არჩევნები კორონას პირობებში, ექიმების კლასტერი და კრიზისის კრიტიკა

      კორონას ამბები ილონ მასკის თანამგზავრებივით მწკრივად მისდევენ მაისის მიყოლებულ წვიმებს. ცხადია, ახალ რეალობაში, კორონას პირობებში ცხოვრების წესების შესწავლა მიმდინარეობს. კორონიანების მკურნალობა ისევ პირველ პოზიციებზეა, ასევე ექიმების დაინფიცირების რისკები, კრიზისები და ა.შ. რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას - დადასტურებული - 604, გამოჯანმრთელებული - 240, გარდაცვლილი - 9. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 706 482, გამოჯანმრთელებული - 1 234 441, გარდაცვლილი - 256 611. მაისში დოლარის ფასი - 1 აშშ დოლარი - 3.1998 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 მაისი, 2020

      კორონიანების მკურნალობა და რეკომენდაცია-მოლოდინები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, გაფართოებული კვლევის დინამიკით, გაუარესდა. პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კლინიკაში 2 თვე მკურნალობდა, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება. ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 6 პაციენტი დატოვებს. IDFI - მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქსირებულა COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი, ხელისუფლებამ წინასწარ უნდა შეიმუშაოს კრიზისული გეგმა. ლევან რატიანი - ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს. კოვიდინფიცირებული 2 ორსულის მდგომარეობა სტაბილურია - მართვით სუნთქვაზე მყოფი 2 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა. „მედალფაში“ მყოფი პაციენტებიდან 19-ის მდგომარეობა მსუბუქია, 2 - მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. უბერნატორის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია. ლევან გოფოძე - მზად ვართ, 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. სახელმწიფომ COVID 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამისთვის 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო. აჭარაში, კლინიკა „მედალფას“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი ადამიანი დატოვებს. ხათუნა ზახაშვილი - კორონავირუსთან დაკავშირებით სტომატოლოგებს რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სალონების პერსონალს, თუმცა სტომატოლოგები არიან ექიმები და კარგად იციან, როგორ დაიცვან წესები. რამდენიმე წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როცა კლასტერი შემოვსაზღვრეთ და ადრეულ ეტაპზე შევწყვიტეთ შემდგომი გადაცემა. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის გავრცელება მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია. ურიგო არ იქნება, თუ კლინიკებში ეკიპირების, ჩაცმისა და გახდის საკითხს კონკრეტული ადამიანები გააკონტროლებენ. ჩვენი ჯანდაცვის სიტემა მედგრად უძლებს ავადმყოფთა იმ რაოდენობას, რაც ახლა გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ხათუნა ზახაშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა ამოწმო მანქანაში, მძღოლის გვერდით ოჯახის წევრი ზის თუ სხვა ადამიანი, ყველამ დავიცვათ წესები, რისკები ასე უფრო შემცირებულია. ვირუსის გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია. ჯანდაცვის მინისტრი - გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, მაგრამ კორონავირუსი გადატანილი აქვთ. ხათუნა ზახაშვილი - ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებული იქნება მგზავრმა პირბადე გამოიყენოს. სულ რეგისტრირებული შემთხვევებიდან 82% არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, 18% ფასდება როგორც მძიმე ან კრიტიკული. ხათუნა ზახაშვილი - მგონია, რომ ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია - რეკომენდაციები სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო ზუსტი იქნება. ამირან გამყრელიძე - ახლა ვართ შიდა გავრცელების მე- 7 კვირაში, დავაკვირდეთ მე-7 და მე-8 კვირას როგორ გავივლით, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, დადგება თბილი ამინდები და იმედი გვაქვს, ისიც გარკვეულად შეგვეხიდება. თენგიზ ცერცვაძე - „დარჩი სახლში“ აქტიური სლოგანია და კარგახანს დარჩება, ოღონდ აქაც იქნება შერბილება - ასაკოვან ადამიანებზე მკაცრად უნდა გავრცელდეს.

      კორონა და ექიმების კლასტერი - ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს - თქვენ ხართ გმირები, თქვენი დახმარებით შევძელით და ვზეიმობთ წარმატებას. მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას. ხშირია შემთხვევა, როცა სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის არაა ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდება. თამარ გაბუნია სასწრაფოს თანამშრომლებს - თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი საგანგაშო ნიშანია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მედპერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი 12.7%-ია. საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსზე გადამზადება 2 700-მდე ოჯახის ექიმმა და სოფლის ექიმმა გაიარა. ეკატერინე ტიკარაძე - მზად ვართ შევცვალოთ ეს პროტოკოლი და გადავიყვანოთ ექიმები ყოველ 7 დღეზე ტესტირებაზე, თუ ეს ჯანმო-ს პროტოკოლთან თანხვედრაში იქნება. თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული, როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული. კახეთში სასწრაფოს ექიმს, რომელიც სწრაფი ტესტით ინფიცირებულად ითვლებოდა, PCR ტესტის შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

      არჩევნები კორონას პირობებში - მმართველი გუნდი არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მამუკა მდინარაძე - ეჭვი მეპარება, რომ შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას - მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს, არჩევნების დათქმულ თარიღში ჩატარებას. სერგი კაპანაძე - შეთანხმება თუ არ შესრულდა, ყველაფერი გახდება მეორეხარისხოვანი, ამის ხაზგასმა მინდა კობახიძის და სხვების გასაგონად - შეიძლება აქვთ ილუზია, რომ შეთანხმებას არ შეასრულებენ და გაუვათ, მაგრამ არ გაუვათ ეს ამბავი. ეკა ბესელია - ამ სიტუაციას ყველაზე უკეთესად იყენებს მმართველი პარტია, მათთვის დიდი კომფორტია მუშაობდეს გარემოში, სადაც არ ჰყავს კონკურენტი, მოქმედებს პარლამენტის კონტროლის გარეშე. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არჩევნების დადგენილ ვადებში ჩასატარებლად, პოლიტიკური მზაობა არსებობს. ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გვაჩვენებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დასტაბილიზირებული იქნება და არჩევნებს საფრთხე არ შეექმნება. რომან გოცირიძე - ხელისუფლება შეეცდება პანდემიის თემა ამომრჩევლების დასაშინებლად გამოიყენოს, ის შეეცდება განაწყენებული ამომრჩეველი საარჩევნო ყუთამდე არ მივიდეს.

      ქართული პირბადეების ბიზნესი - აფთიაქებში უკვე ქართული წარმოების მილიონზე მეტი პირბადე გაიყიდა.

      კრიზისის კრიტიკა - სერგი კაპანაძე - კრიზისის დაძლევის გზებზე მთავრობისგან ქილიკისა და სადღეგრძელოების გარდა რეაქცია არ გვინახავს. ირაკლი კობახიძე - მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება, იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება. მამუკა მდინარაძე - თუ შეზღუდვების მცირე ნაწილის დატოვება მოგვიწევს, ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობის ვადის შემდეგაც, ამისთვის შეიძლება საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებაც დაგვჭირდეს. გიგა ბოკერია - დღეს არსებული საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა - შეზღუდვები 22 მაისის შემდეგ კი არა, გუშინწინ იყო უკვე გასაუქმებელი. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს და „მოსახლეობაზე სოციალური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შეწყვეტას“ სთხოვს. ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას აკვირდებიან. დავით ჭიჭინაძე - თუ მთავრობაში ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობა კიდევ გააგრძელონ და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება საერთოდ აღარ მისცენ. გიორგი ვაშაძე - ჩვენ უკვე დავკარგეთ დაახლოებით 150 000 სამუშაო ადგილი და შეიძლება ეს ციფრი 500 000-მდე გაიზარდოს.

      ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა.

      პრემიერის დაბარება - ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. თინა ბოკუჩავა - გიორგი გახარიას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას - არ მოსვლის შემთხვევაში, პრემიერი გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი გაჭირვება. გიორგი ვაშაძე - რატომ იმალება პრემიერ-მინისტრი, რომ კითხვებს გასცეს პასუხი? მარტო საკუთარ ტელევიზიაში რომ დადიან და წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს პასუხობენ.

      ტენდერების შეწყვეტა - კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერიამ და გამგეობებმა 23 ტენდერი შეწყვიტეს.

      გახსნილი ქალაქები - ბათუმი და ქუთაისი გაიხსნა. ზვიად შალამბერიძე - დღეიდან ქუთაისში შესვლა-გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი მოხდეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 10102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 95 ადამიანი. ენტონი ფაუჩი - მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება. ჯანმო აცხადებს, რომ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევის დეკემბერში გამოვლენა გასაკვირი არ არის და შესაძლოა, უფრო მეტი ადრეული შემთხვევაც გამოვლინდეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის 22 მაისის შემდეგ გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა. ემანუელ მაკრონი - საზაფხულო არდადეგების გეგმებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ახლა ვირუსთან ბრძოლის ახალ ფაზაში შევდივართ.

      UNICEF - 2019 წელს მსოფლიოში 46 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, მათ შორის 19 მილიონი ბავშვია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 87

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters