ტერაქტი უკრაინაში, საარჩევნო ბღლაცუნი და კორონა ჩაკეტვის ზღვარზე

      მარნეული განმეორებით ჩაკეტვას ცოტა გადარჩა. ეპიდემილოგებმა მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავეს. პოლიტიკურ ნაწილში, სადაც თავშეკავება უცხო ხილია, ერთმნიშვნელოვნად, არჩევნები ლიდერობს. ჯერ დიდი დროა იქამდე, მაგრამ ურთიერთ ლანძღვა უკვე დაწყებულია - ყველას სჯერა საკუთარი გამარჯვების. ხორავას საქმეზე მსჯავრდებულს მსჯავრი განესაზღვრა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 ივლისი, 2020

      ჯანაცვა რაც პირდაპირ დაუკავშირდა კორონდაცვას - კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაუდგენელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა. კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს. ეკატერინე ტიკარაძე - დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი. სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩავერთვებით, რაც ჯანმო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინის გამოყენება დასაშვებია კვლევებისთვის. მარინა ეზუგბაია - რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, ნამდვილად უნდა შევასრულოთ - კორონავირუსი არსად წასულა, აქ არის. ნათია თურნავა - სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პროტოკოლს ვამზადებთ. ამირან გამყრელიძე - გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა რამდენიმე კლასტერი. ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას აჭარბებს, შესაბამისი ზომებია გასატარებელი. ბაზრობებზე გასამკაცრებელი იქნება ყურადღება. მოშვება არ შეიძლება, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქვეყანამ კოვიდ 19 დაამარცხა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. პაატა იმნაძე - შანსი არის ერთი - ყველას უნდა გვეკეთოს ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და არაფერი დაიკეტება. გიგი უგულავა - რეალურად, ჯანდაცვის მინისტრი არის ეკა ხვედელიძე, რომელიც არაოფიციალურად ატარებს თათბირებს, ტელეფონით არის ჩართული.

      შეამსუბუქე მუხლები - მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებას დართავს 6 თვით ქვეყანაში შემოვიდნენ და დისტანციურად იმუშაონ. ნათია თურნავა - იმედი გვაქვს, რეგულარული ფრენები გაგრძელდება და ფასებიც ალბათ, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. ნათია თურნავა - ყველა ახალგაზრდას ვულოცავ რეგულაციების შემსუბუქებას - ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები დაშვებულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის დაცვით დაიშვებიან.

      საარჩევნო ამბები დაიწყო - ანზორ ბიწაძე - გაგვაგებინოს გია ვოლსკიმ, ეს „ოცნების“ მაჟორიტარები რომელი კლასტერია? რატი იონათამიშვილის ინფორმაციით, კახა ოქრიაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა სურს. გიორგი ვაშაძე - კვლევებით ტოპლიდერებს შორის ვარ - ჩემი რეიტინგი ძალიან მაღლა ავიდა და დავით ბაქრაძის პოზიტიურ შეფასებას მიუახლოვდა. მამუკა ხაზარაძე - ვიწყებთ საპარლამენტო გუნდის ფორმირებას, კანდიდატებს ვუთანხმებთ ამომრჩეველს. გიორგი ვაშაძე კახი კახიშვილზე - რატომ იმალებოდა, თუ მაგარ რეფორმებს აკეთებდა? ვინც კარგ საქმეს აკეთებს, არ იმალება, ვინც ფულს აკეთებს, ის იმალება. გია ვოლსკი - არჩევნებში კახა ოქრიაშვილს აქვს გარკვეული შანსი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი კანდიდატი აჯობებს. „რეფორმერის“ წევრი - საქართველო შენელებული მოქმედების ნაღმზეა. დავით ჭიჭინაძე - კახი კახიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ამ ბრძოლაში შემოვიდა. გიგი უგულავა - დავით სერგეენკო გამოიყენეს, მერე გადააგდეს და ახლა მაჟორიტარად დააყენეს სამადლოდ. ანრი ოხანაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიციას ბინძური, პოლიტიკურად უზრდელური და არაადეკვატური საარჩევნო კამპანია ექნება. გიგი უგულავა - თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს, ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ და ვიყიყინოთ. ალეკო ელისაშვილი - ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო, ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას დაყენების შემთხვევაში, საბურთალოს პირველ ტურში წააგებდნენ. საბურთალოზე, სავარაუდოდ, ყველა პარტია თავის კანდიდატს დააყენებს - უგულავა.

      განსაზღვრული სასჯელი - მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. ლუკა კალანდია - დანებებას არ ვაპირებთ, არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით ციხეში გაშვებას. თენგიზ კალანდია - ახლა შაქარაშვილზე ამბავია ატეხილი და არ უნდოდათ კალანდიაც დამატებოდათ. მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მაღალჩინოსნებისგან სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა. პროკურორი - მიხეილ კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.

      აქტიური ომბუდსმენი - ნინო ლომჯარია - აშშ-ის ელჩი დაინტერესდა, თუ აწყდება ბარიერებს სახალხო დამცველის აპარატი საქმიანობის დროს. შაქარაშვილის საქმეზე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავინახოთ ობიექტური სურათი საქმეში. ქართული მხარე ყოველგვარი კომუნიკაციის თუ მოლაპარაკების ფორმატის გარეშეა დარჩენილი, რაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოქალაქეებზე მძიმედ აისახება. ნინო ლომჯარია კელი დეგნანს შეხვდა.

      თბილისის მერია - პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალი რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩება.

საზღვარგარეთულები:

      აქტიური კორონა - აშშ-ში 24 საათში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 372 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში, 24 საათში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა მზადაა. რუსეთში კორონავირუსის 5 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 153 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში, 24 საათში კორონავირუსით 229 ადამიანი დაიღუპა.

      ჯო ბაიდენი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევას საწინააღმდეგო აქტად განვიხილავ და უყოყმანოდ გავცემ პასუხს.

      რუსეთში ირანის ელჩი - ირანი ახალი რუსული იარაღის შეძენით დაინტერესებულია.

      ტერაქტი უკრაინასი - მედიის ინფორმაციით, უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და მგზავრები გაიტაცა. ვლადიმერ ზელენსკი - ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს. მედია - გატაცებულ ავტობუსში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მეგობართან დაკავშირება შეძლო. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ავტობუსი გაიტაცა, ნასამართლევია. უკრაინელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ ავტობუსის გამტაცებელმა დაურეკა და ადგილზე მედიის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატაცებულ ავტობუსში 10-მდე მძევალი იმყოფება. უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ვლადიმერ ზელენსკი - გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მედია - დამნაშავე, რომელმაც უკრაინაში ავტობუსით მძევლები აიყვანა, პერიოდულად ასაფეთქებელ მოწყობილობებს აფეთქებს. მამაკაცი, რომელმაც უკრაინაში მძევლები აიყვანა, პოლიციის დრონს ესვრის. უკრაინის შს მინისტრი ჟურნალისტებს მოუწოდებს, მოზომილად გაავრცელონ ინფორმაცია ეჭვმიტანილზე. უკრაინული მედია კიევის საერთაშორისო აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ იუწყება. უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელმა სამი მძევალი გაათავისუფლა.

      კელი დეგნანი - შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ხდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 155

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters