არჩევნების გამოძიება, აღდგენილი ტრანსპორტი და სწავლის ანონსი

      ქვეყანაში სულ რამდენიმე მთავარი ამბავი გვაქვს - პირველი სასიხარულო - ტრანსპორტი ამშავდება და რესტორან-სასტუმროები გაიხსნება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად ორშაბათს. შემდეგ სკოლებიც. პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება არჩევნების გაყალბებაზე და მეორე მხრივ ოპოზიცია კვლავ ჯიუტობს. ფოთში 45 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და ადგილზე გარდაიცვალა - პოლიციის სადგომზე მოხდა ეს ყოველივე. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 260480, ბოლო დღე-ღამეში - 583; გამოჯანმრთელებული - 251748, ბოლო დღე-ღამეში - 671; გარდაცვლილი - 3240, ბოლო დღე-ღამეში - 19; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში - 3.3140.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 4 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 605 ტესტი ჩატარდა. 19 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 765 ფაქტი გამოავლინა. პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. კვლევა - სკოლებში სწრაფი ტესტების გამოყენებას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების განახევრება შეუძლია. ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 25 აღსაზრდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, თებერვლის ბოლო კვირიდან გვექნება ვაქცინა ქვეყანაში და შევძლებთ, რომ დავიწყოთ ვაქცინაცია. დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ შეზღუდვების მოხსნამ არ გამოიწვიოს მობილობის მატებასთან ერთად შემთხვევების მატებაც. კახა კალაძე - ადამიანი თუ შეეცდება პირბადის გარეშე იმგზავროს, ავტობუსი არ გადაადგილდება და საპატრულო პოლიცია იქნება გამოძახებული. ამირან გამყრელიძე - თუ ყველა წესს დავიცავთ, მესამე ტალღა არ გვექნება. კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება. ვატო სურგულაძე - ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ და დროულად შემოვიტანოთ. ამირან გამყრელიძე - წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - შევეგუოთ!

      შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ტალღა - პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება. შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა-გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა. საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა რესტორების გარდა შეეხება სპორტის ინდუსტრიას და კერძო საბავშვო ბაღებს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. 1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; 2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: 1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება); 2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მთის კურორტებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები - შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვება, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი “კომენდანტის საათის” დაწყებამდე იმოძრავებს, ხოლო ტრანსპორტში ფეხზე დგომის აკრძალვაზე რეკომენდაცია ჯერ გაცემული არაა. მაია ცქიტიშვილი თანამოქალაქეებს და ბიზნესსექტორს თხოვნით მიმართავს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ყველა დადგენილი წესი და რეგულაცია გაითვალისწინონ. ჩვენ ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, მაგრამ თუ ის იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს. ნათია თურნავა - თითოეული ჩვენგანის, ბიზნესების პასუხისმგებლობაა, რომ არ მოხდეს გაუარესება და არ დავდგეთ იმ სამწუხარო აუცილებლობის წინაშე, რომ ნეგატიურად გადაიხედოს ჩვენი გადაწყვეტილებები. სრულიად სამართლიანია, სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში სავარაუდოდ, 100-მდე სპორტული ობიექტი და 50-მდე საბავშვო ბაღი ჩაერთვება. თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ბალანსის პოვნას ეკონომიკასა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობას შორის. ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია. შემდეგი შეიძლება იყოს ფიტნესდარბაზები - შევხედავთ ეპიდვითარებას. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბაღების, პროფესიული კოლეჯების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, თარიღები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი. პრემიერის განცხადებით, რეგულაციების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას ვეღარ მიიღებენ.

      გამოძიებაში ჩართვაზე უარი და ოპოზიციონერთა ბედი - ალეკო ელისაშვილი - საგამოძიებო კომისიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავერთვებით, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ: „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია. გია ვოლსკი ელისაშვილის განცხადებაზე - თუ გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში არ ჩაერთოს, ძალდატანება, ზეწოლა და არგუმენტები არ გაჭრის, მაგრამ მათ ადგილას არ ვიჩქარებდი. თეა წულუკიანი - ელისაშვილს აქვს შესაძლებლობა, იყოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც კი და უარს ამბობს, რადგან ამის „ნაცმოძრაობის“ გარეშე გაკეთება არ უნდა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. გიორგი კახიანის შეფასებით, არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარის თქმით ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს. მამუკა მდინარაძე - კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, ელისაშვილმა და მისმა პარტიამ, ჩაერთოს საგამოძიებო კომისიაში და დაამტკიცოს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო” ამბობდა: "ხელში გვაქვს არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება" - ორი ვარიანტია, ან რეალურად არ აქვთ და აჟიოტაჟი გაყალბებაზე იყო სისულელე, ან შეგნებულად არ მოაქვთ. გიორგი ვაშაძე - ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს. ლევან თარხნიშვილი - „ქართული ოცნებისგან“ ახალ, ადეკვატურ შეთავაზებებს ველოდებით და მხოლოდ ამ შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები. ალეკო ელისაშვილი - ხომ უნდოდა გიორგი ვაშაძეს პრემიერობა, შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და უკან დაახევინოს - რა უნდათ, ჩვენი ხელით ნარი კრიფონ და მერე ჩვენ გვაკრიტიკონ?! ლევან იოსელიანი - საარჩევნო რეფორმა არის ის, რისთვისაც ჩვენ,“მოქალაქეები” ვიბრძოდით და რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ. დავით ბერძენიშვილი - თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი, ეს სირაქლემას პოზაში ყოფნაა, თუ იქ არ არის „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკურად დამშვიდების შესაძლებლობა არ იქნება. კარლ ჰარცელი - გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა საკმარისი საერთო სივრცის გამონახვა - პარლამენტში მუშაობა უდავო აუცილებლობაა.

      თანამდებობები - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა ქემოკლიძე დაინიშნა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით ლევან იოსელიანი აირჩიეს. კახა ქემოკლიძე - მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა პრემიერ-მინისტრის ნდობა და მანდატი გავამართლო.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 11 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. აშშ-ში კორონავირუსის 119 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 796 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალოდ ორი მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი დაამტკიცა. რუსეთში კორონავირუსის 16 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 521 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 75

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Pros and Cons of the Keto Diet,.

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 2:28am 0 კომენტარი

No doubt you’ve already heard about the ketogenic diet, also known as keto. Whole Pinterest boards and Instagram accounts are dedicated to the trend, and it has some pretty famous followers, including Halle Berry and Kourtney Kardashian. Before you give it a go, you’ll want to know what it involves, how it works and, most importantly, Supraketo.org what nutritionists and…

გაგრძელება

Keto Bread Recipes - my Keto Kitchen

გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm 0 კომენტარი

When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters