ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის შიშია. კორონას ამბები აქტუალურობას ცოტა კარგავს. ამ დროისთვის - დადასტურებული შემთხვევა - 963, გამოჯანმრთელებული - 841 და გარდაცვლილი - 15.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 ივლისი, 2020

      კორონას ქართული სიახლეები - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებული, ერთი კი შიდა გადაცემაა. მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ლევან კობერიძე - „ოცნება“ კორონავირუსზე პარაზიტობს - კორონავირუსი მაშველი რგოლი აღარ არის, უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს რეალურად მმართველი გუნდი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისის ბოლოს კორონავირუსის დადგენაზე 24 ლაბორატორია იმუშავებს და დღეში 3000 ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რჩევაა, წინასაარჩვენო კამპანია დისტანციის დაცვით და ღია სივრცეებში ჩატარდეს. ანა კასრაძის ინფორმაციით, ჯანმო დასაშვებად მიიჩნევს ჰაერით კორონავირუსის გადაცემას, თუმცა, საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები. თამარ გაბუნია - კოვიდ პასპორტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ აღიარებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მუშაობა მიდის გეგმაზე, რომ მეორე და მესამე ტალღის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს. ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერის ჩართვის შესაძლებლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც „ალბათ უნდა გავრცელდეს“. როცა რეგულაციებს ვამსუბუქებთ, გარკვეული რისკი ყოველთვის მატულობს, კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს, ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით. კოვიდს შოლტით ვერ დავამარცხებთ, თვითშეგნებით, პირბადითა და დისტანციის დაცვით კი მინიმიზაციას მოვახდენთ.

      შაქარაშვილის რთული, ტყუილ-მართალი საქმე - შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. შსს - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის 121 ჩხრეკა, გამოკითხულია 93 პირი. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურას გადაეცემა. დაიწვა ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია იმის დასადგენად, ადგილი, სადაც შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, განზრახ დაწვეს თუ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. ვლადიმერ ბორცვაძე - ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფის წამოსაყვანად „შკოდას“ ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გააგზავნა, ტყუილია. თბილისის მერიას ვიდეოკადრების გამოთხოვის მიზნით მიმართეს, თუმცა „აღმოჩნდა, რომ კადრები 7 დღეზე მეტხანს არ ინახება“. გიდასტურებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულთა ჩვენებებში გარკვეული წინააღმდეგობა არის, მაგრამ ყველა ადამიანი გარემოებებს ინდივიდუალურად აღიქვამს. ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის დაზარალებული, ვინაიდან მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას ჰქონდა ადგილი. გიორგი შაქარაშვილის ბიძა - თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფის დედა - 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს, უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? - ის დაზარალებულია. ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. გუშინ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, აღნიშნული პირი ავთანდილ ბილანიშვილია. მორაგბეების ადვოკატი - იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში პირველი ზარი 19 ივნისს არის განხორციელებული, მეორე ზარის ფაილის შექმნის თარიღად კი მითითებულია 30 ივნისი - გვაქვს ეჭვი, რომ ფაილი შესაძლოა, მინიმუმ დამუშავებული იყოს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძე - ვიჩხუბეთ და დაიკარგა ერთ-ერთი მათგანი - მაგ ბიჭისთვის თითი არ დაგვიდია. მწარიაშვილი შაქარაშვილის საქმეზე - რეალურად გამოძიებას პატრონი არ ჰყავს. შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა შსს-ს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას სთხოვს. კობაიძე - ამირხანაშვილმა თეთრპერანგიანი პირის ტელეფონით ისარგებლა, თუმცა ეს ფაქტი დამალა. მიკროავტობუსი, რომელიც შაქარაშვილის საქმეშია, თბილისი-ჭიათურის ვერ იქნებოდა - ოკრიბა.

      გამოცდები დაიწყო - 2 აბიტურიენტს, რომელიც მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდიდან მოიხსნა, „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა, რის გამოც ისინი შესაძლოა, ეროვნულ გამოცდაზე წელსვე დაუშვან.

      კომუნიკაციის კანონი - გია ვოლსკის განცხადებით, “ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებები ტექნიკურ საკითხებს ეხება და მედიისა და სიტყვის თავისუფლებასთან კავშირში არ არის

      წარმატებული ღვინო - საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.

      მილიონების დაკარგვა - რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ეს არის ცალკეული ინიციატივა და ტოლობის ნიშნის გავლება ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის, არასწორია. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებდა, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა შეჩერდეს, იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით ნაბიჯებს დგამს. გია ვოლსკი წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად - ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ქვეყანას და დახმარება შეუმცირდეს. გიგა ბოკერია - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგანგაშო სიგნალი გვაქვს, ისეთი, როგორიც არ გვქონია 2003 წლის შემდეგ - შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი. ვახტანგ მახარობლიშვილი წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე - დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი შემუშავების პერიოდი აქვს და მიმდინარე ეტაპზე არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, რა ფორმას მიიღებს.

      საფრენი საზღვრების გახსნა - ლევან კობერიძე - რაც საზღვრის გახსნასა და ფრენებთან დაკავშირებით ხდება, არის უგუნურების სრული გამოვლინება და ქაოსი. ნათია თურნავა - არავინ თქვას, რომ უკონტროლოდ ვტოვებთ ევროპის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს. პირველ რიგში ვხელმძღვანელობთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით. საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ 5 ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის შემდეგ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედება. გია ვოლსკი ოპოზიციის მოთხოვნაზე თურქეთთან საზღვრის გახსნაზე - უპასუხისმგებლო ხალხია, ვითარება რომ დამძიმდეს, კაციშვილს ვერ იპოვით, რომ გიპასუხოთ, რას ლაპარაკობდენ რამდენიმე დღის წინ.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიოს პრობლემა - ირანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 200 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანმო-ს წარმომადგენელი კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. დონალდ ტრამპი - ახლა ქვეყნის გახსნის დროა, იქ, სადაც ხანძარი გაჩნდება, ჩავაქრობთ, თუმცა არასდროს დავიხურებით. უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 50 414-მდე გაიზარდა. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 173 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს მიუახლოვდა. ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 12 000-ს გადააჭარბა. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

      დახმარება სირიას - რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს რეზოლუციის პროექტს სირიისთვის დახმარების მიწოდების გახანგრძლივების შესახებ ვეტო დაადე.

      უამერიკო ჯანმო - გაერო - აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს. ჯანმო-ს წარმომადგენელი - აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება არ არის ის, რისი ხილვაც მსოფლიოს მოსახლეობას სურს.

      სანქციებიანი პასუხი - დიმიტრი პესკოვი - დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხო რეაქცია გვექნება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 138

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters