დღეები ისეთივე ინტენსივობით მიდიან, როგორც მიდიოდნენ ადრე, ვითომ დრომ სანამ აჩქარდებოდა. ერთი კია, ამინდი და კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა იმასაც პროგნოზირებენ, 2 ოქტომბრამდე საქართველოში ტემპერატურა მოიმატებსო. დღევანდელი დღე კიდევ გამორჩეული იყო ბახტაძი გუშინდელი გამოსვლის გამოხმაურებებით. ასევე კანდიდატების მედიაჩართულობით და სხვა შიდა თუ საგარეო ამბებით. დღე თითქმის გადადიოდა როცა სამწუხარო ამბავი გავრცელდა - გარდაიცვალა თამაზ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2018 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სექტემბერის მიწურული ტრაგიკული დღეა და ნიუსებიც უკვე 25 წელია ამ თემას უტრიალებენ გარშემო. 25 წლის წინ საქართველოს აფხაზეთი რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა. დღის მეინსტრიმი სწორედ ამ თემას გასდევდა. კიდევ იყო აქცია პარლამენტთან, რომელიც პოლიტიკურ აქციად იქცა. იყო საზღვარგარეთული ვიზიტები და ომეგა ჯგუფის ლონდონური გამოძიება. დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანაში აქტიურობა საკმაოდ მაღალი და მრავალფეროვან სიახლეებში რომელიმეს დაწინაურება შედარებით გართულებულიც კი. გამოსარჩევად შეიძლება კალაძის თბილისი დასახელდეს და ტაქსების თუ ინსპექტირების ნიუსები, ასევე მამების განახლებული აქცია, სადაც უკვე პოლიტიკურ აქცია დაასახელეს თავად მამებმა. დღის სიახლეები ასევე ეხებოდა სააფთიაქო ნარკომანიას და ცოტ-ცოტა ბევრ სიახლეს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 26, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საკმაოდ მრავალფეროვანი და ჭრელი ნიუსების დღე იყო და არცერთი არ იყო ვრცლად წარმოდგენილი. თემები კი ეხებოდა ბოლო პერიოდისთვის აქტუალურ საპრეზიდენტო არჩევნებს, მედიის როლს არჩევნებში, ასევე პრემიერს და მის ნიუსებს. დღეს კიდევ საბანკო სისტემაზე და მის ეკონომიკაზე საუბრობდნენ, იყო პროკურატურაც, ავტორიზაციაც და სხვა ამბებიც.
პრეზიდენტი და მისი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 25, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარ ამბებში ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი ავადმყოფობა მოხვდა და ფაქტობრივად მეინსტრიმული გახდა. ამასთანავე, არ ცხრება კანაფის საკითხი და მის პარალელურად, წინა პლანზე წამოიწია სააფთიაქო ნარკომანიის თემამ და დაკავებულმა დამნაშავეებმა. სხვა სიახლეები კვლავ მომავალ პრეზიდენტებს უკავშირდება, არის პროკურატურის ნიუსები და ა.შ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შემოდგომის კიდევ ერთი კვირა მიიწურა. ამჯერად კვირის სადღესასწაულო დასასრული იყო ქრისტიანებისთვის - დღეს ღმრთისმშობლის შობა იზეიმება და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2018 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
მთელი ქვეყანა ვერ გამორკვეულა მარიხუანას თემით. ისე ჩანს, თითქოს რაღაც უფრო დიდი საქმე იმალება და წინა პლანზე ყველაზე ხმაურიანი ამბავი წამოწიესო, თან ამ ხმაურს სასულიერო პირებიც აყვნენ და უფრო გამწვავდა თემა. პარალელურად პრემიერი ამერიკაში ვიზიტით იმყოფება, პარლამენტარები ფრაქციებში გადადიან-გადმოდიან, აუდიტი კი განათლებასაც ამოწმებს.
კულტივირებული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირის კიდევ ერთი დღე სექტემბერის შუა რიცხვებიდან მიეძღვნა წინა დღეების პრაიმნიუსებს - იყო მარიხუანა და მისდამი ანტიპათია-სიმპათია, იყო საპრეზიენტო მარათონი, შსს-ს დაგეგმილი რეფორმები, სასამართლოს პრობლემები და ქალაქური სიახლეებიც.
მარიხუანა და გველების ბიზნესი - ლადო პაპავა - გველის შხამიც კარგია და სამკურნალოდ გამოიყენება, მოდით, გველები…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე ცხადი გონება შერჩენია ერს, კამათი მარიხუანას პლანტაციებზე არ ცხრება, მითუფრო, რომ ამ განხილვებში აქტიურად ჩაერთო საპატრიარქო. წინა დღის დაანონსებულის მსგავსად, კვირას, პატრიარქმაც იქადაგა კანაფის კულტივაციაზე და როგორც ჩვევია, ძალიან დიპლომატიურად, მუქარისა და სიმკაცრის გარეშე. დღევანდელი დღე გამორჩეული იყო სასწავლო პროცესის განახლებით და ტრადიციულად, აგერ უკვე მერამდენე კვირაა - საპრეზიდენტო არჩევნების თემით.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2018 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მიმდინარე კვირა თავიდან ბოლომდე კანაფს და მარიხუანას მიეძღვნა. დღეს აღმოჩნდა, რომ კანაფის ის სახეობა უნდა გაამრავლოს, აკულტივიროს ხელისუფლებამ, რომელიც მხოლოდ სიკეთის მომტანია ფარმაციაში. ამას გარდა, დღესაც იყო მამების აქცია მთავრობის გადასაყენებლად, იბერიის საქმე ნელ-ნელა სატელევიზიო რეგულაციების საქმედ გადაიქცა, და ამას დაემატა კალაძის საცობებიც.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2018 წელი. 10:30pm —
6 კომენტარი
________________
შუა კვირა განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა, მრავალი მიმართულებით. უპირველესად საპატრიარქოში გამართული კონფერენციით, რომელიც მარიხუანას მიეძღვნა. ასევე, პრემიერისა და პრეზიდენტის სიახლეებით. მამების აქციით რუსთაველზე და ზურაბიშვილის ქართული „ხარაკირით“.
შვილმოკლული მამები მთავრობის წინააღმდეგ - გუშინდელ ინციდენტზე (შეხლა-შემოხლა პოლიციასთან), ზაზა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2018 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
დღევანდელ სიახლეებს შორის გამორჩეული იყო მამების აქცია, რომელიც სამართლიანობიდან და მთავრობის გადადგომამდე მივიდა. ასევე, ცნობილი გახდა საპრეზიდენტო ნომრები. იბერიის ჩანაწერები და ერთი სიახლეც - მარიხუანა შეიძლება ექსპორტზე გავიტანოთ.
საპრეზიდენტო მარათონი - ზაზა გაბუნია - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ისე იქნება ფორმულირებული, რომ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2018 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
შემოდგომის საქმიანი ორშაბათი კვირის გამარჯვებით დაიწყო - საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა 1 - 0. უცნაურია, მაგრამ შსს-მ ასე მიულოცა - შსს - პოლიციისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. მეორე მთავარი თემა, ცხადია ამინდია - 14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღე-დღეს ისდევს და ღამე ღამეს, მაგრამ სიახლეები მაინც გამოერევა ხოლმე. ისეთი არა, მსოფლიო ისტრია რომ შეცვალოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ დღეებს კი ემჩნევიან ხოლმე. მაგალითად დღევანდელი დღე გამრჩეული იყო კომისიის დასკვნების განხილვითა და ზაზა სალარიძის დაგეგმილი აქციებით, ასევე პრემიერის მრავალფეროვანი გამოსვლით და წვრილ-წვრილი ნიუსებით სწავლაზე, საზმაუზე, სტატისტიკაზე და ა.შ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2018 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანა საუბრობს გამომძიებელი პოლიტიკოსების საქმიანობაზე და დასკვნების ავ-კარგიანობაზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებებზე და მომავალ არჩევნებზე. დღის მთავარ ამბებში ასევე იყო ფოთში მომხდარი აფეთქება და რუსული ფული ქართულ არასამთავრობოებში. უფრო საიტერესო ამბავი კი ისევ ამინდია - თბილი შემოდგომა იქნებაო რადგან საქართველოში 3 დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2018 წელი. 11:00pm —
3 კომენტარი
________________
მართალია ჯერ სწავლა არ დაწყებულა, მაგრამ დღის მთავარი ამბავი მაინც ევროპული სკოლის გახსნა იყო, რომელსაც იოჰანეს ჰანი დაესწრო. ამასთანავე არ სრულდება ნიუსები ხორავას ქუჩის მკვლელობის გამომძიებლებზე. არჩევნებამდე, ცხადია, ავანგარში იქნება კაპანია, ცესკო და მისთანები. ბოლო დღეები ისევ გააქტიურად მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საარჩევნო განწყობა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2018 წელი. 10:30pm —
1 კომენტარი
________________
სექტემბრის პირველი საქმიანი კვირა სასამართლოებით, დანაშაულით, გამოძიებით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამუშაო საათებისა თუ ადგილების გამოფენით დაიწყო. ხორავას გამომძიებლებმა დასკვნა წარადგინეს და კიდევ ერთხელ განიხილეს, ფეისბუკ მუქარისთვის „ეროვნული ერთობის“ ლიდერი დააკავეს. აქვე, დღის ამბებში იკითხებოდა ჯანდაცვა, მოსამართლეობა და საქსტატის რამდენიმე რიცხვითი ამბავი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 8, 2019.
საათი: 11:47pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2019.
საათი: 11:34pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 6, 2019.
საათი: 9:08pm
1 კომენტარი
4 მოწონება
დეკემბრის სიცივეები ჯერ ახლა იწყება, მაგრამ მზიანობაც არ ეპუება ზამთარს. ქვეყანაში კი ისევ არეულობა და მიტინგებია, საპროტესტო გამოსვლები და აქციები, რუსეთთან კომფლიქტები და სასამართლო საქმეები…
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2019.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს…
© 2019 George.
•