ცივი შემოდგომა გველის თუ ამჟამინდელი ამინდებით ვიხელმძღვანელებთ. დღის მთავარი ამბები ტრადიციულად კოვიდით დაიწყო, ახალი აცრები, ინფიცირებები და ლეტალობის მაჩვენებელი პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. არჩევნებიც აქტუალურია და ასევე კონგრესმენების ვიზიტის გამოხმაურებები, ასევე საელჩოს განცხადების რეზონანსი. დღეს ფაშინიანსაც ვუმასპინძლეთ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1143 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი. საქართველოში მთლიანად 1 366 678 აცრაა ჩატარებული, სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%. 6 თვეში საქართველოში „ფაიზერით“ 648 858 მოქალაქეა აცრილი, „სინოფარმით“ - 427 114, „სინოვაკით“ - 137 048, „ასტრაზენეკათი“ – 118 461 პირი. დღეის მდგომარეობით, ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 71 პაციენტი მკურნალობს. საქართველო „წითელი ჯვრისგან“ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. 70 და 80 წლის ზემოთ მოქალაქეებში განსაკუთრებით მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. თურქეთში კორონავირუსის "მიუ" შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ვერ ვხედავ. როცა 7 დღის ჭრილში დადებითობის მაჩვენებელი 4% იქნება, თავისუფლად შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება შესაძლებელია. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პენსიონერებისთვის, სხვადასხვა ფინანსურად წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. ექიმების, ექთნებისა და სანიტრების არათანაბარ ანაზღაურების გადანაწილებასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია ორი კლინიკის შემთხვევას სწავლობს. თემურ მიქელაძე - ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა. სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებშია - ყველა კოლეგას, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოვუწოდებ, დროულად ჩაერთონ ვაქცინაციის კამპანიაში.
გამოსასვლელი სოფელი - პრემიერი - ნამდვილად სასიხარულოა, რომ რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობა დაიწყო და სულ რაღაც ერთ წელში საქართველოში გაიხსნება სავაჭრო ქალაქი. “აუთლეთ რესურს გრუპის” პარტნიორი - საქართველომ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება. ნათია თურნავა რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის წარდგენას დაესწრო.
#არჩევნები2021 - დავით ჭიჭინაძე - არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს, ოღონდ მანამდე „წითელი ხაზები“ ოპოზიციაშია გასავლები, ყველაფერს თავის სახელი რომ დაერქვას. გიორგი მშვენიერაძე - ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომელიც ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული - მას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული „ვიკილიქსი“. კახა ქემოკლიძე - შეიძლება გახარიას ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ ნარკოტესტზე სპეკულაცია წარმოუდგენელია - შესაძლოა, ხვალ დააბრალონ, რომ წყალბადის ბომბს ამზადებს ან „თალიბანთან“ თანამშრომლობს.
ამჟამინდელი მერი და მერია - კახა კალაძე - სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დღემდე საცხოვრებელი ფართით 2000-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა. თბილისის მერმა სამგორის რაიონში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
საელჩო და კონგრესმენები - საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება - პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. სოზარ სუბარი - ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მახინჯი სისტემა არ დაგვენერგა, ეს ინფორმაცია ელჩებს აქვთ, ამის მიუხედავად, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს, მათ უნდა ჰკითხოთ. პაატა მანჯგალაძე - ლუსტრირებულია „ქართული ოცნება“ - სიტყვით თითქოს ევროპულ კურსს უჭერენ მხარს, მაგრამ საქმით ძალიან ემსგავსებიან რუსეთს. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ არ შესრულებული ვალდებულებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან. გიორგი ვაშაძე - არ შეიძლება ევროპასა და ამერიკასთან შეთანხმების და ვალდებულების შესრულებაში მუდმივად პრობლემები გვქონდეს. კონგრესმენი ალექს მუნი - აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენი მეგობრები და მხარდამჭერები ვიყოთ, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს მომავალში. გიორგი ხელაშვილი - 2 დღის წინ კონგრესმენებთან არაფორმალური შეხვედრისას ვთქვი, რომ ხმას ვაძლევთ კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისინი ამის გამო გაოცებული დარჩნენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელ კონგერსმენთა დელეგაციას უმასპინძლა.
სტუმრად ფაშინიანი - ნიკოლ ფაშინიანი - განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს, ეს ეხება არამხოლოდ სომხეთს და საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი რომ უფრო გავზარდოთ. ბატონ ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს - ჩვენს საერთო რეგიონალურ მიზანს 3 სიტყვაში ჩავატევდი, ეს არის: მშვიდობა,სტაბილურობა და კეთილდღეობა. სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - Bloomberg - მსოფლიოს 184 ქვეყანაში ვაქცინების 5.56 მილიარდი დოზა გამოიყენეს. აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 64.3% სრულად არის ვაქცინირებული. სომხეთში კორონავირუსის 645 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 18 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 797 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა.
მაზაკვალი - ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიკაციისთვის სახელმწიფო სათათბიროს კანონპროექტი წარუდგინა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია