სინოდის ჩანიშვნა, ცესკოს დაკომპლექტება, გამომძიებელი დეპუტატები და ბიზნესი პრემიერთან

      დავითობით დაიწყო ორშაბათი, ეს დღე კი უნივერსიტეტის ზეიმად გადაიქცა. მართალია, ზამთარი ცივი არ გვქონია, მაგრამ სინოპტიკოსები უფრო გვათბობენ - 12 თებერვლამდე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო. დღის ამბად იქცა სინოდის სხდომის დააოსებაც - 11 თებერვალს წმინდა სინოდი შეიკრიბება. ბიზნესი პრემიერს შეხვდა და კომენდანტის გადაწევაზე დაპირებაც მიიღო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 262228, ბოლო დღე-ღამეში - 204; გამოჯანმრთელებული - 254350, ბოლო დღე-ღამეში - 736; გარდაცვლილი - 3298, ბოლო დღე-ღამეში - 15; კარანტინის რეჟიმში - 446. დოლარის ფასი ლარში - 3.3190.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 593 ტესტი ჩატარდა. 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 574 ფაქტი გამოვლინდა. გრიგოლ გეგელია - საქართველოს ხელისუფლებას სძინავს, მსოფლიოს 81 ქვეყანაში კი ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. ვატო სურგულაძე - მინისტრი აცხადებს, რომ თებერვლის რომელიღაცა რიცხვში 29 200 ცალ ვაქცინას მივიღებთ, მესამე მუშკეტერი იძახის 216 000 ვაქცინას მივიღებთ - რა ხდება, სად ვართ?! განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პენდემიის პერიოდში საქართველოში 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი გარემონტდა. ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა ან გაიხს​ნება, ან ვერ გაიხსნება და ჩაკეტილი ჩამოიქცევა! ჯანდაცვის სისტემამ 2020 წელს კორონავირუსთან საბრძოლველად 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება.

      დაპირებები ბიზნესს - გიორგი გახარია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სოსო ფხაკაძე - ვფიქრობთ, 2 კვირაში იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები, რაც არის, ისიც თანდათან გაუქმდეს. ვახტანგ ბუცხრიკიძე პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე - ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა საშუალოვადიან განვითარებას, რომ ბიზნესი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს და ეკონომიკა უფრო მოძლიერდეს. კახა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ბიზნესმა თხოვნით მიმართა, რომ “კომენდანტის საათმა” 2 საათით გადაიწიოს. გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს - ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა. მინდია საბანაძე - პრემიერთან საუბარი იყო, რომ „კომენდანტის საათი“ გადაწეულიყო 1 ან 2 საათით მაინც, ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ 1-2 კვირის მანძილზე დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

      ამბები საპატრიარქოდან - 11 თებერვალს, ხუთშაბათს, გაიმართება სინოდის სხდომა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებაზე იმსჯელებენ. რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებიდან - ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება.

      წულუკიანის მინისტრობა - მიხეილ სარჯველაძე - თუკი წულუკიანის კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, კულტურას საქართველოში ნამდვილად დიდი პერსპექტივები გაუჩნდება.

      ერთმანეთში აზელილი ოპოზიციური ამბები - ცესკოს დაკომპლექტება და ოპოზიციური მუშაობა პარლამენტში - ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჯგუფის შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლების ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა. შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარე გარკვეული ვადითაა არჩეული, ამიტომ ეს არ არის მემორანდუმის განხილვის საკითხი - მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს პიროვნებები. ლევან იოსელიანის განცხადებით, თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება. ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ყველა წევრს ჰქონდეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის მხარდაჭერა. ლევან ნატროშვილი - სამუშაო ჯგუფი საარჩევნო კომისიების ახალი წესით დაკომპლექტებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, უფლებამოსილება ყველას შეუწყდება და თავიდან დაკომპლექტდება. ალეკო ელისაშვილი - თამარ ჟვანია ავტომატურად წავა, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მანდატები აიღონ და მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე - რა მაგარი ამბავია, მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე - ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული, დგანან და გვწყევლიან. ლევან იოსელიანი - ძალიან ცუდია, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა ქვეყნისთვის მთავარი პრობლემის - არჩევნების პატიოსნად ჩატარების შესაძლებლობა. საგამოძიებო კომისიაში ჩართვის მომხრე ვართ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ოპოზიციური პარტიები ჩაერთვებიან, ვისაც წარმომადგენლები ჰყავდა საარჩევნო უბნებზე. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“ - მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ. არჩილ თალაკვაძე - ღიმილისმომგვრელი და აბსურდულია ოპოზიციის არგუმენტი, თითქოს ყველაფერი შესწორებულია და საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს. თინა ბოკუჩავა - რისთვის შედის საერთოდ „გირჩი“ გაუგებარია, იმისთვის, რომ გახდეს „ქართული ოცნების“ ანტურაჟი, აქსესუარი? არჩილ თალაკვაძე - საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის - თუ უარს იტყვიან, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება გაყალბებაზე აღარ არსებობს. სოზარ სუბარი გამოდის ინიციატივით, საგამოძიებო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის საჩივარი გამოითხოვოს, რომელზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა არ განიხილა.

      დავითობა უნივერსიტეტში - დავითობის აღნიშვნა - პრეზიდენტი - გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნილიყო იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა განათლებას. გიორგი გახარია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი მეცნიერების, კულტურის, ინტელექტუალური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კერაა. იოსებ ხახალეიშვილი - დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა! მიხეილ ჩხენკელი - მიხარია, რომ მალე უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსი, როგორიც თსუ-ს ისტორიასა და თანამედროვეობას ეკადრება.

      თამარ ტალიაშვილის სარეზოლუციო ინიციატივას თემაზე „ახალგაზრდობა და მედია“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

      პროტესტი უკანონო პატიმრობას - რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო უწყება“ - 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან მოყოლებული, ოფიციალური თბილისი ცდილობს, საერთაშორისო დღის წესრიგში თავი მსხვერპლის როლში გამოიყვანოს. სერგი კაპანაძე ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე - ამაზე გაჩუმება და მიჩქმალვა კი არ არის სწორი რეაქცია, გამოსავალია მაქსიმალური ხმაური და ყურადღების მიქცევა. საელჩო - გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ოკუპანტებმა, როკის გვირაბის მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.

      თავდაყირა საქმე - ზ.ხ.-ს ადვოკატი - ვასილ მახარაძემ ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის ვერსია, თითქოს, გიორგი შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 15 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 407 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 86 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 131 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters