Qwelly ბლოგი! - ამბები (677)

შეგულიანების აქცია

      როცა აქციაა, ყველაფერი ჩერდებაო ამბობდნენ პოლიტოლოგები ძველ ეგვიპტეში. დღესაც ასე იყო, ქართული ოცნების აქციის გარსემო და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ირგვლივ მოიყარა მთელმა მედიამ და იმის იქით სად რა ხდებოდა, არავის არაფერი აინტერესებს. დღე ცივი და მოჟამული იყო, მაგრამ მომავალი დღეები იქნება მზიანიო, ამბობენ სინოპტიკოსები და არჩევნების თბილ გარემოში ჩატარებას გვპირდებიან ცესკოსთან ერთად. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2021 წელი. 11:00pm — 1 კომენტარი
________________

პროტესტი შიმშილით და შიმშილობის პროტესტი

      ქვეყანაში არეულ ამინდებს არეული პოლიტიკური ამბები მოჰყვა. მაგრამ ძირითადი თემა მაინც საარჩევნო სამზადისებია და კოვიდის მომატებული სტატისტიკა. ათასებს ვითვლით ყოველდღიურად იმფიცირებულ ადამიანებში და ნელ-ნელა საუბარი შეზღუდვების აუცილებლობაზე მიდის. წინ არჩევნებია და არჩევნების შემდეგ ვნახოთ რა იქნება. იქამდე, დღის მეორე თემა მოშიმშილე პატიმარი სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. რაც შეეხება ეკონომიკას და ვალუტის კურსს - 1 დოლარის…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2021 წელი. 9:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მცხეთობას ჩანიშნული აქცია

      ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2021 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

გლოვის დღე და მშიერი პატიმარი

      11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. პარასკევს მთელი ქვეყანა შეძრა ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ,უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის იცოცხლე შეეწირა. დღეს მოღრუბლულობა იყო, თუმცა არ უწვიმია - ასეთი უნალექო დღეებია დაანონსებული 17 ოქტომბრამდე. დღის მთაარი ამბავი კვლავ ბათუმის ტრაგედიას უკავშირდებოდა და ასევე, მოშიმშილე პატიმარ პრეზიდენტს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1300 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

შემოდგომაზე დათვლილი ხმები და მეორე ტურები

      არჩევნებმა ყველა სხვა ამბავი გადაფარა - კოვიდიც აღარავის ახსოვს და შესაბამისად არც არავინ იტესტება, არც ვირუსდება და არც იცრება. არჩევნების შედეგებმა 20 ქალაქში მეორე ტური დანიშნა და ახლა კიდევ ერთთვიანი სამზადისი გველოდება წინ. დღეს სწავლა სკოლებში განახლდა და ქალაქი დილით პარალიზებული იყო - ყველა სკოლასთან საცობი წარმოიქმნა. ქვეყანაში შემოდგომის შედეგებს იმკიან და სააკაშვილის პატიმრობას განიხილავენ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1411…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 4, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სააკაშვილის დღე

      მთელი დღე ყოფილმა პრეზიდენტმა დაისაკუთრა - ჩამოვიდა, ვიდეოები ჩაწერა, დაიჭირეს, მთელი დღე მასზე ისაუბრეს და არჩევნებიც კი დაივიწყეს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1345 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 ოქტომბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 1, 2021 წელი. 11:30pm — 1 კომენტარი
________________

ფართოდგანშტოებული არჩევნები 2021 და ფორმულას საქმე

      ახალწლის ან გნებავთ, ენკენისთვეც მიილია და როგორც ჩანს, წვიმებს ოქტომბერშიც გაიყოლებს. ერთი სტატისტიკური ამბავიც შესავალსი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. დღეს ნიუსები აქტიურად იწერებოდა არჩევნების ირგვლივ - ბანერები, დაფინანსებები, პროგნოზები, არეულობები, ასევე სახალხო დამცველის და პრემიერის ფართო ტრიბუნა იყო. ფორმულას საქმეც ძალებს იკრებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1189 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2021 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

დამკვირვებლების მობილიზება და მეზობლობა

      დღეს კი მშვიდობიანად წამოწვიმა და წაჟინჟლა, მაგრამ სინოპტიკოსები არჩევნებამდე ასეთ, წვიმიან ამინდს გვპირდებიან და შიგადაშიგ სეტყვასაც. ალბათ, ეს არ შეუშლის ხელს ჩვენ „პოლიტიკოსებს“ საარჩევნო თამაშობანაში. დღის ვრცელი ამბავი სწორედ ეს იყო და ევროპული დაკვირვებების მოლოდინი, ასევე ბანერები სისხლებით, მეზობელთან გადასული პრემიერი და პრეზიდენტის იდეა და კრიტიკა კოალიციურ მთავრობაზე. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1228 ლარია.…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2021 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საარჩევნო ბილეთები, კოვიდ რეგულაცია-აცრები და #არჩევნები2021

      ბოლო კვირის ათვლა დაიწყო. ბოლო სექტემბრისა და არჩევნების დღედმე - არჩევნები შაბათს გაიმართება და დღის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მთავარი ამბავია ასევე კოვიდი და უკვე დაწყებული საუბრები ახალ ტალღაზე, ვაქცინაციის პროცესის შენელებასა და სხვა დეტალებზე. სწავლა საკლასო ოთახებშიც იწყება და შესაძლოა ბავშვებს პირბადეები დასჭირდეთ. მკლავჭიდში საერთაშორისო სირცხვილიც გამოვიწერეთ და სააკაშვილის ბილეთებიც მეინსტრიმულია. ვალუტის კურსი - 1 აშშ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ელჩებთან შეხვედრა და არადიპლომატიური ცემა-ტყეპა

      რაც უფრო ახლოაა ოქტომბერი, უფრო მეტად იძაბება პოლიტიკური ველი. მართალია ტემპერატურა კლებულობს და კიდევ რამდენიმე დღე წვიმები და ნიაღვრები გველის, მაგრამ პოლიტიკაში დაპირისპირებები აქტიურდება - ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება. დღეს აქტუალური იყო კვლავ დმანის-რუსთავი და ახლა უკვე ელჩების წინ გამართული ცემა-ტყეპა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2021 წელი. 11:30pm — 3 კომენტარი
________________

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2021 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩანაწერები საპატრიარქოზე და არჩევნები ნარკოტესტებზე

      არჩევნების მთავარი ამბავი ნარკოტესტი და ბანერებია. კანდიდატების დაფიპირისპირება ვირტუალურ რეალობაში გადადის. ახლოვდება არჩევნები და ყველა თემა მის გარშემო აქტუალურდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და კოვიდიც გააქტუალურდა. ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ როგორც კალაძე ამბობს - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. დღის ახალი სკანდალი - ხელისუფლება საპატრიარქოს უსმენს, უმაღლესი…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ედისონის და სხვა მკვლევარები, ვრცელკომენტარებიანი პრემიერ-მინისტრი

      უქმეებზე იწვიმებსო, ამბობენ სინოპტიკოსები. მშვიდი და გრილი სექტემბერია და ეს წვიმებიც ამის დასტურ-გაგრძელება იქნება. დღევანდელი დღე მონოტონური იყო. არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვრცელი დრო და ადგილი-ტექსტები ეთმობა არჩევნებს. დაიწყო წინასწარი კვლევების თუ გამოკითხვების გამოქვეყნებაც. ტრადიციულად სიტყვაწყლიანია პრემიერი ღარიბაშვილი და ვრცელი გამოსვლები მრავალი მიმართულებით დღის ამბავია. კოვიდიც ჯერ არსად წასულა. ვალუტის კურსი - 1 აშშ…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ამერიკის საელჩო და კონგრესი ქართული დარდით და სტუმარი პრემიერი

      ცივი შემოდგომა გველის თუ ამჟამინდელი ამინდებით ვიხელმძღვანელებთ. დღის მთავარი ამბები ტრადიციულად კოვიდით დაიწყო, ახალი აცრები, ინფიცირებები და ლეტალობის მაჩვენებელი პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. არჩევნებიც აქტუალურია და ასევე კონგრესმენების ვიზიტის გამოხმაურებები, ასევე საელჩოს განცხადების რეზონანსი. დღეს ფაშინიანსაც ვუმასპინძლეთ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1143 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გენერალური პროკურორი, პროპორციები და კონგრესმენების ვიზიტი

      ვის რა ანონსები და მოლოდინები აქვს ეს ერთია, მაგრამ რეალობა სულ მალე გამოჩნდება და ვნახოთ რა შედეგებს დადებენ არჩევნებზე. არ იქნება ახალი თუ ვიტყვით დღის თემა #არჩევნები2021 იყო. ასევე ამერიკელი კონგრესმენების ქართული ვოიაჟი, გენ პროკურორ-რეფორმეობის საპარლამენტო ნიუსებიც და წვიმების 4-5 დღიანი ანონსი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1132 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2021 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კრიტიკული პრეზიდენტობა, პრემიერის ნათქვამები, #არჩევნები2021 და კოვიდ საქართველო

      სუსხიანი დასაწყისი დიდხან არ გაჰყვება შემოდგომას, სამაგიეროდ დიდხანს მოგვიწევს არჩევნებსა და კოვიზე საუბარი. იკლო ინფიცირებამ, მაგრამ მატულობს ლეტალობა. ახლოვდება გამოკითხვის დღე და აქტუალურდება საარჩევნო სუბიექტები დღიური განრიგი, შეხვედრები ან შეუხვედრელობა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულობა. ასევე, ყოველდღიურად აქტუალურია პრემიერის მრავალმხრივი გამოსვლები და კომენტარები. ვალუტის კურსი კი ძველებურად სამიანს ზემოთაა - 1 აშშ დოლარი -…

გაგრძელება

დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2021 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters