Qwelly ბლოგი! - სიახლეები (842)

პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 30, 2020 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კორონას ფეხმოტეხილი დაბრუნება, ზარი პომპეოსგან და არჩევნები

      ჩამოუყალიბებეი და მიმობნეული ამინდის პარალელურად, ქვეყანაშიც არეულობა და მიმობნეულობაა. უკვე ყოველდღიური ნიუსის შემადგენელი ნაწილია ვისამე დაკარგვა და მერე ძებნა-ძიება და პოვნის შიშიც კი. არჩევნები ახლოვდება და უკვე მრავალგზის გამოცდილი და ნამუშევარი ხერხებით ისევ-ისე ასმენინებენ ამომრჩეველს იმას, რაც მათი აზრი მოეწონება ხალხს. დღის მთავარი ამბავი ისევ კოვიდია, ისევ არჩევნები, ზარი ამერიკიდან და იდუმალი გარდაცვალების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პროკურატურის პრობლემები და ლოცვა-გალობა აია სოფიას გარშემო

      აია სოფიას გარშემო ლოცვა და გალობა - მსოფლიოს ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ. მეორე თემა ცხადია, კორონას მსოფლიო სტატისტიკური ამბები რჩება და ახლა უკვე ვაქცინის შექმნა-შეუქმნელობა, მილიარდელები ახალი ბიზნეს ქეისებით. ლოკალური ამბები მედიაში მხოლოდ გარდაცვალებებს ეხებოდა - შაქარაშვილის საქმეს დაემატა ბაჩალიაშვილის საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივლისი, 2020

      პადემიის მეორე ტალღა -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 23, 2020 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ტერაქტი უკრაინაში, საარჩევნო ბღლაცუნი და კორონა ჩაკეტვის ზღვარზე

      მარნეული განმეორებით ჩაკეტვას ცოტა გადარჩა. ეპიდემილოგებმა მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავეს. პოლიტიკურ ნაწილში, სადაც თავშეკავება უცხო ხილია, ერთმნიშვნელოვნად, არჩევნები ლიდერობს. ჯერ დიდი დროა იქამდე, მაგრამ ურთიერთ ლანძღვა უკვე დაწყებულია - ყველას სჯერა საკუთარი გამარჯვების. ხორავას საქმეზე მსჯავრდებულს მსჯავრი განესაზღვრა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 ივლისი, 2020

      ჯანაცვა რაც პირდაპირ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2020 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ოცნების მაჟორიტარები, შაქარაშვილის ექსპერტები და აზერბაიჯანული ტყუილ-მართალი

      ენითაღუწერელი სიცხე იყო, მაგრამ ამ მზისა და ხვატის მიუხედავად, დღეს, მინდორში მაინც შედგა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების წარდგენა. დღის მეინსტრიმი სწორედ ამ თემას ეკუთვნოდა მედიაში. ასევე კორონას ახალი შემთხვევები ისმოდა და იკითხებოდა, შაქარაშვილის საქმეზე ახალი საექსპერტო დასკვნები და აზერბაიჯანული გამოცემის ხმაურიანი ინფორმაცია - სომხეთმა იარაღი საქართველოს გავლით მიიღოვო!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ივლისი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2020 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ელექტრონული კომუნიკაციის რეგულაცია, გამოფეისბუკებული არჩევნები და რუსეთის რიტორიკა

      ჩინეთი რისი ჩინეთია ეკონომიკური ზრდა არ ჰქონოდა სულ მალე, თუნდაც კორონას პერიოდშივე. დღის ამბები ელ კომუნიკაციების კანონია, ასევე რუსეთის რიტორიკა და საარჩევნო რეიტინგები და კანდიდატებით ტრაბახობანა. ძალიან ჩამოცხა დღეს, თუმცა 18 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. დოლარის კურსს რაც შეეხება - აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ივლისი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 16, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ათასეული კორონიანი საქართველოში, ოცნების სახეები და ფეხბურთელის საქმე

      დღესასწაულის ქველინიუსი ცოტა პოლიტიზირებული და შედარებით ხმაურიანი გამოდგა. ცხადია, ბოლო დღეების და კვირების მთავარი ამბავი ისევ ფეხბურთელის საქმეა, რომელსაც ოპოზიციური მედია აშუქებს, ნაკლებ ოპოზიციური კი აქა-იქ ნიუსებს უთმობს. დღის მთავარი ამბავი პარლამენტარების საქმიანობასაც ეხებოდა და ოცნების შიდა პოლიტ-სახეების საქმეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ივლისი, 2020

      ქართველი კორონა ათ ასეულს ასცდა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2020 წელი. 11:00pm — 3 კომენტარი
________________

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დასტური მეორე მოსმენით, ნაპოვნი ცხედარი და გამოძიება, მსახურება შეჩერებული მღვდელი

      დღის მთავარი ამბავია კონსტიტუციის ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცება. პარალელურად ოპოზიციის პროტესტი პარლამენტდან რურუას გათავისუფლების შეძახილებით. ასევე კონგრესემენების ქება ან კრიტიკა ქართული პოლიტიკის შიდა სამზარეულოზე, კორონას ახალი შემთხვევები, საპატრიარქოს აკრძალვები და გამოძიება იდუმალ სიკვდილზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 ივნისი, 2020

      ქართული შემთხვევები - რუსთავის „ცხელების…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2020 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

წარდგენილი მაჟორიტარები, მხარდაჭერილი ცვლილებები და გაბუნიას „მკვლელები“

      საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა დაიწყო და პირველი კენჭისყრა მხარდაჭერით დასრულდა. ამასობაში 20 ივნისი მოახლოვდა და ვიღაც რუსის გამო ქართველების დაწყებული ჩხუბის მოსაგონრად, ისევ იკრიბებიან. ოპოზიციამ არჩევნებისთვის კადიდატები გამოიყვანა და ნელ-ნელა საარჩევნო გარემო სრული დატვირთვით გვევლინება. გაბუნიას მოკვლის მსურველებს ისევ ეძებენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ივნისი, 2020

      კორონას…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2020 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

კადიროვის რჩევა-მუქარები, იარაღიანი რურუა, მაჟორიტარების ჭადრაკი და იაფი სასტუმროები

      დღეს პოლიტიკოსები ძალიან ბევრს საუბრობდნენ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობაზე და მის უკან ჯერ კადიროვის, ხოლო კადიროვის უკან პუტინის ხელზე. დღის მეინსტრიმი თითქმის სრულად ამ ფაქტმა მოიცვა. იყო ამბები მოახლოებულ არჩევნებზე, სადაც მაჟორტარების გადალაგება-გადმოლაგება მიმიდინარეობს, ასევე კონსტიტუციის ცვლილებასა და რურუას იარაღიან საქმეზე. დოლარი სამიან ნიშნულს ასცდა და თბილისის ხანძრებზეც ისმის ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2020 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

აგენტურის აღმოჩენა, პირბადიზაციის წესები, არჩევნების ფალავნები და ინსპექტორის ამბები

      კორონას სტატისტიკამ მოიმატა და ქვეყანაც ნელ-ნელა შეშფოთებამ მოიმატა, დაიწყო მეორე ტალღებსა და შესაძლო აკრძალვებზე საუბარი. ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებულია - 879 მოქალაქის ტესტში, გამოჯანმრთელებული - 704, გარდაცვლილი - 14. ქვეყნის სხვა ამბებში მოახლოებული არჩევნებისთვის კანდიდატის მოფიქრება-მომზადების ნიუსებია, ასევე დიპლომატებთან შეხვედრა და დღის ბოლოს ხმაური რუსი აგენტის დაკავებაზე. რაც შეეხება წვიმიან მომენტებს - 15-19 ივნისს,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2020 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

პირბადე როგორც ფარი, ენაწყლიანი პრემიერი და საოცივნისე სამზადისი

      კორონამ გადაიარაო და ავიწყვიტეთ, მაგრამ კორონამაც აიწყვიტა და გაურკვეველი წარმომავლობის ინფიცირებულები გამოჩნდნენ. შესაბამისად დაიწყო პირბადეებით სიარულზე და მკაცრ დისციპლინაზე საუბრები, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი - მედიაში დღე მთავარია პრემიერმა რა თქვა მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიცია როგორ ემზადება 20 ივნისისთვის, პოსტპანდემია პერიოდში კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ და ქალაქს როგორ მართავს კალაძის გუნდი. სიცხე ნარჩუნდება, დოლარი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2020 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

ანტიკრიზისული ბიუჯეტი როგორც ქამრების მოჭერა

      ანტიკრიზისული ბიუჯეტი ის დოკუმენტია, რომელიც პანდემიისგან მიყენებული ზარალისთვის იქმნება და მისი განხილვა პარლამენტში დღეების განმავლობაში გრძელდება. დაფინანსებების შემცირება, ქამრების შემოჭერა და ა.შ. ისმოდა ამ განხილვაში. ზაფხულმა ფეხი დაგვადგა - ხვალ, 10 ივნისს საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე გაიზრდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივნისი, 2020

      მარინა ეზუგბაია - კოვიდ 19-ის 8 ახალი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მაჟორიტარიზმი პარლამენტისთვის, პოსტ კორონას აკრძალვა-ნებართვა და რასიზმი არეულობის მოტივად

      გადამწვარი და გამომცხვარი ზაფხული გველოდებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. ტემპერატურა, ზოგიერთ დღეებში, 40 გრადუსამდეც კი მოიმატებსო და მგონი ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა - ჩახუთულობა და სიცხე ივნისის მეორე კვირას არ აკლდა. დღის ამბებში ნელ-ნელა არჩევნები დაწინაურდა და საარჩევნო მაჟორიტარების მოხვედრის გზების ძიება, ცხადია, პოსტკორონა პერიოდში ეკონომიკისა და მთავრობის პასუხისმგებლობებზე, აკრძალვებსა და ნებართვებზე ამბები, ერთ-ერთი მეინსტრიმული…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2020 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters