სპორტული შეჯიბრი უარზე, გადაწეული კოვიდ სიმშვიდე და არჩევნების მოახლოება

      ზაფხული დასრულდა. ბოლო დღეებში თითქოს კუდს იქნევსო, ძალიან დააჭირა და სექტემბრის პირველ კვირაშიც ასე იყო ნავარაუდები, მაგრამ უეცრად სეტყვა და ძლიერი წვიმები დაანონსდა. ქვეყანაში კვლავ კოვიდია მთავარი თემა და მერე არჩევნები. კოვიდმა ახალი შეზღუდები გაახანგრძლივა და სკოლა-უნივერსიტეტები დისტანციურად დაიწყებენ მუშაობას, ტრანსპორტი ისევ გადაიწევს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1107 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 31 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში სულ 1 184 306 აცრაა ჩატარებული, აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 27,7%. ვატო სურგულაძე - რატომ ვაკეთებთ ყველაფერს უკუღმა? ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს რაც შეიძლება მალე. ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 86 ბავშვი და 59 მშობელია მოთავსებული. თამარ გაბუნია - „ტოცილიზუმაბი“ პაციენტის ოჯახმა არ უნდა იყიდოს, არავითარი შავი ბაზარი არ არსებობს. რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში ამცრელი პუნქტების დამატება იგეგმება. კოვიდ გადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით. ყველას გვესმის, რომ ბავშვების ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება დავძლიოთ და შევქმნათ სრული იმუნური ფენა საზოგადოებაში, თუმცა დაველოდოთ ჯანმო-ს რეკომენდაციებს. ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. ამირან გამყრელიძე - კოვიდი ალბათ, არ გაქრება არც მომავალ წელს - იმედი მაქვს, წლის ბოლოს გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი. არ დავაგდოთ სექტემბერში აცრების ტემპი! პირბადის მაჩვენებელი 47%-მდე ჩამოვიდა. 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში - 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს - დღევანდელი შემთხვევების 15% 14 წლამდე ბავშვი იყო. ინციდენტობის მაჩვენებელმა „კუდი ჩამოსწია ქვემოთ“ - ფერდი, პიკი გადაიარა და ქვემოთ მოდის. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით ინფიცირების 96 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია. ოჯახის წევრებს პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუკი რომელიმე წესი დარღვეულია, ამაზე ჩვენი მხრიდან რეაგირება ხდება. ველოდებით, რომ სექტემბრის ბოლომდე პენიტენციური დაწესებულება საერთოდ ვაქცინირებული იქნება. კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტის თანამშრომელთა 70%-მდე უკვე აცრილია. საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება ბაგა-ბაღების მუშაობაც. სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე, მედიცინის პროგრამის სტუდენტების გარდა, უნივერსიტეტებშიც დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. მიხეილ ჩხენკელი - თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია ბავშვი კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება. სკოლები, განათლების სისტემა ყველა სცენარისთვის მზად არის. იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

      ეკონომიკის გაძლირება - ნათია თურნავას განცხადებით, წლის ბოლომდე სამომხმარებლო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით სტაბილიზაციის პროცესი დაიწყება. საქართველოს წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ექნება. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ კიდევ უფრო მეტად ფართოვდება.

      დაფინანსება უარი - ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები - დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე. ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები - თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ირაკლი ღარიბაშვილი - გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან - მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. თენგიზ ფხალაძე - როცა ვლაპარაკობთ, რომ ევროკავშირის დახმარება არ გვჭირდება, მთელი პოლიტიკური კონტექსტი და შედეგები უნდა წარმოვიდგინოთ - შეცდომების კასკადს ვხედავ. იაგო ხვიჩია - მგონი, „ქართულ ოცნებაში“ შარლ მიშელს ებრძვიან, ეუბნებიან, რომ გამოკვეთილად, საგანგებოდ დაარღვევენ, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია. გია ხუხაშვილი - ვითომ ევროკავშირი კი არ უწყვეტს დაფინანსებას, „ქართული ოცნება“ თავად ამბობს უარს ევროკავშირის დაფინანსებაზე - ეს კლასიკური ვირეშმაკობაა და შედეგები იქნება დამანგრეველი. გიგი წერეთელი - ის, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის დახმარებას, ეს მათი მხრიდან გარკვეულწილად სანქციის ფორმაა. ნონა მამულაშვილი - ევროკავშირმა და სხვადასხვა ინსტიტუტებმა კვლევა ჩაატარეს, რამაც აჩვენა, რომ საქართველოში ელიტური კორუფციაა, ახლა ცდილობენ თავი დაიძვრინონ, რომ ევროკავშირის დახმარება არ სჭირდებათ. ლევან დოლიძე - სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანის არსი, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს. გრიგოლ გეგელია - "ოცნების" უგუნურების გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველო 300 მილიონ ლარს კარგავს. არჩილ თალაკვაძე - ის, რომ სესხის არაღებით საქართველომ უარი თქვა მნიშვნელოვან რეფორმაზე, ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის აბსურდი. ნათია თურნავა ევროკავშირის დაფინანსებაზე - თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭიროება, რომ სესხი გავზარდოთ - ვწუხვარ, რომ ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.

      კანაფის წარმატება - პანამის კონგრესმა მარიხუანის სამედიცინო კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა.

      #არჩევნები2021 - კახა კუჭავას განცხადებით, სექტემბრის თვეში დაგეგმილი და ამის გარდა, განრიგით გათვალისწინებული, ჯამში 7 მინისტრის მოსმენა, არჩევნების შემდგომ სასესიო სხდომებზე გაიმართება. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია არ იყენებს სარეკლამო ბილბორდებს და ფასიან სარეკლამო დროს, მათ არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ - ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება. ვატო შაქარიშვილმა ყოფილი კორტების ტერიტორიის განვითარების სტრატეგია წარადგინა. არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - კალაძემ რაც შეეძლო გააკეთა, მე უკეთესი შემიძლია - ქართველების სიძე ვარ, სიძემ ქვეყნისთვის რამე ხომ უნდა გააკეთოს? კახა კალაძე - ჩვენ ვიცით, დღეს რა პრობლემებია თითოეულ სადარბაზოში, თითოეულ უბანში, თითოეულ რაიონში, ამიტომ, საკმაოდ ამბიციური გეგმებით მოვდივართ. „მესამე ძალა“ იქნება, მეოთხე თუ მეათე, ამას მოსახლეობა არჩევნებზე გადაწყვეტს - მოსახლეობა არის ჟიური. კვლევებს ხომ ატარებენ? ყველაფერი კარგად იციან, ფულის გადაყრა არ უნდათ წაგებულ არჩევნებში. გიგი უგულავას განცხადებით, შს სამინისტრო ფოთში კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. დოკუმენტს, რომელიც გადმომცეს, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს - დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები, რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება. არჩილ თალაკვაძე - თვითმმართველობის არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგს გავიმეორებთ, თუმცა, რა პროცენტიც არ უნდა იყოს დაფიქსირებული, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

      რთველობა - რთველის საკოორდინაციო შტაბი - 1000-მდე მევენახემ სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძენი ღვინის საწარმოებს ჩააბარა და მათი შემოსავალი 6 მლნ ლარს აღწევს. ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველის პერიოდში, კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - Bloomberg- მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 34.3%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი. სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რუსეთში კორონავირუსის 17 813 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 795 ადამიანი. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირის ზრდასრულ მოქალაქეთა 70 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 132

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters