ოქტომბერში მზე თითქის არ გამოჩენილა, ღრუბლებსა და ნისლებში მიდის თვე. პოლიტიკურ სიახლეებშიც ღრუბელია და წრეზე სიარული - კოვიდმა კვლავ იმატა და ბოლო დღეს 4700 ინფიცირებულს გასცდა. მიშას ჩამოსვლამ კვლავ აქციების ანონსები გამოიწვია და მისი გათავისუფლების მოთხოვნები. ბათუმის ტრაგედია ჯერ გვახსოვს და ჩვენი პრეზიდენტი, ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1329 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 ოქტომბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა. ჩეხეთი საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს აღიარებს. თამარ გაბუნიას განცხადებით, ამჟამად ჰოსპიტალურ სექტორში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული. სკოლებისთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება არ იგეგმება. ჩვენთვის განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. ე.წ. ბუსტერ დოზისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ექიმის ცნობა, ან ფორმა #100 უნდა წარადგინონ. „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. ამირან გამყრელიძე - ინფიცირების დღევანდელი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი გამოიკვეთა იმერეთში, ასევე სერიოზულად არის გაუარესებული სიტუაცია კახეთსა და სამეგრელოში. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების 100% „დელტა“ შტამია. დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომია, წინა სამშაბათთან შედარებით დაახლოებით 2000-ით მეტია ახალი შემთხვევების რაოდენობა. შარშან გრიპის სეზონმა იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა“, წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი „ტვინდემია“, რომელზეც დამცინით. ვაქცინაციის წახალისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის პერიოდში დარიცხული იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობის გამო გამოწერილი ჯარიმები ეპატიებათ. მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პანდემია ვერ მართა და მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი.

      აქცია მიშას საპატივცემულოდ - „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბრის აქციაზე დასასწრებად, ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ხატია დეკანოიძე - 14 ოქტომბრის აქციაზე ბევრნი უნდა ვიყოთ, მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ პრეზიდენტისთვის თავისუფლების შეზღუდვას შევეგუოთ. პაატა მანჯგალაძე - თუ „ნაცმოძრაობა" კერძო აქციას ჩაატარებს და არ იქნება კონსულტაციები პარტიებთან, „ჩანგალზე“ ვერ მივალთ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელო“ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. ნათია თურნავა - შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, არ მიწყინოთ, ვფიქრობ, არაადეკვატური კითხვაა ეკონომიკის მინისტრის მიმართ - მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. ირაკლი ზარქუა - ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ 14 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობაზე და ეს სწორია - ფანჩატურში ჯდომამ ყველას დაანახა, რომ მათი ლუსტრაცია მოხდა და რეიტინგმა დაიკლო. ადვოკატი - დოკუმენტში, რომლითაც სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა, წერია, რომ მან შეიძლება ამით ზეგავლენა მოახდინოს მის მიმართ წარმოებულ საქმეებზე, რაც სრული აბსურდია. სააკაშვილის ადვოკატი - ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ, გულზე მჯიღს იცემდნენ, ჩამოსულია და წარადგინონ სასამართლოს წინაშე. ანრი ოხანაშვილი - სააკაშვილი არის რეციდივისტი. ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილს იმედი ნუ ექნება, რომ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს, სასჯელს მოიხდის ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში. გიგი უგულავა სააკაშვილს - ვიდრე ციხიდან არ გამოგიყვან, მე სხვა საქმე არ მაქვს, ვამაყობ შენით, როგორც არასდროს! მიხეილ სააკაშვილი სამარტოო საკანში მხოლოდ საკუთარი სურვილის საფუძველზე იმყოფება. რომან გოცირიძე - აქციაში მონაწილეობას მიიღებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, თუმცა, ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, აქციას ბევრი ადამიანი დაესწრება, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება სურს. ბექა დავითულიანი - აქციები და პეტიციები ვერც ერთ დამნაშავეს მისჯილი პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის. ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკური პარტია” 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება. ბექა ბასილაია - მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში, გადაადგილებაზე აქვს პრობლემები, ფეხები დაუსივდა. მიხეილ სააკაშვილი - არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა ერთად შევძლოთ გარდაუვალი გამარჯვების დაცვა. შალვა პაპუაშვილი - დღეს ყველა, ვინც ამბობს „თავისუფლება მიშას“, ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს. სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მისამართით გავრცელებულ განცხადებებს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ამან შეიძლება სააკაშვილს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლისკენ უბიძგოს. ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც.

      ნატოს გმობა - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

      ბათუმის ტრაგედიის გამოხმაურება - ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. პარლამენტის თავმჯდომარე სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს და პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს. მაია ბითაძე - კანონპროექტის მიხედვით, დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი კვლავ გავრცელდება. კახა კუჭავა - მიშენებებთან დაკავშირებულ პრობლემაზე შესაბამისი რეაგირება მოკლე ვადებში უნდა მოხდეს.

      თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა.

      ავსტრიელი კოლეგა - ავსტრიის პრეზიდენტი - უნდა გავითვალისწინოთ შიდა სიტუაცია ევროკავშირის, რომელიც გაფართოების დაღლილობით გამოირჩევა, მაგრამ თქვენ ნუ დაკარგავთ იმედს! საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ძირითადად, კარგად, თუმცა მათი სურვილია დამთავრდეს პოლარიზაცია, ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს. ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს, პირველ რიგში, მთები. სალომე ზურაბიშვილი - თუ არსებობს რაღაც ფორმით ევროკავშირში გაფართოების მიმართ დაღლილობა, ეს დაღლილობის სინდრომი საქართველოში არ შეიმჩნევა. პარტიებს შორის დაძაბულობა თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა საჭირო გახდეს. სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს სთხოვს, ავსტრიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს დაუწესდეთ სწავლის ისეთივე გადასახადი, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზე კითხვები მომაბეზრებელია. სომხეთში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - 973 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 277 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი გარდაიცვალა.

      კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ აშშ-ის მტრული პოლიტიკის საპასუხოდ „დაუმარცხებელ არმიას“ შექმნის.

      საფრანგეთში მიგრანტებს მატარებელი დაეჯახა, დაღუპულია 3 ადამიანი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 237

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

Giorgi: ოქტომბერი 12, 2021||10:58pm

#qwellynews: ამ წუთებში კოსოვო 0 - 1 საქართელო.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters