კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ბავშვია მოთავსებული. ნინო ნიჟარაძე - აცრების მოცვის არეალი აჭარის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34 250, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 22 726, PCR ტესტით - 11 524

      #არჩევნები2021 - ცესკოს თავჯდომარის მოადგილე - არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიდეოფიქსაცია დაინერგება, თუმცა სხვა ტექნოლოგიების დანერგვა ფინანსური, ლოჯისტიკური და დროის დეფიციტის გამო ვერ მოხერხდა. კოვიდინფიცირებული ამომრჩევლებისთვის კოვიდუბნების შექმნის საკითხმა ცესკოს სხდომაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო - საკითხს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდეს. სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

      ასარჩევი კანდიდატები - ვატო შაქარიშვილი - მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება. გიორგი ვაშაძემ და ნანა ტოხვაძემ გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. „ლელომ“ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. „ქართული ოცნების“ ლიდერები დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს აგრძელებენ. გიგა ბოკერია - ყოველდღე დაურეკავს კობახიძე ივანიშვილს თუ ვერა, არაფერს ცვლის, ჩვენ ეს ღერძი უნდა მოვშალოთ არჩევნების გზით. რომან გოცირიძე - 2 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება, როგორ წარიმართება პროცესები - პარლამენტში სუს-ის მოსმენების განხილვა კი არა, შეიძლება დამნაშავეთა ზემდგომები პირდაპირ განსასჯელის სკამზე მოხვდნენ. ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს - ერთად შევქმნათ „სიმართლის კომისია“. ლანა გალდავა - ხელისუფლება არჩევნების წინ პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების უფლების აღდგენას, საარჩევნო მიზნით, ამორალურად იყენებს. ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია გავუშვათ კადრები, როგორიცაა, გორში გაქცეული ე.წ. მთავარსარდალი, სააკაშვილი - ეს საკმარისია, რომ ამ არჩევნებში „ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადოს. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. თინა ბოკუჩავა - ჯგუფს, რომელიც თავს დაესხა დმანისში ჩვენს მხარდამჭერებს, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს მოძალადეების დაკავება. ირაკლი კობახიძე - დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს. მამუკა მდინარაძე დმანისზე - ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების კასკადი იყო, ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და მოახერხეს - მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს.

      საშიში ბანერები - ხატია დეკანოიძემ ე.წ. სისხლიანი ბანერები გააპროტესტა და საოლქო კომისიაში საჩივარი შეიტანა. კახა კალაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და „ალმას“ შორის ხელშეკრულებაზე ინფორმაცია არ აქვს და ბანერებთან დაკავშირებული საკითხი მათ „ერთმანეთში უნდა გაარკვიონ“. კახა კუჭავა - სიძულვილის ენის გამოყენება და მით უმეტეს საჯაროდ, ბანერებით, არ არის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. გიორგი ვაშაძე ბანერებზე - ეს არის დაშინების, „ნაცმოძრაობისგან“ საფრთხობელის შექმნის კამპანია, რაც ამ ქვეყანაში წლებია გრძელდება. იაგო ხვიჩია - მინდა მქონდეს უფლება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, პრობლემა არ უნდა შემიქმნან, თუკი ვინმე სამარცხვინო დაფაზე გაკვრას დაიმსახურებს, ასეთ ბანერზე გავაკრა. რომან გოცირიძე ბანერებზე - ახლა ვინმე სულელს სჯერა, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების" გაკეთებული?! - არ არის მოსახლეობა ბრიყვი. მამუკა მდინარაძე - ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ. ირაკლი კობახიძე - სისხლიანი არის არა ბანერი, არამედ ის ადამიანები, ვინც იქ არიან გამოსახული.

      ჩანაწერები ფარულად, კანონიერად თუ უკანონოდ - თინა ბოკუჩავას განცხადებით, მან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც მას ეხებოდა. თინა ბოკუჩავა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე - ამ მოსმენით არაფერი დაშავდება, თუმცა კონკრეტულ შედეგზე გასვლის მოლოდინი არ მაქვს. კახა კუჭავა - თუ მოსმენა უკანონოა, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი მოსმენა ხდება, ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს. კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებთან მის კავშირზე - სიბნელე, სისულელე, ცილისწამება და ტყუილი, რა უნდა ვუწოდო ახლა ამას? თამარ კორძაია - ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ჩვენს საძინებელში სძინავს. მამუკა ხაზარაძე - მოქალაქეები დეპუტატებისგან ელოდებიან კვალიფიციურ კითხვებს და პასუხებს იმ აღვირახსნილ მოსმენებზე, რომლის მოწმეც გავხდით. არჩილ თალაკვაძე - ე.წ. ფარულ მოსმენებზე ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, ერთი მხრივ, თითქოს ისინი გმობენ ამას და მეორე მხრივ, ეს პოლიტიკური ძალა რჩება ამ ჩანაწერების მთავარ დისტრიბუტორად. მიხეილ ყაველაშვილი - ფარულ ჩანაწერებს პროკურატურა იძიებს, დავაცადოთ - ტელევიზიებში ვიღაც მტყუან-მართალს ერთმანეთში ურევს. ანა ნაცვლიშვილი - მოსმენები არ არის რიგითი ტიპის დანაშაული, დღეს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ და ხელისუფლების ცვლილებას დაველოდოთ? სალომე სამადაშვილი - გაუგებარია ლოგიკა, რა უნდა უთხრას „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დეპუტატმა ამომრჩეველს სადმე, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მთელი ქვეყნის წინაშე სუს-ის უფროსს ან პრემიერს პარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე მომხრეა, რომ ფარული მასალების გავრცელების საკითხზე რიგგარეშე სხდომა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩატარდეს. გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ კითხვებზე პასუხი არ აქვს და ეშინია მხილების, ყველაზე მეტად ის მაოცებს, რატომ ამბობს უარს ამ მხილებაზე „ნაციონალური მოძრაობა“. ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება, როცა ეს იცი და მაინც გამოდიხარ ასეთი ინიციატივით, ეს არის სპეკულაცია.

      მგზავრობა ქალაქში - დედაქალაქის მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება. კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოს და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროზე „სამომავლოდ მსჯელობა აუცილებლად იქნება“. ვიქტორ წილოსანის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დროის გაზრდა არა ტრანსპორტის რაოდენობის შემცირებას, არამედ, საცობებს უკავშირდება. 23 სექტემბრიდან დედაქალაქის მოსახლეობას მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები მოემსახურება.

      განყენებული ბერობა - მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი - ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ - ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა. სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეკლესიიდან განკვეთა, ბრძანების შესრულებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ.

      ოკუპაციის სივერაგე - კახა კუჭავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებაზე - ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომელიც არ ცნობს მსგავს ე.წ. არჩევნებს. გიორგი კანდელაკი - ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაქვეითება მსოფლიო დღის წესრიგში არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებამ მტკიცედ უნდა უთხრას უარი. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის 2022-2023 წლებში დაფინანსება იზრდება. კახა კუჭავა - ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გავამთლიანებთ. ასლან ბჟანია - ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რუსეთთან შეთანხმებას უახლოეს ხანში მოეწერება ხელი.

      ახალი სესხი - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა.

      აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.98 მილიარდი დოზა გამოიყენეს, დღეში საშუალოდ 30.4 მილიონი ადამიანი იცრება. რუსეთში კორონავირუსის 19 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 812 ადამიანი. სომხეთში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ადამიანი გარდაიცვალა.

      “თალიბანის“ განცხადებით, გოგონების სკოლებში დასაბრუნებლად უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაა საჭირო. ჯო ბაიდენი - აშშ-მ დაასრულა 20- წლიანი კონფლიქტი ავღანეთში და ახლა ვხსნით დაუღალავი დიპლომატიის ახალ ერას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 145

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters