმართლეს არ შეესაბამება, რომ რურუას მტკიცებულებების ამოღება და დალუქვა ყველა წესის დაცვით არ მოხდა. გიორგი რურუას ადვოკატი - დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი პროკურორი აგრესიულად იყო განწყობილი, დაცვის მხარეს ყვირილი დაგვიწყო.

      კანონიერობამ არ უშველათ - შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავა.

      საგარეო უწყება - 20 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12 192.

      უმაღლესი სწავლა - გიორგი აბაშიშვილი - უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური განათლების სისტემის სარგებლისა და გამოწვევების შესახებ პირველი კომპლექსური კვლევა ჩატარდა.

      საპატრიარქოს ტყეები - მინისტრის მოადგილე - მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად, არჩევნების წინ, ვაპირებთ, საპატრიარქოს ტყეები გადავულოცოთ. გიგა ბოკერია ეკლესიისთვის ტყის ფართობების გადაცემაზე - ივანიშვილის გუნდი ცდილობს ამ ტიპის ჯგუფების გამოყენებას სიძულვილის თესვაში და შემდეგ მათი მხარდაჭერის მოპოვებას ასეთი ნაბიჯებით. შესაძლოა საპატრიარქოს, ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი საკუთრებაში გადაეცეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: დონალდ ტრამპი - თუ ჯანმოს 30 დღის მანძილზე არ ექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, დაფინანსებას გავუყინავ და მასში ჩვენი წევრობის საკითხს გადავხედავ. ჩინელი მეცნიერების განცხადებით, ახალ პრეპარატზე მუშაობენ, რომელიც პანდემიას ვაქცინის გარეშე შეაჩერებს. სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 3 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 308 705-ს მიაღწია, ბოლო 24 საათში 135 ადამიანი დაიღუპა. მიხეილ მიშუსტინი - რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება სტაბილურდება. ბრიტანეთში კორონავირუსს ჯანდაცვის სფეროს 181 წარმომადგენელი და 131 სოციალური მუშაკი ემსხვერპლა. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 113 ადამიანი დაინფიცირდა, 2 გარდაიცვალა, 55 კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 363 ადამიანი გარდაიცვალა.

      აშშ-ის საზღვაო ძალები ირანს აფრთხილებს.

      ლიბიის გაერო-ს მიერ აღიარებულმა მთავრობამ ორ ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა.

      ავღანეთში, ორ მეჩეთზე თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.

      კემბრიჯის უნივერსიტეტი 2020-2021 აკადემიურ წელს ონლაინ სწავლებაზე გადადის.

      ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, თუ მას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა ექნება, მეორე ვადით კენჭისყრაზე დაფიქრდება. ვლადიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ნებისმიერი ფორმატში გამართოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 23

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2020.
საათი: 10:49pm 0 კომენტარი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 1 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 3 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters