მიხეილ უკრაინის რეფორმატორი და ევროპარლამენტარის კრიტიკა

      ევროპამ მოგვწერა სკანდალური და ხმაურიანი წერილი და ჩვენთან ზოგს უხაროდა, ზოგიც კი სწუხდა. როგორც ჩანს ევროპალრამენტარის მოსაზრება, დღის პრაიმნიუსია. ასევე სააკაშვილის უკრაინული თანამდებობა იყო მთელი დღის განხილვის საგანი. კორონას ამბები და სტატისტიკა უკვე მეორეხარისხოვნად ისმის, არადა ჯერ ყველაფერი წინ არისო, ამბობენ ინფექციონისტები. რიცხვები კი ასეთია - საქართველოში: 623 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 288, გარდაცვლილი - 10. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 3 985 176, გამოჯანმრთელებული - 1 374 061, გარდაცვლილი - 274 675.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 მაისი, 2020

      სამედიცინო სამყაროს ამბავნარი - მარინა ეზუგბაია - PCR ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა არის 85%, ამიტომ აუცილებელია მასთან ერთად პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ანამნეზის შეფასება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - თუ საგარეჯოში მოძიებული კონტაქტების პასუხი უარყოფითი იქნება, ჩაითვლება, რომ მედდის შემთხვევა კახეთს კი არა, გარე წყაროს უკავშირდება. წელს სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. ლევან რატიანი - ეს აურზაური მალე დასრულდება. კორონავირუსით უცხოეთში მყოფი საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაცვლილია 13 ადამიანი. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე - ჩვენ ვენდობთ იმ პასუხებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვიგზავნიან, რა თქმა უნდა, PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი. საქართველოში კორონავირუსზე 4 მედიკამენტს გამოცდიან. მაია ბუწაშვილი - ვიდრე პანდემიის პერიოდში ვართ, უმჯობესია, სასწრაფოს ბრიგადები ყველა გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით გადიოდნენ. საყოველთაო ტესტირება, ნებისმიერი ადამიანი რომ გავაჩეროთ და ჩავუტაროთ ტესტირება, ცოტა არარეალისტურია ჩვენს პირობებში და როგორც ვხედავთ, არც აუცილებელია. სიფრთხილითა და სხვადასხვა ზომის დაცვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ. შეზღუდვების მოხსნა ისე არ უნდა გაიგოს ხალხმა, თითქოს სრული თავისუფლებაა. იმედისმომცემია სტატისტიკა, ეპიდემია ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ჩავთვალოთ გადალახულად და აღარ ველოდოთ ახალი შემთხვევების სწრაფ აღმავლობას.

      ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დიმიტრი მედოევი - როგორ დიდხანს ელოდა საქართველო ცხინვალში კორონავირუსის დადასტურებას, ერთ რაზმად შეიკრიბა ყველა, „ნაცი“ და „მეოცნებე“, გაერთიანებული ბოღმაში!

      უცხოეთიდან საქართველოში უკვე 10 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა. დავით ზალკალიანის განცხადებით, პირველ რიგში, ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები ბრუნდებიან. განისაზღვრა ახალი მიმართულებები, რომელთა საშუალებითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

      სტატისტიკის მნიშვნელობა - „ევროპული საქართველო“ - იმის დადგენა, თუ დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა უკვე კორონავირუსი, საშუალებას მოგვცემდა, სწორად დაგვეგეგმა ეპიდემიასთან ბრძოლის სამომავლო სტრატეგია

      ეკონომიკის განვითარების მომავალი - ლადო პაპავა - ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი. ნათია თურნავა - სექტემბერში, საქართველოში მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩატარდება მინისტერიალი, რომელშიც რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

      იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს.

      თბილისის გამწვანება - ლევან დავითაშვილი - 700-ჰექტრიანი ახალი ენდემური სახეობებით განაშენიანებული ტყე, ესთეტიკურად შეცვლის თბილისის იერსახეს და მნიშვნელოვნად იმოქმედებს გარემოზე და სუფთა ჰაერზე. კახა კალაძე - გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი. კახა კუჭავა - რამდენიმე წელიწადში განახლებულ და უნიკალური, ენდემური ჯიშებით გაცოცხლებულ მთაწმინდის ფერდობებს ვიხილავთ.

      კალაძის ინტერვიუები - თბილისის მეტროს რეაბილიტაცია დაანონსებულ ვადებში დასრულდება. STOPCOV ფონდში ჩარიცხული თანხების ხარჯვა ჯერ არ დაწყებულა. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ 120/30-ზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდეს.

      ევროპასთან გარკვევა - სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარის წერილზე - ეს იმ ზეწოლის დასაწყისია, რაც უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილზე განხორციელდება. კახა კუჭავა - კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, ის ცდილობს ბოლომდე დაიცვას საქართველოში თავისი პოლიტიკური პარტნიორი. სერგი კაპანაძე არჩილ თალაკვაძის მიერ ანდრიუს კუბილიუსისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს „თეთრზე შავის“ მტკიცებად აფასებს. გია ვოლსკი - კუბილიუსის განცხადება არამხოლოდ უსაფუძვლო, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია. არჩილ თალაკვაძე ანდრიუს კუბილიუსს საპასუხო წერილით მიმართავს - შეშფოთებული ვარ თქვენი წერილის იმ ნაწილით, რომელიც ეხება ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენი მხრივ ეს გაგებულია, როგორც თქვენი მოწოდება, რომ პარლამენტი და მმართველი პარტია პოლიტიკურად ჩაერიოს მართლმსაჯულებაში. ეს კი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპებს. პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს. ვითარების ამგვარი ხედვა მოულოდნელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის მხრიდან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუტების მიერ. უსუფაშვილი თალაკვაძის წერილზე - ვურჩევ მათ იმ საღ აზრზე დაბრუნდნენ, რომელმაც 8 მარტის შეთანხმება შესაძლებელი გახადა. ანდრიუს კუბილიუსი - ოპოზიციის ლიდერები კვლავაც პატიმრობაში რჩებიან, საჭიროა შეთანხმების დროული შესრულება.

      9 მაისის ზეიმი - აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - მეორე მსოფლიო ომის დასრულება არ ნიშნავდა მთელი ევროპისთვის თავისუფლების მოპოვებას. თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულ პირებს - 300 ლარი ჩაურიცხა.

      სააკაშვილის უკრაინელობის ქართული გამოხმაურება - საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში იძახებს. ვლადიმერ ზელენსკი - ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა შეცდომაა საქართველოს მხრიდან - ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. ოთარ კახიძე - ზელენსკის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა ის სრული ისტერიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სჭირდათ. კახა კუჭავა სააკაშვილის დანიშვნაზე - უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის გზაზე. ვანო მაჭავარიანი უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებაზე - ეს არის ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება. ნიკა ჩიტიძე - საქართველოს ხელისუფლების განცხადება უადგილოა, ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევის გადაწყვეტილება შეცდომა და გარკვეული დიპლომატიური დემარშია. გიორგი კახიანი - იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი დაინიშნა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, ესეც მიუღებელია. დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა. თორნიკე შარაშენიძე - ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გაწვევა სიმბოლური ჟესტია, ამდენი მუქარის და ქვითინის შემდეგ რაღაც უნდა გაეკეთებინათ. სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ ელჩი გამოიძახონ კონსულტაციებზე, სრულიად გაუგებარია და დამატებით კითხვებს აჩენს. კახა კალაძე - მოგონილი თანამდებობა, რომელიც სააკაშვილს შესთავაზეს, ესეც გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში - ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. უკრაინელი მინისტრი - მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ სააკაშვილი და სად არა - თუ თბილისის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება, რას ვიზამთ, გადავიტანთ. უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ელჩი უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, კონსულტაციებისთვის დაიბარეს - ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია. ხატია დეკანოიძე - საქართველო-უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და თავისუფლებისთვის ერთად იბრძვიან. ზელენსკის ხალხისგან აქვს მანდატი რომ უკრაინაში რეფორმები განახორციელოს.

      საქართველო აშშ-სგან საჩუქრად დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს.

      ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 80 ფაქტი გამოვლინდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: ანტონიო გუტიერესი - პანდემიამ სიძულვილის, ქსენოფობიისა და დაშინების ცუნამი გამოიწვია - ვირუსს არ აინტერესებს ვინ ვართ, სად ვცხოვრობთ ან რისი გვწამს. აშშ და იტალია რუსეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობენ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 98 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსს ერთ წელიწადში შესაძლოა, 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ევროკომისია წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საზღვრების 15 ივნისამდე ჩაკეტვისკენ მოუწოდებს. დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 95 000 ადამიანი დაიღუპება. საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 26 230-მდე გაიზარდა. კანადაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 689-მდე გაიზარდა.

      თავდასხმები - ლიბიაში თურქეთისა და იტალიის საელჩოების მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმა მოხდა.

      უცნაური ამბავი - ინდოეთში მატარებელმა 14 მიგრანტს გადაუარა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 72

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters