დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 26, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 22, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კიდევ ერთი დღე გავიდა და მელია ისევ ვერ დააკავეს, არადა მისი დაკავების გადაწყვეტილების გამო პრემიერი გახარია წავიდა და პრემიერი ღარიბაშვილი მეორე მოსვლით ბრუნდება. უკვე ახალი მთავრობა და შემადგენლობაც კი გამოაცხადა, რომლის ნდობაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აქცია იყო პარლამენტთან და ხალხიც დააკავეს, მაგრამ ხელწერილებით გამოუშვეს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267701, ბოლო დღე-ღამეში - 388; გამოჯანმრთელებული -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გახარიას გადადგომამ მთლიანად შემოატრიალა საინფორმაციო სივრცე. მართალია, გუშინ ღამის შემდეგ, მელიას ამბავი არ ჩერდება და მელიას დაპატიმრების გამოხმაურება იყო გახაარიას გადადგომაც, როგორც თავად განაცხადა, მაგრამ ახლა უკვე ახალი პრემიერის კანდიდატურაც წარდგენილია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267313, ბოლო დღე-ღამეში - 365; გამოჯანმრთელებული - 260266, ბოლო დღე-ღამეში - 539; გარდაცვლილი - 3399, ბოლო დღე-ღამეში - 9;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 18, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ქალაქში დიდი თოვლია პრობლემაც უფრო ბევრია - პირველი დიდთოვლობა შედარებით რთული გამოდგა, როგორც ჩან გადავეჩვიეთ თოვლის მართვას. დღი მთავარი ამბავი კი მელიასთვის შეფარდებული პატიმრობა იყო - მთელი დღე მედია ნიკანორ მელიაზე საუბრობდა. დღეს ასევე მინისტრის საათი იყო და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 266948, ბოლო დღე-ღამეში - 486; გამოჯანმრთელებული - 259727, ბოლო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2021 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
თბილი დღეები გეყოფათო და ორ დღეში ისე აგიცივდებათ, თოვლსაც უნდა მოელოდეთო აცხადებენ სინოპტიკოსები. ამ დროს, ქვეყანაში დღის მთავარი ამბავია ნიკანორ მელია გადაიხდის თუ არა გირაოს, ოპოზიციონერები რამდენად ერთიანები დარჩებიან, როცა ევროპულები მიმოდიან, გირჩები გამოდიან, ნაცები კიდევ აქციებს აანონსებენ. დღეს ასევე საარჩევნო სისტემაზეც საუბრობდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 265722, ბოლო დღე-ღამეში - 165;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 15, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზამთრის მზიანი დღეები ცოტა ხნით წვიმით შეიცვლებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 13-14 თებერვალს საქართველოში წვიმს, ძლიერი ქარია და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვაც არ დაგვაკლდება. იქამდე დღის მთავარ ამბებს შევეხმიანოთ - სინოდის ოქმი გამოქვეყნდა, ევროპული საქართველოს ლიდერები გაიშალნენ და მელია ისევ არ იხდის გირაოს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შპრიცები უკვე აქ არიან, ახლა ვაქცინებს ელოდებიან. რესპუბლიკელებმა ცოტა ხნით შევიდეთ პარლამენტშიო - გამოსაძიებლადო და მერე წამოვიდეთო. მელიამ გირაოს არ გადავიხდიო და კალაძემ სპორტის სასახლეთან ურბანული გენოციდი მიდისო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში - 469; გარდაცვლილი - 3311, ბოლო დღე-ღამეში - 5; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტივი პალიტრის ნიუსები ბევრად უფრო საინტერესოა - მხოლოდ რამდენიმე მთავარი ამბავია დღეს - უპირველესი რა თქმა უნდა კორონას უკავშირდება აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ამჯერად ვაქცინაციის დაწყებისა და ორგანიზების ამბები ემატება, მეორე ამბავია მანდეტების, ბარიერების, ვადამდელი არჩევნებისა და სხვა ოპოზიციურად საინტერესო თემები და მესამე დღის ნიუსი - ახალი რწმუნებულ-გუბერნატორები. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263057,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დავითობით დაიწყო ორშაბათი, ეს დღე კი უნივერსიტეტის ზეიმად გადაიქცა. მართალია, ზამთარი ცივი არ გვქონია, მაგრამ სინოპტიკოსები უფრო გვათბობენ - 12 თებერვლამდე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო. დღის ამბად იქცა სინოდის სხდომის დააოსებაც - 11 თებერვალს წმინდა სინოდი შეიკრიბება. ბიზნესი პრემიერს შეხვდა და კომენდანტის გადაწევაზე დაპირებაც მიიღო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 262228, ბოლო დღე-ღამეში - 204;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაზაფხულის სურნელს ვგრძნობდით როცა თოვლმაც წამოაყარა და დღეს, გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ კიდეც და მაშველებს მოუწიათ მათი გამოყვანა. თუმცა, დღის ამბად გუშინდელი განცხადება იქცა - ხაზარაძემ 2022-ში ჩავატაროთ არჩევნებიო. აქვე, ოკუპირებულ ცხინვალში სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წელი მიუსაჯა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 261018, ბოლო დღე-ღამეში - 538; გამოჯანმრთელებული - 252246, ბოლო დღე-ღამეში - 498;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 5, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანაში სულ რამდენიმე მთავარი ამბავი გვაქვს - პირველი სასიხარულო - ტრანსპორტი ამშავდება და რესტორან-სასტუმროები გაიხსნება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ორშაბათს. შემდეგ სკოლებიც. პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება არჩევნების გაყალბებაზე და მეორე მხრივ ოპოზიცია კვლავ ჯიუტობს. ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა - პოლიციის სადგომზე მოხდა ეს ყოველივე. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 4, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა, თუმცა განხილვა არ მოჰყოლია მის გამოსვლას და არც დისკუსია იყო. დღეს კორონაზე ბევრს საუბრობდნენ - შემოსული ვაქცინა ელოდება ვაქცინაციის დაგეგმვის პროცესს. წულუკიანმა რომ გვარამიას ნომერი გააპარლამენტარა, ეგეც კი განხილვის თემა იყო. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 259897, გუშინ დილის შემდეგ - 688; გამოჯანმრთელებული - 251077, გუშინ დილის შემდეგ - 788; გარდაცვლილი - 3221, გუშინ დილის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გაზაფხული შემოსულა პარლამენტში. საგაზაფხულო სესია ჰიმნით დაიწყო და დღეს ელისაშვილის პირველი დეპუტატობა იზეიმეს - ან განიკითხეს. განკითხვა იყო პარლამენტის წინ და პარლამენტის შიგნით, თავად ელისაშვილი კი თავაწეული შევიდა და გამოვიდა კანონმდებელთა შეკრების ადგილიდან. დღეს სულ ამაზე საუბრობდნენ. კორონავირუსის ამბავი ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 259209, გუშინ დილის შემდეგ - 858; გამოჯანმრთელებული - 250289, გუშინ დილის შემდეგ - 580;…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2021 წელი. 10:00pm —
2 კომენტარი
________________
ვიდრე ხევები წყლით აივსება იქამდე მაღაზიები გაიხსნა და ფრენებიც აღდგა. მართალია, არავინ იცის ეს ფრენები ჯერ რას მოგვცემს - მაგრამ აღდგა. რაიონებში განახლდა სასწავლო პროესიც სკოლებში და მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ. ოპოზიცია ისევ შესვლაზე ბჭობს, გარეჯის საქმე ისევ ხმაურიანია და მთავარ ფიგურანტს, მელაშვილს, შეურაცხყოფასაც კი აყენებენ მაღაზიაში. დღის ცუდი ამბავი - თემურ წიკლაური გარდაიცვალა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Creswellda_მ.
თარიღი: სექტემბერი 27, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
However the sound quality is just like wellknown Diablo great that consists of a pleasant surroundings heritage tune buy Diablo 4 Gold, and brilliant voice acting.
I am now not mad at Diablo Immortal. I will imagine that some gamers may. It is a minor title in a storied series, and the F2P gameplay mechanics are as disturbing as they appear. However, if (and this is an full-size "if") you can get past that, there is an extremely…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
2 მოწონება
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
© 2023 George.
•