მართალია ჯერ სწავლა არ დაწყებულა, მაგრამ დღის მთავარი ამბავი მაინც ევროპული სკოლის გახსნა იყო, რომელსაც იოჰანეს ჰანი დაესწრო. ამასთანავე არ სრულდება ნიუსები ხორავას ქუჩის მკვლელობის გამომძიებლებზე. არჩევნებამდე, ცხადია, ავანგარში იქნება კაპანია, ცესკო და მისთანები. ბოლო დღეები ისევ გააქტიურად მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საარჩევნო განწყობა საქართველოში - ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსის მიმდინარეობისას, პროცესის ხელის შეშლის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კონკურსანტების განცხადებით, უცნობი პირი უკავშირდებოდა ტელეფონზე, ვინმე „კურატორის“ სახელით და აწვდიდა მცდარ ინფორმაციას კონკურსთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაურკვეველი ზარების შესახებ ინფორმაცია ცესკომ სხვა ოლქებიდან, საუბნო კომისიების კონკურსში მონაწილე პირებისგანაც მიიღო. შევახსენებთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად, გამჭვირვალედ და ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომია და გაიცემა კანონით დადგენილი წესით. დავით ბაქრაძე სოფელ ქეშალოს მოსახლეობას შეხვდა. "ძალა ერთობაშიამ" ცესკოს საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ შესაძლო ჩარევის თაობაზე დოკუმენტაცია წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ვიდეომასალით დასტურდება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები "ქართული ოცნების" აქტივისტებითაა დაკომპლექტებული. გია ვოლსკი - არჩევნებს ატარებს ხალხი, ოპოზიციურ პარტიებს კომისიებში მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავს, არ მგონია, რომ ვინმეს არჩევნების შედეგებზე კითხვის ნიშნები დარჩეს. სალომე ზურაბიშვილი ვარკეთილის მეტროსთან ამომრჩევლებს შეხვდა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დავით ბაქრაძე - საქართველოს არ სჭირდება ვეტოების პრეზიდენტი.
რესურსსავსე ბიძინა - გია ხუხაშვილი - მთელი „ქართული ოცნება“ დღემდე ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებს და არავის უნდა მისი მხრებიდან ჩამოსვლა.
ევროპის ფულები საქართველოს და ევროპა საქართველოში - ნიკოლოზ გაგუა - ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება. მამუკა ბახტაძემ და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან დიალოგის ახალ ფორმატზე ისაუბრეს. ევროპული განათლება - მიხეილ ბატიაშვილი - ევროკავშირი საქართველოში განათლების რეფორმების განხორცილების კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული“ სკოლა გაიხსნა. მამუკა ბახტაძე - სტუდენტების და ახალგაზრდების ინტერესი ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია, ისევე როგორც განათლების სექტორის რეფორმა. "აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნის ცერემონია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქციის ფონზე მიმდინარეობდა. იოჰანეს ჰანი - ვიწყებთ ამბიციურ პროექტს - ყოველთვის მწამდა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა“ გახდებოდა წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის სიმბოლო. იოჰანეს ჰანი - საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ თბილისში გახსნაზე. 2020 წლისთვის ველით 80 ათას ახალგაზრდას მათ შორის საქართველოდან, რათა მაქსიმალურად ჩაერთონ „ერასმუს პლუსის“ პროგრამის რეალიზაციაში. გიორგი მარგველაშვილი - ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია. სტუდენტის ინფორმაციით, იოჰანეს ჰანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს.
ხორავას საქმე - ზაალ ანჯაფარიძე - სამწუხაროდ, ხორავას ქუჩის საქმეში დამნაშავეებზე ხელის დაფარების ალბათობა არსებობს, რადგანაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ. ეკა ბესელია - მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში ვხედავთ ხარვეზებს, თუმცა ქმედება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სურათს, კომისიას არ მოუპოვებია. ანრი ოხანაშვილი სურვილს გამოთქვამს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ რეკომენდაციები შეჯერდეს. ოთარ კახიძე - კომისია მიიჩნევს, რომ სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. პროკურატურა მ.კ.-სთვის ხელის დაფარებას ცდილობს - დავას არ იწვევს, რომ მ.კ. იჭერდა და ურტყამდა დავით სარალიძეს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა კამათით მიმდინარეობდა. ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს - არასრულწლოვნებმა, რომლებიც კომისიამ გამოკითხა, სასამართლო პროცესზე რომ სხვა ჩვენება მისცენ, რას შვრებით მერე?
იაპონიის ფულებიც საქართველოს და ქართველები იაპონიაში - იაპონიის მთავრობა საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს. დავით ზალკალიანი - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაგვაცნო მნიშვნელოვანი ინიციატივა - „იაპონიის კავკასიის ინიციატივა“ და თანამშრომლობის პროექტები. იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს. გიორგი მარგველაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საზოგადოებრივი არხის დღის წესრიგი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზმაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ივანიშვილის ტელევიზიების ათობით ყოფილი თანამშრომელი. ვასილ მაღლაფერიძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების ნაწილთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დასაქმებულებს შესთავაზა ხელშეკრულება, რომელშიც მხოლოდ დამსაქმებლის ინტერესებია წარმოდგენილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და მამუკა ბახტაძესთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვს.
თამბაქოს უკონტროლობა - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ბათუმის საავტორო კინოს ორგანიზატორები კანონების მოთხოვნებს არღვევენ.
რთველი - ლევან დავითაშვილი - წლევანდელი რთველიც წარმატებული იქნება.
გორის მერიის ეკონომიკა - გორის მერიაში ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ მილიონამდე ლარი შეადგინა.
უსანქციო აცრები - მოქალაქეებზე სანქციები არც იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ აცრები სავალდებულო გახდება და პირი მას არ ჩაიტარებს. დავით სერგეენკო - უფასო გეგმური ვაქცინების დეფიციტი არ არის და მარაგის შევსება ნებისმიერ პოლიკლინიკას შეუძლია. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2020 წელს არ დასრულდება. ამირან გამყრელიძე - C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების რაოდენობა, რომელზეც სუს-ში გამოძიება დაიწყო, 2 000 ადამიანზეა გათვლილი. აკაკი ზოიძე - C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრისთვის სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება. ლევან კობერიძე - მოსახლეობის ჩართულობით, ერთად შევძლებთ C ჰეპატიტის ელიმინაციას და მის საბოლოოდ დამარცხებას.
ტაქსაობა ულიცენზიოდ - ტაქსით მომსახურების ლიცენზიის გარეშე გაწევაზე კონტროლი პატრულს და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს დაევალებათ.
იმერეთი და სამეგრელო ფაროსანას ებრძვის - იმერეთში, მოახლეობა ჩაერთო ფაროსანასთა ბრძოლაში. ხობის მერია - ხობის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
ხაჯიმბა სირიაში - რაულ ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის გაფრთხილებებიდან - დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადი გააფრთხილა, იდლიბის პროვინციაზე „უგუნური თავდასხმა“ არ გაბედოს.
ურეიტინგო პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონის რეიტინგი მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყველაზე დაბალ დონეზეა და 31%-ს შეადგენს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია