ახალწლის ან გნებავთ, ენკენისთვეც მიილია და როგორც ჩანს, წვიმებს ოქტომბერშიც გაიყოლებს. ერთი სტატისტიკური ამბავიც შესავალსი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 20.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. დღეს ნიუსები აქტიურად იწერებოდა არჩევნების ირგვლივ - ბანერები, დაფინანსებები, პროგნოზები, არეულობები, ასევე სახალხო დამცველის და პრემიერის ფართო ტრიბუნა იყო. ფორმულას საქმეც ძალებს იკრებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1189 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 30, 2021 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღეს კი მშვიდობიანად წამოწვიმა და წაჟინჟლა, მაგრამ სინოპტიკოსები არჩევნებამდე ასეთ, წვიმიან ამინდს გვპირდებიან და შიგადაშიგ სეტყვასაც. ალბათ, ეს არ შეუშლის ხელს ჩვენ „პოლიტიკოსებს“ საარჩევნო თამაშობანაში. დღის ვრცელი ამბავი სწორედ ეს იყო და ევროპული დაკვირვებების მოლოდინი, ასევე ბანერები სისხლებით, მეზობელთან გადასული პრემიერი და პრეზიდენტის იდეა და კრიტიკა კოალიციურ მთავრობაზე. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1228 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო კვირის ათვლა დაიწყო. ბოლო სექტემბრისა და არჩევნების დღედმე - არჩევნები შაბათს გაიმართება და დღის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მთავარი ამბავია ასევე კოვიდი და უკვე დაწყებული საუბრები ახალ ტალღაზე, ვაქცინაციის პროცესის შენელებასა და სხვა დეტალებზე. სწავლა საკლასო ოთახებშიც იწყება და შესაძლოა ბავშვებს პირბადეები დასჭირდეთ. მკლავჭიდში საერთაშორისო სირცხვილიც გამოვიწერეთ და სააკაშვილის ბილეთებიც მეინსტრიმულია. ვალუტის კურსი - 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
რაც უფრო ახლოაა ოქტომბერი, უფრო მეტად იძაბება პოლიტიკური ველი. მართალია ტემპერატურა კლებულობს და კიდევ რამდენიმე დღე წვიმები და ნიაღვრები გველის, მაგრამ პოლიტიკაში დაპირისპირებები აქტიურდება - ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება. დღეს აქტუალური იყო კვლავ დმანის-რუსთავი და ახლა უკვე ელჩების წინ გამართული ცემა-ტყეპა. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1179 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 23, 2021 წელი. 11:30pm —
3 კომენტარი
________________
უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გამოდარებას არ შეგარგებენ რა, ხვალ და ზეგ წვიმა და ძლიერი ქარი გველოდებაო. დღეს კი მეინსტრიმული აღმოჩნდა ჩვენი საარჩევნო ტრადიცია - ფარული მიყურადების, მოსმენოების, ჩანაწერების მოულოდნელი გამომზეურება და სკანდალ-სკანდალ ნიუსები. დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო. მეორე მთავარი ამბავია მოახლოებული არჩევნები. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არჩევნების მთავარი ამბავი ნარკოტესტი და ბანერებია. კანდიდატების დაფიპირისპირება ვირტუალურ რეალობაში გადადის. ახლოვდება არჩევნები და ყველა თემა მის გარშემო აქტუალურდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და კოვიდიც გააქტუალურდა. ტრანსპორტი კი ამუშავდა, მაგრამ როგორც კალაძე ამბობს - არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაიძვრება, თუ მგზავრი პირბადის გარეშე იქნება. დღის ახალი სკანდალი - ხელისუფლება საპატრიარქოს უსმენს, უმაღლესი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეებზე იწვიმებსო, ამბობენ სინოპტიკოსები. მშვიდი და გრილი სექტემბერია და ეს წვიმებიც ამის დასტურ-გაგრძელება იქნება. დღევანდელი დღე მონოტონური იყო. არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო ვრცელი დრო და ადგილი-ტექსტები ეთმობა არჩევნებს. დაიწყო წინასწარი კვლევების თუ გამოკითხვების გამოქვეყნებაც. ტრადიციულად სიტყვაწყლიანია პრემიერი ღარიბაშვილი და ვრცელი გამოსვლები მრავალი მიმართულებით დღის ამბავია. კოვიდიც ჯერ არსად წასულა. ვალუტის კურსი - 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცივი შემოდგომა გველის თუ ამჟამინდელი ამინდებით ვიხელმძღვანელებთ. დღის მთავარი ამბები ტრადიციულად კოვიდით დაიწყო, ახალი აცრები, ინფიცირებები და ლეტალობის მაჩვენებელი პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. არჩევნებიც აქტუალურია და ასევე კონგრესმენების ვიზიტის გამოხმაურებები, ასევე საელჩოს განცხადების რეზონანსი. დღეს ფაშინიანსაც ვუმასპინძლეთ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1143 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვის რა ანონსები და მოლოდინები აქვს ეს ერთია, მაგრამ რეალობა სულ მალე გამოჩნდება და ვნახოთ რა შედეგებს დადებენ არჩევნებზე. არ იქნება ახალი თუ ვიტყვით დღის თემა #არჩევნები2021 იყო. ასევე ამერიკელი კონგრესმენების ქართული ვოიაჟი, გენ პროკურორ-რეფორმეობის საპარლამენტო ნიუსებიც და წვიმების 4-5 დღიანი ანონსი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1132 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სუსხიანი დასაწყისი დიდხან არ გაჰყვება შემოდგომას, სამაგიეროდ დიდხანს მოგვიწევს არჩევნებსა და კოვიზე საუბარი. იკლო ინფიცირებამ, მაგრამ მატულობს ლეტალობა. ახლოვდება გამოკითხვის დღე და აქტუალურდება საარჩევნო სუბიექტები დღიური განრიგი, შეხვედრები ან შეუხვედრელობა და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულობა. ასევე, ყოველდღიურად აქტუალურია პრემიერის მრავალმხრივი გამოსვლები და კომენტარები. ვალუტის კურსი კი ძველებურად სამიანს ზემოთაა - 1 აშშ დოლარი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შემოდგომა დადგა და შეიძლება ითქვას რომ პირველივე დღეებს დაეტყოთ - ფოთოლცვენა ძლიერ ქარში და შიგადაშიგ სუსხიც. მსოფლიოს თვალი ამერიკის ქარიშხლისკენ, ავღანეთის ამბებისკენ და კვლავ კოვიდისკენ იცქირება. ევროპულ ფულზე უარის თქმა დღესაც აქტუალური იყო ქართულ ნიუსფიდში. არჩევნებიც რაც უფრო ახლოვდება, უფრო აქტუალური ხდება კანდიდატების წარდგენა და რეიტინგობანა. ვალუტის კურსი კი ძველებურად სამიანს ზემოთაა - 1 აშშ დოლარი - 3.1107 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 2, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•