ზაფხულ-შემოდგომის კორონა კოლექცია, პატიმრობა პოლიტ მოტივებით და კრიზისი

      კორონა მხოლოდ რეკომენდაციებით დაბრუნდა და ზაფხულის და შემოდგომის გადალახვაზე დაიწყო საუბარი. ახალი ტესტირებები და ამ ტესტების სამიზნეები, ზაფხულში დასვენების ადგილები და შემოდგომით ჩაშლილი ქორწილ-ზეიმები. რა თქმა უნდა პოლიტპატიმრების საქმე არ გაქრება, თუმცა არავინ ცდილობს დაადგინოს პოლიტპატიმრები არიან თუ არა. კორონას სტატისტიკა კი ასეთია - საქართველოში: 647 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 372, გარდაცვლილი - 11. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 4 308 055, გამოჯანმრთელებული - 1 518 424, გარდაცვლილი - 294 155. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2037 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 მაისი, 2020

      კორონა ზაფხულში, შემოდგომაზე და მომდევნო ცხოვრებაში - ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში თეთრიწყაროდან და ბოლნისიდან ორი ახალი პაციენტი მკურნალობს, 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი კი გაეწერა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჰოლანდიური წარმოების 30 ათასი სწრაფი ტესტი, რომელიც სინამდვილეში ჩინური წარმოების აღმოჩნდა, უწყებამ აღარ შეიძინა. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებსა და სტაციონარში მყოფ პაციენტების რაოდენობას შორის სხვაობა 100-ზე მეტია. ქალს, რომელიც პნევმონიით მკურნალობდა და თავდაპირველი ტესტით კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, კარანტინში გადაყვანიდან მე-5 დღეს კოვიდ-19-ის ინფექცია დაუდასტურდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა კრიზისის მესამე თვესაც ვერ ახერხებს, რომ ხარისხიანი ტესტების საკმარისი მარაგი შექმნას. „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო Covid -19-ის შემდგომ, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების შედეგად გაჩენილი შესაძლებლობებით ვერ ისარგებლებს. ამირან გამყრელიძე - სწრაფი ტესტების გამოყენება, დღეს, კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, არ არის რეკომენდირებული. თამარ გაბუნია - „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. კონკრეტულად როდის რა კითხვის ნიშანი გაჩნდება ტესტების მიმწოდებლებთან მიმართებით, ამის წინასწარ პროგნოზირება ჩვენ არ შეგვიძლია. პლაზმით მკურნალობაზე პროტოკოლში ცვლილებების შეტანა ჯერჯერობით არ იგეგმება. „ბიოზეკის“ ტესტები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოგვაწოდეს და ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება შეწყვიტა. ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ "რემდესივირს" განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში, ამიტომ ჯანმო-მ გადაწყვიტა ჩაატაროს ე.წ. მულტიცენტრული კვლევა. პლაზმით მკურნალობა შესაძლოა, პროტოკოლში შევიდეს, როგორც კოვიდ19-ის მქონე ადამიანთა სამკურნალო ერთ-ერთი მეთოდი, მაგრამ მას ფართომასშტაბიანი გამოყენება ვერ ექნება. ქვეყანაში 33 000 PCR ტესტია ჩატარებული და 647 დადებითი შემთხვევაა, ყველა ეს შემთხვევა დადასტურებულია PCR ტესტით და არა სწრაფი ტესტებით. ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ კოვიდ 19 დავამარცხეთ. თამარ გაბუნია განმარტავს, ტესტების შეძენისას ჯანდაცვის სამინისტრო რა ფაქტორებით ხელმძღვანელობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში PSR ტესტირების მეთოდით მოსახლეობის შემოწმება მიმდინარეობს. პაატა იმნაძე - ზოგს მთა მოსწონს და ზოგს - ზღვა, დავგეგმოთ დასვენება გემოვნების მიხედვით. სწრაფი ტესტები არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება სადიაგნოსტიკოდ და არც საქართველოში იყენებენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებულ ბავშვებში კავასაკის სინდრომის დიაგნოზი არ დასმულა. მთავრობის წევრებს და მათ პრესსამსახურებს მიზანმიმართულად კორონავირუსზე ტესტირება არ ჩატარებიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად ჩაუტარდებათ. ხათუნა ზახაშვილი - ვთვლი, რომ გარკვეული შეზღუდვები მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც უნდა დარჩეს. ხათუნა ზახაშვილი - გაითვალისწინეთ, მაშინაც კი, როცა შეკავების ღონისძიებები შერბილდება, განსაკუთრებული რისკის ქვეშ რჩებიან ხანდაზმული ადამიანები. აუტისტური ცენტრების ფუნქციონირება მაშინ უნდა განახლდეს, როგორც კი ამის შესაძლებლობას მოგვცემს სათანადო ეპიდსიტუაცია. აფთიაქების თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება იგეგმება. ტურისტს, რომელიც ქვეყანაში შემოვა, ორკვირიან კარანტინში ვერ მოვაქცევთ, უნდა შემუშავდეს მექანიზმები, რომ ინფექციის შემოტანის რისკი მინიმუმამდე დავიდეს. პაატა იმნაძე - ძალიან ვთხოვ ყველა მშობელს, შვილები აუცილებლად აცრან იმ რუტინულ ინფექციებზე, რომლებზეც ბავშვები ასაკობრივად იცრებიან. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, დადასტურებული კოვიდ შემთხვევის მხოლოდ 4-7% იყო უსიმპტომო. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჯგუფია შექმნილი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. ამირან გამყრელიძე - სამინისტროში წინადადებით წარვდგებით, რომ "ცხელების კლინიკებში" უფრო მეტად ამბულატორიულ მომსახურებაზე გადავიდეთ. თენგიზ ცერცვაძე - შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნამ, თუ ინფიცირების რიცხვის სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება. ხათუნა ზახაშვილი - თუ ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას, კერძო ავტომობილებში უნდა დაიშვას, რომ მძღოლის გარდა ორზე მეტი მგზავრი განთავსდეს, თუმცა ტაქსებში შეზღუდვა, გაცილებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა და მგზავრების მიერ პირბადის გამოყენება მოიაზრება. პაატა იმნაძე - არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს, თუმცა თუ ზამთრისთვის არ იქნება ვაქცინა, დიდია ალბათობა, რომ კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. დავრჩეთ სახლში, მაგრამ ხანდახან გამოვიდეთ ხოლმე იმიტომ, რომ გაზაფხულია, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია. ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები - ალბათ, წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს. კუბილიუსი - COVID 19-თან საბრძოლველად ევროკავშირი საქართველოსთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

      საგარეო უწყება - 13 მაისის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20 218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10 780.

      8 მარტის შეთანხმების გამოხმაურებები - ანა დოლიძე მოითხოვს, იუსტიციის საბჭომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია 8 მარტს დადებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ეხება. ნიკა მელია - აგერ თქვენ და აგერ მე, ივანიშვილი წლის ბოლოს აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს, რომლადაც მიაჩნია ეს ქვეყანა. დავით ბაქრაძე - ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. გიორგი ვაშაძე - თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, „ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“. ბადრი ჯაფარიძე - არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს შეთანხმება. დავით ბაქრაძე - გიორგი რურუასა და გიგი უგულავას წერილებთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებები მანიპულირების მაგალითია. შალვა შავგულძე - არ შეიძლება, ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე. ეკა ბესელია - ცვლილებაზე, რომლითაც საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც უნდა ეშველოთ, საჭიროა ხმის მიცემა. არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება გაუვა. ეკა ბესელია ევროპარლამენტარ გელერის განაცხადებაზე - ეს არის პასუხი და რეაქცია იმ გამომწვევ და არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე, რომელიც „ოცნების“ ლიდერებს ჰქონდა. „ფრონტერა“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკაა, ამოძირკვოს შეერთებული შტატების კერძო სექტორის ინვესტიციები საქართველოში. თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებაში ტერმინს „პოლიტპატიმრები“ უფრო მეტი პოლიტიკოსი იყენებს. გიორგი ვაშაძე - სიბეცეა, როდესაც ევროპარლამენტარზე, ამხელა რანგის ადამიანზე, საუბრობ, რომ ის „ნაციონალია“. თინა ბოკუჩავა - ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სოციალური დისტანციის დაცვით, სხვადასხვა ტიპის საპროტესტო მოქმედებები დავგეგმოთ. ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებრივი ზეწოლაც და ოპოზიციური ერთობაც აიძულებს ხელისუფლებას შეთანხმება შეასრულოს. ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა! ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა „პოლიტპატიმარი“. ევროპარლამენტარი მაიკლ გელერი - ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დიახ, ისინი ამას ელიან. დავით ბაქრაძე - ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა აიძულონ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. ოპოზიციური პარტიები - პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი - კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად. ეკა ბესელია - ძალისხმევას გავაგრძელებთ, რომ ორივე პუნქტი შესრულდეს, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა ჩავარდეს იმ მიზეზით, რომ მას დააკლდეს ხმა. გია ვოლსკი ევროპარლამენტარ მაიკლ გელერის განცხადებაზე - „ნაციონალური მოძრაობის“ აშკარა მხარდამჭერისგან უცნაური განცხადება მოვისმინეთ. არჩილ თალაკვაძე - ბატონმა კუბილიუსმა პირდაპირ მოგვიწოდა სასამართლოსთვის დავალებების მიცემისკენ, რაც ბუნებრივია, მიუღებელია - მზად ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიისთვის. არჩილ თალაკვაძე ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე - ასეთ დაპირებაზე არც ერთ მოლაპარაკებაზე თანხმობა არ მიგვიცია. არჩილ თალაკვაძე - ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი, არც ტექსტში წერია და რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი. გიორგი მარგველაშვილი - "ქართული ოცნების“ პოლიტიკური უნარი ტყუილის და თაღლითობის ნათლად გვაჩვენებს, რამდენად დაკნინებულია პოლიტიკური ძალა. ანა ფოტიგა - ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან მაგრამ ციხეში ისინი არაერთხელ მოვინახულე. უსუფაშვილი - პოლიტპატიმრები თუ ჰყავს ქვეყანას, იმას რატომ უნდა დაეხმარო.

      მლოცველი პაპი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რომის პაპმა სალომე ზურაბიშვილს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის.

      კრიზისიდან გამოსვლა - ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ. ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჰგავს წინასაარჩევნოდ გამიზნულ სოციალურ დახმარებას, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არაფერს მოიტანს. „ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, მიწის ნაკვეთი აქვს თუ არა რეგისტრირებული. კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის პრობლემა არასდროს ჰქონია და როცა ამის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად მივა. დავით ბაქრაძე - ჩვენს ეკონომიკას ის უზარმაზარი ტვირთი უნდა მოვაშოროთ, რომელიც სააგანგებო მდგომარეობის სახით აწევს.

      თბილისის ამბავნარი - კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება, რასაც კონკრეტული ტელევიზიის და ადამიანების მხრიდან მოყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ბიზნესსექტორისთვის და მცირე ბიზნესებისთვის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების მომზადება გამარტივდება. მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა, დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან. დედაენის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დასრულდება. შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

      შრომის კანონები - ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება სავალდებულო გახდება. დამსაქმებელი შესაძლოა, ვალდებული გახდეს, დასაქმებულს ყოველ ზეგანაკვეთურ საათში გადაუხადოს იმ თანხის 125%, რასაც ჩვეულებრივ სამუშაო საათში უხდის.

      მავნე აპლიკაცია - საგარეო უწყების განცხადებით, TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოყოფის შესახებ ხარვეზის გასასწორებლად მუშაობენ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: მადაგასკარის პრეზიდენტი - რატომ უყურებენ ჩვენს მიერ შექმნილ კორონავირუსის წამალს სკეპტიკურად? პრობლემა იმაშია, რომ ის აფრიკაში აწარმოეს, თუ იმაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში აწარმოეს? სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 96 ადამიანი. გერმანია 15 მაისიდან საზღვრების გახსნას დაიწყებს. აზერბაიჯანში კორონავირუსით ერთ დღეში 65 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 54 კი გამოჯანმრთელდა. ანგელა მერკელი - მოდით, საფრთხეში ნუ ჩავაგდებთ იმას, რასაც კორონავირუსის კუთხით მივაღწიეთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 100

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters