კოლაუ ნადირაძის ლექსის დღეა დღეს. დღე რომლითაც საბჭოთა კავშირმა ჩვენი სამწლიანი დამოუკიდებლობა წაიღო. იუნკერებისთვის პატივის მიგების დღეც არის და მემორიალებზე ყვავილების მიტანის, წუთიერი დუმილის და დამოუკიდებლობაზე ბრძნული ფრაზების დღეა. დღის მთავარი თემა კი მაინც დაპატიმრებული და გასაჩივრებაარიდებული მელიაა და ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269800, ბოლო დღე-ღამეში - 362; გამოჯანმრთელებული - 263727, ბოლო დღე-ღამეში - 470; გარდაცვლილი - 3475, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 302. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 501 ტესტი ჩატარდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. პრემიერის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს. ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა - მოქალაქეებს ვთხოვ, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, სახელმწიფო საწარმოებს აქვთ საკმარისი პოტენციალი, რომ წამყვანი როლი შეასრულონ ეკონომიკის დარგების განვითარებაში. ნათია თურნავას განცხადებით, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს, ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში დადებითად აფასებენ საქართველოს, როგორც ახალაღმოცენებულ ქვეყანას საერთაშორისო შეჯიბრებების ზამთრის ჩემპიონატების მსოფლიო რუკაზე. პატრიკ ლანგი - ბაკურიანში მაღალი რანგი სათხილამურო სპორტული შეჯიბრის ჩატარება ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ. დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ "კოვაქს პლატფორმასთან"თანამშრომლობს, "კოვაქს პლატფორმაზე" ვაქცინების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

      საუკუნისწინა დანაკარგი - იუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს არქივმა, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ვირტუალური გამოფენა მოაწყო. ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების კონკურსი გამოცხადდა. კელი დეგნანი - დღევანდელი დღე, ისე როგორც არასდროს, გვახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კარლ ჰარცელი - საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია. არჩილ თალაკვაძე - 100 წლის შემდეგ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ საქართველოს უფსკრულისკენ მიაქანებს - სიმბოლურია, რომ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი.

      მელიას საჩივარი არ განიხილება - ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. 26 თებერვალს, 15:00 საათზე ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. ნიკანორ მელიას დაპატიმრება არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. ადვოკატი - ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით. მამუკა მდინარაძე - პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ნიკა მელიას პატიმრობა არ ყოფილა. ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას გადაწყვეტილება რჩება იგივე - არის ძალიან მხნედ, დიდი შემართებით და არასოდეს გახდება ივანიშვილის უსამართლობის თანამონაწილე. ამერიკელი სენატორი - იმედგაცრუებული ვარ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ხილვით, პოლიტიკური უთანხმოება არასდროს უნდა გადაიჭრას ძალის გამოყენებით ან აგრესიით. არჩილ თალაკვაძე - გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება. დავით ჭიჭინაძე - ის, რაც დღეს ხდება, ბიძინა ივანიშვილმა შემოაგდო დიდი ხანია. კოჯორში, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ არჩილ თალაკვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდეს. არჩილ თალაკვაძე - სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ზაალ უდუმაშვილი - იმ უგუნური შტურმის შემდეგ ფეხზე დადგა სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა - თუ ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს, შემდეგი ნაბიჯი უკვე სანქციები იქნება. ევროკავშირი - ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა - ველოდებით, რომ მთავრობა საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს. გიორგი ბარამიძე - ყველა მეგობარი, ევროპასა თუ ამერიკაში ლაპარაკობს, რომ შესაძლოა, ამ რეჟიმის თავკაცებს, ოლიგარქ ივანიშვილს, ე.წ. პრემიერ-მინისტრს და სხვებს სანქციები დაუწესდეთ. შალვა პაპუაშვილი - სანქციების დაწესების არანაირი მოლოდინი არ გვაქვს. საქართველოში ისრაელის საელჩო - საელჩო წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ელჩის ინტერვიუდან ზოგიერთი წინადადება ამოიღეს კონტექსტიდან და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. გიგი უგულავა - დღეს ვინც ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება, ზოგი იდეურად, ზოგი შიშით, ზოგი ანგარებით, ნებსით თუ უნებლიედ, მე-11 არმიის წევრები ხდებით. აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიები პროტესტს წყვეტენ და აქციებს თბილისში გააგრძელებენ. მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკებების პროცესი არათუ პერსპექტიულია, არამედ უალტერნატივოა. სჯობს, უფრო პრაქტიკული და საჭირო საკითხებით დავკავდეთ - არ არსებობს არავითარი წინაპირობა იმისა, რომ რაიმე სახის სანქციების დაკისრებაზე ვისაუბროთ. ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ნიკოლოზ სამხარაძე - პოლარიზაციიდან გამოსავალი ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლა და მათი მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაა. “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ. გია ვოლსკი - ნიკა მელიას დაპატიმრებით მანიპულირებს „ნაცმოძრაობა“ და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, მე მათ პირობითად, „საცივში თავჩაყოფილებს“ ვეძახი. გიგი უგულავა არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ამ ვითარებაში რა პარლამენტზე ვლაპარაკობთ? ვინც არიან, ისინიც უნდა გამოვიდნენ. ნინო ბურჯანაძე - აქციების პროცესი უწყვეტი იქნება, ვიდრე არ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. გიგა ბოკერია - ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, მელიას და რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები - ამის მიღმა ვერ იქნება ვერაფერი, რამაც შეიძლება განმუხტოს ვითარება. გია ვოლსკი - ოპოზიცია ფიქრობს, თუ როგორ გამოძვრეს იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს. მათ მიერ დაყენებული არც ერთი საკითხი არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს - ეს არის კონსპირაცია და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ!. გიგი უგულავას განცხადებით, აქციების გარდა, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს. ხატია დეკანოიძე - არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა. ნინო ბურჯანაძე - იმ ფონზე, როცა რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავების გამო, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრების გამო? - მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი! მაკა ბოჭორიშვილი - სანქციების რეჟიმი არ განიხლება, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი დონის სასჯელებზე ვისაუბროთ. გიგა ბოკერია - არასდროს საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასე ფართოდ და ასე ახლოს არ ყოფილა პერსონალური სანქციების საკითხი განხილული თავისუფალი სამყაროს მიერ. დავით სერგეენკო - ღრმად მწამს, რაც არ უნდა პოლიტიკური თუ რაიმე სხვა ინტერესები გვქონდეს, არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება და რაღაცის მოდელირება. თელავიდან ჩამოსულმა აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს. კახა კალაძე - მნიშვნელოვანია ის მოწოდებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ - საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია. გიგი უგულავა - თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს - ახლა პირდაპირობის დროა! გერმანიის ელჩი - საქართველოში თვალსაჩინოა საშიშროება იმისა, რომ პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ. მამუკა მდინარაძე - ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ - ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ.

      თავდასხმა სანაიაზე - „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ. ომბუდსმენი - უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა, მოვუწოდებთ, შსს-ს ეფექტური გამოძიება აწარმოოს. ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას გმობს. კრამონი ვახო სანაიაზე - თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში. დიმიტრი ხუნდაძე - ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ ვიყოთ ობიექტურები - არც თუ ისე იშვიათად, ტელევიზიების მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ტყუილის ტირაჟირება ხდება და ტყუილიც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. აშშ-ის საელჩო - ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. ნინო ჟიჟილაშვილი - მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ.

      ახალი მარკა - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა. საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით, 2021 წელს მიმოქცევაში შევა.

      განცალკევებული სამინისტრო - შალვა პაპუაშვილი - მარტის ბოლოს უკვე გვექნება ცალკე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო.

      მეფუტკრეობა - ლევან დავითაშვილი - მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ქართული თაფლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,4-ჯერ გაზრდილია.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 99 ქვეყანაში მიმდინარეობს - ისრაელში ვაქცინაცია მოსახლეობის 85.9%-ს ჩაუტარდა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 198 შემთხვევა გამოვლინდა და 446 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კორონავირუსის 8 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 40%-ით მეტია.

      პროტესტი სომხეთში - სომხური მედია - სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა. დიმიტრი პესკოვი - კრემლი შეშფოთებით აკვირდება სომხეთში არსებულ ვითარებას. ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად მსვლელობას აწყობს. სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი სომეხ ხალხს მოუწოდებს, ქვეყნის არმიის გვერდით დადგნენ. მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგია, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. სომხეთის პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და საზოგადოებას თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს. სომხური მედია - ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას პოლიციის ოფიცრებიც შეუერთდნენ.

      გენერალი ტოდ უოლტერსი - რუსეთი აშშ-სა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის მუდმივ საფრთხედ რჩება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 80

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters