გამომძიებლების დასკვნა, დამნაშავე მუქარით და იარაღით, ჯანმრთელობა ანტიმოსაწევით და მაუწყებლობის ანონსები

            სექტემბრის პირველი საქმიანი კვირა სასამართლოებით, დანაშაულით, გამოძიებით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამუშაო საათებისა თუ ადგილების გამოფენით დაიწყო. ხორავას გამომძიებლებმა დასკვნა წარადგინეს და კიდევ ერთხელ განიხილეს, ფეისბუკ მუქარისთვის „ეროვნული ერთობის“ ლიდერი დააკავეს. აქვე, დღის ამბებში იკითხებოდა ჯანდაცვა, მოსამართლეობა და საქსტატის რამდენიმე რიცხვითი ამბავი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 სექტემბერი, 2018 /

      ბრალდება მუქარისთვის - „ეროვნული ერთობის“ ლიდერ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა. 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის ინფორმაციით, მას დაცვის უფლება შეეზღუდა. ადვოკატები "ეროვნული ერთობის" ლიდერის გიორგი ჭელიძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურორი - ბინაში შესვლისას გიორგი ჭელიძე შევარდა საპირფარეშოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას. გიორგი ჭელიძე - 37 წელიც რომ დაბრუნდეს, ბერიაც რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე დახვრეტა ისევ იყოს, ვერ გამაჩერებენ. საბოლოოდ, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ჭელიძის ადვოკატებმა, შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

      ევროპული შეფასებები - საგარეო უწყება - ევროპარლამენტის მოთხოვნით განხორციელებულ კვლევაში ექსპერტი საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს მაღალ შეფასებას აძლევს.

      იაფი მედიკამენტები - დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის განახევრდა. აქვე ვისაუბროთ მოსაწევის აკრძალვებსა და სხვა ჯანმრთელობებზე - აკაკი ზოიძე - მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება. აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში კონკრეტული თანხები ჩაიდოს. აკაკი ზოიძე - სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რომ გეგმური აცრები სავალდებულო გახდეს.

      ხორავას გამომძიებლები - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. "ქართული ოცნების" წევრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას დასკვნის საკუთარ პროექტს წარუდგენენ. სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ წევრები დაინტერესებული არიან იმ ადამიანების გამართლებით, ვინც მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება გაამრუდეს. საგამოძიებო კომისიის დასკვნით, მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო კომისიის დასკვნით, მიხეილ კალანდიას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მას დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის მუხლით ბრალი უნდა წარდგენოდა. ანრი ოხანაშვილი - მოზარდების მკვლელობის საქმეზე უმცირესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პოლიტიკური ელფერი აქვს. საგამოძიებო კომისია - დგინდება, რომ მირზა სუბელიანი რეგულარულ კავშირზე იყო, როგორც საქმის გამომძიებელ ფიფიასთან, ისე მოწმე მ.კ.-სთან. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დასკვნაში კონკრეტულ ხარვეზებზეა საუბარი. დიმიტრი ცქიტიშვილი - მირზა სუბელიანი შეიძლება დაინტერესებული იყო რაღაცით, მაგრამ საქმეზე მისი გავლენა არ იკვეთება. ეკა ბესელია ოპოზიციას - მირზა სუბელიანი დააკავეს, პარლამენტი კი ვეუბნებით სასამართლოს, რომ ახლა ამ გზით იარე - ეს არის პირდაპირი ზეწოლის მაგალითი. ოთარ კახიძე - საგამოძიებო კომისია არ არის უფლებამოსილი ვინმეს მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, არანაირ მითითებას პროკურატურას არ და ვერ აძლევს. ანრი ოხანაშვილი მიხეილ კალანდიაზე - არ არსებობს ოჯახი, საიდანაც პასუხისგებაში ამდენი პირია მიცემული. ოთარ კახიძე - თუ რაიმე პრობლემა შეიძლება დაუდგეს საქართველოს ევროპულ სასამართლოში, ეს არის სწორედ დავით სარალიძის მკვლელობის გამოუძიებლობა. არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - რატომ არ დაწერეთ დასკვნაში ერთ-ერთი მიგნება, რომ ფარდული არ დანგრეულა რომელიმე სახელისუფლებო ორგანოს მითითებით?! ოთარ კახიძე არჩილ თალაკვაძეს - საგამოძიებო კომისია არ მიუთითებს ისეთ დარღვევაზე, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება. ოთარ კახიძე - არ გამოკითხულა მოწმეები, არ უმუშავია მ.კ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობის ვერსიას, რაც გამოძიების მიკერძოებაზე მიუთითებს. სერგი კაპანაძე - დასკვნაში დაყენებულია ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელიც შემხებლობაში იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან.

      პრეზიდენტების დაპირებები და კამპანიები - დავით ბაქრაძე - ჩემი ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, რომ პრეზიდენტის ფონდის მინიმუმ 50% სტუდენტების განათლებაზე დაიხარჯება. სალომე ზურაბიშვილი - რთული წარმოსადგენია, "ქართულმა ოცნებამ" ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

      ჯანმრთელი ავტომობილების რეფორმა - 1-ელი ოქტომბრიდან ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია, ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება.

      სასკოლო დანაშაულები - სკოლებში 2017-2018 სასწავლო წლებში 96 084 დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ამოღებულია დანები, კასტეტი და სხვა ბასრი საგნები.

      დასუფთავება საზმაუში - სულხან სალაძე - ხელშეკრულება, რომელსაც საზმაუწყებლის ხელმძღვანელობა 150 თანამშრომელს სთავაზობს, უფრო მათ გათავისუფლებას ემსახურება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს ხვდება, რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად – ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი. შესაბამისად, განისაზღვრა ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ გადაცემების შესაქმნელად. განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები, “-ნათქვამია განცხადებაში. ნინია კაკაბაძე - საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ, რატომ ათავისუფლებენ მათ. საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხის თანამშრომლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

      სასამართლოზე გაბუტული პრეზიდენტი - ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე პრეზიდენტი როგორც მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი. გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწვეტილებას ვერ შევაფასებ. არასამთავრობო სექტორი მთავარი პროკურორის არჩევის წესის, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობისა და მისი შექმნის წესი შეცვლას ითხოვს. გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობის დროს, სასამართლო სისტემაში ბევრი კარგი რეფორმაა მიღებული.

      თბილისური გადათხრები - ვასილ ურუშაძე თბილისში შექმნილ საცობებზე - იმის თქმა, რომ "აგვისტოში ყველა დასასვენებლად მიდის და მოდი, გადავთხაროთ", არის არაპროფერსიონალური მიდგომა.

      სტაჟირება როგორც გამოცდილება, ანუ 5 წელში 10 სამუშაო წლიანი გამოცდილებაც შეიძლება - სტაჟირება შესაძლოა, სამუშაო გამოცდილებად ჩაითვალოს.

      სტატისტიკა - „საქსტატის“ ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ბოსტნეულზე, ხორცის პროდუქტებსა და სხვა პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. ეკატერინე მიქაბაძე - 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა 59 % მამაკაცია, საშუალო ხელფასმა კი 2018 წლის II კვარტალში 1150 ლარი შეადგენდა.

      გარდაიცვალა ფილოსოფოსი გურამ თევზაძე.

საზღვარგარეთულები:

      მაკკეინის ბოლო დღე - სენატორი მაკკეინი სამხედრო პატივით დაკრძალეს. გამოკითხვის შედეგებით, თბილისში ჯონ მაკკეინის სახელობის ქუჩის ან სკვერის გახსნის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბრად იყოფა.

      პუტინის ოცნებები მაკრონისგან - ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმერ პუტინის ოცნებაა.

      ფრანგები დღის წესრიგში - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაშარ ასადმა ომი მოიგო, თუმცა რეგიონში მშვიდობას ვერ მიაღწია.

      კორეული რჩევები - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აშშ-მა ჩრდილოეთ კორეასთან რაც შეიძლება მალე უნდა განაახლოს დიალოგი

      დამწვარი მუზეუმი - ბრაზილიის კულტურის მინისტრი - რიო-დე-ჟანეიროს ეროვნულ მუზეუმში ხანძრის გაჩენის მიზეზი „მრავალწლიანი გულგრილობა“ გახდა.

      ამერიკული სიტყვაძუნწობა? - სერგეი ლავროვი - არსებობს ქვეყნების მცირე ჯგუფი, რომელსაც დიალოგი არ სურს - მათ სათავეში აშშ დგას. სერგეი ლავროვი - ტრამპს და პომპეოს ესმით, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ვაშინგტონის ინტერესებშია.

      უკრაინა ნიუსებში - იულია ტიმოშენკომ პეტრო პოროშენკო რუსეთთან კერძო ვაჭრობის წარმოებაში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, კიევში „ჩეკისტისა“ და „ტერორისტის“ - ივან კუდრის ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 182

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters