შემოდგომის საარჩევნო და კოვიდ სიოს ფონზე, სჯობს გვიანი ხელმოწერა ხელმოუწერლობასო

      შემოდგომა დადგა და შეიძლება ითქვას რომ პირველივე დღეებს დაეტყოთ - ფოთოლცვენა ძლიერ ქარში და შიგადაშიგ სუსხიც. მსოფლიოს თვალი ამერიკის ქარიშხლისკენ, ავღანეთის ამბებისკენ და კვლავ კოვიდისკენ იცქირება. ევროპულ ფულზე უარის თქმა დღესაც აქტუალური იყო ქართულ ნიუსფიდში. არჩევნებიც რაც უფრო ახლოვდება, უფრო აქტუალური ხდება კანდიდატების წარდგენა და რეიტინგობანა. ვალუტის კურსი კი ძველებურად სამიანს ზემოთაა - 1 აშშ დოლარი - 3.1107 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში ამ დროისთვის 1 235 386 აცრაა ჩატარებული, 1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 28.5%, სრულად ვაქცინირებული კი 14.8%-ია. ბოლო 24 საათში დაინფიცირდა 3212 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 5017, გარდაიცვალა - 81. ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. თბილისში კორონავირუსის „დელტა“ შტამით 35 წლის ქალი გარდაიცვალა. რუსთავში ვაქცინაციის მოძრავმა პუნქტებმა მუშაობა დაიწყო. აიცერი სითი მოლში! - სითი მოლი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს უერთდება.

      ევროპული გზა და ევროპული ფული - კელი დეგნანი - ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა - ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით და კიდევ ავუხნით რატომ ვთქვით უარი დამატებით ვალის აღებაზე - ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. სალომე ზურაბიშვილი - გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე გაუგებარი ნაბიჯია - გაუგებარია, რომ საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, რომელიც დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ყველაფერს ვიღონებ, რომ არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ევროპული გზის არევა ოპოზიციური პარტიები შარლ მიშელს, იენს სტოლტენბერგსა და ურსულა ფონ დერ ლეიენს ღია წერილით მიმართავენ - ჩვენთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა. ჯიმ რიში - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს.

      ხელმოწერა რაჭულად? - კელი დეგნანი - მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, ეს ხელმოწერა მართლაც კარგი ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს. ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რომან გოცირიძე - 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა დასჯადია ჩვენი ამომრჩევლის მიერ. თემურ ჯანაშია - დღეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ვიდრე ის პრინციპი, რის გამოც 19 აპრილის შეთანხმებას ამ დრომდე ხელი არ მოვაწერეთ. ლევან ბეჟაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოავლინა მისი პრორუსული ხასიათი. ზაალ უდუმაშვილი - დღეს როგორც არასდროს, ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ. დავით კირკიტაძე - 19 აპრილის შეთანხმებას არჩევნებზე ხელს მოაწერს ქართველი ხალხიც და მთავრობას განაჩენს გამოუტანს. ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ დამსახურებულად და სამართლიანად შევბოჭეთ! ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება, ეს ყველაზე კარგად „ქართულ ოცნებას“ ესმის. ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა შეიცვლებიან? - ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი. ალუდა ღუდუშაური - 19 აპრილის შეთანხმება გადაშლილი ფურცელი და „ნაცმოძრაობისთვის“ გაშვებული შანსია - იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ დავუბრუნდებით. კახა კალაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე - 2024-ში რომ მოეწერა, ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა. კარლ ჰარცელი - დღეს, „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, პარლამენტის 150 წევრიდან 147-მა მხარი დაუჭირა მას - ხელმოწერა არასდროს არის გვიან და, შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან.

      #არჩევნები2021 - სალომე ზურაბიშვილი - უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე. ანა დოლიძე - გუშინ გიორგი გახარიამ წარადგინა ჩინოვნიკების მთელი არმია, არც ერთს სისტემის წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია. გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ნიკა მელია - ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა - პირველ ტურში მე გავიმარჯვებ, ვინ იქნება მეორე-მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება. თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილი ძალიან განერვიულებულია, რისი საფუძველიც ნამდვილად აქვს - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიგები დღითიდღე მცირდება. გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს მოქალაქეებო, ყველაფერი თქვენზეა, ემიგრაციაც კი არ გიშველით, ჩვენს სახლში ცოცხი უნდა ავიღოთ და დავალაგოთ, სხვა ამის გამკეთებელი არავინ არ არის. სანდრო რაქვიაშვილი - გახარიას გადაწყვეტილებამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა - ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია მეორე ტური და ეს გადაწყვეტილება მას დაეხმარება. ანა ბიბილაშვილი - ქალაქს სჭირდება მასშტაბური მწვანე სარეკრეაციო სივრცეები - დიღმის ჭალები უნდა დავუბრუნოთ ადამიანებს. კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლის კომპანია სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ფორმებს უკერავს. გივი მოდებაძე - მადლობა „ქართულ ოცნებას“ ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი, გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ცესკო-ში თბილისის მერობის კანდიდატი, საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაარეგისტრირა. ცესკო-ს თავმჯდომარე - პირველად ხდება ის, რომ კენჭისყრის დღეს, 3200 უბანზე მოხდება ხმების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის განხორციელება - თუ ახლა ვიღაცამ არ მოიტაცა და გაიქცა, სხვა შემთხვევაში ჩანაწერები არსად გაქრება.

      რუსეთთან დამეგობრება - აღნიშნა ლავროვი - თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება სურს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს. კელი დეგნანი სერგეი ლავროვის განცხადებაზე - სანამ ქართველები არ დაინახავენ რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, კრემლიდან წამოსული განცხადებები დიდ წონას არ ატარებს.

      დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეებმა 11 მილიონამდე ლარი მიიღეს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი. სომხეთში კორონავირუსის 636 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 19 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 18 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 798 ადამიანი. Bloomberg - ევროკავშირში ვაქცინების 534 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 371 მილიონი.

      იდა - ნიუ-იორკში კოკისპირული წვიმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში ქარიშხალ „იდას“ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 190

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters