კორონას ამბებში მთავრობის გადაწყვეტილებები დაწინაურდნენ. დღეს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებები ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და ცხადია მთავარი ამბავიც ეს იყო. ცხადია, რჩება მოლოდინების და განკურნებების ნიუსებიიც. ამინდს რაც შეეხება, სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ 10 მაისამდე საქართველოში წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი, არადა ამ წვიმებმა უკვ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. აღრიცხული კორონა - საქართველოში: 615 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 275, გარდაცვლილი - 9. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 3 887 940, გამოჯანმრთელებული - 1 331 249, გარდაცვლილი - 269 002. დოლარის ახალი ფასი - 1 აშშ დოლარი - 3.2032 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 მაისი, 2020

      მაკა სოლოღაშვილი - ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული 9 პაციენტი საყურადღებოა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უახლოვდება სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი პაციენტების რაოდენობას, რაც ძალიან კარგია. ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში შესულია რამდენიმე ორსული და ლუგარის ლაბორატორიიდან მათი ტესტის პასუხს ელოდებიან. გუდაურში მოწყობილი საკარანტინო სივრცეები 67_მა მოქალაქემ დატოვა. თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა. კლინიკა „მედალფა“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა. ამირან გამყრელიძე - ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსს უკვე მოვერიეთ, კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ და ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც, უნდა მივეჩვიოთ მასთან თანაცხოვრებას. სოციალური დისტანცირება დიდხანს დაგვჭირდება, ეს არ იქნება მხოლოდ ზაფხულში, დამერწმუნეთ, აუცილებლად იქნება შემოდგომაზეც. ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომაზე COVID19-ის და გრიპის ვირუსის ზედდება მოხდება, ამიტომ მოწოდებაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. ანტივაქსერებმა ვერ დაძლიეს საღი აზრი - ვაქცინა მედიცინის აღმოჩენათა სამეულშია.

      მთავრობის მორიგი გადაწყვეტილებები - თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 11 მაისიდან, რუსთავსა და გარდაბანში - 14 მაისიდან, მარნეულში კი - 18 მაისიდან მოიხსნება. საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. 15 ივნისიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებ. გიორგი გახარია - 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერისა და დახმარების გეგმას წარადგენს. თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდებ, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ. ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. სულ მცირე 60 მლნ ლარია გათვალისწინებული სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის და ვვარაუდობთ, რომ ამ დახმარებით 3000 კომპანია ისარგებლებს. სახელმწიფო ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიის პროცენტს 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. ტურიზმის იმ მიმართულებებს ასახელებს, რაც პანდემიის დასრულების შემდეგ, მთელი მსოფლიოსთვის უფრო მეტად აქტუალური გახდება. წარმატებულ პოლიტიკას ვახორციელებდით ავიასფეროში და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ ახალ რეალობას მოვარგებთ. მარიამ ქვრივიშვილი - ცალკე გაკეთდება გაიდლაინები სარესტორნო ბიზნესისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, გიდებისთვის, განთავსების ობიექტებისთვის. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ტურიზმის მხარდაჭერისთვის აჭარის ბიუჯეტიდანაც იქნება რესურსი გამოყოფილი. ნათია თურნავა - პირველ ეტაპზე ალბათ, რეგიონის ქვეყნების ტურისტების შემოსვლას ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არც ერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში ევროპელი ტურისტებიც შემოვიყვანოთ. მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს. მეორე ნაწილია შეფასებები - დავით ბაქრაძე - მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილ გეგმაში სწორი ელემენტებიც არის, მაგრამ მთლიანობაში, გეგმა ფრაგმენტული და დაგვიანებული ნაბიჯებისგან შემდგარია. დავით სონღულაშვილის შეფასებით, მთავრობა მზად არის, ტურიზმის სექტორს გვერდში დაუდგეს. გიორგი ვაშაძე - ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა, საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა.

      კორონა ცხინვალში - ქეთევან ციხელაშვილი - ხაზგასმით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენ მზაობას - დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ოკუპირებულ ცხინვალში სიტუაცია მძიმდება - პანდემია რეგიონში რუსეთიდან შემოდის.

      მილიონები სოფელს - სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა ამოქმედდება.

      პეტრეს ინტერვიუ - მეუფე პეტრე ეკლესიის მიწებზე რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ვარ, საპატრიარქოს შუამდგომლობით არაფერი გადმომცემია. აუდიტი უნდა შევიდეს საპატრიარქოში, იგივე პატრიარქის ფონდში. პატრიარქის სახით, საქართველოში უნდა დასრულდეს საბჭოთა მემკვიდრეობა.

      ოპოზიციის გეგმები - დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია ბევრად მოცულობითი დახმარების პაკეტის მიღება, ვიდრე მთავრობის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმაა.

      ფეისბუკ მბლოკავი - „თავისუფალი საქართველო“ - მივესალმით Facebook-ის გადაწყვეტილებას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული იმ ანგარიშების გაუქმების შესახებ, რომლებიც სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ.

      გამოცდები - „ევროპული საქართველო“ მთავრობას მიმართავს, ეროვნულ გამოცდებზე საგნების რაოდენობა შეამციროს, საგამოცდო ცენტრები სკოლებში ჩამოაყალიბოს და ოთახებში აბიტურიენტები ინდივიდუალურად განათავსოს.

      რეჟიმის დამრღვევბი - პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოავლინა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდგინდა. სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევებით საფრანგეთსა და გერმანიას გადაასწრო. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები არაკონსტიტუციურად ცნო. მოსკოვის მერი - აშკარაა, რომ ქალაქში მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე გამოვლენილია, მათი რიცხვი შესაძლოა, 300 000 იყოს. კატერინ სმოლვუდი - კორონავირუსმა გადააჭარბა გავრცელების იმ დონეს, რომელსაც ყველანი ველოდით - როცა დრო მოვა, უკან მოვიხედავთ და ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთესად. ჯანმო-ს წარმომადგენელი - საქართველოს არ აქვს კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები, თუმცა „სოლიდარობის კვლევის“ მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყნას შეუძლია მონაწილეობის მიღება. მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ აშშ რჩება.

      ჩივილი - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, ისტორიის გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ.

      გამოძიების ინფორმაციით, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ კვლევებში მონაწილე პროფესორ ბინგ ლუს მკვლელობა მეცნიერულ საქმიანობასთან კავშირში არ არის.

      გაერო ადასტურებს, რომ ლიბიაში რუსი დაქირავებულები იბრძვიან, რომლებიც ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს.

      სააკაშვილ რეფორმატორი - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ზელენსკი სააკაშვილზე - მჯერა, საბჭოს იმპულს მისცემს და ცვლილებების გატარებაში დაეხმარება

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 91

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters