დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული - 2 387 896, გარდაცვლილი - 357 781.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 მაისი, 2020

      პრემიერი პარლამენტში - დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ხვალ, ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული. საქართველოში პირველი ინფიცირებულის გაჩენამდე 1 თვით ადრე, მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. მკაცრმა შეზღუდვებმა მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში აეყვანა კონტროლქვეშ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც, დაახლოებით 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას. შემსუბუქების და ადაპტაციის ეტაპი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და აქ ყველას პასუხისმგებლობა არის კიდევ უფრო დიდი. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა ვირუსის გადაცემისგან დაგვეცვა. ვერავინ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის შეზღუდვა არამიზნობრივად გამოიყენა. ბევრმა ჩვენზე ძლიერმა სახელმწიფომ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის გაეწია სტაციონარული მკურნალობა, ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ დარჩენილიყვნენ სახლში. ჩვენ რომ შევადაროთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჯანდაცვის სისტემა იანვარში, როცა ეპიდემიის პირველი რისკები გამოჩნდა და როგორ მდგომარეობაშია დღეს, ეს არის ცა და დედამიწა. ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია საკარანტინო ზონა და ტრანზიტი. სპეციალური სასუნთქი აპარატებით აღჭურვილი 1 749 ერთეული საწოლი ადგილი გვაქვს, რომლებიც ტექნიკურად იყო მზად იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ემკურნალა. ზოგიერთი "პოლიტიკური მოცეკვავისთვის” აქტუალური თემა არის მოქალაქეების საზღვარგარეთიდან დაბრუნება, დღეს საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი. უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე. ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამის უწყებებს დავალება აქვს, რომ სექტემბრის ბოლომდე, ქვეყანას 10 000 PCR ტესტის ჩატარება შეეძლოს. საკარანტინო ზონების შექმნის იდეა დაიბადა ტურიზმის ადმინისტრაციაში და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანმო რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შეძლო დისტანციური განათლების დანერგვა და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურ წლად. მსოფლიოში დღეს ვერავინ გეტყვით, როგორი იქნება შემოდგომა, რამხელაა ალბათობა მეორე ტალღის, როგორი სიძლიერის იქნება და იქნება ვაქცინა თუ არა. ფასის დაფიქსირებას არავინ არავის დაპირებია, ჩვენი დაპირება იყო ფასების სპეკულაციური მერყეობისა და კურსთა შორის სხვაობის დაფიქსირება, რაც შევასრულეთ. პოლიციელები იყვნენ ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით მადლობა. რეგლამენტით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისას, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი, ჩვენ ამ დროს საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ბოდიში. ვერავის მოვუწოდებთ საგანგებო მდგომარეობისას გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას - მესმის, რომ ჯარიმების გარკვეული ნაწილი შემდგომისთვის არის გადასახედი, რასაც გავაკეთებთ. მთავრობა ანტიკრიზისულ ბიუჯეტს პარლამენტში 5 ივნისამდე წარადგენს. უმუშევრად დარჩენილი პირებისთვის თანხის გაცემა ამ კვირიდან დაიწყება. პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, 1200-ლარიანი დახმარება იმათაც მიიღონ, ვისაც გასული წლის ბოლო 6 თვეში უფიქსირდებოდათ ოფიციალური შემოსავალი. პრემიერი 26 მაისს დროშების ჩამოკიდებაზე - როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას, არ ვთვლი, რომ ეს პრინციპული საკითხია. როცა ვიღაც ჰპირდება, რომ გლობალურ ბაზარზე ხორბალზე, საწვავზე ან ბურღულეულზე ფასი გაიზრდება და საქართველო შეძლებს გრძელვადიან პერიოდში ფასი შეინარჩუნოს, ეს იქნება უბრალოდ ტყუილი. ვირუსის მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. პრემიერი სალომე სამადაშვილს - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. დარწმუნებული ვარ, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება, მერწმუნეთ, შეფერხება არ იქნება, რა თქმა უნდა, თუ გლობალური აფეთქება არ მოხდა. ხელისუფლება შესაბამის პირობებს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ. ისედაც ვიცოდით და კრიზისმა დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა ტურიზმს თავი უნდა დავანებოთ. გიორგი გახარია რატიანს - ბატონო სერგო, სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ? საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ მათ შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს. არსებობს ბევრად დამაჯერებელი კვლევები, სადაც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის, არ ჩამოსულა 70-75 და 80%-ს. თვითდასაქმებულებზე - მერწმუნეთ, რომ ყველას დავეხმარებით იმ პროგრამით, რაც არის გათვალისწინებული. 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, შეიძლება, რაღაც ცვილებები შევიდეს. ოპოზიციას - თქვენი ხელისუფლების დროს ადამიანი მილიარდებს რომ ხარჯავდა და თქვენ რომ იწერდით, ახლა მოდიხართ და მორალს მიკითხავთ მე? არ დავასახელებ, არ მაინტერესებს სხვა ქვეყნები, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისთვის. დახმარება, რომელსაც ხელისუფლება გასცემს, ყველას ხომ გვესმის, რომ საკმარისზე ნაკლებია, ეს არის უკიდურესი აუცილებლობის დაკმაყოფილება. სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ჩინეთიდან წარმოების გადმოტანა რეალისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ და ვითვალისწინებთ თავისუფალი ვაჭრობის პორტფელს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. იმისთვის, რომ თვითდასაქმებულებმა მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით ისარგებლონ, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო. სსიპ-ების და ააიპ-ების ნაწილში ხალხის რაოდენობა პრობლემაა, ეფექტურობა გასაზრდელია, ხელფასებიც გასაზრდელია და ხალხის რაოდენობაც შესამცირებელია. პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ, რაც მე პარლამენტში მომითმენია, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია. ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოს შეეძლოს საშუალოდ დღეში 6-7 ათასი PCR ტესტი ჩაატაროს. დეპუტატებს - რელიგია არის ის ბეწვის ხიდი და წითელი ხაზი, რაზეც ხელისუფლებამ კი არა ქვეყანამ, მოქალაქემ გაიარა - არც მე და არც თქვენ! განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სტუდენტებს სწავლის გადასახადის ნაწილში დაეხმაროს, რათა დავალიანების ტვირთი არ შეიქმნას. ონლაინ კაზინოებთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს. ყველა შესყიდვის განხილვა დეტალურად, ლუპის ქვეშ მოხდება, არ მეშინია და მზად ვარ. საზღვრების გახსნის შემდეგ, პირველ ეტაპზე საზღვრის კვეთა საქართველოს ან ორმაგი მოქალაქეებისთვის იქნება ნებადართული. 2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის.

      სტუმარი პრემიერის გამოხმაურებები - გიგა ბოკერია - როგორც იქნა მოვისმინეთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება და ეკონომიკის რეალური გახსნა დაიწყება - ჩვენს საქმიან წინადადებებს უფრო სწრაფად თუ მოუსმენენ, უკეთესი იქნება. გიორგი ვაშაძე - მშიერი ქვეყნის, მშიერი მოსახლეობის პრემიერი ასეთი თვითკმაყოფილებით თავის თავს ტაშს ნამდვილად არ უნდა უკრავდეს. დავით ჭიჭინაძე პრემიერის გამოსვლაზე - შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. თინა ბოკუჩავა - სრულიად ამაზრზენია, რომ 20 ივნისიდან ერთი წელიც არ არის გასული და სისხლიანი მოვლენების მთავარი შემოქმედი დღეს საპარლამენტო ტრიბუნასთან სიცილ-ხარხარით პოზირებს. სალომე სამადაშვილი პრემიერს - გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენი ეს ცოტათი სულელური ფაბულა, რომ 20 ივნისს აქ შტურმი ხორციელდებოდა, მსოფლიოში არავინ დაიჯერა. რომან გოცირიძე პრემიერს - მოვძებნე და ორი მთავრობაა დედამიწის ზურგზე, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში პირდაპირი ფულადი დახმარება არ გაიღო-თქვენ და ნაურუ. ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს - სად არის პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში? რაღაცას რომ გეტყვით ბოკერია და თქვენ ამას პასუხს გასცემთ, ამას უწოდებთ პოლიტიკურ კრიზისს? გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლებაში ყოფნა მოეწონა, ოღონდ ხალხის გარეშე - მოეწონათ ძალაუფლება, როდესაც ქუჩები ცარიელი იყო. გიგი უგულავა - „ოცნება“ თავის ვიწრო პროპაგანდისტულ ტყვეობაშია - ისინი კვლავ ტკბობაში, ნარცისიზმში არიან. ირმა ნადირაშვილი - ახალი სიმაღლეები დაიპყრო ბატონმა გახარიამ, როდესაც თქვა, რომ კორუფცია ყოფილა ქართულ-ჯიგრული. ვახტანგ ძაბირაძე პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე - ეს ის ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, შეიძლება გამონაკლისიც კი, როდესაც მმართველმა გუნდმა სწორად განსაზღვრა თემაც და სწორად წაიყვანა კამათიც. ნინო ბურჯანაძე - კარგია, რომ დევნილები გაგახსენდათ ბატონო პრემიერო, ოღონდ ეს გამოხმაურება არის წინასაარჩევნო დაპირება და სხვა არაფერი. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, პრემიერის პარლამენტში მოხსენება „თვითკმაყოფილებით იყო გაჯერებული“. გია ვოლსკი - სრული ლუსტრაცია მოხდა, ოპოზიცია და ვირუსი ცალ მხარეს აღმოჩნდნენ. გიგა ბოკერია - გახარია არ პასუხობდა კითხვებს, ან პირდაპირ სიცრუეს იძახდა. ანა დოლიძე ქართულ-ჯიგრულ პონტში წახალისებაზე - ესაა კოლონიალიზმი. ივა ჭყონია - რაც არ უნდა თითი იქნიოს ხელისუფლებამ, კომპანიები ზარალზე ვერ წავლენ, რადგან ისედაც ზარალზე მუშაობდნენ. გიგლა მიქაუტაძე - მთავრობამ მოგვატყუა.

      დაჩრდილული კორონას ამბები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 2 კი უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტი. პაატა იმნაძის განცხადებით, ოფისში, სადაც ბევრ ადამიანს უწევს ყოფნა და დისტანცია საკმარისად არ არის დაცული, აუცილებელია განიავება და პირბადის ტარება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით ორ დღეში, სატვირთო ავტომობილების მძღოლების, ხოლო უახლოეს პერიოდში ფარმაცევტების ტესტირება დაიწყება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით საერთაშორისო კარანტინი ძალაში რჩება, ტურიზმის გახსნის შემდეგ კი, სხვა რეგულაციები დაწესდება. პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე აცხადებენ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის. ხათუნა ზახაშვილი - რეკომენდირებულია, რომ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთონ ერთ სივრცეში მგზავრები. პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რისკის შემცველია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს. პაატა იმნაძის განცხადებით, რესტორნებში მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები უნდა განთავსდეს, რასაც სახელმწიფო უწყებები გააკონტროლებენ. პაატა იმნაძე - მოკლე მანძილზე სჯობს ფეხით სიარული, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება. ამირან გამყრელიძე - ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია. ხათუნა ზახაშვილი - მიმტანების ჩაცმულობა არ იქნება როგორც ექიმების, რომლებსაც კოვიდიან პაციენტებთან უწევთ მუშაობა - არც იმის საჭიროებაა, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს და ვერ გაიგეს, "ოღონდ ძალიან ცოტა".

      ლუგარზე ჩაკირკიტება - მამუკა მდინარაძე ლუგარის ლაბორატორიაზე - რუსეთის ინტერესია საქართველოს დაზიანება და ეს ახალი ამბავი არ არის. რომან გოცირიძე - რუსეთი ითხოვს, მარტო შევიდნენ და შეყონ ცხვირი ლუგარის ლაბორატორიაში - ჩაგვატარებინონ ინსპექტირება პუტინის კაბინეტში, სადაც ატომური ბომბი უდევს. პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მისვლაზე - როცა მოვიწვიეთ, მაშინ არ მოვიდნენ, რამდენი ხანი შეიძლება ერთი და იგივეს ლაპარაკი? აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციის” პროცესთან და რუსეთის მხრიდან ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს. მაია ცქიტიშვილი - ლუგარის ლაბორატორია ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვას და ყველა ერთად, ძალიან დარწმუნებით უნდა აღვუდგეთ წინ ამ რუსულ ნარატივს. ზურაბ აბაშიძე - სამწუხაროა, რომ მწვავე განცხადებისთვის რუსეთის მხარემ შეარჩია ის დღეები, როცა მსოფლიოს ქვეყნები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავდნენ - ეს მათი არჩევანია. გია ვოლსკის განცხადებით, საქართველო რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გაცნობას საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტით სთავაზობს. ამირან გამყრელიძე - დიდი ხანია მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი-არ დავუშვებთ, რომ მხოლოდ რუსული დელეგაცია ჩამოვიდეს, ვთავაზობთ, საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში ჩამოვიდნენ. ამირან გამყრელიძე ონიშჩენკოს - ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ ლუგარის ცენტრში დაკავებული, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. თუ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ჩვენ მზად ვართ.

      სამთავრობო მშენებლობა და კალაძის მერობა - გიორგი გახარია - შენება არც ერთი წამით არ უნდა შეჩერდეს. მთავრობა განიხილავს, რომ თბილისის მერიის პროგრამა, რომელიც 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, მთელ ქვეყანაზე გავრცელდეს. კახა კალაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს. პრემიერის მრჩეველი - შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან - ეს, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამაა. კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისს დასრულდება. ჩემი მერობის პირობებში ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ რეკრეაციულ სივრცეში ან პარკის ნაცვლად მშენებლობა განგვეხორციელებინოს. კალაძე „ორბი რეზიდენსზე“ - როდესაც ხალხმა ამირჩია, პროექტი დამტკიცებული იყო და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვა გაიცა. ბექა ლილუაშვილი - დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება. პრემიერის მრჩეველი - მთავრობის სუბსიდიით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7%-მდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. პრემიერის განცხადებით, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.

      აზიური დახმარება - აზიის განვითარების ბანკი - 100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება. მაია ცქიტიშვილი - დახმარების ყველა პაკეტი გათვლილია ორივე სეგმენტზე - მოქალაქესა და ბიზნესზე.

      ამაღლების დღესასწაულზე მედია ინტერესები - ილია მეორე - ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა - არ შეგეშინდეთ, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა მეუფე იაკობი ოპოზიციის ნაწილზე - არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს - ჭკვიანად უნდა იყვნენ! ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით.

საზღვარგარეთულები:

      #PostCovid19: სომხეთში, ერთი დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 15 ადამიანი. მედია - აშშ-ში კორონავირუსით 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე გარდაცვლილ ამერიკელთა რაოდენობა კორეის, ვიეტნამის, ერაყის და ავღანეთის ომებში ერთად. რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8371 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 174 ადამიანი.

      აშშ-ში, შავკანიანი მამაკაცის მკვლელობის გამო, საპროტესტო აქციები გრძელდება, მომიტინგეებმა შენობები გადაწვეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 126

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მაისი 29, 2020||2:19pm

qwellynews: რომ შეიძლებოდეს Twitter-ის დახურვა, ამას გავაკეთებდი - დონალდ ტრამპი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters