ქვეყანაში აქტიურობა საკმაოდ მაღალი და მრავალფეროვან სიახლეებში რომელიმეს დაწინაურება შედარებით გართულებულიც კი. გამოსარჩევად შეიძლება კალაძის თბილისი დასახელდეს და ტაქსების თუ ინსპექტირების ნიუსები, ასევე მამების განახლებული აქცია, სადაც უკვე პოლიტიკურ აქცია დაასახელეს თავად მამებმა. დღის სიახლეები ასევე ეხებოდა სააფთიაქო ნარკომანიას და ცოტ-ცოტა ბევრ სიახლეს.
დაცვა-დაპირისპირებები საარჩევნოდ - ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს საქართველოში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაყვანილი რუსული ჯარი შემოიყვანა.
საგარეო საქმეები და ასოცირება - დავით ზალკალიანი - დადებითად შეფასდა საქართველოს ინიციატივა, გადაიდგას უფრო მეტი ნაბიჯი ასოცირების შეთანხმების მიღმა. ევროკომისიის პრეზიდენტისა და ავსტრიის კანცლერთან შეხვედრების დროს საუბარის თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები იყო. დავით ზალკალიანმა ლიბიელ კოლეგასთან დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილა.
თბილისი კალაძის მმართველობაში - კახა კალაძე მოითხოვს, უზნაძის ქუჩაზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დასრულდეს. კახა კალაძე - კახეთის გზატკეცილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას წარმოქმნილი პრობლემის გამო, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. დიღმის ტყე-პარკში საუკეთესო დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, ამიტომ იქ მშენებლობები დაუშვებელია. თბილისობასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ლოკაციებზე გარევაჭრობას დაუშვებს. ე.წ. ექსპერტები გამოყავთ, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ, უქნარა ადამიანები საუბრობენ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ლევან არველაძე - დედაქალაქის მთავრობა სატრანსპორტო და ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპლექსურ სამუშაოებს ახორციელებს.
მამების აქცია რუსთაველზე - რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ზაზა სარალიძე პარლამენტთან შეუძლოდ გახდა, მას პირველადი დახმარება პოლიციის თანამშრომლებმა გაუწიეს. ზაზა სარალიძემ ექიმების დახმარებაზე უარი თქვა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პარლამენტთან სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. სამართალდამცველებმა ზაზა სარალიძის მეუღლეს ტერიტორიაზე პლედის შეტანის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ტერიტორია დაატოვებინა.
სააფთიაქო ნარკომანია - ერთ-ერთი ბრალდებულის შეუძლოდ გახდომის გამო, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე შესვენება გამოცხადდა. პროკურატურა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ყველა პირისთვის, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსან გია თვალავაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულების ნაწილი ბრალს აღიარებს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს თავდებში ექიმები უდგებიან.
იბერიას საქმე ლონდონში - ბრიტანელი იურისტი „იბერიას“ საქმეზე - საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში წარსადგენად სარჩელი მომზადდა. ანზორ ჩუბინიძე - „იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის - მზად ვარ ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, აბდაუბდაზე თავის მართლებას არ ვაპირებ.
დაუცველი შრომა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - შემოწმებული 30 კომპანიიდან შრომის უსაფრთხოების ნორმები არც ერთში არ იყო სრულად დაცული. სოფო კილაძე - ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, მნიშვნელოვნად ფართოვდება შრომის ინსპექციის მანდატი. სოფო კილაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე შრომის უსაფრთხოებისა და ინსპექტირების საკითხებზე ისაუბრა.
კანაფის ბიზნესი - კახა კუჭავა კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-ექსპორტის წინააღმდეგი არ არის. ემზარ კვიციანი კანაფის კულტივაციაზე - ეტყობა, იმხელა ზეწოლა აქვთ „საცხაიდან“, რომ კანონპროექტს ვერ გაიწვევენ.
ჩავარდნილი ინსპექტირება - დავით მესხიშვილი - სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პირველი ეტაპი ჩავარდა. ტექდათვალიერების მოთხოვნები, შესაძლოა, გამკაცრდეს, მათ შორის სავალდებულო გახდეს მანქანაში ე.წ. კატალიზატორის დაყენება. თინა ბოკუჩავა - ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების 48%-ს ტექდათვალიერება არ გაუვლია და საერთოდ არ გამოცხადებულა შესამოწმებლად. არჩილ თალაკვაძე - როცა 8 მილიონი სტუმარი ჰყავს ქვეყანას, ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. „თბილისის მიკროავტობუსი“ - მიკროავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას წელიწადში ორჯერ გადიან. ეკა ლალიაშვილი - ჰაერის დაბინძურების დიდი წილი მოდის მოძველებულ ავტომობილებზე.
თეთრი ტაქსების ქალაქი - ეკა ლალიაშვილი - ტაქსის ფერზე მეტად მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას უსაფრთხოების ნორმებს, კარგი იქნება მძღოლები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს. რომან გოცირიძე - გადაწყვეტილება, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია - მერიაში ალბათ უკვე დაიწყეს თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა. ვასილ ურუშაძე - ტაქსის შეღებვასთან, ტექპასპორტის შეცვლასთან დაკავშირებული გადასახადები მძღოლის წლიურ ხარჯებში აისახება, რაც მგზავრობის ტარიფს გაზრდის. ნინო წილოსანი - ტაქსების რეგულაცია პირდაპირ კავშირშია ადამიანების უსაფრთხოებასთან. ბექა დავითულიანი - ტაქსების რეგისტრაციისთვის სტანდარტების დაწესება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია.
შტორმი ზღვაზე - შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია.
მერაბიშვილის ავადმყოფობა - ვანო მერაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს და მოგვიანებით ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. სოფო კილაძე ვანო მერაბიშვილზე - ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეულ მსჯავრდებულს მოვეპყრათ ისე, როგორც კანონმდებლობა ამბობს.
ხობელების უკეთესი მოსავალი - სურსათის ეროვნული სააგენტო - ხობის მოსახლეობის ინფორმაციით, წელს შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი მოსავალია.
ძიუდოს ამბები - ანზორ ჩუბინიძე - დავით ქევხიშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი, ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირება მომეხდინა.
ფართო ინვესტიცია - გიორგი ქობულია - აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 1,5 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელის გაფართოებას გეგმავს.
აზიური ბაზრებისთვის უსაფრთხო საქართველო - ნიკოლოზ მანჯგალაძე - უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აზიური ბაზრებისთვის.
აფხაზეთის დაკარგვის 25-ე წელი - დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლებს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
საზღვარგარეთულები:
ამერიკული მხარდაჭერა ავტოკეფალიას - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი - ამერიკა მხარს უჭერს უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. დახმარება მეგობრებს - დონალდ ტრამპი - ამიერიდან დახმარებას მხოლოდ მათ გავუწევთ, ვინც პატივს გვცემს და ჩვენი მეგობარია. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი - თეირანის დაუსჯელობის დღეები წარსულს ჩაბარდა. ჯეიმს მატისი - აშშ-ს უსაფრთხოებისთვის უმთავრეს საფრთხეს რუსეთის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს.
ბელგია ამერიკისკენ - ბელგიის პრემიერი - აშშ ევროპული კომპანიების ნაცვლად ვერ გადაწყვეტს, თუ ვისთან უნდა აწარმოონ ვაჭრობა.
მოკლევადიანობა - ჰასან რუჰანი - გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ ვერ შეძლებს ირანთან მიმართებაში ცალმხრივი სანქციების შენარჩუნებას.
ირანული გაზი თურქეთს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ირანიდან გაზის იმპორტზე უარის თქმას არ აპირებს.
უკრაინის არჩევნები - საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში პირველ ორ ადგილს იულია ტიმოშენკო და პეტრო პოროშენკო ინაწილებენ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია