დიდთოვლობის პრობლემა, მელიას პატიმრობა და კალაძის ნაქალაქარი

      როცა ქალაქში დიდი თოვლია პრობლემაც უფრო ბევრია - პირველი დიდთოვლობა შედარებით რთული გამოდგა, როგორც ჩან გადავეჩვიეთ თოვლის მართვას. დღი მთავარი ამბავი კი მელიასთვის შეფარდებული პატიმრობა იყო - მთელი დღე მედია ნიკანორ მელიაზე საუბრობდა. დღეს ასევე მინისტრის საათი იყო და ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 266948, ბოლო დღე-ღამეში - 486; გამოჯანმრთელებული - 259727, ბოლო დღე-ღამეში - 499; გარდაცვლილი - 3390, ბოლო დღე-ღამეში - 13; კარანტინის რეჟიმში - 242. დოლარის ფასი ლარში - 3.3044.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 192 ტესტი ჩატარდა. 13 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 512 ფაქტი გამოავლინა. „სასტუმროების ფედერაციის” დამფუძნებელი - ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ ჩვენ ზაფხულს არ გავიმეორებთო, წინასწარ სცოდნიათ, რომ წელს ზამთრის კურორტები არ გაიხსნებოდა. პარლამენტმა, პირველი მოსმენით, ღია სივრცეებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. 

      ინფრასტრუქტურის მინისტრის საათი - მაია ცქიტიშვილი - მინდა მივესალმო ოპოზიციას ამ დარბაზში და იმედი გამოვთქვა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დესტრუქციული ქმედებებითაა დაკავებული, ასევე დაიკავებს პარლამენტში განკუთვნილ ადგილებს. ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება რეგიონებში გამართული წყალმომარაგების უზრუნველყოფა. პანდემიის მიუხედავად, გასული წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დავასრულეთ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. რეგიონებში სწრაფი განვითარების ხელშეწყობა ჩვენს უმთავრეს ამოცანად რჩება. ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამინისტროს მუშაობის შედეგი თვალსაჩინოა. საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, პანდემიის მიუხედავად 2020 წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით. 2012 წლამდე ექსპლუატაციაში შევიდა 68 კმ საერთაშორისო მაგისტრალი, მხოლოდ 2020 წელს კი 70 კმ, ასევე ათჯერ არის გაზრდილი წყალმომარაგების დაფინანსება. კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს. ალეკო ელისაშვილი მაია ცქიტიშვილს - რატომ ვერ მოახერხა თქვენმა უწყებამ ტექნიკური მარილი დაეყარა გზებზე, ხომ ვიცოდით წინასწარ, რომ თოვლი მოვიდოდა?! დავით ზილფიმიანი მინისტრს - „ნაცმოძრაობის“ დროს იმის მეათედიც რომ გაეხსნათ, რაც თქვენ ბოლო 6 თვეში გახსენით, ლენტას წინიდანაც გაჭრიდნენ, უკნიდანაც, გვერდიდანაც და შუაშიც. მაია ცქიტიშვილი - საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული - ეს არის რეალობა! მაია ცქიტიშვილი ალეკო ელისაშვილს - ვერ დაგეთანხმებით გზებზე არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე, აპოკალიფსს ნუ დავხატავთ. ალეკო ელისაშვილი - ვიცოდით, რომ თოვლი იყო მოსალოდნელი, წინასწარ დაეყარათ ტექნიკური მარილი - დღევანდელი დღე ილუსტრატორია, როგორი არაეფექტურია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. თამარ ტალიაშვილი - დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც მუნიციპალიტეტი აქტიურია და ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივებს არ ელოდება. დიმიტრი ხუნდაძე მაია ცქიტიშვილს - ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს - მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს. მაია ცქიტიშვილი - ერთიანი ნარჩენების მართვის პროგრამის ფარგლებში რეგიონული ნაგავსაყრელების პრინციპზე გადავდივართ. მცხეთის გენგეგმის კონცეფციაზე - ერთად უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესს, რომელიც ქალაქის განვითარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს საერთო ენის გამონახვამდე მიგვიყვანს.

      ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა - განაჩენის გამოტანამდე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ხვედელიანის განცხადებით, ნიკა მელია ჩაბარებას არ აპირებს და მის წაყვანას პარტიის ოფისში შეკრებილი ხალხი მშვიდობიან წინააღმდეგობას გაუწევს. გიორგი ბოტკოველი ნიკა მელიაზე - ეს არის ბრალი, რომელიც შეთითხნილია და შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა. შალვა პაპუაშვილი - რაც ახლა ხდება „ნაცმოძრაობის“ ოფისში, ეს არათუ მცდელობა, არამედ იმ გეგმის ასრულებაა, რომლის მიზანია, გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება. სოზარ სუბარი - ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე. რომან გოცირიძე - ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება. ვასილ ჩიგოგიძე - მე თავი არსად „მიდრუზია“, სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს ნიკა მელიას დავურეკე იმისთვის, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე - ეს ფანჩატურული, დროებითი, გაუგებარი ერთობა არავითარ საერთო ღირებულებებს არ ეფუძნება, მათ ერთადერთი საერთო აქვთ, რომ დესტრუქციის გზით მოახდინონ ხელისუფლებაში მოსვლა. გიორგი ვაშაძე - მივმართავ ირაკლი კობახიძეს: ეს არ არის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სახელმწიფოსთან მიმართებაში, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის თქვენზე. ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე - მეხუთე რაუნდისკენ არ მივდივართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს. ლევან ხაბეიშვილი - როგორ ვაპირებთ, მძევლად და ტყვედ არ გავატანოთ ნიკა მელია? ამას ვაპირებთ მშვიდობიანი გზით. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე წყალგამყოფია და ქვეყანა ან ოლიგარქიულ რეჟიმში გადაეშვება ან დემოკრატიული განვითარების ერთგული დარჩება. ირაკლი აბესაძე - არაერთხელ ითქვა ოპოზიციონერი ლიდერების და ნიკა მელიას მხრიდან, რომ ის არ აპირებს ნებაყოფლობით დაემორჩილოს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას ადვოკატი - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გამორჩეულია საკუთარი მორჩილებით და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის დიდი გამოცდილება გააჩნია. ხატია დეკანოიძე - კარლ ჰარცელის განცხადება დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ მწვავე განცხადებაა. ნიკა მელიას საქმის პროკურორი - ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს. თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელსაც ამის შესრულება დაევალება, გადაწყვეტილებები დროის მოკლე მონაკვეთში უნდა აღსრულდეს. ნიკა მელიას ადვოკატი - მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე ნიკა მელიას საქმეზე ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არის. ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მთავარი შენობა შტურმით აიღოს, მერწმუნეთ, დიდი ფასი დაუჯდება. ელენე ხოშტარია ნიკა მელიაზე - მოუწევთ, რომ გადაგვიარონ, რათა ეს უკანონო გადაწყვეტილება აღასრულონ, დავდგებით წინ და არ გავუშვებთ! ნიკა მელიას ადვოკატი - თუ დღევანდელი პროცესი არ გახდება კიდევ ერთი მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს. გია ვოლსკი ნიკა მელიაზე - სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, მე ან რომელიმე პარტია როგორ აფასებს ამ ვითარებას. კარლ ჰარცელი - ამ შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ექნება ფართო გავლენა, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენის გამონახვას და საერთო გამოსავლის პოვნას. მოვუწოდებ მხარეებს, რომ გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება. ნინო გოგუაძე ნიკას მელიას საქმეზე - აქ ვიდგები და პოლიციას თუ უნდა გადამიაროს! ნინო ბურჯანაძე - ნიკას ფიგურა, რომელსაც არანაირი შავი ლაქები არ აქვს წარსულში, კიდევ ერთხელ ყველას გვმატებს ენთუზიაზმს, რომ ის უსამართლოდ არავის დავაჩაგვრინოთ. მამუკა მდინარაძე - ძალიან გულწრფელი პასუხია კარლ ჰარცელის მხრიდან, როცა რადიკალიზაციისკენ მიდის ოპოზიცია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნიკა მელია ჩაჯდეს ციხეში. რომან გოცირიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - ეს იყო ვერდიქტი, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს. გიგა ბოკერია - გვსურს, ივანიშვილის რეჟიმმა უტიფარი, დანაშაულებრივი შეცდომა არ დაუშვას, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანსები, რომ სამაგალითოდ კანონიერად მოვიქცეთ, ნაკლებია. ნიკა მელია - ვინც ამბობს, მელიამ სამაჯური მოიხსნა და კანონი დაარღვიაო, იმავე სასამართლო გადაწყვეტილებით, საუბრის უფლებაც მქონდა ჩამორთმეული - თუ დასაჭერი ვიყავი, დასაჭერი ვიყავი 1.5 წლის წინ, რომ ვსაუბრობდი. ერთ მხარეს ქართული ეროვნული მოძრაობა დგას, მეორე მხარეს კი ოკუპანტების ინტერესი - ახლა ჩვენი არჩევანია ვინ, სად დადგება. თინა ბოკუჩავა - ოპოზიციური ერთობით ვაჩვენებთ, რუს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველოში გავრილოვის დავალებები ასე მარტივად არ სრულდება. სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე - შემიძლია ვურჩიო და მოვუწოდო, რომ ნუ ეშინია. ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიაზე - სასამართლოს სხდომაზეც ვერ მიდის, „არაფრის ეშინია“, მაგრამ იმალება. ხატია დეკანოიძე - თუ ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შენობაზე შტურმის მიტანა შესაძლებელია, მაშინ ეს „ქართული ოცნების” დასასრული იქნება. ირაკლი ოქრუაშვილი - ნიკა მელიას არ გავატანთ, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ოთარ კახიძე - ნიკა მელიას საქმეზე თუ გამოვა პატიმრობის გადაწყვეტილება, ეს იქნება ბოლომდე გამწვავება ისედაც ჩიხთან მისული პოლიტიკური კრიზისის. სალომე სამადაშვილი - საქმე გვაქვს ხელისუფლებასთან, რომელმაც არაერთხელ იძალადა საკუთარ ხალხზე, არ გამოვრიცხავ, რომ ძალადობაზე კიდევ ერთხელ წამოვიდეს. აკაკი ბობოხიძე - უგუნურები შეიძლება თვლიან, რომ ნიკა მელიას ერა სრულდება, ვარწმუნებ ყველას, რომ მელიას ერა იწყება ნებისმიერ შემთხვევაში - დააკავებენ მას თუ არა. პროკურორი - თუ ბრალდებულს აქვს დასწრების სურვილი, გამოცხადდეს შესვენება და ნიკა მელია დაესწროს პროცესს. ნიკა მელიას სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირებით მიმდინარეობდა. ადვოკატი პროკურორს - ნიკა მელიას მხრიდან დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება 1 წლის განმავლობაში ყოველდღე ირღვეოდა, რატომ არ მოახდინეთ რეაგირება? ადვოკატი მოსამართლეს - მჯერა, რომ კარგად აცნობიერებთ იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომელიც დღეს უნდა მიიღოთ - ჩვენი პოზიციაა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ დაკმაყოფილდეს. ნიკა მელიას ადვოკატებმა პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატი - არცერთ კითხვაზე პროკურატურას პასუხი არ გააჩნია, თვალნათელი გახდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ყველაფერი თავდაყირა დგას. ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს - თქვენს სინდისთან ერთხელ მაინც ხომ დარჩებით მარტო? აიცილეთ ეს საქმე. გიორგი კონდახაშვილი - მოსამართლე იმდენად ემოციური სტრესის ქვეშ არის, სათათბიროდ გავიდა, რომ თავი პროცესიდან აიცილოს. ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებაზე არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს.

      არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის კარი ღიაა. სოზარ სუბარი - ოპოზიციას ეშინია, მათი ტყუილების გაბათილება არ უნდათ, მაგრამ მოვუწოდებ მაინც მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, მათთვის იქნება უკეთესი. ლევან იოსელიანი - თუ საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სრულად არ იქნა წარმოდგენილი, მე არ მგონია, რომ ამ კომისიამ საბოლოოდ იმ კითხვაზე გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას აინტერესებს თუ რა მოხდა არჩევნებზე. მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით - „გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა. პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ალეკო ელისაშვილი - გასაგებია „ქართული ოცნების“ რჩევები და პათოსი, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, სად შევიდეთ და საიდან გამოვიდეთ - ეს ეხება საგამოძიებო კომისიასაც.

      თბილისი ჰე - კახა კალაძე - ე.წ. ყვითელი მარშუტკების ჩანაცვლება მიმდინარეობს, ორშაბათიდან დამატებით კიდევ 180 მიკროავტობუსი გავა ხაზებზე. მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან. გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს და ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. კალაძის თხოვნა - როდესაც პარკებსა და სკვერებში ვანდალიზმის ფაქტს დააფიქსირებენ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ჩვენს მიერ დაანონსებულ პროგრამებს არც ერთი თეთრი არ დააკლდება იმისთვის, რომ დავეხმაროთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

      დიდთოვლობა - დიდთოვლობის გამო რამდენიმე საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დიდთოვლობის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 140 შეტყობინება შევიდა, დაზიანდა 26 ავტომობილი, მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები. შსს - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებდა. ირმა ზავრადაშვილი - მეტეოროლოგიური ამინდის ცნობა ვერ გვაძლევს პროგნოზს, რომელი ჯანმრთელი ხის ტოტი ჩამოტყდება - ვერ გავატარებ თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გამოთქმულ საყვედურს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - ისრაელში ვაქცინაცია მოსახლეობის 74%-ს უკვე ჩაუტარდა. ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ყოველ წელს საჭირო იყოს. რუსეთში კორონავირუსის 12 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 467 პაციენტი.

      პროტესტი - ესპანეთის ქალაქებში პოლიციის მიერ დაკავებული რეპერის, პაბლო ჰასელის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.

      ირანის უზენაესი ლიდერი - ირანს ბირთვული შეთანხმების მხარეებისგან მოქმედება სჭირდება და არა სიტყვები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 127

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: თებერვალი 18, 2021||12:13am

მაინც რას ნიშნავს სემინარიელობა - გიგი უგულავა - სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ვპასუხობთ სიტყვებით ფსალმუნიდან - „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ“. 

ლაშა: თებერვალი 18, 2021||11:56am

#qwellynews: გახარია - გადადგა! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters