მელიამ გაიტანა თავისი და გახარიამ გადადგომით უპასუხა. ღარიბაშვილი დაგვიანონსეს!

      გახარიას გადადგომამ მთლიანად შემოატრიალა საინფორმაციო სივრცე. მართალია, გუშინ ღამის შემდეგ, მელიას ამბავი არ ჩერდება და მელიას დაპატიმრების გამოხმაურება იყო გახაარიას გადადგომაც, როგორც თავად განაცხადა, მაგრამ ახლა უკვე ახალი პრემიერის კანდიდატურაც წარდგენილია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 267313, ბოლო დღე-ღამეში - 365; გამოჯანმრთელებული - 260266, ბოლო დღე-ღამეში - 539; გარდაცვლილი - 3399, ბოლო დღე-ღამეში - 9; კარანტინის რეჟიმში - 252. დოლარის ფასი ლარში - 3.3021.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 18 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა.

      მელიას ვრცელი საქმე - აშშ-ს საელჩო - არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. შსს-ს წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ ოფისთან შეკრებილებს - მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი, ეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნაა - არავის მოკვლას არ ვაპირებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ითხოვენ, რომ სასამართლოს განჩინების უშუალოდ ნიკა მელიასთვის ჩაბარების საშუალება მისცენ. პოლიციის წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი. გიგი უგულავა - გამოსავალი მარტივია, რაც გააფუჭეს, მოსამართლე გააღვიძონ, შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ისაუბრონ რიგგარეშე არჩევნებზე. სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, ვადამდელი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მაინც უნდა ჩატარდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ეზოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეკრებილების მხრიდან შსს-ს მიერ ნიკა მელიას დაკავების გადადებას ოვაციები მოჰყვა. გიგა ბოკერია - შსს-ს მოუწევს ძალის გამოყენება და დაკავება ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის. ადვოკატი - შსს-ს წარმომადგენლების „ნაცმოძრაობის“ შენობაში შესვლის ლეგიტიმური მიზანი არ არსებობდა, არ არის გამორიცხული იძულების წესით შეეცადონ ნიკა მელიას დაპატიმრებას. გიორგი ბარამიძე - ახლა არალეგიტიმურობის და ამ რეჟიმის ხრწნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ. ნიკა მელია - ოპოზიციური პარტიების სახელით მინდა განვაცხადო, რომ იმედს ვიტოვებთ, მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილავთ საკითხს ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიამ გადადგომით აღიარა, რომ „აქ სისხლისღვრა იქნებოდა და ძალადობა“. გიგი უგულავა - ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, რათა ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს. გიორგი ვაშაძე - გამოჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით, ამ ქვეყანაში შეიძლება შეთანხმებისკენ წავიდეთ. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ლიეტუვის ელჩი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე დარჩეს. ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ, ნიკანორ მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს მის დაპატიმრებას. დავით ბაქრაძე - მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას - ესაა ქართული საზოგადოების, ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება. ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას, წინასწარ განწირულია. ნიკა მელია - ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, ბატონ კობახიძეს სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჩემი დაკავება ჰქონდა. არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი - ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს არ დავუშვებთ. ანა ფოტიგა - შეშფოთებული ვარ იმ ახალი ამბებით, რაც საქართველოდან გვესმის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია. არმაზ ახვლედიანი - სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ოპოზიციის და „ოცნების” მოლაპარაკებები, დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა ოპოზიციის თანამონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების გონივრულ ვადაში ჩატარებას. შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუშინწინ მიღებული ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ რამდენად შეკრულია „ქართული ოცნების“ გუნდი. დავით ჭიჭინაძე - აუცილებლად მოუწევთ რიგგარეშე არჩევნები იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას დღეს ქვეყნის მართვის რესურსი არ გააჩნია - ის, ვინც ყველაზე რეიტინგული იყო მათ შორის, ის გადადგა. ნინო ბურჯანაძე - თუ ოდნავ გონიერების ნატამალი დარჩენია ივანიშვილს, მოვუწოდებ, გააგებინოს მის მიერ დატოვებულ მანქურთებს, კობახიძის ხელმძღვანელობით, სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება. ელენე ხოშტარია - რაც არ უნდა გაჯიუტდეს ირაკლი კობახიძე და ეს აგრესიული რადიკალური ჯგუფი, ერთადერთი გზაა - დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. სერგი კაპანაძე - ახლა არის შანსი იმისა, რომ პოლარიზაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არაკორექტული ნაბიჯებით შექმნა, იყოს განმუხტული და წავიდეთ წინ. გივი მიქანაძე - უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ ოფისზე შტურმს მიიტანდა, ამას ათეულობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს შორის. არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, ვიდრე დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს. . ნიკა მელია - როგორც არასდროს, ახლა ახლოს ვართ ახალი არჩევნების მოპოვებასთა. ანრი ოხანაშვილი - სისხლისღვრაზე საუბარი წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს ამის წყურვილი აქვს, ეს "ნაცმოძრაობაა", რაზეც უქადაგებს მათი ბელადი, სააკაშვილი.

      მთავარი ამბავი - პრემიერი გახარიას გადადგომა მელიას საქმის გამო - გიორგი გახარია - ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, მართლმსაჯულების აღსრულება, თუ ეს პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე გუნდთან შეთანხმებას ნიკა მელიას საკითხზე - მინდა მჯეროდეს, რომ გადადგომის შესახებ ჩემი ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ - ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გიორგი გახარიას გადადგომას ტაშით შეხვდნენ. პრემიერ-მინისტრს გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება, გადამდგარია მთავრობაც. ირაკლი კობახიძე - სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. კობახიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე ნიკა მელიას დაკავების გადადების თაობაზე შს მინისტრის გადაწყვეტილებას „ლოგიკურს“ უწოდებს. გიგა ბოკერია - ამ ვითარებაში, როდესაც პრემიერი გადადგა, აშკარაა, რომ ნორმალიზაციის ერთადერთი გზა არის მშვიდი, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თინა ბოკუჩავა - ახლა კეთილგონიერების მაგალითი გახარიასგან უნდა აიღონ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმა და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხატია დეკანოიძე - გახარიას გადადგომა პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო, მან ხელები შეაწმინდა კობახიძეს და ივანიშვილს. მიხეილ სააკაშვილი - უზურპატორი მთავრობის პრემიერი გახარია გადადგა, რადგან არ მოისურვა თავის თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლის ღვრასა და მასობრივ დარბევაზე. ანა დოლიძე - შესაძლოა, პრემიერის გადადგომა სცენარის განხორციელება იყო -„ოცნების“ გუნდიდან ვინც დამოუკიდებლად რეიტინგული იყო, გამოეყოფა მმართველ გუნდს და არჩევნებისთვის გააკეთებს ოპოზიციურ გუნდს. ზურაბ ჯაფარიძე - იმედი მაქვს, გონს მოეგებიან, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და შეასრულებენ იმ ოთხ პუნქტს, რაც ოპოზიციამ დადო. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და პრემიერ-მინისტრს ნდობა ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას და განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აღსრულების ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა. მიხეილ სარჯველაძე - მე ვუარყოფდი ამ გარემოებას, რომ დაპირისპირება არსებობდა, გაჩნდა კონკრეტული უთანხმოება და ამაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ. სოზარ სუბარი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ გავიგე რატომ გადადგა გახარია - მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო. ალეკო ელისაშვილი მმართველ გუნდს - რას აკეთებთ, შედეგი რა არის? სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ნიკოლოზ სამხარაძე - გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც აკეთებდა - ის არწმუნებდა უმრავლესობას, რომ ნიკა მელიას საქმეში უნდა აღსრულებულიყო სამართალი. ნიკოლოზ სამხარაძე - ვადამდელი არჩევნების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა უმრავლესობა კანდიდატებს მხარს დაუჭერს. სოზარ სუბარი ჟურნალისტებს - მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პრობლემა არ დგას, ამაში მალე დარწმუნდებით. ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად „ქართული ოცნებაც“ დატოვა. დავით ზილფიმიანი - მოგიწოდებთ და გთხოვთ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელი პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად წარუდგინეთ. გიორგი კახიანი - გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, გუშინ ან დღეს მიიღო. სერგი კაპანაძე - ახლა არის შანსი იმისა, რომ პოლარიზაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არაკორექტული ნაბიჯებით შექმნა, იყოს განმუხტული და წავიდეთ წინ. გივი მიქანაძე - უთანხმოების მიზეზი ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება იყო - სამწუხაროა, რომ გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. საია-ს თავმჯდომარე - თუ შსს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე მიუთითებს, აქ ისმის წმინდა სამართლებრივად კითხვა, რა შუაშია პრემიერის გადადგომა? მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ სასწრაფო წესით დაიწყოს დიალოგი „ოცნებასთან“ და დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ნიკა მელია - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიამ არ დაღვარა დღეს სისხლი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავიდა, მსგავსად 20 ივნისისა. გიორგი გახარია - ქვეყნის შიგნით დაპირისპირება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს. BBC - შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების პროტესტის ნიშნად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა რისკები. ვანო მაჭავარიანი - ეს არის გახარიას გაძევება პოლიტიკური სივრციდან. მამუკა ხაზარაძე - დღეს გახარიამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების საკითხები წყდება მმართველი ძალის შეკრებებზე და მათ ვერ შეაჯერეს პოზიციები, დაეჭირათ თუ არა მელია. იან კელი გიორგი გახარიას გადადგომაზე - სწორი ნაბიჯი და სწორი ტონია, მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება. თაკო ჩარკვიანი - გიორგი გახარიას სამინისტროებსა და გარკვეულ თანამდებობებზე თანამოაზრეები ჰყავს, მარტო არ არის

      მომავალი ძველი პრემიერი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა. ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის გარდა, სხვა კანდიდატებზე არ უმსჯელია. ოთარ კახიძე - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობა იყო ასავალი, ეს იქნება დასავალი, ბოლო ჟამის პრემიერობა. ალეკო ელისაშვილი - ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც „ნაციონალების“ ლამის ცოცხლად შეჭმა უნდა - მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. საბა ბუაძე - ღარიბაშვილისთვის ძალიან ტრაგიკული მოცემულობაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრად ბრუნდება. მამუკა მდინარაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი იყო ჩართული. ნიკა მელია - ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა, შემიძლია დავიფიცო, დამთავრებულია „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილი - უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მამუკა მდინარაძე - შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ უმრავლესობის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს ექნება და პრემიერი გახდება. ფიქრია ჩიხრაძე - გახარიამ მნიშვნელოვანი გზავნილი დაგვიტოვა, რომ „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა - კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა, ღარიბაშვილის დაბრუნება კი სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია.

      სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიტროპოლიტი პორფირი უხელმძღვანელებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ევროკავშირი წელს კორონავირუსის ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს. სომხეთში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 13 447 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 480 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 95

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters