ახალწლის ან გნებავთ, ენკენისთვეც მიილია და როგორც ჩანს, წვიმებს ოქტომბერშიც გაიყოლებს. ერთი სტატისტიკური ამბავიც შესავალსი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. დღეს ნიუსები აქტიურად იწერებოდა არჩევნების ირგვლივ - ბანერები, დაფინანსებები, პროგნოზები, არეულობები, ასევე სახალხო დამცველის და პრემიერის ფართო ტრიბუნა იყო. ფორმულას საქმეც ძალებს იკრებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1189 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 30 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. საქართველოში დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნება, სადაც ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამირან გამყრელიძე - თუ ყველა ავიცრებით, საქართველოში „მეხუთე ტალღა“ მსუბუქი იქნება - ვაქცინაციის ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით პაკეტია მომზადებული, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გამჟღავნდება. ჩვენი მოსაზრება და რეკომენდაციაა, რომ დაგვჭირდება "ბუსტერ" დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ - მსჯელობს სამეცნიერო კომიტეტი და ვფიქრობ, მალე იქნება გადაწყვეტილება. ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის, კერძოდ, სამედიცინო პერსონალისთვის და პედაგოგებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. თენგიზ ცერცვაძე - რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს მზადდება კანონპროექტი მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

      ყველაფერი არჩევნების ირგვლივ - საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ბათუმის მერობის საერთო კანდიდატის განცხადებით, 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება" საარჩევნო უბნებზე „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს. კელი დეგნანი - თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ის, რომ უკეთესია წინაზე - ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან, რაზეც იყო ცნობები. ვენის ლაბორატორიის დასკვნით, გიორგი გახარიას თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა. ლადო მგალობლიშვილი - 2 ოქტომბერს კარუსელი მხოლოდ ბათუმის ცენტრალურ პარკში იტრიალებს და ოპოზიციას შეუძლია შემოუსხდეს. გივი მიქანაძე - ცესკოს მიერ დარეგისტრირებული 88 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 20, ყოველი მეოთხე აფილირებულია კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიასთან. გიორგი ნონიაშვილი - ხელისუფლებამ ყველა მოქალაქეს გაუჩინა შეგრძნება, რომ ვინც მათ არ დაეთანხმება მტრად გამოაცხადებენ. თუ ვინმე პრობლემებს უქმნის საზოგადოებას უკანონო თვალთვალის და მიყურადების ნაწილში, ეს არის მთავრობა და სუს-ი, საპატრიარქო კი ხელს მედიისკენ იშვერს. ელენე ხოშტარია - არჩევნების დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა არჩევნებზე მისული თითოეული მოქალაქე - თითო ხმა არის თითო გართულება „ქართული ოცნებისთვის”, რომ ვერ გააყალბოს არჩევნები. ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ცესკო-ს საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო მოწყობილობების გამოსასწორებლად ოფიციალური განცხადებით მიმართეს. გიორგი კირთაძე - ბათუმში კატასტროფულად მარცხდებიან, ამ ყველაფრით გაღიზიანებული ჩანდა მდინარაძე - მაბრალებს, რომ 20 უბნის ჩაშლას ვხელმძღვანელობ. ავთანდილ თალაკვაძე - მჯერა, გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და დავიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს. ვიოლა ფონ კრამონი - არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი აზრი იყოს არჩევნების დღისთვის სააკაშვილის დაბრუნება, ამიტომ ვთხოვდი, იყვნენ პასუხისმგებლიანები. პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, „ქართულმა ოცნებამ“ 7 600 097 ლარი დახარჯა, „ლელომ“ - 796 369, გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ - 703 604, „ნაცმოძრაობამ“ - 521 304. საია-ს ანგარიში - 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის პერიოდში, მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ფაქტები, ასევე, მუქარის და ზეწოლის სავარაუდო ფაქტები.

      სახალხო დამცველის თქმები - შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს. გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, ბაღებში, სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ქვეყანაში დაძაბული, დაპირისპირებული პოლიტიკური ფონია და ძალიან მაღალია მოქალაქეებს შორის ფიზიკური თუ სხვა ტიპის დაპირისპირების ალბათობა. გამოიკვეთა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიმართ სავარაუდო ზეწოლის, ძალადობის, ბაღებში, სკოლებში დასაქმებულ პირთა მიმართ პოლიტიკური ზეწოლის და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტები. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული პრობლემა არის ის, რომ სუს-ი მაღალი ალბათობით უკანონოდ უსმენს მოქალაქეების განუსაზღვრელ რაოდენობას.

      ფორმულას გარშემო - „ფორმულას“ დირექტორი - „ედისონ რისერჩის“ კვლევები გახდა მთავარი მიზეზი, რომ ხელისუფლებას ასეთი დაჩქარებული ტემპით მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა“ და მის დამფუძნებელზე. გიორგი თარგამაძე - ჩვენ არ გვეშინია, გავაგრძელებთ მუშაობას, კიდევ უფრო აქტიურად გავაშუქებთ მათ შორის საარჩევნო პროცესს. თამარ კეკენაძე - „ტვ ფორმულა” ივანიშვილის ახალი სამიზნეა. დავით კეზერაშვილი - სახეზეა "ფორმულას" დახურვის განზრახვა - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე. თავდაცვის უწყება „ფორმულაზე“ - სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. კახა კუჭავა - გამორიცხულია მედიის მიმართ რამე შეტევაზე იყოს საუბარი - თავდაცვის სამინისტრომ მისი განცხადებით დახურა სივრცე, რომ სპეკულაციები აღარ გაგრძელებულიყო. სანაია - ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. მამუკა ხაზარაძე - თავისუფალ ჟურნალისტებს ვერ შეზღუდავ, სიმართლე ყოველთვის იპოვის თავის გზას. ხოშტარია - მედია ოცნების მთავარი სამიზნეა, ჟურნალისტებზე გადის ყველა მოქალაქის თავისუფლება. ქარტია - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ფორმულას საქმიანობაში

      პრემიერის საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილი- 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინასდება, მომდევნო წლების განმავლობაში 7 მლრდ ლარის ინვესტიცია იგეგმება. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800-ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი. გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა - დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ - მის დაკავებას სჭირდება 10 პოლიციელი. ჩვენი ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის მობილიზება საქართველოში, რათა მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნები ჩატარდეს. ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში მარცხდება და შესაძლოა, პროვოკაციებისთვის ემზადებოდეს. კლასიკური დეზინფორმაცია ვიხილეთ, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, ეს არის ოპოზიციის ხელწერა, სახე, ეს არის ტყუილი, რაც გუშინვე დადასტურდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი შეეხება სწორედ იმ გაფლანგულ ათეულობით და ასეულობით მილიონ დოლარს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მინისტრობის დროს. აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12%-იანი მაჩვენებელია, ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენი ამომრჩევლებისთვის უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ დავიშურებთ.

      დაუსრულებელი მშენებლობების ნაწილს, მათ შორის მერიასთან მდებარე „ცენტრ პოინტის“ რამდენიმე კორპუსს დაანგრევენ.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 1-ელი იანვარი - 12 სექტემბრის ჩათვლით, მმართველი პარტიის შემომწირველებმა და მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 122.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს.

      სუს-ი - გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც. ნიკა გვარამია - სუს-ის განცხადება სამარცხვინო და პოლიტიზებულია - არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 234 მილიონს გადააჭარბა. ჯანმო-ს ხელმძღვანელი - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაქცინებთან დაკავშირებული უთანასწორობა, ვირუსს გავრცელების და სახიფათო ვარიანტებად გადაქცევის მეტი შესაძლებლობა ექნება. სომხეთში კორონავირუსის 1 022 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 867 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

      სასამართლომ ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო. ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ის სასჯელს სახლში, ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხდის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 116

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

ლაშა: ოქტომბერი 1, 2021||8:19pm

გაუჭირდებოდათ ))

ლაშა: ოქტომბერი 1, 2021||8:56pm

კარგი რა კახა, ამხელა საქმე გაუკეთა ოცნებას და მაგას მოაკლებენ? :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters