მელიას გირაო, არჩევნების ახალი ოპოზიციური თარიღი და სასამართლო ოკუპირებულ ცხინვალში

      გაზაფხულის სურნელს ვგრძნობდით როცა თოვლმაც წამოაყარა და დღეს, გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ კიდეც და მაშველებს მოუწიათ მათი გამოყვანა. თუმცა, დღის ამბად გუშინდელი განცხადება იქცა - ხაზარაძემ 2022-ში ჩავატაროთ არჩევნებიო. აქვე, ოკუპირებულ ცხინვალში სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წელი მიუსაჯა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 261018, ბოლო დღე-ღამეში - 538; გამოჯანმრთელებული - 252246, ბოლო დღე-ღამეში - 498; გარდაცვლილი - 3258, ბოლო დღე-ღამეში - 18; კარანტინის რეჟიმში - 18. დოლარის ფასი ლარში - 3.3215.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 808 ტესტი ჩატარდა. 18 ადამიანი გარდაიცვალა. ვახტანგ კალოიანი - ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა და მშობლებს შეუძლიათ შვილებს საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ. ბიძინა კულუმბეგოვი - ალბათ, შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, 6-8 კვირის შემდგომ, ე.წ. მესამე ტალღაც იქნება, მაგრამ იმდენად ძლიერი არა, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ ვერ გააკონტროლოს. საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ. სიმონ ჯანაშიას განცხადებით, სკოლებში პირბადის არგამოყენება „შესაძლოა, საშიში იყოს“. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ 15 თებერვლის შემდეგ, მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

      ინტეგრაცია - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. კარლ ჰარცელი - მალე გაიმართება ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლების დღის წესრიგის დასადგენად. მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში.

      არჩევნების გადაწევა თუ გადმოწევა? გია ხუხაშვილი არჩევნების 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარების ინიციატივაზე - ველოდები კობახიძისა და მდინარაძის აგდებულ კომენტარებს, რომ ეს არის “წითელი ხაზი”, რომელსაც ისინი არ გადაკვეთენ. მამუკა კაციტაძე - თუ ახალი არჩევნების 2022 წელს ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან ყრუ კედელი დახვდა, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს არის შეუვალი პოზიცია, გაცილებით მნიშვნელოვანია ერთიანობა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს, მხარს უჭერს, თუმცა „სკეპტიკურად უყურებს“. მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - უცნაური არგუმენტია შერიგების ფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. მამუკა ხაზარაძე - საქართველოს ჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი, ამისთვის კი საჭიროა ის არჩევნები, რომელიც გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას. ხატია დეკანოიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - ვიდრე მმართველი პარტია დათმობაზე არ წამოვა და კომპრომისული წინადადებით არ მოვა, ახალი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბარი არაფრის მომტანია. ნიკოლოზ სამხარაძე - ჯერ 2022 წელს გადაიტანეს არჩევნები, მერე 2023 წელს გადაიტანენ და საბოლოო ჯამში შევჯერდებით, რომ 2024-ის ოქტომბერში ყველა ერთად ჩავატარებთ არჩევნებს. გიორგი ვაშაძე ხაზარაძის ინიციატივაზე - შეიძლება პირიქით გავაკეთოთ, თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წელს და ამ შემოდგომას ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - მგონი, მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის უკვე - „მობრძანდით“, „გეპატიჟებით“ - გუშინ მთელი საინფორმაციო ველი ამით იყო გაჯერებული, ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა. ბადრი ჯაფარიძე - ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან სერიოზულად იყოს განხილული, დაცინვის საგნად აქცევენ და იმიტომაც ვართ კრიზისში.

      სამართალი ოკუპაციაში - ოკუპირებული ცხინვალის „სასამართლომ“ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სუს-ი - ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - ყველაფერი კეთდება, რომ ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. საგარეო უწყება - მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და მიიღონ ქმედითი ზომები ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. თეა ახვლედიანი - ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ზაზა გახელაძის მეუღლე - სუს-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ არ ვინერვიულოთ და არ ავყვეთ ემოციებს, რადგან ყველაფერი მალე დასრულდება. ზაზა გახელაძის დედა - მამამისს წამლებით ვასულიერებთ, ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, აღარც ძილი გვაქვს - ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ ვიცი. აშშ-ის საელჩო - ვგმობთ ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას - დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გახელაძის ოჯახმა დასავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტა.

      თეას გაუქმება - თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია, #cancelThea შეიქმნა.

      მელიას გირაო - ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში დაიბარეს. ნიკა მელია - არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ! პროკურატურამ უნდა გააგზავნოს სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს - ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები. პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებაზე - არ მგონია, ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის იძულებასთან, რომ შემოვიდეს პარლამენტში. ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაუმძიმდება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, მასზეა დამოკიდებული და არა პროკურატურაზე, სახელმწიფოზე და პოლიტიკაზე. ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას განცხადება, რომ კანონით დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის, არის მისი პარტიის და მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციის სირცხვილი.

      2020 წელს ტექინსპექტირება 710 378-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 31% დახარვეზდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 119.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

      გამოთხოვილი ჯარი - ჯო ბაიდენმა გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა შეაჩერა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 109

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters