გენერალური პროკურორი, პროპორციები და კონგრესმენების ვიზიტი

      ვის რა ანონსები და მოლოდინები აქვს ეს ერთია, მაგრამ რეალობა სულ მალე გამოჩნდება და ვნახოთ რა შედეგებს დადებენ არჩევნებზე. არ იქნება ახალი თუ ვიტყვით დღის თემა #არჩევნები2021 იყო. ასევე ამერიკელი კონგრესმენების ქართული ვოიაჟი, გენ პროკურორ-რეფორმეობის საპარლამენტო ნიუსებიც და წვიმების 4-5 დღიანი ანონსი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1132 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 ადამიანი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 84 პაციენტი მკურნალობს. თამარ გაბუნია - ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე პაციენტები, 400-ზე მეტი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ეს მაჩვენებელი ბოლო კვირებთან შედარებით გაზრდილია. კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობის მართვისთვის ონლაინ სისტემაში გინეკოლოგების გუნდები დაემატება. გუშინ 16 000 აცრა ჩატარდა, რაც დაბალი მაჩვენებელია - ჩვენი სამიზნე წლის ბოლომდე არის 3 400 000 აცრა, რაც არის 1 700 000 მოსახლე. გვესმის, რომ სამსახურში წასასვლელად საზოგადოებას სჭირდება ტრანპოსტი და სკოლების გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ გასული თვე იყო სასიცოცხლო რისკი ეპიდემიის მართვის კუთხით. კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს. 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს. კოვიდპანდემიის თემა პირველი დღიდან იყო გარკვეულწილად პოლიტიზებული და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ გლობალურად. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 111 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს. ეკატერინე ტიკარაძე - სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მე-5 ტალღა იქნება, მაგრამ ისეთი მძიმე არ იქნება, როგორც მე-3 და მე-4 ტალღა იყო. ერთადერთი, რაშიც მთავრობას ვადანაშაულებ, არ არის შესაბამისად მკაცრი კონტროლი დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე. გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით.

      არჩევნების კარი - ცესკოს თავმჯდომარე - არჩევნებამდე 26 დღე დარჩა - საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნების დღეს გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადებში დაიწყებს. კახა კალაძე - მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გახარია იყო „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის პროექტი - ეს იყო დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, რომ მან თბილისში დააყენა თავისი კანდიდატურა ჩემ წინააღმდეგ. ნარკოტესტის ჩაბარების შემდეგ - ყველანაირად სუფთა ვარ - მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, იგივე გააკეთოს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება, არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კანონითაა გაწერილი - 2024 წელს. საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ალექსანდრე ყაზბეგის 17 ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. სახალხო დამცველი - პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არ არის ეთიკური და მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა. მამუკა ხაზარაძე - კალაძემ ნარკოტესტი „ქართულ ოცნებაში“ ჩაატაროს - თავის თანაგუნდელებში ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს. ანა დოლიძე ხელისუფლებას „ადამიანის ღირსების შემლახავი“ ნარკოლოგიური შემოწმების მეთოდის შეცვლისკენ მოუწოდებს. NDI ადგილობრივი არჩევნების შეფასების მცირე ზომის გრძელვადიან საერთაშორისო მისიას იწყებს. ანა ბიბილაშვილი - კალაძეს ქალაქის წინაშე დღემდე ჩაუბარებელი აქვს მთავარი ტესტი.

      საპარლამენტო პროექტები და საპროკურორო ამბები - გიორგი ვაშაძე - მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და კარგია, რომ ამ კუთხით შარლ მიშელის შეთანხმება ძალაშია. ანრი ოხანაშვილი - გუნდი შეთანხმებულია და როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გაიმართა. გიგი წერეთელი - „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს. ვახუშტი მენაბდე - თუ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭიროს პროკურატურის მიმართულებით ცვლილებებს, ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განზრახვას. თუ ჩვენ გენერალურ პროკურორს კონსენსუსით ავირჩევთ, ამით მისი და მართლმსაჯულების სისტემის სანდოობას გავზრდით. შალვა პაპუაშვილი - რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შემოთავაზებული გენპროკურორის არჩევის წესი მეტ საშუალებას მისცემდა თეორიულად რომელიღაც გუნდს, რომ პროკურატურა მართოს. ირაკლი კობახიძე გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე - სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სიმახინჯე, სიმახინჯეები კონსტიტუციაში არ იწერება. ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს განსხვავებული პოზიცია გენერალური პროკურორის არჩევისათვის საჭირო ხმების რაოდენობაზე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ ხვალამდე. ლევან იოსელიანი - გენპროკურორთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს - კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს.

      დასჯადი მალიარობა - ელენე ხოშტარიას პარტიის 2 წევრი შადრევნის წყლის საღებავით შეღებვისთვის, 5000-5000 ლარით დააჯარიმეს.

      კონგრესმენები ჩვენთან - საქართველოს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. კახა კალაძე - საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ჩამოსვლის მიზანი არის მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მათი მხრიდან მისასალმებელია. კონგრესმენები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. ეწვივნენ წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც. დავით ზალკალიანი - კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას. კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი - გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში - საქართველოსთან მეგობრობა აშშ-ს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს.

      5 ივლისის ძალმომრეობა - სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შს მინისტრის მოადგილე - არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდება წაუყენონ. ომბუდსმენი - თუ შსს და პროკურატურა გვერდზე გადადებს მტკიცებულებებს და იტყვის, რომ არ არსებობს დევნის დაწყების საფუძველი, ნამდვილად შექმნის განცდას, რომ ხელისუფლება 5-6 ივლისის საქმეზე კონკრეტულ პირებს ხელს აფარებს.

      რიგითი რაიანი?! - სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა აშშ-ის მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. „მე გადავკვეთე საზღვარი არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი. ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს. კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე”,- აღნიშნა გათავისუფლების შემდეგ აშშ-ის მოქალაქემ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საშუალება 12 წლიდან ბავშვებსაც ეძლევათ. სომხეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 13 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 17 856 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 790 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 ადამიანი გარდაიცვალა.

      „თალიბანის“ მიერ ფანჯშირის ხეობაში განხოციელებულ სამხედრო იერიშს ირანი მკაცრად გმობს. „თალიბანი“ აცხადებს, რომ ფანჯშირის პროვინციაზე სრული კონტროლი მოიპოვეს.

      ალექსანდრე ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთ ლიდერს, მარია კოლესნიკოვას და მის თანამოაზრეს, ოპოზიციონერ მაქსიმ ზნაკს, ბელარუსის სასამართლომ 11 და 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ევროკავშირი მინსკს მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

      მეხიკოს მთავარ მოედანზე კოლუმბის ძეგლს აბორიგენი ქალის ქანდაკებით ჩაანაცვლებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters