დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607; გარდაცვლილი - 3447, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 318. დოლარის ფასი ლარში - 3.3084.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოავლინა. ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საქართველოს უვაქცინო წელი ემუქრება. კერძო ბაღები დაუმორჩილებლობით იმუქრებიან, თუ 1-ელი მარტიდან მუშაობის უფლება არ მიეცემათ. შოთა ბურჯანაძე - ფინანსური ზარალი კოლოსალურია, 250 000 ადამიანი კი უმუშევარია - ბიზნესი თუ არ ამუშავდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი.

      მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმინეს. ირაკლი ღარიბაშვილი - აბსტრაქტული სტანდარტების და რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით საქართველოს ევროკავშირში არავინ მიიღებს. ვაღიაროთ, ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფოსგან ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გაეცა მარგინალური ძალების მიერ ორგანიზებულ ძალადობას. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორ და როდის დასრულდება პანდემია, ამიტომ საკმარისი აღარ არის მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება. სრული მხარდაჭერა გომელაურს, რომელიც ძალიან ეფექტიანად მართავს თავის უწყებას, სრული მხარდაჭერა თითოეულ პოლიციელს. თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ეყოფა გამბედაობა, ჩვენი გუნდი მიესალმება მასთან დიალოგს, არ ვგულისხმობ რადიკალურ ფრთას, რომელიც ქვეყნის ნგრევას ცდილობს. მთავარი პრიორიტეტები იქნება, დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება, ვაქცინების შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი გეგმის შემუშავება. ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია. 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ - არაერთი ფასადური რეფორმების მომსწრე გავხდით წინა მთავრობის დროს. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ხალხმა იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. ჩვენმა ეკონომიკამ 2020-2021 წლებში 8.5 მილიარდი ლარი დაკარგა, ეს დანაკარგი, რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე აისახა. პოლიციელის მიმართ სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ კუთხით არ გვექნება - პოლიციელი არის ხელშეუხებელი. უგუნური, ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ოკუპაცია მივიღეთ! ასზე მეტ სოფელს მოღალატე სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. საჭიროა არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე - საერთოდ, რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან?! ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც თავის უწყებას ეფექტურად უძღვება, სრული მხარდაჭერა ექნება. სიცრუის მანქანასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა ასეთ ბრალდებას საკადრისი პასუხი გავცეთ. ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური, შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, ჩვენ - შეცდომები მოგვივიდა, ალბათ კიდევ მოგვივა. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გადახედვას და მასშტაბების გაზრდას საჭიროებს. მტრული სახელმწიფოს ინტერესები ხშირად ემთხვევა დესტრუქციული ძალის - სააკაშვილის და მისი პარტიის მიზნებსა და ამოცანებს. ვახტანგ გომელაურს კარგი ინიციატივები აქვს, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში. დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე - ყოველ ასეთ გამოვლინებაზე მკაცრი პოზიცია გვექნება, აღარავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ! პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქაოსის და დესტაბილიზაციის ფონი. შემსუბუქების ღონისძიება ამ კვირიდანვე ამოქმედდება - პირველი ვაქცინა მარტში შემოვა და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრება. ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან. დავით გარეჯის საქმეზე - ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია! მელიაზე - საქმე გვაქვს ცნობილ დამნაშავესთან, რომელიც დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ მოგვევლინა იმ მოტივით, რომ უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ, თითქოს პარტიის თავმჯდომარეს ვდევნით. ივანე მაჭავარიანი - მთავრობის უახლოეს სხდომაზე, განსახილველად გამოვიტანთ დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ. ირაკლი ბერაია - ნაბიჯები, რაც შს სამინისტროში გადაიდგა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას. ირაკლი ქარსელაძე - მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით 2020 წლის ბოლოს გარღვევა იყო - პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ნინო წილოსანი - გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული გუნდი ვართ, ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, შევქმნათ თანამედროვე აგრო-რეგიონი. ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაცმოძრაობასთან" მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო. რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან? ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ერთი სული აქვს, როდის აიღებს შტურმით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს. ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა. ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას. საბა ბუაძე - ის აგრესიული ხაზი, რის გატარებასაც „ქართული ოცნება" და ირაკლი ღარიბაშვილი აპირებენ, საგანგაშოა. რომან გოცირიძე - განცხადებები, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა, ვითარების ესკალაციას ემსახურება. ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს - გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილს - ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველს მაძლევს თქვენი სამართლიანად პრინციპული ხასიათი. ფიქრია ჩიხრაძე - განათლების მინისტრობის კანდიდატის ინიციატივა განათლების სფეროს კვლავ კორუფციის ჭაობში ჩაძირვის საწინდარია. ალეკო ელისაშვილი - გულანთებულებს, გავარვარებულებს, ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს, ყველას გვჭირდება კომპრომისი. ირაკლი ქარსელაძე - მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტმა დროულად უნდა უზრუნველყოს. გიგი უგულავა - ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება - მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, იბრიქოს რამდენიც უნდა. ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს - რიტორიკა, რითაც გამოხვედით, ნიშნავს, რომ კიტოვანის გზას ირჩევთ - იმედს ვიტოვებ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას, ეს გზა, დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ. გურამ მაჭარაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს ხისტი განცხადებები, მას აქვს პრინციპული განცხადებები, რაც ესოდენ საჭიროა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში.

      მოლაპარაკებები თუ აქციები - ფორმები გასარკვევია - მიხეილ სარჯველაძე - ულტიმატუმის დაყენების გზით მოლაპარაკება არ არის მოლაპარაკება - ყველა კონსტიტუციური შეთავაზება „ოცნების“ მხრიდან შეთავაზებულია. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ მოლაპარაკებები არ გვინდა, არის აბსურდი - ჩვენი მხრიდან ბევრი დათმობა იყო და იქნება, ოღონდ იმ ჩარჩოებში, რასაც ჰქვია ქართველი ამომრჩევლის ნების შესრულება. ზაალ უდუმაშვილი - აქცია დროებით გადადებულია, ხელისუფლებას დრო მივეცით, რომ მოლაპარაკება შედგეს, თუ ეს მოლაპარაკება და შეთანხმება არ შედგა, აქციები გაგრძელდება. რატი იონათამიშვილი - ამბობენ, რომ ერთადერთი პირობა, რაზეც შეიძლება მოლაპარაკება შედგეს, რიგგარეშე არჩევნებია, ამ წინაპირობის გარეშე მოლაპარაკება შესაძლებელია. გიგა ბოკერია - თუ ძალისმიერი მეთოდებით წამოვლენ, ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დაჩქარება. პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი დააკავეს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ჯგუფების განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მთელი ეს პერიოდი გასულები იყვნენ სამართლებრივი სივრციდან. გია ხუხაშვილი - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც კონსტრუქციულობანას თამაშობს - ეს უფრო ფასილიტატორებთან პრანჭვას ჰგავს, შეთანხმების საფუძველი პრაქტიკულად არ არსებობს. „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე „რუსეთი ოკუპანტია", „სისტემა ყარს" დაწერეს. „არასდროს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში" - ამ სლოგანით სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავდა. ხატია დეკანოიძე - თუ “ოცნება” გადაწყვეტს, რომ ძალისმიერი შტურმით აიღოს ოპოზიციური პარტიის შენობა, მათ მოუწევთ ყველა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, ჩემი ჩათვლით. დავით ჭიჭინაძე - თუ მართლა შევარდნენ ოფისში, სადაც დღეს ახალი ეროვნული მოძრაობაა, „ქართული ოცნება“ გამოცხადდება სისხლიან რეჟიმად. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას არ ჰქონდა პერსპექტივა, რომ დაეორგანიზებინათ ისეთი აქცია, მათ რომ სურდათ და ახლა ამ აქციის გადადებას კომპრომისად ყიდიან. არჩილ თალაკვაძე - მივმართავ ოპოზიციას - თუ მართლა გსურთ ვითარების განმუხტვა, ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს.

      ექსპორტის სტატისტიკა - 21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 19.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ექსპორტის ღირებულება - 86.1 მლნ აშშ დოლარი.

      მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 112 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 12 604 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 337 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 76

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters