ტროლები რეიტინგები, თავისუფლების მოყვარე სახლი და კომენტარები გიორგობის წირვიდან

      დღეს გიორგობის დღესასწაულს ზეიმობდა საქართველო, ამიტომ დღის მთავარი ამბების ერთი მსხვილი თემა საეკლესიო ნიუსები და ეპისკოპოსების ინტერვიუები იყო. სხვა ამბები ინტერნეტს უკავშირდებოდა - ერთი Freedom House-ის კრიტიკა და მეორე ფეისბუკის ტროლობანას თამაში, წაშლილი გვერდები და ნიუსების ფილტრაცია. კორონას ამბებიც კინაღამ გადაჯაბნეს. ცხინვალშიც დაფიქსირდა კორონა და ჩვენთან კვლავ მკურნალობა მიმდინარეობს. ამღამად აღრიცხულია - 610 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 269, გარდაცვლილი - 9. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 795 512, გამოჯანმრთელებული - 1 279 400, გარდაცვლილი - 262 739. მაისში დოლარის ფასი - 1 აშშ დოლარი - 3.1999 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 მაისი, 2020

      პრეპარატები, მკურნალობები და საავადამყოფო ისტორიები - ბოჭორიშვილის კლინიკას ე.წ.თეთრიწყაროს კლასტერიდან 3 ახალი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. მარინა ეზუგბაია - კვლავ ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არანაირი სტაბილიზაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 17 პაციენტი გამოიკვლიეს, 16 პაციენტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის კვლევა გრძელდება. ლევან რატიანი - მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. ლევან რატიანი - რეანიმაციაში 4 პაციენტი გვყავს, 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გიორგი რუხაძე - იმედი მაქვს, ხელისუფლება აღარ გააგრძელებს covid კრიზისის მონოპოლიზაციას - რეალურად, საქართველოს ხელისუფლება და covid ინფექცია არიან პარტნიორები. თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესაძლოა, მედიკამენტმა მოასწროს, პრინციპში, ორივეს ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება. „პლაქვენილთან“ დაკავშირებული განცხადებები ნამდვილად გადაჭარბებული იყო და ამას არასამედიცინო მოტივები ჰქონდა. როგორც წესი, კვლევას ანდობენ იმ ქვეყნებს და მკვლევართა იმ ჯგუფს, ვისაც სპეციალისტების წრეში მაღალი ნდობა აქვს. იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 64 ადამიანი გარდაიცვალა.

      ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა - 3 ინფიცირებულია ამ დროის მონაცემებით. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ რუსეთთან საზღვარს კეტავს.

      კორონა და ფული - კარანტინში მყოფ მოქალაქეზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება, კლინიკებს კი თითო საწოლზე სახელმწიფო დღეში 100-დან 120 ლარამდე თანხას გადაუხდის. მიკროავტობუსის მძღოლები, ტაქსის მძღოლების მსგავსად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ჯარიმები- პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოავლინა. ჯამურად, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაჯარიმებულებს, სახელმწიფოსთვის 20 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

      ინფრასტრუქუტრა - გზების დეპარტამენტი - ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

      საეკლესიო ამბებიდან - რელიგიის საკითხთა სააგენტო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. პატრიარქი მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე - როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა! მეუფე იაკობი - მთელი მსოფლიო დააჩოქეს, ერთადერთი ჩვენი ეკლესია იყო - ამ განსაცდელის ჟამს სინოდი საოცრად შემიყვარდა. სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით, მორწმუნეები ხატებს პირბადეების გამოყენებით ემთხვევიან. მეუფე ნიკოლოზი - ის, რაც ახლა ხდება, არის განსაცდელი, მაგრამ არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია. მეუფე ნიკოლოზი ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირების დაპირისპირებაზე - ვინმე ამბობს, რომ ეს კარგი საქმეა ან ასე უნდა იყოს? რაღაც ინციდენტი მოხდა, პასუხს აგებს ის, ვინც ჩაიდინა დანაშაული. გოჩა ბარნოვი - საპატრიარქო საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად არჩევნების გამოყენებას ყოველთვის ცდილობს. მიტროპოლიტი ნიკოლოზი - ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს - მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ტვ პირველის" ეთერში მეუფე პეტრეს ის განცხადება გაიხსენა, სადაც მან კათალიკოს-პატრიარქი "პედარასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ მაშინ იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად იმოქმედებდა გინების საწინააღმდეგოდ.

      დაბრუნება - საბერძნეთიდან საქართველოს 185 მოქალაქე დაბრუნდა. ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

      თბილისის მუშაობა - თბილისის მერიას იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს. კახა კალაძე - საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა - მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი. 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა. ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, ხაზი მინდა გავუსვა იმ სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. კახა კალაძემ ვიცე-მერს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება დაავალა. მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი კვანძის მოსაწყობად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდება.

      თავისუფალი სახლი - სერგი კაპანაძე - Freedom House-ის ანგარიში ხელისუფლებისთვის განაჩენია. დავით ბაქრაძე - პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დაქვემდებარებული სასამართლო, ძალადობრივი ჯგუფები, საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა, Freedom House-ის ანგარიშში ზუსტადაა აღნიშნული ყველა ეს პრობლემა. მამუკა მდინარაძე - Freedom House-ის ანგარიშში რამდენიმე უზუსტობაა. ანრი ოხანაშვილი - უცნაურია, რომ Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან. სოფო კილაძე - freedom house-ის დასკვნა და მისი ობიექტურობა სერიოზულად უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. ქართული დემოკრატია უკან მიდის, პასუხისმგებელი ოცნებაა - ფრიდომ ჰაუსის კრიტიკული ანგარიში. ანა დოლიძე - საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დონის კრიტიკა პირველად ვნახეთ.

      ფეისბუკ ტროლობანა - სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ მეორედ მიიღო საკადრისი პასუხი „ფეისბუქის“ მხრიდან, ამაში ასევე მხილებულია „ნაცმოძრაობა“, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვებს. მამუკა მდინარაძე - „ფეისბუქ“ სივრცე გაჯერებულია სიყალბით, დეზინფორმაციით და სიძულვილის ენით, თუმცა, თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. „ნაცმოძრაობა“ - ყალბი ინფორმაციის წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, რუსეთი და „ქართული ოცნება“ არიან. კოკა ყანდიაშვილი - მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ. მამუკა მდინარაძე - კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს - რაიმე დავალება მის მიმართ „ოცნებიდან“ არ ფიქსირდება. დიმიტრი ცქიტიშვილი მდინარაძის განცხადებაზე - ცოტა მიკვირს, რადგან კოკა ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისში არაერთხელ მყავს ნანახი. გია ვოლსკი - საოცარია, რომ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანეს, რასაკვირველია, იგი ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. კახა კალაძე - არ ვიცი „ტროლები“ და „ბოტები“, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება, რადგან მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანა ნაცვლიშვილი - ერთადერთი სამუშაო, რომელიც ოცნებამ შექმნა, ტროლების ქარხანაა. ნოდარ ხარშილაძე - თუ ხელისუფლება გარე დახმარებას ტროლებზე და ბოტებზე დახარჯავს, ისინი ამ ფულს ვერ მიიღებენარსებობს ეჭვი, რომ ყალბი ფეისბუკ გვერდებიდან დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ოცნების ჯგუფები ფულს ბიუჯეტიდან იღებდნენ. ქართული სოციალური ქსელის სივრცე არჩევნებამდე პროპაგანდისგან იწმინდება - 790 ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიში წაშლილია.

      განათლება კორონას პირობებში - მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა. Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე პრეზიდენტი - ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოავლინა.

      ქართული სტარტ-აპი - გაგუას კლინიკაში საქართველოში წარმოებული სადეზინფექციო კაბინა განთავსდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: ჰუბეის პროვინციაში სკოლები გაიხსნა. ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 418-მდე გაიზარდა. ჩინეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 10559 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 86 ადამიანი. სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 163 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, მოკლული იპოვეს. ჩინეთი კორონავირუსის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ აშშ-ის ბრალდებებს „რესპუბლიკელების“ წინასაარჩევნო პოლიტიკურ სტრატეგიად აფასებს. ესპანეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 244 ადამიანი დაიღუპა. ანგელა მერკელი - პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე ვართ და კიდევ დიდხანს ვიქნებით. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა. ჯანმოს ხელმძღვანელი - კარანტინში დაბრუნების რისკი კვლავ რეალურია, თუკი ქვეყნები გარდამავალ ეტაპს ძალიან ფრთხილად არ დაგეგმავენ.

      რუსეთი - ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა.

      უკრაინა - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ნიშნავენ.

      ბრიტანეთი - ბრიტანეთის კლიმატის ცვლილების კომიტეტი კომპანიებს მოუწოდებს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ დისტანციური მუშაობა გააგრძელონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 59

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ჩხუბი ამერიკის ტერიტორიაზე და ელჩობისგან გადადგომა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…

გაგრძელება

ჩრდილოელები ნატოში და ჩვენ კვლავ ჭიშკართან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…

გაგრძელება

ისტორიები ბენგალის მასწავლებელთან

გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…

გაგრძელება

ცინცინატის მოგზაური

გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…

გაგრძელება

Qwelly World

free counters