თურნავას ეკონომიკური პრეზენტაცია, ოკუპაციის ზოლი, ინტერნეტ ძრომიალი და WorldCovid19

      ვარდობისთვეც დადგა, წვიმით დაიწყო და როგორც ჩანს, პირველი კვირა სულ წვიმიანი იქნება - ასე ვარაუდობენ სინოპტიკოსები. დღის მთავარი ამბები კი ეკონომიკის მინისტრის პრეზენტაციას უკავშირდებოდა, ასევე ახალი პაციენტების კვლევა-წამლობას, საოკუპაციო ხაზსა და ინტერნეტ შეჭრა-წაშლა-დაბლოკვებს. რაც შეეხება კოვიდ-სტატისტიკას - დადასტურებული - 566, გამოჯანმრთელებული - 207, გარდაცვლილი - 1. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 370 953, გამოჯანმრთელებული - 1 070 775, გარდაცვლილი - 238 007. აპრილს დოლარის ფასი სამიან ნიშნულზე ასრულებს - 1 აშშ დოლარი - 3.2060 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 მაისი, 2020

      ახალი პაციენტები, მკურნალები, განკურნებულები და სავალალო შემთხვევები - მარინა ეზუგბაია - 27 ახალი პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, 1 თეთრიწყაროს, 2 მარნეულის, 4 საკარანტინე სივრციდანაა, დანარჩენის წყაროს მოძიება კი ახლა ხდება. ბოჭორიშვილის კლინიკას ოთხი ახალი ინფიცირებული პაციენტი დაემატა. ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში მყოფი რვა პაციენტიდან სამის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხუთის კვლავ მძიმე რჩება. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ. მარინა ეზუგბაია - პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი განსაკუთრებულ სტრესში არ იმყოფება და არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ სტრესმა გამოიწვია მისი გამოჯანმრთელების გაჭიანურება. კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში COVID-19-ის ტესტების ახალი მარაგი გამოიგზავნა. ლევან რატიანი - რა კარანტინი? 11 მარტიდან ამ რეჟიმში ვართ, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ? ამირან გოგიტიძე - კორონავირუსით სასწრაფო დახმარების სულ 25 თანამშრომელი დაინფიცირდა, საიდანაც 21 ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმია. ლალი ტურძელაძე - კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის მამაკაცია, არც ერთი კიდური არ ჰქონდა, შაქრიანი დიაბეტის გამო მოკვეთილი ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო. დღეს გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც ჩვენთან რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ისიც უმძიმესი პაციენტია, ქრონიკული დაავადებებით. ხათუნა ზახაშვილი - ადამიანები საავადმყოფოდან ეწერებიან მხოლოდ ორჯერადი ოქროს სტანდარტის უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის შემდეგ, რაც იმის გარანტიაა, რომ ისინი ჯანმრთელები უბრუნდებიან საზოგადოებას. „კოვიდის“ შეკავებისთვის მოწოდებული რეკომენდაციები თუ გაგვიჯდა ჩვევაში, დარწმუნებული ვარ, ვირუსის გავრცელება კიდევ უფრო შემცირდება.

      მშრომელთა დღე - ბექა ნაცვლიშვილი - საქართველოში, გარანტირებული 8-სათიანი სამუშაო დღე ამ დრომდე ოცნებად რჩება, არაფერს ვამბობ მინიმალურ ხელფასზე, უმუშევრობის შემწეობასა და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე.

      ინტერნეტ ამბები, გაუქმება და ჰაკერობანა - მოძრაობა „შეცვალე“ - „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი. სერგი კაპანაძე - ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია და „ბოტებისა“ და „ტროლების“ ფაბრიკა ჰქვია. ასევე წაიშალა სამთავრობო მხარდამჭერი გვერდები და დეზინფორმატორი საინფორმაციო ფეიჯები. რომან გოცირიძე - რუსული დეზინფორმაციის საშუალებები და საქართველოში მათი ფილიალები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღებია სწორედ მისი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო. სალომე ზურაბიშვილი - ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა. კელი დეგნანი - ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში.

      თურნავას პრეზენტაცია - წლევანდელი წელი სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმით, სულ მცირე, 600 მილიონი ლარი დაბრუნდება ეკონომიკაში. ტურიზმის ბიზნესისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდა 4 თვით გადავადდა. „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 500-ზე მეტი ბიზნესი შეიქმნა, რომელმაც პანდემიის დროს საკუთარი პროდუქციის დღეს მოთხოვნადი საქონლის წარმოებით ჩანაცვლება მოახერხა. მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა და 40 მილიონ ლარს შეადგენს. პოსტკრიზისული გეგმის პირველი და მნიშვნელოვანი მიმართულება ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის მოცულობა იზრდება. ჩინეთიდან სხვა ალტერნატიულ პლატფორმებზე ბიზნესების გადანაწილების ტენდენცია წავა, ჩვენ ასეთი კორპორაციებისთვის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი გახსნის უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა, მაგრამ განსაკუთებული შრომა გვმართებს. ეკონომიკური ზრდის 2.7 პროცენტიან კლებაში ტურიზმის ზეგავლენა დიდია. გლობალური ბიზნესკორპორაციები თავიანთი წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანისას რატომ შეაჩერებენ საქართველოზე არჩევანს. ნათია თურნავა კომპანიებს მოუწოდებს, ეკონომიკის გახსნის ეტაპებზე ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულების მიმართ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. მცირე ბიზნესის ხმა არ უნდა იკარგებოდეს, ჩვენ მაინც ორიენტირებულები ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის და მიკრობიზნესის დახმარებაზე. მიუხედავად მოსახლეობის სურვილისა, რომ 80-მდე აგრარული ბაზარი ერთბაშად გაიხსნას, ეს მხოლოდ ძალიან მკაცრი ნორმების დაცვის შემთხვევაში მოხდება. ჯამში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი ყველა დასაქმებული მიიღებს განურჩევლად იმისა, რამდენი ჰქონდა ხელფასი. ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთმა გიგანტმა იაპონურმა კომპანია TEPCO-მ საქართველოში ინვესტიცია განახორციელა. მიკროგრანტების პროგრამით განსაკუთრებული პრიორიტეტი ქალ მეწარმეებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ. უკვე ვფიქრობთ, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებებით ავიარეისები აღვადგინოთ - ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნების ნებაზე და ვითარებაზე, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თურნავა პროდუქტებზე ფასების მომატებაზე - ეს არის გლობალური შოკი, ეს არის შოკი ჩვენი ბაზრისთვის და აქედან გამომდინარე, ფასების რყევაც ამითაა განპირობებული. კომპანიები ფიქრობენ, რომ გადაიტანონ გარკვეული წარმოებები სხვა ქვეყნებში, საქართველო ამისთვის არის საუკეთესო პლატფორმა. გპირდებით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც გარკვეულწილად მოახერხებს ფრენების აღდგენას.

      ჯარიმები - ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

      ბაზრები - რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ღია ტიპის აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო. გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ბაზრის გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

      ოკუპაციის ზოლი - ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. საქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. გია ვოლსკი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე - მზად ვართ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ჩვენს მოსახლეობას.

      წერილი უკრაინას - საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავენ. გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე - ამ წერილში აქცენტი არასწორადაა დასმული, ჩვენს გუნდს სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. გია ვოლსკი - ქართველი ხალხის სახელით, დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერის გაერთიანებიდან რამდენიმე პარტია ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს. ქეთევან ციხელაშვილი - ვეხმარებით მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ გაუმკლავდნენ პანდემიის საფრთხეს. ირაკლი ბერაია - ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილია უმძიმესი ვითარება.

      ბოლნისელების შფოთი - არსებული ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივები სამართალდამცველებსა და სასწრაფოს ექიმებს დაუპირისპირდნენ. გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისში, სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, კორონავირუსით ინფიცირებულები კი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, სოფელში რჩებიან

      გამოცდები - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ჩატარების თაობაზე რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის არის ონლაინ ფორმატი.

      საგარეო უწყება - 1-ლი მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18 033 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8 954.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: დონალდ ტრამპი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს საკუთარი საქციელის, რადგან ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა. ბილ გეითსი - თავდაცვის ბიუჯეტის 5%-იც რომ ყოფილიყო პანდემიასთან მზადებისთვის გამოყოფილი, მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლაში ბევრად წარმატებული იქნებოდა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 7 933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 96 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსით 268 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიის პრემიერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის - ბევრი თქვენგანის წერილი წავიკითხე და ვიგრძენი ის ტვირთი, რასაც თქვენ განიცდით. აზერბაიჯანში კორონავირუსით ერთ დღეში 1 ადამიანი გარდაიცვალა, 40 გამოჯანმრთელდა, 50 კი დაინფიცირდა.

      ჰესბოლას ძალა - ირანი - „ჰესბოლას“ აკრძალვის გამო, რეალურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში, გერმანია ნეგატიურ შედეგს მოიმკის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

vako: მაისი 3, 2020||6:11pm

საქართველოში მონების დღე დაარქვან და ეგ იქნება :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters