დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში - 493; გამოჯანმრთელებული - 262796, ბოლო დღე-ღამეში - 552; გარდაცვლილი - 3457, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 285. დოლარის ფასი ლარში - 3.3084.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 869 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა.

      მელიას დაკავება - სპეციალური დანიშნულების რაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. ნიკა მელია - ეს არის დიდი გამარჯვების დასაწყისი! ეს არის რეჟიმის დასასრული! როგორც არასდროს, ვარ ძლიერად და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გამარჯვებაში. აშშ-ის საელჩო - დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. დევიდ კრამერი - ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან - დღევანდელ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ, რაც დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას მოიცავს. მეთიუ ბრაიზა - ნიკა მელიას დაპატიმრება და უდიდესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შტაბის დარბევა ქართული დემოკრატიის ისტორიაში ბნელი დღეა. ელენე ხოშტარია - ხელისუფლება მიდის ძალადობრივ ქმედებებზე - ეს არის მათი სახე, ასე ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში. გიგი უგულავა - შლეგი ღარიბაშვილი საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს 5 წერტილიდან უტევს - მოგესალმებით საბჭოთა საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე კერა იყო. მხარდამჭერები ნიკა მელიას შეძახილებით ამხნევებდნენ. ნიკა მელიას პარტიის ოფისთან შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. სპეცრაზმმა მოქალაქეებისგან „ნაციონალური მოძრაობის“ შენობა თითქმის სრულად დაცალა, დარჩენილია მხოლოდ ერთი ოთახი, რომელშიც ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან. სპეცრაზმმა ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა. ხატია დეკანოიძე - ნიკა მელია დააკავეს გავრილოვებმა და როდიონოვებმა. ფიქრია ჩიხრაძე - 100 წლის წინანდელი 23 თებერვლის მემკვიდრეები არიან - მათ გაიფორმეს სამუდამო სახელად „გავრილოვები“ და 23 თებერვლის „გმირები“. იან კელი - ძალიან სევდიანი დღე. ადამ კინზინგერი - ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - შეძრული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში დღეს დილით განვითარებული სცენით. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი ოფისი დარბეულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მაიკლ კარპენტერი - ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში. ნიკა მელიას ადვოკატი - წარმოუდგენელი ვითარებაა, კიდევ არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ ასეთ უგუნურებამდე მივიდა ხელისუფლება - ყველანაირ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ სიმართლეს მივაღწიოთ. ნინო ლომჯარია - არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება. ელენე ხოშტარია - ივანიშვილმა მორიგი უდიდესი გამოწვევა გაუკეთა საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ზიზღით, ძალადობით მოუგზავნა პოლიციელების უამრავი რაოდენობა და პრაქტიკულად დაარბიეს ხალხი. მამუკა ხაზარაძე - უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! ჟიგიმანტას პავილიონისი - გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს! ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ჟიგიმანტას პავილიონისის პოზიცია ლიეტუვის მთავრობისა და სახელმწიფოს პოზიციას არ გამოხატავს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალადობა არ არის პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა, იმედი მაქვს, ჩვენ ქართველ მეგობრებს უფრო ღრმა კრიზისში ჩავარდნის თავიდან აცილება შეუძლიათ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი. გიგა ბოკერია - ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები - არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ აუცილებელია აქციები. ანდრიუს კალინდრა - საქართველოს მომავლისთვის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. გიგი უგულავა - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ნინო ბურჯანაძე - სირცხვილი იქნება საქართველოს მოქალაქეებო ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურის დამყარება - ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, ეს დემოკრატიისთვის კრიტიკული მომენტია. ზაალ უდუმაშვილი - მას შემდეგ, რაც ჩვენ დაავანონსეთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიკრიბებით, აუკანკალდათ მუხლები, ეშინიათ, რომ ხალხი დაიძვრება რეგიონებიდანაც და სასწრაფოდ კეტავენ თბილისს. ზაალ უდუმაშვილი - დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც. გიორგი ბოტკოველი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას აიყვანეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. ადვოკატების განცხადებით, მათთვის ამ დრომდე უცნობია, თუ სად იმყოფება ნიკა მელია. მამუკა ხაზარაძე - კონკრეტული მოთხოვნებია - ნიკა მელია გათავისუფლდეს! პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები! ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ არაფერი დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ გადავიდეთ ქუჩის პროტესტზე - ყველა გზა თავად ჩახერგა, ყველა ხიდი თავად დაწვა. ხატია დეკანოიძე - მუდმივი პროტესტი იქნება, ჩვენ არ ვაპირებთ დავიხიოთ უკან! ლინას ლინკევიჩუსი - ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. დავით ბაქრაძე - დიახ, იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" შეენარჩუნებინა სკამები, საქართველომ უკან დაიხია ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჯეიმს აპატურაი - ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. კარლ ჰარცელი - ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება - საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას. დავით ბაქრაძე - „ქართულმა ოცნებამ" გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი უფსკრულისკენ და ამ უფსკრულის სახელია სამოქალაქო დაპირისპირება. გიორგი ბარამიძე - კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. ანდერს ფოგ რასმუსენი - რაც დღეს საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია, პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. ევროპარლამენტარი ურმას პაეტი - ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. გიგი უგულავა - ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? ათასი სხვა აქტივისტი აიღებს დროშას. სალომე სამადაშვილი - „ოცნებამ" მიზანმიმართულად და პროვოკაციის გზით ქვეყანა ჩიხში მიიყვანა და ქართველ ხალხს ართმევს ევროატლანტიკურ მომავალს. გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ცივილიზებულ მსოფლიოს, ოპოზიცია ტოტალიტარული მიდრეკილებების ხელისუფლებასთან მარტო არ მიატოვოს. ზაალ უდუმაშვილი - დღეიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს და აუცილებლად ამოვაგდებთ ამ მორყეულ კბილს, რომელიც ქვეყანას 8 წელია აწუხებს. ეკა გიგაური - დააპატიმრო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი - აშშ-ს აქვს რეალური ბერკეტები საქართველოში, ახლა მისი გამოყენების დროა. ომბუდსმენი - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება. ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. ადვოკატი - ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილი არის - „ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე“. ელენე ხოშტარია - ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე! ანა დოლიძე - ხელისუფლება პოლარიზების სანახაობას ვერ გადააყოლებს ქვეყანას. ლუკ კოფი - საქართველოში ძალიან სერიოზული ვითარებაა - მხოლოდ პუტინი იგებს. ანზორ მელია - არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც ხომ საკითხავია, შვილი ქურდობაზე არ დაუჭერიათ - საქართველოს სიყვარულის გამო დაიჭირეს. სალომე სამადაშვილი ელჩებთან შეხვედრაზე - გვსურს, გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება იყოს მათი როლი, რომ დავიწყოთ ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა. ხატია დეკანოიძე ელჩებთან შეხვედრაზე - ყველაზე მნიშვნელოვანი საუბარი იქნება იმაზე, სად მიდის ქვეყანა. კარლ ჰარცელი - დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვებია დეესკალაცია და მოლაპარაკებებისკენ დაბრუნება, რათა არსებული დაძაბულობა განიმუხტოს. ოპოზიცია ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობს. ზაალ უდუმაშვილი - მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, იმ პირობით, რომ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს. გიგა ბოკერია - დიალოგის სივრცე იქნება მაშინ, როცა აზრზე მოვიყვანთ საზოგადოებრივი პროტესტით, წნეხით და სანქციების საფრთხით, რაც ივანიშვილს დაემუქრება. ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს - დროა ქვეყნის უკუსვლა შეჩერდეს. ზურაბ ჯაფარიძე - ეს არის კრიმინალური სამყაროს მიდგომა, მოდი, ჯერ დაგჩაგრავ, ქეჩოში ჩაგავლებ ხელს, ციხეში შეგაგდებ და მერე გეტყვი, მოდი, დავილაპარაკოთ! ასეთი რამ არ გამოუვათ! თინა ბოკუჩავა - დასავლელი პარტნიორები არიან უკიდურესად შეშფოთებული, ივანიშვილმა უნდა აირჩიოს მოლაპარაკების გზა, ან აუცილებლად ჩადგება სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში. კელი დეგნანი - საუბარს გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და „ქართულ ოცნებასთან“, რათა ვნახოთ, რამდენად არსებობს შემდგომი გზები. ნინო ლომჯარია - ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და ოპტიმისტურ განწყობაზეა, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ საკანში არ აქვს ტელევიზორი - იმედი მაქვს, მიეცემა საშუალება, გაეცნოს მიმდინარე მოვლენებს.

      მონეტის მეორე მხარე - შსს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პოლიციამ გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“. შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 21 პირი დააკავეს, რომელთა შორის გიორგი ბარამიძეცაა. შსს-ს განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები გამოძიების ფარგლებში ამოიღეს. ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით და მზად იყო ეკადრა ყველაფერი - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი! მადლობას ვუხდით ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს. თანამედროვე ბოლშევიკები - სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები და ოქრუაშვილები - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ. დავით სერგეენკო - ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ამიტომ არჩევანი გაკეთდა სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე. შალვა პაპუაშვილი - შსს-მ პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება - ვნახეთ, ოპოზიციის ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს. სოზარ სუბარი - მინდა მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისათვის. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა ვახტანგ გომელაურსა და პოლიციელებს, მთავრობის სახელით, საჯაროდ მადლობა გადავუხადო, იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და სტაბილურობა. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი - ვამაყობ თქვენით! ნიკა მელია არის კრიმინალი, პოლიციამ ის დღეს დილით მაღალპროფესიონალური სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. არჩილ თალაკვაძე - აშკარაა, რომ ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან ვინც მას ურჩევდნენ, აგულიანებდნენ. რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ დესტაბილიზაციის, დაპირისპირების და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მათი სცენარი, ფიასკოთი დასრულდა. კახა კალაძე - საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია. არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო პარტნიორებზე - პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას და დაუმორჩილებლობას, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ზუსტად ისეთი რეაგირება ექნება, როგორიც საქართველოში აქვს. მიხეილ სარჯველაძე - პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიების მიზანი სამართლის აღსრულება იყო - სამართლის აღსრულებას არც ერთ სხვა უფლებაზე არანაკლები ღირებულება გააჩნია. მამუკა მდინარაძე - არ დაგიმალავთ, რომ ჩვენი პარტნიორებისგან მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები. სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი. მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, თუ ვინმეს აწყობს კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ეს არის პუტინის რუსეთი. ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფოს წინაშე დადგა არჩევანი: ან ჩვენ შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც ექნებოდა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ან მუდმივად დავრჩებოდით არშემდგარ სახელმწიფოდ. გია ვოლსკი - არავის დაჭერა კარგი და მშვიდობის მომტანი არ არის - სხვა გზა არ დარჩა არც მოსამართლესა და არც აღმასრულებელს, სხვა მიმართულებით ემოქმედათ. მოლაპარაკებებზე, რომელზეც გვეპატიჟებოდნენ, ერთი მთავარი ამოცანა იყო - თქვენ უნდა წახვიდეთ, სააკაშვილმა უნდა მართოს ქვეყანა და მასთან ერთად საცივში თავჩაყოფილმა ხალხმა. დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობა" რომ დაკავების მეთოდებს იწუნებს, საოცრებაა, გადაახვიონ და ნახონ თავისი ჩადენილი საქმეები. გია ვოლსკი - სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს. არჩილ თალაკვაძე - ძალადობა ინსტიტუტებზე და პოლარიზაცია საქართველოს მომავალს ეწინააღმდეგება - ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ამ დღის წესრიგზე და პარლამენტში დაბრუნდეს. ალეკო ელისაშვილი - იბრიქებოდნენ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე - დაიცვეს მელია?! სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს? - საწყალი აქტივისტები დააჭერინეს! მელიას დაკავებამ სურათი დაამძიმა, ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება, ორივე მხარემ ემოციები უნდა მოთოკოს. დავით მათიკაშვილი - აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სიმართლე იქნას დამტკიცებული, რომ ქართული სახელმწიფო მოქმედებდა დემოკრატიის და სამართლის ფარგლებში. ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორები მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე გადის. ნიკოლოზ სამხარაძე - ვადასტურებთ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას, რომ არასასიამოვნო ფაქტია, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში მიდის, თუმცა მან და მისმა პარტიამ აირჩიეს ასე. ფრიდონ ინჯია - ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა და სხვა გამოსავალი არ იყო, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა შესრულდეს. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დავდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

      აქცია - გათავისუფლდეს მელია - მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტთან გადაინაცვლეს. ნინო ბურჯანაძე - შეუპოვრად ვიბრძოლებთ, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად, კონსტიტუციური მეთოდებით გამოვყაროთ კაბინეტებიდან. მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, სასწრაფოდ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები და დაე, ქართველმა ხალხმა გააკეთოს არჩევანი. ანზორ ბიწაძე - თავმომწონედ გვეუბნებიან, რომ სპეცოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ არავინ დაშავებულა, ეს არის ნიკა მელიას გადაწყვეტილების დამსახურება. გიგი უგულავა - ციხე არ კლავს, ციხე აძლიერებს! ხატია დეკანოიძე - ვერ გადაუვლით თავისუფალ ადამიანებს - ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ბიძინა ივანიშვილის, როდიონოვებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ. ბექა ბასილაია - ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა არის ახლოს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული. ანზორ მელია - ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს - მთავრობას მივმართავ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება. გიგი უგულავა - ვაპირებ პარლამენტთან დავრჩე, დაიწყება მორიგეობა.

      ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი წინაპრების წინაშე, ჩვენი იუნკერების წინაშე, რომლებმაც გმირულად გაწირეს თავი და შესწირეს ყველაზე ძვირფასი ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დაცვას.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 823 და 417 ფატალური შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში, საპროტესტო აქციის დროს, 57 ადამიანი დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 29

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 24, 2021||9:23pm

იმედია აღარ გამოუშვებენ

Kakha: თებერვალი 24, 2021||9:37pm

რატო ნერვიულობ, გარეთ როცაა დაღლილია, ეხლა ცოტა დასივენებს, განიტვირთება, აპათიის თერაპიებს მიიღებს

George: თებერვალი 24, 2021||11:06pm

არც არავისი დაჭერა მიხარია, მითუმეტეს რომ ერთუჯრედიან ქაჩალას ეხლა ნავალნის ადარებენ #qwellynews

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არეულობა გუმათში და ციხეში დატოვებული მელია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2021.
საათი: 11:08pm 0 კომენტარი

      რამდენიმე დღიანი გამოდარება, აპრილის დასაწყისში რომ გვქონდა, გეყოფათო ბუნებამ - ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ნამახვანი ჰესის ირგვლივ ისევ აქციები იმართება და გუმათში კვლავ არეულობაა, ამ წუთებში ენკას ბაზასთან დაპირისპირებაა. დღის ამბავი კი მელიას სასამართლო იყო და ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური ამბები. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 290129, ბოლო დღე-ღამეში - 1374, გამოჯანმრთელებული - 278251, ბოლო…

გაგრძელება

ჰესის საწინააღმდეგო აქციების დაშლა და კვლავ მედიაცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      სპეცრაზმი ნამახვანში - დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. კარვების დაშლა და აქციების ჩაშლი ან როგორც სამართალდამცავები ამბობენ, კომპანიისთვის საკუთარი საქმიანობის მშვიდ, დაცულ გარემოში ჩატარების უფლების უზრუნველყოფაო. მოკლედ, ნამახვანის ამბავი ძალიან მწვავდება. ოპოზიციასა და პოზიციას ისევ მედიაცია სჭირდება და გირჩებს კიდევ მიზეზი პარლამენტში შესასვლელად. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 288755, ბოლო დღე-ღამეში -…

გაგრძელება

დრაკონის კოსმოსური კვერცხები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2021.
საათი: 11:27pm 1 კომენტარი

      ყველა ნამდვილ მეოცნებეს აუცილებლად უფიქრია კოსმოსში გაფრენაზე. მრავალფეროვანი, უსასრულოდ ვრცელი სამყაროსთვის თვალის შევლებაზე. ოცნება რეალისტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე მარსზეც კი დავიწყეთ ადგილების შემოკავება, რაც მათი რელიეფის და მარსიდან გადაღებული ფოტოების სურათები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ნასას მისიებმა კოსმოსის ჩვენი ხელოვნების ნაწილად აქცია, ამიტომ მეოცნებე ხელოვანები ცდილობენ კოსმოსი მათ გარშემო შექმნან. ჩვენი დღევანდელი…

გაგრძელება

ფოსგრაფია ანუ სინათლის აღბეჭდვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2021.
საათი: 11:17pm 0 კომენტარი

      მზის სხივზე ლამაზი რა უნდა იყოს? მაგრამ მისი აღბეჭდვა ცოტა რთულია. განსაკუთრებით სხივის მოძრაობის აღბეჭდვაა რთული, მისი ხვეულების ან სწორხაზოვნობის. მზის სხივის შემდეგ, ბუნებრიობიდან უკვე ხელოვნურ სინათლეზე უნდა გადავინაცვლოთ. აქ შედარებით მარტივად არის საქმე, მაგრამ დღეს რაც უნდა გაჩვენოთ ისეთი სინათლეა, რომელიც ფოტოაპარათითაა დახატული და არა სხივით. ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა ვიტორ შიეტიმ (Vitor Schietti) სრულად მოიცვა სინათლის ბუნება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters