დაპირებების პერიოდი, დასკვნების გადაფასება, დანაშაულის ექსპერტიზა, გათავისუფლებული მომუშავენი, ახალი სასწავლო წელი და რუსული ფულის პროტესტი

      ქვეყანა საუბრობს გამომძიებელი პოლიტიკოსების საქმიანობაზე და დასკვნების ავ-კარგიანობაზე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატების დაპირებებზე და მომავალ არჩევნებზე. დღის მთავარ ამბებში ასევე იყო ფოთში მომხდარი აფეთქება და რუსული ფული ქართულ არასამთავრობოებში. უფრო საიტერესო ამბავი კი ისევ ამინდია - თბილი შემოდგომა იქნებაო რადგან საქართველოში 3 დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 სექტემბერი, 2018 /

      დაპირებების მრავალფეროვნება - დავით ბაქრაძე - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც დაჯდება კაბინეტში, მას შეუძლია არ მომცეს ხმა - არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი. დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილზე - მეტროში ჩასვლა ეგზოტიკა არაა, არჩევნების წინ თავგადასავალი არაა, რომ ხალხს დაანახო, აი, მეტროში ჩავედიო. გიგი უგულავა - საქართველოში მომწიფდა ცვლილებები, მაგრამ ცვლილებები უნდა მოხდეს თავების მოჭრის, ნგრევის, რყევის და თოფის სროლის გარეშე. გრიგოლ ვაშაძე - ქართული სოფელი უნდა ვაქციოთ განვითარების ერთ-ერთ მთავარ ღერძად. დავით ბაქრაძე - საქართველოს სჭირდება ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება უკეთესობა.

      საძირკვლის ნგრევა - გიორგი ფოფხაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აგდებენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათი მუშაობენ და რომლებზეც დგას ტელევიზია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმურ შესვლას ითხოვენ. ნინო ზაუტაშვილი - უნდა დადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან სახეზეა მართვის კრიზისი.

      გამომძიებელი პოლიტიკოსების ნამოღვაწარი - საგამოძიებო კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის. საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. არჩილ თალაკვაძე „ევროპულ საქართველოს“ - კომისიის დასრულების შემდგომ ჩვენს დასკვნას გადმოგიგზავნით. გია ვოლსკი – საზოგადოება ელოდება, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოაყალიბებს დასკვნას, რომელიც სამართალთან იქნება შესაბამისობაში და კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საფუძვლებთან. ირმა ინაშვილი უმრავლესობას - ერთი მაგალითი მითხარით, როცა სხვა ქვეყანაში მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს - თქვე უსირცხვილოებო! სერგი კაპანაძე - ვიმედოვნებ, ის დამოკიდებულება, რაც კომისიის ზოგიერთი წევრის მხრიდან ვნახეთ, რომ არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი, პარლამენტში გაზიარებული არ იქნება. მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საერთო დოკუმენტზე ვერ შეჯერდება. ოთარ კახიძე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე დასკვნა არის ერთი და მას დღეს კენჭს უყრის კომისია, „ოცნების“ დოკუმენტი კი არის დაცინვა, მასხრად აგდება. ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ თანხმდება, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესში დარღვევები ჩადენილია, მაგრამ არავის პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს. ეკა ბესელია მოზარდების მკვლელობის საქმეზე - ამ საქმემ დამარწმუნა, რომ როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო. ეკა ბესელია - სამწუხაროდ, „ევროპულმა საქართველომ“ ისეთი დასკვნა მიიღო, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მამუკა მდინარაძე - წინა ხელისუფლებას ჰქონდა სტანდარტი, როცა ერთი ადამიანი რაღაცას იტყოდა, ამას სამართლებრივი შედეგები, მათ შორის დაკავება მოჰყვებოდა - ეს ამ ქვეყანაში ვერ და არ მოხდება.

      იაპონური შეფასება - იაპონიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - საქართველო რეგიონში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საერთო ღირებულებების კუთხით ლიდერია.

      აფეთქება ფოთში - ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი შემთხვევისას დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. თვითმხილველი ფოთში მომხდარ შემთხვევაზე - მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს, 2-3 საათი სვამდნენ, უცებ გასროლის ხმა გაისმა და დავინახე, ქვემოთ ეგდო ბავშვი. ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ პირს, რომელიც ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი, ქალა-ტვინის ღია ტრავმა და თავის ტვინის შეშუპება აღენიშნება. ფოთში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი აფხაზეთიდან დევნილი, 42 წლის მამაკაცია.

      დაფინანსების წყაროს ძიება - აქციის მონაწილეები რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენციის მონაწილეებს შეძახილით - "რუსეთი ოკუპანტია" დახვდნენ. რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის მონაწილე - ვინ ვისი ოკუპაცია მოახდინა, ამ საკითხს კარგად არ ვიცნობ. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე სუფრა გაშალეს, რითაც აქციის მონაწილეების თქმით, აჩვენებენ, როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს. სასტუმრო "ვერე პალასის" მენეჯერი - ჩვენთვის ცნობილი არ იყო, რომ მედიაფორუმი რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო დაფინანსებული, თორემ სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას შევცვლიდით. სერგი კაპანაძე - გვაქვს წინადადება, საქართველოში რუსული პროპაგანდა საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს და იყოს ფრთებშეჭრილი. ადა მარშანია - რუსი ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე ფორუმი ქართველებისთვის კარგი შესაძლებლობაა მათ ვუთხრათ, რა არის ჩვენთვის ოკუპაცია.

      საჯარო დასკვნები მკვლელობის საქმიდან - სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს. მოგვივიდა მნიშვნელოვანი დასკვნა. ამან აჩვენა, რომ რაიან სმიტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. გასროლები განხორციელებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით, 1 მეტრიდან. რაიან სმიტს სიცოცხლეში მიყენებული აქვს რამდენიმე დაზიანება ანუ მდგომარეობა ასეთი იყო - გარკვეულმა პირმა თუ პირებმა სმიტს ჯერ დაზიანება მიაყენეს და შემდეგ მოკლეს. ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს, რომ მას დაზიანებები აქვს სიცოცხლეში მიყენებული. საზოგადოებამ იცის მალხაზ კობაურის ფიზიკური აღნაგობა და შეუძლებელია, მას ფიზიკური დაზიანება მიეყენებინა რაიან სმიტისთვის. ექსპერტიზით დგინდება, რომ კობაური რასაც ამბობს, რომ რაიამ სმიტთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება უცხო პირების მიერ, ამის შემდეგ დაჩოქილ მდგომარეობაში ზურგის არეში ესროლეს და დაცემის შემდეგ მოხდა საკონტროლო გასროლა, მართალია. ამით დგინდება, რომ კობაურს ამ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს და სხვა ადამიანებმა ჩაიდინეს, - აცხადებს ადვოკატი. ადვოკატი - მალხაზ კობაურს მიმდინარე კვირაში ჩაუტარდება ექსპერტიზა, შეუძლია თუ არა ზოგადად სქესობრივი აქტის დამყარება.

      სახელმძღვანელოების პრობლემატიკა - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე განათლების სამინისტრო დასკვნას სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნებს. მიხეილ ბატიაშვილი – განათლების მიმართულებას სისტემური განახლება სჭირდება. მარიამ ჯაში – ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეებს მრავალი სიახლე ელოდებათ. როგორც ჯაშმა განაცხადა, პირველად 25 წლის მანძილზე, განათლების სამინისტრო საკუთარი რესურსით ასრულებს 20 ახალი სკოლის მშენებლობას, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება. მისი თქმით, I-VI კლასის მოსწავლეებს წელს სრულიად განახლებული და ხარისხობრივად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები ხვდებათ. მისივე განცხადებით, სექტემბრიდან ინგლისური ენის გარდა, მე-5 კლასის მოსწავლეებს ევროპული და აღმოსავლური ენების შესწავლის უფრო ფართო არჩევანი ეძლევათ.

      მეგობრების ერთგვარი ულტიმატუმი ევროპიზაციაზე - ედგარს რინკევიჩი - ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას წევრობის პერსპექტივები უნდა აღიაროს და მათი გაწევრიანების ვადები დაასახელოს. თენგიზ ფხალაძე - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ არა განყენებულად, არამედ, ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.

საზღვარგარეთულები:

      ერდოღანის პატრიოტიზმი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი კანონის უზენაესობის სახელმწიფოა, აშშ საკმარისი საფუძვლის გარეშე მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ.

      თვითაღიარებული მეგობრები - ბაშარ ასადმა და რაულ ხაჯიმბამ მეგობრობის და თანამშრომლობის „შეთანხმება“ გააფორმეს. აშშ-მ სირიაც შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდება.

      ტრამპით შეუშინებული რუსეთი - რუსეთის წარმომადგენლობა - დონალდ ტრამპის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობა არ გვაშინებს.

      ტრამპის ჟურნალისტები - ჟურნალისტი ბობ ვუდვორდი - 2017 წელს ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს დაურეკა და ყვირილით უთხრა: ბოლოს და ბოლოს მოვკლათ ეს ასადი!

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 196

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

George: სექტემბერი 5, 2018||11:40pm

*ყველა ვინც ქველზე ჩკვიანურად იაქტიურებს გახდება სუპერქველი და მას ცხოვრებაში კრედიტი არ დასჭირდება* #არჩევნები2018 #qwellynews

ლაშა: სექტემბერი 6, 2018||1:23pm
ესეც საპრეზიდენტო დაპირებაა?
George: სექტემბერი 6, 2018||3:12pm

საკანდიდატო, ლაშა, საკანდიდატო ! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters