საარჩევნო ტრადიცია - მოსმენები, მიყურადებები და ჩანაწერების გამომზეურება, მერე კომენტარები

      გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - ეკატერინე ტიკარაძე CDC-ის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული ჰეპატიტების ასოცირებულ დირექტორს შეხვდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2829. საქართველოში სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა - სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „არა კოვიდ-ფაშიზმს“ გაიმართა. აღსრულების ბიურომ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე საქმისწარმოების შეწყვეტა დაიწყო.

      დაცვის ხელფასი - თემურ ჯანაშია - მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სამსახურის დაფინანსებას.

      საარჩევნოდ აქტუალური მოსმენები - დავით ჭიჭინაძე - დარწმუნებული ვარ, თვითონ ივანიშვილიც ჩაწერილი და გამოტანილია უკვე, სისტემაა ასეთი და იმიტომ. იაგო ხვიჩია - თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, მაშინ რატომ გადადგომა? უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? - ჯერ ეს გვაქვს გასარკვევი. კახა კალაძე ჩანაწერებზე - ბევრი ტყუილი, ბევრი მართალი შეიძლება იყოს, დაველოდოთ გამოძიებას - ვინც არ უნდა იყოს, ამ ქმედებას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. თემურ ჯანაშია - წინა ხელისუფლების დროს უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმით ვიყავი დაკავებული, ვიდრე ვიღაცის საძინებელში მეყურებინა, ვინ რას აკეთებდა. მამუკა ხაზარაძე - „ოცნების „კაგებეშნიკური“ სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელები და დამკვეთები უმკაცრესად დაისჯებიან. მიხეილ სარჯველაძე - მგონია, ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი გამოვლინდება, რაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წინასწარ გაკეთებულ შეფასებებსა და მოსაზრებებს დაანგრევს. ირაკლი ღარიბაშვილი - ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის, სააკაშვილის შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში სხვა მოღალატეების კვალიც იკვეთება. გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი. ბადრი ჯაფარიძე - გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს ერთ-ერთი მოძღვრის მიერ ჩემთან გამოგზავნილი მოლოცვის შეტყობინება - ამასაც კი აღრიცხავდნენ. თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს - აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდეგ მათ აშანტაჟებდნენ. გიორგი გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია - „ნუ გვისმენთ“ გამართეს. პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ფარული ჩანაწერების საქმეზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ლელო" პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და დეპუტატების ხელმოწერების შესაგროვებლად, კონსულტაციებს იწყებს. არქიმანდრიტი ბართლომე - მე ყოველთვის ვიცი, რომ მისმენდნენ, არ მინდა ვთქვა, თორემ ვიცი ვინ მისმენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ის დღესაც არის ამ სამსახურში. სალომე სამადაშვილი - მოსმენებზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს. გია ვოლსკი - მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ გიორგი გახარია, რომელმაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა, იმის გამკეთებელია, რაზეც საზოგადოების გარკვეული ნაწილი საუბრობს. ირაკლი კობახიძე - გამოძიება უნდა დაინტერესდეს და გამოვლინდეს, ვის უკავშირდება იმ ტყუილ-მართალის გამოტანა, რომელზეც საუბარია გასული დღეები - იქნება ეს გახარია, ხოჯევანიშვილი თუ ვინმე სხვა. „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“ - ეს არის ფრაზები „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან - მოვუწოდებთ, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა. სოსო გოგაშვილი - მასალების ავთენტურობაზე საუბარს ვერ დავიწყებ, მაგრამ ვხვდები, რაც არის, არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე - მასშტაბური ბაზაა, რომელზე წვდომა განყოფილების თანამშრომელს წარმოუდგენელია, ჰქონდეს, ეს მაღალი თანამდებობის პირია. ნიკა სიმონიშვილი - შესაძლებელია, აღსარებებსაც კი უსმენდნენ - ერთმა ხელისუფლებამ მეორისგან საშინელი მონსტრი გადაიბარა და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. გიორგი ვაშაძე - ყველამ კარგად ვიცით, რომ სუს-ი ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან. ხათუნა ლაგაზიძე - უბინძურესი მეთოდებით ებრძვიან საკუთარ მოსახლეობას - ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“. მამუკა ხაზარაძე - ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები, ეს არის ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა.

      შედეგები და ოპონირება - DRI - საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ. ვატო შაქარიშვილი - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას LGBT პროპაგანდის აკრძალვის საკითხზე, სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით. ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. მიხეილ სარჯველაძე - თუ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ანდრიუს კუბილიუსის განცხადების აზრი ისაა, რომ ჩვენი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა - ქვეყნის. ქობულეთის მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან" ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათ მაჟორიტარ კანდიდატს გივი მგელაძეს სუს-ის თანამშრომლები კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ. ინტერნეტ გამოკითხვის შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში 40% ხმას კახა კალაძეს, 17% ნიკა მელიას, 13% კი გიორგი გახარიას მისცემდა

      პენსიები - ვასილ ხოდელი - საპენსიო საკითხებზე დაპირებები და მოლოდინების შექმნა სიტუაციის გაანალიზებით უნდა მოხდეს.

      3 დღიანი დალაგება - დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს.

      თბილისს წყალობენ - 22 სექტემბრიდან დედაქალაქში 90 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს

      ქუთაისსაც - ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება.

      სტატისტიკები - „საქსტატი“ - იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა, ამავე პერიოდში ქვეყანაში 25 821 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში საშუალო ხელფასმა 1 328 ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - საფრანგეთში სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისთვის დღეიდან ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. სომხეთში კორონავირუსის 756 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 22 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში 18 841 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 792 ადამიანი. Bloomberg - ვაქცინების ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 62% აიცრა, აშშ-ში 54%, ჩინეთში - 69.3%.

      ბრიტანეთში ჩინეთის ელჩს პარლამენტში არ უშვებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 77

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters